გლაზგოში, ნაგვის გადამამუშავებელი მანქანა მოქალაქეებს დაეჯახა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა."ბიბისის" ცნობით, სწრაფი სიჩქარით მოძრავი ნაგვის მანქანა საშობაო ბაზრის ტერიტორიაზე გადავიდა, სადაც ტროტუარზე მყოფ გამვლელებს და პარკინგზე მდგომ ორ ავტომობილს შეეჯახა. ადგილობრივი პოლიიცის განცხადებით, ავტოავარია არ უკავშირდება ტერორიზმს. "ტრაგიკული ავტოავარიის გამოძიება დაწყებულია. თუმცა ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ეს ინციდენტი არ უკავშირდებოდა ტეროზმს", - აღნიშნა გლაზგოს პოლიციის წარმომადგენელმა უეინ მოუსონმა.