სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზური მედიის ცნობით, გალში 8 ქართველი დააკავეს
აფხაზური მედიის ცნობით, გალში 8 ქართველი დააკავეს

აფხა­ზუ­რი გა­მო­ცე­მა "ნუ­ჟნა­ია გა­ზე­ტა" გალ­ში 8 ქარ­თვე­ლის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ე.წ. ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ეჭ­ვმი­ტა­ნილ პირ­თა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს 8 მო­ქა­ლა­ქე 17 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას თან ვი­დე­ო­მა­სა­ლა ახ­ლავს.

"ოპე­რა­ტი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, 1992-1993 წლებ­ში აფხა­ზი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში მათი ჩარ­თუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­იკ­ვე­თა - ისი­ნი უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ფორ­მი­რე­ბებს და დი­ვერ­სი­ულ სა­დაზ­ვერ­ვო ჯგუ­ფებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. გა­ლის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რებ­მა ერთ-ერ­თმა და­კა­ვე­ბულ­მა, ომარ აბ­ში­ლა­ვამ, 1992-1993 წლებ­ში სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ უკვე მის­ცა აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­ვო­კა­ცი­ას უწო­დებს აფხა­ზე­თის ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბის სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის უფ­რო­სი ოთარ გო­გო­ხია. მისი გან­მარ­ტე­ბით, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ ცხოვ­რო­ბენ და ვერ იცხოვ­რე­ბენ 1992-93 წლებ­ში სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბი.

"ჩვე­ნი წყა­რო­ე­ბით გა­და­ვა­მოწ­მეთ და ვერ და­ვად­გი­ნეთ ამ პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა, ასე­ვე უც­ნო­ბია, თუ სად იმ­ყო­ფე­ბი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩვენ­თვის არ მო­უ­მარ­თავთ არც მათ ნა­თე­სა­ვებს. ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის დროს ისი­ნი გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან. მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ასე არ ყო­ფი­ლა, ეს უფრო გავს პრო­ვო­კა­ცი­ას" - აცხა­დებს "ლა­ივპ­რეს­თან" ოთარ გო­გო­ხია.

წყა­რო: livepress.ge

livepress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

აფხაზური მედიის ცნობით, გალში 8 ქართველი დააკავეს

აფხაზური მედიის ცნობით, გალში 8 ქართველი დააკავეს

აფხაზური გამოცემა "ნუჟნაია გაზეტა" გალში 8 ქართველის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა ეჭვმიტანილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს 8 მოქალაქე 17 დეკემბერს დააკავეს. ინფორმაციას თან ვიდეომასალა ახლავს.

"ოპერატიული სამუშაოების შედეგად, 1992-1993 წლებში აფხაზი ხალხის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მათი ჩართულობის შესახებ ინფორმაცია გამოიკვეთა - ისინი უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს და დივერსიულ სადაზვერვო ჯგუფებს ეხმარებოდნენ. გალის რაიონის მცხოვრებმა ერთ-ერთმა დაკავებულმა, ომარ აბშილავამ, 1992-1993 წლებში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ უკვე მისცა აღიარებითი ჩვენება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის უფროსი ოთარ გოგოხია. მისი განმარტებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ და ვერ იცხოვრებენ 1992-93 წლებში საომარ მოქმედებებში მონაწილე ეთნიკური ქართველები.

"ჩვენი წყაროებით გადავამოწმეთ და ვერ დავადგინეთ ამ პირების ვინაობა, ასევე უცნობია, თუ სად იმყოფებიან ეს ადამიანები, ჩვენთვის არ მოუმართავთ არც მათ ნათესავებს. ჩვეულებისამებრ ასეთი შემთხვევების დროს ისინი გვიკავშირდებიან. მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ ყოფილა, ეს უფრო გავს პროვოკაციას" - აცხადებს "ლაივპრესთან" ოთარ გოგოხია.

წყარო: livepress.ge

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა