მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოძრაობა "სამეგრელო" გია ჯაჯანიძის გადაცემას ეხმაურება
მოძრაობა "სამეგრელო" გია ჯაჯანიძის გადაცემას ეხმაურება

მოძ­რა­ო­ბა "სა­მეგ­რე­ლო" ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ზე" გა­სულ გია ჯა­ჯა­ნი­ძის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა "სხვა რა­კურსს" ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც სა­უ­ბა­რი 1991-92 წლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, აფხა­ზე­თის ომს, მხედ­რი­ო­ნის ქმე­დე­ბებს სა­მეგ­რე­ლო­ში შე­ე­ხო. გა­და­ცე­მის სტუ­მა­რი ამ პრო­ცე­სე­ბის მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის ყო­ფი­ლი "მხედ­რი­ო­ნე­ლი" დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­მაც მის მი­მართ გა­მოთ­ქმუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი უარ­ყო.

"გია ჯა­ჯა­ნი­ძის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში თურ­მე შეკ­რე­ბი­ლან მა­ვან­ნი და უმსჯე­ლი­ათ 1991-92 წლე­ბის პუტჩზე და მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე! ამ სა­ღა­მოს მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მე­ნა­ხა იმ გა­და­ცე­მის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი. ახლა რა მინ­და გან­ვა­ცხა­დო: მე, ზუ­რაბ კვა­რა­ცხე­ლია გახ­ლა­ვართ ის პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რმა, თა­ვის დრო­ზე მო­ვა­წე­რე ხელი იმ გან­კარ­გუ­ლე­ბას, რო­მელ­ზეც ამ ე.წ. თოქ-შო­უ­ში აპე­ლი­რე­ბა გა­ა­კე­თა სამ­ხედ­რო-კრი­მი­ნა­ლუ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ერთ-ერ­თმა აქ­ტი­ურ­მა მო­ნა­წი­ლემ და სა­მეგ­რე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ხოც­ვა-ჟლე­ტა­ში არ­ცთუ უსა­ფუძ­ლოდ ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­მა! სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ: რა თქმა უნდა, "თეთრ მაგ­ნო­ლი­ად" წო­დე­ბულ­მა კრი­მი­ნალ­მა ბა­ნო­ვან­მა გან­კარ­გუ­ლე­ბის ტექ­სტი კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლად წა­რუდ­გი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას! რა თქმა უნდა, ის გან­კარ­გუ­ლე­ბა სრუ­ლი­ად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ას და მი­მაჩ­ნია, რომ იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მარ­თლე­ბუ­ლი ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით! კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებ, რომ მა­შინ მე ვი­ყა­ვი ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რი იმ გან­გარ­გუ­ლე­ბი­სა, რო­მე­ლიც მი­ვი­ღეთ ეროვ­ნუ­ლი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის კო­მი­ტეტ­მა და კა­ნო­ნი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ერ­თობ­ლი­ვად! ასე რომ, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ჩვენ­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ტრა­გი­კულ პრო­ცე­სებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აკი­დე­ბა! სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდარ პუტჩზე და მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მთლი­ა­ნად ეკის­რე­ბა ე.წ. დე­მოკ­რა­ტი­ულ ოპო­ზი­ცი­ას და მის­გან სტი­მუ­ლი­რე­ბულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ბან­დი­ტურ ფორ­მი­რე­ბებს, რომ­ლის წევ­რიც ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი ალ­ბა­თო­ბით გახ­ლდათ ზემ­ოთხსე­ნე­ბულ თოქ-შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე აწ უკვე "ბან­დე­რის­ტკა" ქალ­ბა­ტო­ნიც!

თუ რა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა მა­მა­თე­ლი "დიდი პო­ლი­ტი­კო­სის" სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბან­დე­ბის თა­რეშ­მა სა­მეგ­რე­ლო­ში და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო­ში - სრუ­ლი­ად აშ­კა­რაა და თუ ვინ­მეს ეჭვი ეპა­რე­ბა ამა­ში, მა­შინ პირ­და­პირ ვე­ტყვი ამ კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნებს, რომ კარ­გად გა­ა­ხი­ლონ თვა­ლი და შე­ხე­დონ გა­ვე­რა­ნე­ბულ ქვე­ყა­ნას!

აშ­კა­რაა, რომ გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში მომ­ხდა­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის და სა­მეგ­რე­ლო­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლო­ბე­ბის სა­მარ­ცხვი­ნო ლაქა მოწ­მინ­დონ პუტ­ჩის­ტურ ელე­მენ­ტებს! აშ­კა­რაა, რომ ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­ნა­ი­რად არ შე­უ­წყობს ხელს ეროვ­ნუ­ლი სხე­უ­ლის გამ­თლი­ა­ნე­ბას! აშ­კა­რაა, რომ ასე­თი მიდ­გო­მით კი­დევ უფრო მე­ტად ღრმავ­დე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა!

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მოძრაობა "სამეგრელო" გია ჯაჯანიძის გადაცემას ეხმაურება

მოძრაობა "სამეგრელო" გია ჯაჯანიძის გადაცემას ეხმაურება

მოძრაობა "სამეგრელო" ტელეკომპანია "იმედზე" გასულ გია ჯაჯანიძის საავტორო გადაცემა "სხვა რაკურსს" ეხმაურება, სადაც საუბარი 1991-92 წლებში განვითარებულ მოვლენებს, აფხაზეთის ომს, მხედრიონის ქმედებებს სამეგრელოში შეეხო. გადაცემის სტუმარი ამ პროცესების მონაწილე ადამიანები, მათ შორის ყოფილი "მხედრიონელი" დოდო გუგეშაშვილი იყო, რომელმაც მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უარყო.

"გია ჯაჯანიძის საავტორო გადაცემაში თურმე შეკრებილან მავანნი და უმსჯელიათ 1991-92 წლების პუტჩზე და მისგან გამომდინარე მოვლენებზე! ამ საღამოს მომეცა შესაძლებლობა მენახა იმ გადაცემის ვიდეოჩანაწერი. ახლა რა მინდა განვაცხადო: მე, ზურაბ კვარაცხელია გახლავართ ის პიროვნება, რომელმაც, როგორც ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტის წევრმა, თავის დროზე მოვაწერე ხელი იმ განკარგულებას, რომელზეც ამ ე.წ. თოქ-შოუში აპელირება გააკეთა სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ და სამეგრელოს მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში არცთუ უსაფუძლოდ ეჭვმიტანილმა დოდო გუგეშაშვილმა! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: რა თქმა უნდა, "თეთრ მაგნოლიად" წოდებულმა კრიმინალმა ბანოვანმა განკარგულების ტექსტი კონტექსტიდან ამოგლეჯილად წარუდგინა საზოგადოებას! რა თქმა უნდა, ის განკარგულება სრულიად შეესაბამებოდა მოცემულ სიტუაციას და მიმაჩნია, რომ იყო აბსოლუტურად გამართლებული ყველა თვალსაზრისით! კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მაშინ მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი იმ განგარგულებისა, რომელიც მივიღეთ ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტმა და კანონიერი ხელისუფლების მომხრე შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივად! ასე რომ, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის საქართველოში მიმდინარე ტრაგიკულ პროცესებზე პასუხისმგებლობის აკიდება! საქართველოში მომხდარ პუტჩზე და მისგან გამომდინარე სავალალო შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ე.წ. დემოკრატიულ ოპოზიციას და მისგან სტიმულირებულ შეიარაღებულ ბანდიტურ ფორმირებებს, რომლის წევრიც ასპროცენტიანი ალბათობით გახლდათ ზემოთხსენებულ თოქ-შოუში მონაწილე აწ უკვე "ბანდერისტკა" ქალბატონიც!

თუ რა სავალალო შედეგები მოიტანა მამათელი "დიდი პოლიტიკოსის" სახელისუფლებო შეიარაღებული ბანდების თარეშმა სამეგრელოში და სრულიად საქართველოში - სრულიად აშკარაა და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში, მაშინ პირდაპირ ვეტყვი ამ კატეგორიის ადამიანებს, რომ კარგად გაახილონ თვალი და შეხედონ გავერანებულ ქვეყანას!

აშკარაა, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარი გადატრიალების და სამეგრელოში ჩადენილი დანაშაულობების სამარცხვინო ლაქა მოწმინდონ პუტჩისტურ ელემენტებს! აშკარაა, რომ ამგვარი დამოკიდებულება არანაირად არ შეუწყობს ხელს ეროვნული სხეულის გამთლიანებას! აშკარაა, რომ ასეთი მიდგომით კიდევ უფრო მეტად ღრმავდება დაპირისპირება!

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა