მომღერალი ეკა კვალიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს.
"მე, ეკა კვალიაშვილი, ვაცხადებ, ტელევიზიით, გაზეთით, აპარატში ზარით, მოვითხოვე შეხვედრა ბატონო პრეზიდენტო თქვენთან, ნუ მომაყენებთ შეურაცხყოფას თქვენი უყურადღებობით! თქვენ ხართ ვალდებული, რომ დაინტერესდეთ, თუ რატომ ვითხოვ ასე დაჟინებით თქვენთან საუბარს, თუ კი თქვენ მართლა ხართ ამ ქვეყნის პრტეზიდენტი და ასეთად მიგაჩნიათ თავი, მე ამ ქვეყნის ერთ-ერთი სერიოზული სახე, და ცნობილი ადამიანი, რომელიც ითხოვს, არა უკვე მოითხოვს თქვენთან შეხვედრას, თან სასწრაფოდ. მე ვეღარ დავიცდი, მე ისედაც უამრავი წელი და დრო დამაკარგინა წინა მთავრობამ. მეგონა, თქვენ შეგნებით მაღლა იდექით, მე იძულებული ვარ საჯაროდ დავწერო ეს მოთხოვნა! მე არც სახუმარო დრო მაქვს და არც ლოდინის დრო. სასწრაფოდ შემხვდით, ერთხელ კიდევ ვიტოვებ იმედს, შემდეგ, კი, სერიოზულ ბრიფინგს მოვაწყობ, ბბს, სნნ, და ასე შემდეგ და მთელს მსოფლიოს გავაგებინებ, რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტს, თავისი ქვეყნის სახესთან, მომღერალთან და ქალთან, ისე სხვათა შორის, წელს ქალთა წელია და სერიოზული პატივისცემაა საჭირო. პირადად მე, ეკა კვალიაშვილი ამას მოვითხოვ, რადგან დავიმსახურე წლებია, შემოქმედებით, ქვეყნის სიყვარულით, სიმართლით. ჩემი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი მამაკაცებისგან! პრეზიდენტისგან, პრემიერისგან და ასე შემდეგ, ვინ უნდა გახდეს მაგალითი სხვა დანარჩენთათვის, თუ არა თქვენ? ველი, თქვენს ჯენტნლმენურ დამოკიდებულებას და შეხვედრას, ჩემთვის და ქვეყნისთვის საჭირო და გადაუდებელ თემაზე!", - წერს ეკა კვალიაშვილი.