კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღირს თუ არა მშენებარე კორპუსებში ბინის შეძენა?
ღირს თუ არა მშენებარე კორპუსებში ბინის შეძენა?

"ჰა­ე­რის გა­ყიდ­ვა" - ასე უწო­დე­ბენ ხალ­ხში მოვ­ლე­ნას, რო­მელ­მაც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა შე­ი­წი­რა და უბი­ნა­ოდ დარ­ჩე­ნი­ლებს დიდი თავ­სა­ტე­ხი და­უ­ტო­ვა. "ჰა­ე­რის გა­ყიდ­ვის" პრინ­ცი­პი მარ­ტი­ვია: სახ­ლი ჯერ არ არის აშე­ნე­ბუ­ლი და კომ­პა­ნია აუ­შე­ნე­ბელ სარ­თუ­ლებს ყი­დის. 2008 წლის შემ­დეგ ამ პრო­ცესს ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სიც და­ერ­თო, რა­მაც თბი­ლი­სი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ქა­ლა­ქად აქ­ცია და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი უსახ­ლკა­როდ და­ტო­ვა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში სი­ტუ­ა­ცია რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა, ეტყო­ბა, ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბა­საც გა­და­უ­ა­რა არც ისე დიდი ხნის წინ გან­ცდილ­მა ელ­დამ და ბევ­რი მზად არის თან­ხა მშე­ნე­ბა­რე ბი­ნა­ში ჩა­დოს. რა რის­კი ახ­ლავს თან და­უს­რუ­ლე­ბელ ბი­ნა­ში ფუ­ლის ჩა­დე­ბას და რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ამ­გვა­რი ბი­ნის მყიდ­ველ­მა? - ამ შე­კი­თხვა­ზე სამ­შე­ნებ­ლო სფე­როს გა­მოც­დილ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­საც კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბი აქვთ.

ასო­ცი­ა­ცია "მშე­ნებ­ლო­ბა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის გა­რე­შე" ხელ­მძღვა­ნე­ლი ან­ზორ სა­კან­დე­ლი­ძე ფიქ­რობს, რომ სა­სურ­ვე­ლია შე­ნო­ბა დას­რულ­დეს და მერე გა­ი­ყი­დოს.

ან­ზორ სა­კან­დე­ლი­ძე: ჩემი აზ­რით, ე.წ. ჰა­ე­რის გა­ყიდ­ვა მე­ტის­მე­ტად ნოყი­ერ ნი­ა­დაგს ქმნის თვალ­თმაქ­ცო­ბი­სათ­ვის. ამას უნდა და­ვაბ­რა­ლოთ იმ ათა­სო­ბით მომ­ხმა­რებ­ლის უბე­დუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ბრმად აფორ­მებ­და. ალ­ბათ ბევ­რი ნორ­მა­ლუ­რად არც კი­თხუ­ლობ­და და დღე­საც არ კი­თხუ­ლობს, რა წე­რია კომ­პა­ნი­ას­თან გა­ფორ­მე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში. არა­და, ხში­რად სწო­რედ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­შია ჩა­დე­ბუ­ლი ის ნაღ­მე­ბი, რო­მელ­საც ათას­გვა­რი გა­უ­გებ­რო­ბა მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე. ისიც არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ბოლო წლებ­ში მშე­ნებ­ლო­ბას აწარ­მო­ებ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შეზ­რდი­ლი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ. ამი­ტომ, მათი წყა­ლო­ბით უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა მო­ტყუ­ე­ბუ­ლი.

ან­ზორ სა­კან­დე­ლი­ძის თქმით, უმ­ჯო­ბე­სია შე­ნო­ბა ჯერ დამ­თავ­რდეს, მისი ხა­რის­ხიც შე­ფას­დეს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­ი­ყი­დოს:

- მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებ­ში ასე­თი პრაქ­ტი­კაა დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი: მშე­ნებ­ლო­ბას ას­რუ­ლე­ბენ და მერე 10-20-25-წლი­ან კრე­დი­ტებს აძ­ლე­ვენ, რომ მსურ­ველ­მა სა­სურ­ვე­ლი ბინა იყი­დოს. სხვა­თა შო­რის, უკვე ჩვენ­თა­ნაც შე­მო­ვი­და ეს ტენ­დენ­ცია - უფრო ძლი­ე­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ჯერ აშე­ნე­ბენ სახ­ლებს და მერე ყი­დი­ან. უცხო­ეთ­ში მშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნია ხა­რის­ხის გა­რან­ტი­ა­საც იძ­ლე­ვა, ჩვენ­თან კი, რა­საც აშე­ნე­ბენ, სულ რომ არ იყი­დო, ჯო­ბია: სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ისე შენ­დე­ბა, რომ იქ არც სამ­შე­ნებ­ლო უსაფრ­თხო­ე­ბაა შე­მოწ­მე­ბუ­ლი, არც კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მდგრა­დო­ბა და არც ეკო­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტე­ბი. იცით, რა მა­ო­ცებს?- ხში­რად მი­დის ადა­მი­ა­ნი, რომ თა­ვი­სი ბი­ნის მშე­ნებ­ლო­ბას და­აკ­ვირ­დეს და სა­კუ­თა­რი თვა­ლით ხე­დავს, რო­გორ დე­ბენ ბე­ტონ­ში ჟან­გი­ან არ­მა­ტუ­რას, ის კი ხმას არ იღებს... რო­დე­საც სახ­ლი ია­ფ­ფა­სი­ა­ნი და უხა­რის­ხო მა­სა­ლით არის აგე­ბუ­ლი, იქ ცხოვ­რე­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ღირს თუ არა მშენებარე კორპუსებში ბინის შეძენა?

