სმაილები უკვე 30 წელიწადზე მეტია, რაც არსებობენ
პირველი სმაილი, რომელიც ინტერნეტში გამოიყენეს გამომგზავნის კარგი განწყობის შესახებ იტყობინებოდა. მის ავტორად ამერიკელი ინფორმატიკოსი სკოტ ფალმანი მიიჩნევა, რომელმაც სმაილი პირველად 1982 წელს გააგზავნა.
ქსელში გაშვებული პირველი საიტი
თქვენ ამჟამადაც შეგიძლიათ მსოფლიოში პირველი საიტით სარგებლობა, რომელიც შვეიცარიაში შეიქმნა. საიტი წლების განმავლობაში მიუწვდომელი იყო, თუმცა, შარშან მისი აღდგენა მოხერხდა.
ინტერნეტი ღრუბლებში
ევერესტზე ასვლის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ მაღალი სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობას.
YouTube-ზე არსებული ყველა ვიდეოს ნახვა შეუძლებელია
ყოველ წუთში YouTube-ზე დაახლოებით, 100 საათის ხანგრძლივობის ვიდეო იტვირთება. იმისათვის, რომ ნახოთ ერთ დღეში ატვირთული ყველა ვიდეო, 16 წელი დაგჭირდებათ.
პირველი ვებ-კამერა
მსოფლიოში პირველი ვებ-კამერა, 1991 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტში, ყავის მადუღარაზე დაამონტაჟეს. მისი მეშვეობით, უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გაიგეს მზად იყო თუ არა ყავა. 8 წლის შემდეგ, ცნობილი მადუღარა ინტერნეტ-აუციონზე გაიყიდა.
მსოფლიოში რამდენ ადამიანს აქვს ინტერნეტზე წვდომა?
უკვე წელს, ინტერნეტთან წვდომა, დაახლოებით, სამ მლრდ ადამიანს ექნება, რაც დედამიწის მოსახლეობის ნახევარს შეადენს. ასევე ცნობილია, რომ 2,4 მლრდ-მდე ადამიანი მობილურ ინტერნეტს იყენებს.
ინტერნეტის გასაღები
მართალია, ეს ყველაფერი დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მსფლიოში არსებობს 7 ადამიანი, რომელიც ე.წ. "ინტერნეტის გასაღებს" ფლობს. "გასაღები" ელექტრონულ რუკას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინტერნეტის გადატვირთვა. გლობალური ჰაკერული შემოტევის შემთხვევაში, ისინი ამ გასაღებს გაააქტიურებენ და გლობალურ ქსელს გათიშავენ.
ინტერნეტში განთავსებული პირველი რეკლამა
პირველი სარეკლამო ბანერი ინტერნეტში 1994 წელს გაჩნდა, ტელესაკომუნიკაციო გიგანტის AT&T-ის კამპანიის ფარგლებში.
გაზრდილი პოპულარობა
ინტერნეტის გამოგონებიდან ოთხი წლის შემდეგ, ქსელით უკვე 50 მლნ ადამიანი სარგებლობდა. შედარებისთვის: ტელეფონს ამდენი მომხმარებლის შესასაგროვებლად 75 წელი დასჭირდა, რადიოს 38, ტელევიზორს 13, ხოლო თამაშს Angry Birds მხოლოდ 35 დღე.
სპამი
მსოფლიოში არსეობს დაახლოებით 4 მილიარდი მოქმედი საფოსტო ყუთი, რომლებშიც ყოველდღიურად 190 მლრდ შეტყობინება იგზავნება. კვლევების თანახმად, გაგზავნილი შეტყობინებების 80%-ს ჩვეულებრივი სპამი შეადგენს.