რას გულისხმობს აქცია და რამდენ ხანს გაგრძელდება?
აქცია სამი დღე გაგრძელდება და გულისხმობს მსხვილ ტექნიკაზე ფიქსირებული ფასების დაწესებას. აქციის ფარგლებში სპეციალურ სტენდზე განთავსებული ტექნიკა მხოლოდ 300 და 444 ლარად გაიყიდება, ფასდაკლება იმდენად დიდია, რომ სავარაუდოდ ძალიან მალე ამოიყიდება, შესაბამისად - ჩვენს მომხმარებელს ვურჩევთ არ გადადონ ჩვენს მაღაზიებში ვიზიტი და დროულად "გაიტანონ" დარჩენილი ტექნიკა.
კონკრეტულად რომელ ტექნიკას შეეხება აქციის პირობები?
აქცია შეეხება ყველა სახის ტექნიკას, მათ შორის: მაცივრები, სარეცხი მანქანები, ტელევიზორები, გამათბობლები, კონდიციონერები და სხვა. მათი ფასი საშუალოდ 1000 ლარის ფარგლებში მერყეობს და აღწევს 1600 ლარამდე, დამეთანხმებით, ძალიან საინტერესო შემოთავაზებაა.
წარმოიდგინეთ, რომ ფაქტიურად 5-ჯერ იაფად შეიძენთ თქვენთვის სასურველი ტექნიკას.
და რაც მთავარია, მაღაზიაში გრძელდება "ტექნიკის ბაზრის დახურვის"აქცია, სადაც ის ტექნიკა, რომელიც სპეც. სტენდზე ვერ მოხვდება - ასევე წარმოუდგენლად დაბალ ფასებში გაიყიდება.
როგორია თქვენი მოლოდინი, რამდენად დაინტერესდება და გააქტიურდება თქვენი მომხმარებელი?
ჩვენი მომხმარებელი უკვე გააქტიურდა და ტექნიკის გაყიდვები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ეს განაპირობა იმან, რომ დღევანდელი მომხმარებელი კარგად ერკვევა ფასებში, ხარისხშიც, შესაბამისად, როცა მოდის, ადარებს ფასებს, ბრენდებს და მისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს - ამის შემდეგ უკვე აკეთებს შენაძენს.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ "სმაილში" რეალურად კონკურენტული ფასებია.
გეგმავთ თუ არა მსგავსი აქციის ჩატარებას უახლეს მომავალში?
"სმაილი" მუდმივად სთავაზობს და შესთავაზებს მომხმარებელს საინტერესო აქციებს, ვერ გეტყვით ეს იქნება ამავე, თუ სხვა ფორმით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს მომხმარებელს "სმაილისგან" კიდევ არაერთი სიურპრიზი და საინტერესო შეთავაზება ელოდება.
მომხმარებელს კი ვურჩევთ, რომ მიმდინარე თვის 3, 4 და 5 ოქტომბერს, ანუ პარასკევს, შაბათ და კვირას - იჩქარონ, გვეწვიონ "სმაილის" ალ. ყაზბეგის, თბილისი ცენტრალის და ბათუმის მაღაზიებში და გააკეთონ სასურველი შენაძენი.
მომხსენებელი: სალომე წაქაძე, "სმაილის" მაღაზიათა ქსელის მმართველი.
ნათია ლეშკაშელი
R