Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 საგანმანათლებლო ტექნოლოგია, რომელიც სამყაროს შეცვლის
5 საგანმანათლებლო ტექნოლოგია, რომელიც სამყაროს შეცვლის

გავა დრო და ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩვენ­თვის გა­ნათ­ლე­ბას­თან იყო ასო­ცი­რე­ბუ­ლი (ლექ­ცი­ე­ბი, გაკ­ვე­თი­ლე­ბი, საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი) პრი­მი­ტი­ულ წარ­სუ­ლად გა­და­იქ­ცე­ვა. მო­გი­თხრობთ იმ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც მალე სწავ­ლის პრო­ცესს მთლი­ა­ნად შეც­ვლის.

1. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტექ­ნო­ლო­გია მა­სი­უ­რი ღია ონ­ლა­ინ კურ­სე­ბია, რომ­ლე­ბიც სტენ­ფორდში და­ი­წყო 2012 წელს. ღია ონ­ლა­ინ კურ­სე­ბი ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას იმ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვდომს ხდის, რომ ამის წარ­მოდ­გე­ნა ადრე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

2. დიდი მო­ნა­ცე­მე­ბი

რო­დე­საც ინ­ტერ­ნეტ­ში ძი­ე­ბის პა­რა­მეტ­რებს იყე­ნებთ, ონ­ლა­ინ­ზე მყო­ფი მთე­ლი მსოფ­ლიო თქვენს პა­რა­მეტ­რებ­ზე იწყო­ბა. კომ­პი­უ­ტე­რულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მე­თო­დებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, მა­გა­ლი­თად მი­ლი­ო­ნი კლი­კის და იმის ნახ­ვა, რას­თან ექ­მნე­ბა ადა­მი­ანს პრობ­ლე­მე­ბი, რას ვერ იგებს. შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ მო­ნა­ცე­მე­ბის სხვებ­თან შე­და­რე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ცე­მა, თუ რო­გორ გა­აგ­რძე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. დიდი მო­ნა­ცე­მე­ბის წყა­ლო­ბით, პე­და­გო­გი­კა ზუსტ მეც­ნი­ე­რე­ბად ყა­ლიბ­დე­ბა.

3. ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა

ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა არის, რო­დე­საც დიდი მო­ნა­ცე­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით იგეგ­მე­ბა პრო­ცე­სი, მე­თო­დი­კა და სწავ­ლის ტემ­პი, შე­სა­ბა­მი­სად იგეგ­მე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ტრა­ექ­ტო­რია. რო­გორც სა­ი­ტე­ბის­თვის არ­სე­ბობს "გუგლ ანა­ლი­ტიკ­სი", ისე­ვეა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის­თვის. ამას­თან, ის არა მხო­ლოდ აგ­რო­ვებს მო­ნა­ცე­მებს, არა­მედ ამუ­შა­ვებს მათ და რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს სტუ­დენ­ტებს იმ კონ­ტენტზე, რო­მე­ლიც მათ­თვის ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა.

4. გე­ი­მი­ფი­კა­ცია

ყვე­ლამ იცის, რომ სწავ­ლა თა­მა­შის დახ­მა­რე­ბით სა­უ­კე­თე­სო მიგ­ნე­ბაა. გე­ი­მი­ფი­კა­ცი­ის აზრი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ თა­მა­ში­დან გა­მო­ა­ცალ­კე­ვონ მე­ქა­ნი­კა, სტრუქ­ტუ­რა და გე­მო­ი­ყე­ნონ არა­სა­თა­მა­შო კონ­ტექ­სტში, მა­გა­ლი­თად გა­და­აქ­ცი­ონ თა­მა­შად ჭურ­ჭლის რე­ცხვა.

5. ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბა

ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბა გუ­ლის­ხმობს კომ­პი­უ­ტერ­თან და პა­რა­ლე­ლუ­რად ცო­ცხალ მას­წავ­ლე­ბელ­თან სწავ­ლე­ბას. ეს გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ასე: ბავ­შვი მი­დის სკო­ლა­ში, იღებს სიას, სა­დაც წე­რია: ახლა შენ გა­ა­კე­თებ ამას, შემ­დეგ წახ­ვალ იქ, შემ­დეგ აქ. სკო­ლა­ში არ არის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, არც კლა­სე­ბი. ყვე­ლა მოს­წავ­ლე თა­ვის პროგ­რა­მას გა­დის. სია შე­იძ­ლე­ბა ქა­ღალ­დზე იყოს და­ბეჭ­დი­ლი, შე­იძ­ლე­ბა აპ­ლი­კა­ცია იყოს. შემ­დეგ ბავ­შვი კომ­პი­უ­ტერ­თან მე­ცა­დი­ნე­ობს, მას­წავ­ლე­ბელ­მა კი პროგ­რა­მის წყა­ლო­ბით იცის, რა ვერ გა­ი­გო მოს­წავ­ლემ.მომ­ზა­დე­ბუ­ლია snob.ru-ს მი­ხედ­ვით.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

5 საგანმანათლებლო ტექნოლოგია, რომელიც სამყაროს შეცვლის

5 საგანმანათლებლო ტექნოლოგია, რომელიც სამყაროს შეცვლის

გავა დრო და ყველაფერი, რაც ჩვენთვის განათლებასთან იყო ასოცირებული (ლექციები, გაკვეთილები, საკლასო ოთახები) პრიმიტიულ წარსულად გადაიქცევა. მოგითხრობთ იმ საგანმანათლებლო ტექნოლოგიებზე, რომლებიც მალე სწავლის პროცესს მთლიანად შეცვლის.

1. ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგია მასიური ღია ონლაინ კურსებია, რომლებიც სტენფორდში დაიწყო 2012 წელს. ღია ონლაინ კურსები ხარისხიან განათლებას იმდენად ხელმისაწვდომს ხდის, რომ ამის წარმოდგენა ადრე შეუძლებელი იყო.

2. დიდი მონაცემები

როდესაც ინტერნეტში ძიების პარამეტრებს იყენებთ, ონლაინზე მყოფი მთელი მსოფლიო თქვენს პარამეტრებზე იწყობა. კომპიუტერულ საგანმანათლებლო მეთოდებში შესაძლებელია მონაცემების გაანალიზება, მაგალითად მილიონი კლიკის და იმის ნახვა, რასთან ექმნება ადამიანს პრობლემები, რას ვერ იგებს. შესაძლებელია ამ მონაცემების სხვებთან შედარება, შესაძლებელია რეკომენდაციების მიცემა, თუ როგორ გააგრძელოს განათლების მიღება. დიდი მონაცემების წყალობით, პედაგოგიკა ზუსტ მეცნიერებად ყალიბდება.

3. ადაპტირებული სწავლება

ადაპტირებული სწავლება არის, როდესაც დიდი მონაცემების მეშვეობით იგეგმება პროცესი, მეთოდიკა და სწავლის ტემპი, შესაბამისად იგეგმება განათლების მიღების ტრაექტორია. როგორც საიტებისთვის არსებობს ”გუგლ ანალიტიკსი”, ისევეა ადაპტირებული სწავლება განათლებისთვის. ამასთან, ის არა მხოლოდ აგროვებს მონაცემებს, არამედ ამუშავებს მათ და რეკომენდაციებს აძლევს სტუდენტებს იმ კონტენტზე, რომელიც მათთვის ყველაზე სასარგებლო იქნება.

4. გეიმიფიკაცია

ყველამ იცის, რომ სწავლა თამაშის დახმარებით საუკეთესო მიგნებაა. გეიმიფიკაციის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ თამაშიდან გამოაცალკევონ მექანიკა, სტრუქტურა და გემოიყენონ არასათამაშო კონტექსტში, მაგალითად გადააქციონ თამაშად ჭურჭლის რეცხვა.

5. ჰიბრიდული სწავლება

ჰიბრიდული სწავლება გულისხმობს კომპიუტერთან და პარალელურად ცოცხალ მასწავლებელთან სწავლებას. ეს გამოიყურება ასე: ბავშვი მიდის სკოლაში, იღებს სიას, სადაც წერია: ახლა შენ გააკეთებ ამას, შემდეგ წახვალ იქ, შემდეგ აქ. სკოლაში არ არის გაკვეთილები, არც კლასები. ყველა მოსწავლე თავის პროგრამას გადის. სია შეიძლება ქაღალდზე იყოს დაბეჭდილი, შეიძლება აპლიკაცია იყოს. შემდეგ ბავშვი კომპიუტერთან მეცადინეობს, მასწავლებელმა კი პროგრამის წყალობით იცის, რა ვერ გაიგო მოსწავლემ. მომზადებულია snob.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია