ჩაქვის ცენტრში ავარიის შედეგად 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის მსუბუქი მანქანა ჩაქვში ბორდიულს შეეჯახა, რის შედეგადაც 1989 წელს დაბადებული ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საპატრულო პოლიციის და კრიმინალური სამსახურის თანამშრომლები.