შიდა ქართლში, ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის დროს, კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში მეხი ჩამოვარდა.
მეხი ქვრივიშვილების საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს დაეცა. სტიქიის დროს სახლში ოჯახის უფროსი წევრები და 5 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.