პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წვიმა საკლასო ოთახებში, ხვლიკები და მღრღნელები მერხებზე - წინუბნის სკოლა
წვიმა საკლასო ოთახებში, ხვლიკები და მღრღნელები მერხებზე - წინუბნის სკოლა

ვიწ­რო და ნეს­ტი­ა­ნი საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი, ჩამ­ტვრე­უ­ლი ია­ტა­კი, ჩა­მონ­გრე­უ­ლი კედ­ლე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვი. ბავ­შვე­ბი მერ­ხებ­ზე ქვე­წარ­მავ­ლებს და მღრღნე­ლებ­საც ხვდე­ბი­ან. წვი­მის დროს საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში წყა­ლი ჩა­დის. შე­ნო­ბა­ში არც ელექტრო­ე­ნერ­გი­აა, არც სას­მე­ლი წყა­ლი და არც ტუ­ა­ლე­ტი. პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში სო­ფელ წი­ნუბ­ნის 6 წლი­ა­ნი სკო­ლის 73 მოს­წავ­ლე წყალს ერთი ვედ­რო­დან ერთი ჭი­ქით სვამს.

სკო­ლის შე­ნო­ბა­ში ექ­ვსი საკ­ლა­სო ოთა­ხი და ერთი სა­მას­წავ­ლებ­ლოა. კლა­სე­ბი ერ­თნა­მე­თის­გან ე.წ ფა­ნე­რე­ბით არის გა­ყო­ფი­ლი.

"ძა­ლი­ან სი­ვიწ­რო­ვეა. ყვე­ლა ბავ­შვი რომ მო­დის, და­საჯ­დო­მი ად­გი­ლი არ არის, მი­თუ­მე­ტეს ზამ­თარ­ში, როცა ღუ­მე­ლიც დგას ოთახ­ში. დიდი პრობ­ლე­მაა მოს­წავ­ლე­ე­ბის კლას­ში გა­და­ად­გი­ლე­ბაც. კლა­სე­ბი ფა­ნე­რე­ბი­თაა გა­ყო­ფი­ლი და გაკ­ვე­თი­ლის დროს გვერ­დზე კლა­სე­ბი­დან ისე­თი ხმა­უ­რი გა­მო­დის, ვჩუმ­დე­ბი ხოლ­მე, რომ ცოტა მი­წყნარ­დნენ და მერე ვაგ­რძე­ლებ. გარ­და ამი­სა, საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში შუქი არ არის და ზამ­თარ­ში ძა­ლი­ან ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლია. ბავ­შვებს და­ფი­დან გა­და­წე­რა უჭირთ, ვერ ხე­და­ვენ. ან მე ვკარ­ნა­ხობ ან წიგ­ნი­დან იწე­რენ ხოლ­მე" - უთხრა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს წი­ნუბ­ნის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა შო­რე­ნა ქავ­თა­რაშ­ვილ­მა.

მას­წავ­ლებ­ლე­ბის თქმით, გა­უ­მარ­თა­ვი საკ­ვა­მუ­რე­ბის გამო კვამ­ლი კლას­ში შე­დის და ზამ­თარ­ში გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დროს კა­რის გახ­სნა უწევთ.

"სკო­ლა რა ვი­თა­რე­ბა­შიც არის, ნა­ხეთ. ყვე­ლა­ფე­რი ჩამ­ტვრე­უ­ლია. ტა­რა­კა­ნე­ბი­თაა სავ­სე და ხვლი­კე­ბი და­დი­ან ზედ მერ­ხებ­ზე. ბავ­შვებს იმის სურ­ვი­ლი აღარ აქვთ, რომ გაკ­ვე­თილ­ზე ის­ხდნენ. ზამ­თარ­ში კვამლში სხე­დან და გაკ­ვე­თი­ლებს ღია კარ­ში უტა­რე­ბენ. იმის მა­გივ­რად რომ სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წორ­დეს, დღი­თიდ­რე უა­რეს­დე­ბა", - ამ­ბობს ერთ-ერთი მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი ლალი ალ­ხა­ნაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

წვიმა საკლასო ოთახებში, ხვლიკები და მღრღნელები მერხებზე - წინუბნის სკოლა

წვიმა საკლასო ოთახებში, ხვლიკები და მღრღნელები მერხებზე - წინუბნის სკოლა

ვიწრო და ნესტიანი საკლასო ოთახები, ჩამტვრეული იატაკი, ჩამონგრეული კედლები, დაზიანებული სახურავი. ბავშვები მერხებზე ქვეწარმავლებს და მღრღნელებსაც ხვდებიან. წვიმის დროს საკლასო ოთახებში წყალი ჩადის. შენობაში არც ელექტროენერგიაა, არც სასმელი წყალი და არც ტუალეტი. პანკისის ხეობაში სოფელ წინუბნის 6 წლიანი სკოლის 73 მოსწავლე წყალს ერთი ვედროდან ერთი ჭიქით სვამს.

სკოლის შენობაში ექვსი საკლასო ოთახი და ერთი სამასწავლებლოა. კლასები ერთნამეთისგან ე.წ ფანერებით არის გაყოფილი.

"ძალიან სივიწროვეა. ყველა ბავშვი რომ მოდის, დასაჯდომი ადგილი არ არის, მითუმეტეს ზამთარში, როცა ღუმელიც დგას ოთახში. დიდი პრობლემაა მოსწავლეების კლასში გადაადგილებაც. კლასები ფანერებითაა გაყოფილი და გაკვეთილის დროს გვერდზე კლასებიდან ისეთი ხმაური გამოდის, ვჩუმდები ხოლმე, რომ ცოტა მიწყნარდნენ და მერე ვაგრძელებ. გარდა ამისა, საკლასო ოთახებში შუქი არ არის და ზამთარში ძალიან ჩაბნელებულია. ბავშვებს დაფიდან გადაწერა უჭირთ, ვერ ხედავენ. ან მე ვკარნახობ ან წიგნიდან იწერენ ხოლმე" - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს წინუბნის სკოლის მასწავლებელმა შორენა ქავთარაშვილმა.

მასწავლებლების თქმით, გაუმართავი საკვამურების გამო კვამლი კლასში შედის და ზამთარში გაკვეთილების ჩატარების დროს კარის გახსნა უწევთ.

"სკოლა რა ვითარებაშიც არის, ნახეთ. ყველაფერი ჩამტვრეულია. ტარაკანებითაა სავსე და ხვლიკები დადიან ზედ მერხებზე. ბავშვებს იმის სურვილი აღარ აქვთ, რომ გაკვეთილზე ისხდნენ. ზამთარში კვამლში სხედან და გაკვეთილებს ღია კარში უტარებენ. იმის მაგივრად რომ სიტუაცია გამოსწორდეს, დღითიდრე უარესდება", - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი ლალი ალხანაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"