მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქციის მონაწილეები პოლიციელებს ტაშით მიესალმნენ
 აქციის მონაწილეები პოლიციელებს ტაშით მიესალმნენ

"თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე" მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლებს ტა­შით მი­ე­სალმნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა მო­მი­ტინ­გე­ებ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, და­ვით ბაქ­რა­ძის მო­წო­დე­ბით და­ა­ფიქ­სი­რეს, რო­მელ­მაც აქ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პო­ლი­ცი­ელ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია იმით ახ­სნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მათი შე­ე­შინ­და.

"დღეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ამ რა­ო­დე­ნო­ბის პო­ლი­ცია და სპეც­რაზ­მია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ეს ნიშ­ნავს ერთ რა­მეს, რომ დღეს ჩვე­ნი შე­ე­შინ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. გი­ლო­ცავთ ყვე­ლას, მე­გობ­რე­ბო. სა­მა­გი­ე­როდ, ჩვენ არ შეგ­ვში­ნე­ბია და არას­დროს შეგ­ვე­შინ­დე­ბა ჩვე­ნი პო­ლი­ცი­ის. დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ლი­ცი­ე­ლი დგას აქ, ჩვენ გარ­შე­მო. მინ­და, მი­ვე­სალ­მო იმ პო­ლი­ცი­ას, რო­მე­ლიც ჩვენ შევ­ქმე­ნით და ვუ­თხრა, რომ გან­სხვა­ვე­ბით ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ას ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლე­ბი და­ას­ვა თავ­ზე და სპეც­რაზ­მე­ლე­ბი გლ­და­ნის ცი­ხე­ში გა­უშ­ვა, ჩვენ მას პა­ტივს ვცემთ, გვიყ­ვარს, რად­გან ეს არის ის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის შევ­ქმე­ნით. ამი­ტომ მო­დით, ყვე­ლამ ერ­თად მი­ვე­სალ­მოთ და ტაში და­ვუკ­რათ ჩვენს პო­ლი­ცი­ე­ლებს. თუ ვინ­მეს უნდა ეში­ნო­დეს პო­ლი­ცი­ის და სპეც­რაზ­მის, ჩვენ - არა. ამი­ტომ გი­ლო­ცავთ – დღეს გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც შე­ე­შინ­და და დღეს გვყავს პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად დგას ქუ­ჩა­ში", - მი­მარ­თა და­ვით ბაქ­რა­ძემ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის

თვა­ლი ადევ­ნეთ აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალს თეგ­ზე #21 მარ­ტის აქ­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

აქციის მონაწილეები პოლიციელებს ტაშით მიესალმნენ

 აქციის მონაწილეები პოლიციელებს ტაშით მიესალმნენ

"თავისუფლების მოედანზე" მიმდინარე აქციის მონაწილეები პოლიციელებს ტაშით მიესალმნენ. სამართალდამცავების მიმართ პატივისცემა მომიტინგეებმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის მოწოდებით დააფიქსირეს, რომელმაც აქციის ტერიტორიაზე პოლიციელთა გაძლიერებული მობილიზაცია იმით ახსნა, რომ ხელისუფლებას მათი შეეშინდა.

"დღეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ რაოდენობის პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული. ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ დღეს ჩვენი შეეშინდა ხელისუფლებას. გილოცავთ ყველას, მეგობრებო. სამაგიეროდ, ჩვენ არ შეგვშინებია და არასდროს შეგვეშინდება ჩვენი პოლიციის. დღეს ძალიან ბევრი პოლიციელი დგას აქ, ჩვენ გარშემო. მინდა, მივესალმო იმ პოლიციას, რომელიც ჩვენ შევქმენით და ვუთხრა, რომ განსხვავებით ამ ხელისუფლებისგან, რომელმაც პოლიციას ეკა ყუშიტაშვილები დაასვა თავზე და სპეცრაზმელები გლდანის ციხეში გაუშვა, ჩვენ მას პატივს ვცემთ, გვიყვარს, რადგან ეს არის ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოსთვის შევქმენით. ამიტომ მოდით, ყველამ ერთად მივესალმოთ და ტაში დავუკრათ ჩვენს პოლიციელებს. თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს პოლიციის და სპეცრაზმის, ჩვენ - არა. ამიტომ გილოცავთ – დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეეშინდა და დღეს გვყავს პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც პოლიციასთან ერთად დგას ქუჩაში", - მიმართა დავით ბაქრაძემ აქციის მონაწილეებს.

მეტი ინფორმაციისთვის

თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა