კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველი მსახიობების უცნობი მეორე ნახევრები
ცნობილი ქართველი მსახიობების უცნობი მეორე ნახევრები

ქარ­თველ მსა­ხი­ო­ბებს ძი­რი­თა­დად, ცნო­ბი­ლი მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბი ჰყავთ. თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბი, ვინც სა­კუ­თარ რჩე­ულს მა­ლავს. Ambebi.ge ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის უც­ნო­ბი მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

სან­დრო კა­კუ­ლია

მსა­ხი­ობ სან­დრო კა­კუ­ლი­ას რჩე­უ­ლი ნუცა აბა­ში­ძეა. ნუცა სა­ხე­ლო­ვა­ნი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის დოდო აბა­ში­ძის შვი­ლიშ­ვი­ლია. ნუ­ცამ და სან­დრომ ერ­თმა­ნე­თი 10 წლის წინ გა­იც­ნეს. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ სან­დროს პირ­ვე­ლად ნუცა გა­მო­უ­ტყდა სიყ­ვა­რულ­ში, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, შემ­დეგ კი ერთი წლით და­შორ­დნენ. ნუცა პრა­ღა­ში წა­ვი­და, სან­დრო თბი­ლის­ში დარ­ჩა. პრა­ღი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ ნუ­ცას სან­დრო შე­უ­რიგ­და და 6 წლის წინ იქორ­წი­ნეს. მათ 3 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ.

ანი ტყე­ბუ­ჩა­ვა

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი ანი ტყე­ბუ­ჩა­ვა რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­თხოვ­და. მას ახლა პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლიც ჰყავს, რო­მელ­საც ნენე ჰქვია. ანი ტყე­ბუ­ჩა­ვას მე­უღ­ლე რე­ჟი­სო­რი ლე­ვან ბა­რა­მი­ძეა. წარ­სულ­ში ლე­ვან ბა­რა­მი­ძე კი­ნოს­ტუ­დია "სან-გუ­კო­ში" მუ­შა­ობ­და, გა­და­ღე­ბუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე რეკ­ლა­მა. ანიმ და ლე­ვა­ნიმ და­ქორ­წი­ნე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­წყვი­ტეს და თაფ­ლო­ბის თვე ეგ­ვიპ­ტე­ში გა­ა­ტა­რეს.

თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი

მსა­ხი­ო­ბი თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი მა­ყუ­რე­ბელ­მა "შუა ქა­ლა­ქის" მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნო. მის მიერ შექ­მნი­ლი პერ­სო­ნა­ჟი თა­მარ ღლონ­ტი გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და და წლე­ბის გას­ვლის მი­უ­ხე­და­ვად, აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას დღემ­დე არ კარ­გავს. თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უბ­რის­გან ყო­ველ­თვის თავს იკა­ვებს, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბიც არ უყ­ვარს. მსა­ხი­ო­ბი 2009 წელს გა­თხოვ­და, ახლა ორი ქა­ლიშ­ვი­ლის, ნა­ნი­კოს და სე­სეს დე­დაა. თა­თუ­ლი ქმრის ვი­ნა­ო­ბას მა­ლავს. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ მისი ქმა­რი გვა­რად ჩიმ­ჩი­უ­რია და ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია.

გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი

გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი დღეს ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბია. ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბამ მას არ­ნა­ხუ­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა. მას­ზე უამ­რა­ვი გოგო არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ის უკვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. მისი მე­უღ­ლე 22 წლის თაკო შო­ში­აშ­ვი­ლია. წყვილ­მა და­ქორ­წი­ნე­ბა 6 თვე­ში გა­და­წყვი­ტა. სამი წე­ლია თაკო სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის" მო­დე­ლია. თაკო ოპე­რა­ტო­რია. თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტს ამ­თავ­რებს, სა­ო­პე­რა­ტო­რო ფა­კულ­ტეტს. ექ­ვსი თვე "კო­მე­დი არხზე" მუ­შა­ობ­და, გახ­სნის დღი­დან. თით­ქმის ყვე­ლა გა­და­ცე­მას იღებ­და, მათ შო­რის "ქეთო და კო­ტეს", "ქლაბ შოუს", "ქო­მე­დი ქიდსს", "ბე­ქა­ბა­იტს". ახლა აღარ მუ­შა­ობს. ამ­ბობს, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ისე­თი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, რომ არ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, გი­ორ­გის ვერც გა­ვიც­ნობ­დიო. ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გობ­რის სახ­ლში გა­იც­ნეს.

ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვი­ლი

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვი­ლი 3 წელ­ზე მე­ტია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. მისი მე­უღ­ლე სოფო გე­ლა­ვაა. სოფო ამ­ჯე­რად დი­ა­სახ­ლი­სია. რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვა­ნი­კოს და სო­ფოს ვაჟი შე­ე­ძი­ნათ, პა­ტა­რას და­მი­ა­ნე ჰქვია და მშობ­ლებს ის "ტუსოვ­კებ­ზეც" დაჰ­ყავთ.

ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი

მსა­ხი­ო­ბი ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი თიკა სვა­ნიშ­ვი­ლია. თიკა პრო­ფე­სი­ით სტო­მა­ტო­ლო­გია და ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს. თი­კამ და ოთარ­მა 15 წლის წინ შექ­მნეს ოჯა­ხი და სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ. მა­ნამ­დე ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი სხვა ქალ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, მას­თან 2 ვაჟი ჰყავს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მსა­ხი­ობ­მა ცოლს უღა­ლა­ტა, შემ­დეგ კი სას­წავ­ლებ­ლად რუ­სეთ­ში წა­ვი­და, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი მე­უღ­ლე უნდა ჩა­სუ­ლი­ყო, თუმ­ცა... რო­გორც ტა­ტიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ეკა არჩვა­ძე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს, მას მოს­კოვ­ში ჩას­ვლა და­ას­წრეს და ქმარს სა­ბო­ლო­ოდ და­შორ­და.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ოღონდაცა რააააააააააა
0

ცნობილიო და რომელი იცანით?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ცნობილი ქართველი მსახიობების უცნობი მეორე ნახევრები

ცნობილი ქართველი მსახიობების უცნობი მეორე ნახევრები

ქართველ მსახიობებს ძირითადად, ცნობილი მეორე ნახევრები ჰყავთ. თუმცა არიან ისეთები, ვინც საკუთარ რჩეულს მალავს. Ambebi.ge ცნობილი ქართველი მსახიობების უცნობი მეორე ნახევრებით დაინტერესდა.

სანდრო კაკულია

მსახიობ სანდრო კაკულიას რჩეული ნუცა აბაშიძეა. ნუცა სახელოვანი ქართველი მსახიობის დოდო აბაშიძის შვილიშვილია. ნუცამ და სანდრომ ერთმანეთი 10 წლის წინ გაიცნეს. უცნაურია, მაგრამ სანდროს პირველად ნუცა გამოუტყდა სიყვარულში, გარკვეული პერიოდი შეყვარებულები იყვნენ, შემდეგ კი ერთი წლით დაშორდნენ. ნუცა პრაღაში წავიდა, სანდრო თბილისში დარჩა. პრაღიდან დაბრუნებულ ნუცას სანდრო შეურიგდა და 6 წლის წინ იქორწინეს. მათ 3 წლის ქალიშვილი ჰყავთ.

ანი ტყებუჩავა

"ჩემი ცოლის დაქალების" მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ანი ტყებუჩავა რამდენიმე წლის წინ გათხოვდა. მას ახლა პატარა ქალიშვილიც ჰყავს, რომელსაც ნენე ჰქვია. ანი ტყებუჩავას მეუღლე რეჟისორი ლევან ბარამიძეა. წარსულში ლევან ბარამიძე კინოსტუდია "სან-გუკოში” მუშაობდა, გადაღებული აქვს რამდენიმე რეკლამა. ანიმ და ლევანიმ დაქორწინება მოულოდნელად გადაწყვიტეს და თაფლობის თვე ეგვიპტეში გაატარეს.

თათული ედიშერაშვილი

მსახიობი თათული ედიშერაშვილი მაყურებელმა "შუა ქალაქის" მეშვეობით გაიცნო. მის მიერ შექმნილი პერსონაჟი თამარ ღლონტი გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა და წლების გასვლის მიუხედავად, აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. თათული ედიშერაშვილი პირად ცხოვრებაზე საუბრისგან ყოველთვის თავს იკავებს, ინტერვიუებიც არ უყვარს. მსახიობი 2009 წელს გათხოვდა, ახლა ორი ქალიშვილის, ნანიკოს და სესეს დედაა. თათული ქმრის ვინაობას მალავს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი ქმარი გვარად ჩიმჩიურია და ძალოვანი უწყების თანამშრომელია.

გიორგი ბახუტაშვილი

გიორგი ბახუტაშვილი დღეს ყველაზე ცნობილი მსახიობია. ცოტნე ცოტაშვილის როლის შესრულებამ მას არნახული წარმატება მოუტანა. მასზე უამრავი გოგო არის შეყვარებული, თუმცა ის უკვე დაოჯახებულია. მისი მეუღლე 22 წლის თაკო შოშიაშვილია. წყვილმა დაქორწინება 6 თვეში გადაწყვიტა. სამი წელია თაკო სამოდელო სააგენტო "ნატალის" მოდელია. თაკო ოპერატორია. თეატრალურ უნივერსიტეტს ამთავრებს, საოპერატორო ფაკულტეტს. ექვსი თვე "კომედი არხზე" მუშაობდა, გახსნის დღიდან. თითქმის ყველა გადაცემას იღებდა, მათ შორის "ქეთო და კოტეს", "ქლაბ შოუს", "ქომედი ქიდსს", "ბექაბაიტს". ახლა აღარ მუშაობს. ამბობს, რომ ტელევიზიაში ისეთი დაკავებული იყო, რომ არ წამოვსულიყავი, გიორგის ვერც გავიცნობდიო. ერთმანეთი საერთო მეგობრის სახლში გაიცნეს.

ვანიკო თარხნიშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი ვანიკო თარხნიშვილი 3 წელზე მეტია დაოჯახებულია. მისი მეუღლე სოფო გელავაა. სოფო ამჯერად დიასახლისია. რამდენიმე თვის წინ ვანიკოს და სოფოს ვაჟი შეეძინათ, პატარას დამიანე ჰქვია და მშობლებს ის "ტუსოვკებზეც" დაჰყავთ.

ოთარ ტატიშვილი

მსახიობი ოთარ ტატიშვილის მეორე ნახევარი თიკა სვანიშვილია. თიკა პროფესიით სტომატოლოგია და ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. თიკამ და ოთარმა 15 წლის წინ შექმნეს ოჯახი და საერთო ქალიშვილი ჰყავთ. მანამდე ოთარ ტატიშვილი სხვა ქალზე იყო დაქორწინებული, მასთან 2 ვაჟი ჰყავს. როგორც ამბობენ, მსახიობმა ცოლს უღალატა, შემდეგ კი სასწავლებლად რუსეთში წავიდა, სადაც მოგვიანებით მისი მეუღლე უნდა ჩასულიყო, თუმცა... როგორც ტატიშვილის პირველი მეუღლე ეკა არჩვაძე ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, მას მოსკოვში ჩასვლა დაასწრეს და ქმარს საბოლოოდ დაშორდა.

თამარ ბოჭორიშვილი