ღირს თუ არა მშენებარე კორპუსებში ბინის შეძენა?

"ჰაერის გაყიდვა" - ასე უწოდებენ ხალხში მოვლენას, რომელმაც ათასობით ადამიანის ფინანსური კეთილდღეობა შეიწირა და უბინაოდ დარჩენილებს დიდი თავსატეხი დაუტოვა. "ჰაერის გაყიდვის" პრინციპი მარტივია: სახლი ჯერ არ არის აშენებული და კომპანია აუშენებელ სართულებს ყიდის. 2008 წლის შემდეგ ამ პროცესს ფინანსური კრიზისიც დაერთო, რამაც თბილისი დაუსრულებელი მშენებლობების ქალაქად აქცია და უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. საბედნიეროდ, დღეს სამშენებლო სექტორში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, ეტყობა, ჩვენს მოსახლეობასაც გადაუარა არც ისე დიდი ხნის წინ განცდილმა ელდამ და ბევრი მზად არის თანხა მშენებარე ბინაში ჩადოს. რა რისკი ახლავს თან დაუსრულებელ ბინაში ფულის ჩადებას და რა უნდა გაითვალისწინოს ამგვარი ბინის მყიდველმა? - ამ შეკითხვაზე სამშენებლო სფეროს გამოცდილ სპეციალისტებსაც კი განსხვავებული პასუხები აქვთ.

ასოციაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე ფიქრობს, რომ სასურველია შენობა დასრულდეს და მერე გაიყიდოს.

ანზორ საკანდელიძე: ჩემი აზრით, ე.წ. ჰაერის გაყიდვა მეტისმეტად ნოყიერ ნიადაგს ქმნის თვალთმაქცობისათვის. ამას უნდა დავაბრალოთ იმ ათასობით მომხმარებლის უბედურება, რომელიც ხელშეკრულებას ბრმად აფორმებდა. ალბათ ბევრი ნორმალურად არც კითხულობდა და დღესაც არ კითხულობს, რა წერია კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში. არადა, ხშირად სწორედ ხელშეკრულებებშია ჩადებული ის ნაღმები, რომელსაც ათასგვარი გაუგებრობა მოჰყვება ხოლმე. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო წლებში მშენებლობას აწარმოებდნენ ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც ყველაფრის უფლება ჰქონდათ. ამიტომ, მათი წყალობით უამრავი ადამიანი დარჩა მოტყუებული.

ანზორ საკანდელიძის თქმით, უმჯობესია შენობა ჯერ დამთავრდეს, მისი ხარისხიც შეფასდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიყიდოს:

- მოწინავე ქვეყნებში ასეთი პრაქტიკაა დამკვიდრებული: მშენებლობას ასრულებენ და მერე 10-20-25-წლიან კრედიტებს აძლევენ, რომ მსურველმა სასურველი ბინა იყიდოს. სხვათა შორის, უკვე ჩვენთანაც შემოვიდა ეს ტენდენცია - უფრო ძლიერი კომპანიები ჯერ აშენებენ სახლებს და მერე ყიდიან. უცხოეთში მშენებელი კომპანია ხარისხის გარანტიასაც იძლევა, ჩვენთან კი, რასაც აშენებენ, სულ რომ არ იყიდო, ჯობია: საცხოვრებელი ბინების უმეტესობა ისე შენდება, რომ იქ არც სამშენებლო უსაფრთხოებაა შემოწმებული, არც კონსტრუქციული მდგრადობა და არც ეკოლოგიური სტანდარტები. იცით, რა მაოცებს?- ხშირად მიდის ადამიანი, რომ თავისი ბინის მშენებლობას დააკვირდეს და საკუთარი თვალით ხედავს, როგორ დებენ ბეტონში ჟანგიან არმატურას, ის კი ხმას არ იღებს... როდესაც სახლი იაფფასიანი და უხარისხო მასალით არის აგებული, იქ ცხოვრება როგორ შეიძლება?

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია