მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ფერდობებზე 5400-მდე გამხმარი ხე მოიჭრება
თბილისის ფერდობებზე 5400-მდე გამხმარი ხე მოიჭრება

ეკო­ლო­გი­ი­სა და გამ­წვა­ნე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, დღეს, მთაწ­მინ­დის პარ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მავ­ნებ­ლე­ბით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და ზეხ­მე­ლი 2000-მდე ძირი ხე მო­ი­ნიშ­ნა. თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხე­ე­ბის მო­ნიშ­ვნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი თბი­ლი­სის მე­რი­ის ეკო­ლო­გი­ი­სა და გამ­წვა­ნე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ბი­ძი­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა და მოწ­ვე­ულ­მა მე­ტყე­ვე­ო­ბის ექ­სპერ­ტმა ვალ­ტერ ბე­ნე­კენ­დორფმა ჩა­ა­ტა­რეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იმ გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც გამ­წვა­ნე­ბის სამ­სა­ხურ­მა მცე­ნა­რე­თა ბი­ო­ლო­გი­უ­რი დაც­ვის ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, დე­და­ქა­ლა­ქის ფერ­დო­ბებ­ზე მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ფა­რის მა­სობ­რი­ვი ხმო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ი­მუ­შა­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მა თბი­ლი­სის ფერ­დო­ბებ­ზე 5400 ძირი გამ­ხმა­რი ხის მო­ნიშ­ვნა­სა და შემ­დეგ მათ მოჭ­რას ით­ვა­ლის­წი­ნებს. კუს ტბის მიმ­დე­ბა­რე ფერ­დო­ბებ­ზე 3000-მდე და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და გამ­ხმა­რი ხე უკვე მო­ი­ნიშ­ნა. გამ­ხმა­რი ნარ­გა­ვე­ბი მო­ი­ნიშ­ნე­ბა და მო­იჭ­რე­ბა ასე­ვე აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ში და ვა­კის პარ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

"თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მცე­ნა­რე­თა ბი­ო­ლო­გი­უ­რი დაც­ვის ცენ­ტრის მიერ ფი­ტო­სა­ნი­ტა­რი­უ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი ჩა­უ­ტარ­და თბი­ლი­სის შე­მო­გა­რე­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ფიჭ­ვე­ბის ნარ­გა­ო­ბას და გა­მოვ­ლინ­და პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც სამ­სა­ხუ­რის მხრი­დან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­ა­გი­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს. ფი­ტო­სა­ნი­ტა­რი­უ­ლი დას­კვნის თა­ნახ­მად, რე­ა­გი­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გამ­ხმა­რი ნარ­გა­ო­ბის­გან ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გაწ­მენ­დას, მათ ჩა­ნაც­ვლე­ბას, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ნახ­ლე­ბის­თვის ხელ­შე­წყო­ბა­სა და სა­ში­ში კე­რე­ბის გაზ­რდის პრე­ვენ­ცი­ას გუ­ლის­ხმობს. ამ­ჟა­მად ნარ­გა­ვე­ბის ხმო­ბის მხრივ ყვე­ლა­ზე სა­შიშ კე­რებს წყნე­თის, მთაწ­მინ­დი­სა და კუს ტბის ფერ­დო­ბე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა. მო­ნიშ­ვნის სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გამ­ხმა­რი ხე-მცე­ნა­რე­ე­ბი ეტა­პობ­რი­ვად მო­იჭ­რე­ბა. მათი მოჭ­რი­სა და გა­მო­ტა­ნის სა­მუ­შა­ო­ებს ეკო­ლო­გი­ი­სა და გამ­წვა­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნია "სი­ნათ­ლის ქა­ლა­ქი" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

ხმო­ბის შე­დე­გად მოჭ­რი­ლი ხე­ე­ბი გამ­წვა­ნე­ბის შე­სა­ბა­მის სე­ზონ­ზე ჩა­ნაც­ვლდე­ბა კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­მართ ისე­თი რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ჯი­შე­ბით, რო­გო­რი­ცაა ჰი­მა­ლა­ის კე­და­რი, იფა­ნი, მუხა, აკა­ცია.

მცე­ნა­რე­თა დაც­ვის ცენ­ტრის მიერ ფო­ტო­სა­ნი­ტა­რი­უ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნის თა­ნახ­მად, ნარ­გა­ვე­ბის ხმო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია ხე­ე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­შე­ნე­ბის დროს აგ­რო­ტექ­ნი­კუ­რი პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის, ნი­ა­და­გის სიმ­წი­რი­სა და კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, რა­მაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მცე­ნა­რე­თა გამ­ძლე­ო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ კი ხმო­ბა გა­ნა­პი­რო­ბა.

ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ით, სა­ინ­ფექ­ციო სა­წყი­სი­სა და მავ­ნებ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის მიზ­ნით ზეხ­მე­ლი ხე­ე­ბის მო­ნიშ­ვნა, ეტა­პობ­რი­ვი მოჭ­რა და გა­მო­ტა­ნა უმოკ­ლეს დრო­ში უნდა მოხ­დეს, ხოლო შემ­დეგ კი ხმე­ლი ხე­ე­ბი­სა­გან გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ფარ­თო­ბებ­ზე უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ფოთ­ლო­ვა­ნი სა­ხე­ო­ბის ნერ­გე­ბის შერ­ჩე­ვა და მათი შერგვა აგ­რო­ტექ­ნი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სრუ­ლი დაც­ვით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

თბილისის ფერდობებზე 5400-მდე გამხმარი ხე მოიჭრება

თბილისის ფერდობებზე 5400-მდე გამხმარი ხე მოიჭრება

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინიციატივით, დღეს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მავნებლებით დაავადებული და ზეხმელი 2000-მდე ძირი ხე მოინიშნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ხეების მონიშვნის სამუშაოები თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა და მოწვეულმა მეტყევეობის ექსპერტმა ვალტერ ბენეკენდორფმა ჩაატარეს.

აღნიშნული ღონისძიებები იმ გეგმის შესაბამისად ხორციელდება, რომელიც გამწვანების სამსახურმა მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე, დედაქალაქის ფერდობებზე მცენარეული საფარის მასობრივი ხმობის წინააღმდეგ შეიმუშავა. აღნიშნული გეგმა თბილისის ფერდობებზე 5400 ძირი გამხმარი ხის მონიშვნასა და შემდეგ მათ მოჭრას ითვალისწინებს. კუს ტბის მიმდებარე ფერდობებზე 3000-მდე დაავადებული და გამხმარი ხე უკვე მოინიშნა. გამხმარი ნარგავები მოინიშნება და მოიჭრება ასევე აღმაშენებლის ხეივანში და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის მიერ ფიტოსანიტარიული მონიტორინგი ჩაუტარდა თბილისის შემოგარენის ტერიტორიაზე გაშენებული ფიჭვების ნარგაობას და გამოვლინდა პრობლემები, რომელიც სამსახურის მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. ფიტოსანიტარიული დასკვნის თანახმად, რეაგირების ღონისძიებები გამხმარი ნარგაობისგან ტერიტორიების გაწმენდას, მათ ჩანაცვლებას, ბუნებრივი განახლებისთვის ხელშეწყობასა და საშიში კერების გაზრდის პრევენციას გულისხმობს. ამჟამად ნარგავების ხმობის მხრივ ყველაზე საშიშ კერებს წყნეთის, მთაწმინდისა და კუს ტბის ფერდობები წარმოადგენენ, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა. მონიშვნის სამუშაოების დასრულების შემდეგ გამხმარი ხე-მცენარეები ეტაპობრივად მოიჭრება. მათი მოჭრისა და გამოტანის სამუშაოებს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის კონტრაქტორი კომპანია "სინათლის ქალაქი" განახორციელებს.

ხმობის შედეგად მოჭრილი ხეები გამწვანების შესაბამის სეზონზე ჩანაცვლდება კლიმატური ცვლილებების მიმართ ისეთი რეზისტენტული ჯიშებით, როგორიცაა ჰიმალაის კედარი, იფანი, მუხა, აკაცია.

მცენარეთა დაცვის ცენტრის მიერ ფოტოსანიტარიული მონიტორინგის შედეგად მომზადებული დასკვნის თანახმად, ნარგავების ხმობა გამოწვეულია ხეების ხელოვნურად გაშენების დროს აგროტექნიკური პირობების დარღვევის, ნიადაგის სიმწირისა და კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სტრესული მდგომარეობის გამო, რამაც დროთა განმავლობაში მცენარეთა გამძლეობის დაქვეითება, საბოლოოდ კი ხმობა განაპირობა.

ცენტრის რეკომენდაციით, საინფექციო საწყისისა და მავნებლების შეზღუდვის მიზნით ზეხმელი ხეების მონიშვნა, ეტაპობრივი მოჭრა და გამოტანა უმოკლეს დროში უნდა მოხდეს, ხოლო შემდეგ კი ხმელი ხეებისაგან გამოთავისუფლებულ ფართობებზე უნდა განხორციელდეს ფოთლოვანი სახეობის ნერგების შერჩევა და მათი შერგვა აგროტექნიკური ღონისძიებების სრული დაცვით.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია