საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''კავეენიდან'' ოპერამდე - გიორგი ონიანი 13 ენაზე მღერის
''კავეენიდან'' ოპერამდე - გიორგი ონიანი 13 ენაზე მღერის

2006 წლი­დან ტე­ნო­რი გი­ორ­გი ონი­ა­ნი გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს. ბო­ნის სა­ო­პე­რო თე­ატ­რის სო­ლისტს მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში უწევს სიმ­ღე­რა და ძა­ლი­ან ხში­რად გას­ტროლ­ზე იმ­ყო­ფე­ბა. სამ­შობ­ლოს­თან კონ­ტაქ­ტი არ გა­უ­წყვე­ტია და ზა­ფხუ­ლის გარ­და, წე­ლი­წა­დის სხვა დრო­საც უწევს თბი­ლის­ში სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ჩა­მოს­ვლა. გერ­მა­ნი­ა­ში მყო­ფი ტე­ნო­რი ინ­ტერ­ნე­ტით ჩავ­წე­რეთ.

გი­ორ­გი ონი­ა­ნი:

- სვა­ნეთ­ში, ლენ­ტე­ხის რა­ი­ონ სო­ფელ ხო­ფურ­ში და­ვი­ბა­დე და ბავ­შვო­ბის წლე­ბი იქ გა­ვა­ტა­რე. სვა­ნეთ­ში ბევ­რი მღე­რის, მეც სკო­ლას­თან არ­სე­ბულ ან­სამ­ბლში ვმღე­რო­დი. სა­ერ­თოდ, ჩემს კლას­ში ყვე­ლა მღე­რო­და და ამას გან­სა­კუთ­რე­ბულ მოვ­ლე­ნად არ მი­ვიჩ­ნევ­დი, მე­გო­ნა, ადა­მი­ა­ნი მომ­ღე­რა­ლი არ­სე­ბა იყო. მხო­ლოდ მა­შინ მივ­ხვდი, ასე რომ არ იყო, როცა მეშ­ვი­დე კლა­სი­დან ქუ­თა­ის­ში ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კურ სკო­ლა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს და ორ­მო­ცი ბავ­შვი­დან მხო­ლოდ შვი­დი ვმღე­რო­დით (იღი­მის). დე­და­ჩე­მი სა­ო­ცა­რი მე­ლო­მა­ნი იყო. თბი­ლის­ში 60-იან წლებ­ში რომ სწავ­ლობ­და, მთელ თა­ვის სტუ­დენ­ტო­ბის დრო­ინ­დელ სტი­პენ­დი­ას ოპე­რის ბი­ლე­თებ­ში ხარ­ჯავ­და. შემ­დეგ კი, რაც იმ დროს ფირ­ფი­ტებ­ზე გა­მო­სუ­ლი ოპე­რის ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობ­და, ყვე­ლა შინ ჰქონ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ოჯახ­ში ხში­რად ის­მო­და ოპე­რა.

- იყო თუ არა გა­მორ­ჩე­უ­ლი ოპე­რა ან არია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მოგ­წონ­დათ ბავ­შვო­ბის წლებ­ში?

- არა (იღი­მის). ერ­თია, რას მა­ს­მე­ნი­ნებ­და დედა და სხვა სა­კი­თხია, თა­ვად ამას რო­გორ ვი­ღებ­დი. სი­მარ­თლეს გე­ტყვით, ოპე­რა სა­ერ­თოდ არ მომ­წონ­და (იღი­მის).

- აბა, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის­კენ რო­დის აი­ღეთ გეზი?

- კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლას არ ვგეგ­მავ­დი და ამა­ზე არც მი­ოც­ნე­ბია. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ინ­ჟინ­რო-ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 90-იან წლებ­ში ყვე­ლა­ფე­რი ჩამ­კვდა­რი იყო, სტუ­დენ­ტე­ბი "კა­ვე­ე­ნით" ვირ­თობ­დით თავს. ჯერ ფა­კულ­ტე­ტის, შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ნაკ­რე­ბის წევ­რი ვი­ყა­ვი. "კა­ვე­ე­ნის" ერთ-ერთ თა­მაშ­ზე ჟი­უ­რის წევ­რებს შო­რის გია ნაც­ვლიშ­ვი­ლი იყო. ჩემს ნო­მერს "გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი რა­დიო" ერ­ქვა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სიმ­ღე­რის იმი­ტა­ცი­ას ვა­კე­თებ­დი. მან მირ­ჩია, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მეს­წავ­ლა და იმ დღი­დან შე­იც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა.

მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად პა­რა­ლე­ლუ­რად კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მო­სამ­ზა­დე­ბელ ჯგუფ­ში და­ვი­წყე სწავ­ლა და უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ და­ვამ­თავ­რე, იმა­ვე წელს ჩა­ვა­ბა­რე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში. სა­ერ­თოდ, არ მიყ­ვარს საქ­მის ნა­ხევ­რად კე­თე­ბა, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ბევრ ქარ­თველს ახა­სი­ა­თებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა თუ უმ­ნიშ­ვნე­ლო, ხელს რომ ვკი­დებ, სე­რი­ო­ზუ­ლად ვე­კი­დე­ბი და ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი. როცა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე, მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, კარ­გი მომ­ღე­რა­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი. თან, ერთი პრო­ფე­სია უკვე "ჯი­ბე­ში მედო" და მე­ო­რე საქ­მე­ზე მთლი­ა­ნად გა­და­ვერ­თე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

''კავეენიდან'' ოპერამდე - გიორგი ონიანი 13 ენაზე მღერის

''კავეენიდან'' ოპერამდე - გიორგი ონიანი 13 ენაზე მღერის

2006 წლიდან ტენორი გიორგი ონიანი გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ბონის საოპერო თეატრის სოლისტს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უწევს სიმღერა და ძალიან ხშირად გასტროლზე იმყოფება. სამშობლოსთან კონტაქტი არ გაუწყვეტია და ზაფხულის გარდა, წელიწადის სხვა დროსაც უწევს თბილისში სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსვლა. გერმანიაში მყოფი ტენორი ინტერნეტით ჩავწერეთ.

გიორგი ონიანი:

- სვანეთში, ლენტეხის რაიონ სოფელ ხოფურში დავიბადე და ბავშვობის წლები იქ გავატარე. სვანეთში ბევრი მღერის, მეც სკოლასთან არსებულ ანსამბლში ვმღეროდი. საერთოდ, ჩემს კლასში ყველა მღეროდა და ამას განსაკუთრებულ მოვლენად არ მივიჩნევდი, მეგონა, ადამიანი მომღერალი არსება იყო. მხოლოდ მაშინ მივხვდი, ასე რომ არ იყო, როცა მეშვიდე კლასიდან ქუთაისში ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში გადამიყვანეს და ორმოცი ბავშვიდან მხოლოდ შვიდი ვმღეროდით (იღიმის). დედაჩემი საოცარი მელომანი იყო. თბილისში 60-იან წლებში რომ სწავლობდა, მთელ თავის სტუდენტობის დროინდელ სტიპენდიას ოპერის ბილეთებში ხარჯავდა. შემდეგ კი, რაც იმ დროს ფირფიტებზე გამოსული ოპერის ჩანაწერი არსებობდა, ყველა შინ ჰქონდა და შესაბამისად, ოჯახში ხშირად ისმოდა ოპერა.

- იყო თუ არა გამორჩეული ოპერა ან არია, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონდათ ბავშვობის წლებში?

- არა (იღიმის). ერთია, რას მასმენინებდა დედა და სხვა საკითხია, თავად ამას როგორ ვიღებდი. სიმართლეს გეტყვით, ოპერა საერთოდ არ მომწონდა (იღიმის).

- აბა, კონსერვატორიისკენ როდის აიღეთ გეზი?

- კონსერვატორიაში სწავლას არ ვგეგმავდი და ამაზე არც მიოცნებია. უნივერსიტეტში საინჟინრო-ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში ყველაფერი ჩამკვდარი იყო, სტუდენტები ''კავეენით'' ვირთობდით თავს. ჯერ ფაკულტეტის, შემდეგ უნივერსიტეტის ნაკრების წევრი ვიყავი. ''კავეენის'' ერთ-ერთ თამაშზე ჟიურის წევრებს შორის გია ნაცვლიშვილი იყო. ჩემს ნომერს ''გაფუჭებული რადიო'' ერქვა, სადაც რამდენიმე ადამიანის სიმღერის იმიტაციას ვაკეთებდი. მან მირჩია, კონსერვატორიაში მესწავლა და იმ დღიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრება.

მუსიკალური განათლების მისაღებად პარალელურად კონსერვატორიის მოსამზადებელ ჯგუფში დავიწყე სწავლა და უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, იმავე წელს ჩავაბარე კონსერვატორიაში. საერთოდ, არ მიყვარს საქმის ნახევრად კეთება, რაც, სამწუხაროდ, ბევრ ქართველს ახასიათებს. მნიშვნელოვანი იქნება თუ უმნიშვნელო, ხელს რომ ვკიდებ, სერიოზულად ვეკიდები და ბოლომდე ვიხარჯები. როცა კონსერვატორიაში ჩავაბარე, მიზნად დავისახე, კარგი მომღერალი გავმხდარიყავი. თან, ერთი პროფესია უკვე ''ჯიბეში მედო'' და მეორე საქმეზე მთლიანად გადავერთე.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს