''დევი'' და პენელოპა კრუსის ორეული ერთმანეთს ''დილის პალიტრაში'' შეხვდნენ - როგორია ''პალიტრა TV''-ს განახლებული ეთერი

''დევი'' და პენელოპა კრუსის ორეული ერთმანეთს ''დილის პალიტრაში'' შეხვდნენ - როგორია ''პალიტრა TV''-ს განახლებული ეთერი

ახალი სეზონიდან ''პალიტრა TV''-ს საკმაოდ საინტერესო და დიდი გეგმები აქვს, თუმცა ამას თავის ერთგულ მაყურებელს ნელ-ნელა შემოგვაპარებს, მანამდე კი იმ გადაცემის შესახებ, რომელმაც გასულ კვირას უკვე აიღო სტარტი. ეს გახლავთ დილის განახლებული გადაცემა ''დილის პალიტრა'', რომელიც ყოველდღე რვიდან ათ საათამდე ადრე გაღვიძების მოყვარულთა გამხიარულებას შეეცდება. გადაცემა ეთერში ახალი ფორმატით გავიდა და მას ჰყავს ორი წამყვანი, რომელთაგან არც ერთს არ ჰქონია დილის გადაცემის გაძღოლის გამოცდილება - ჟურნალისტი ეთო ფურცხვანიძე და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ირაკლი გოგოლაძე. ისინი მართლაც ძალიან სახალისო წყვილს ქმნიან და ერთმანეთ-თან ეთერში ქიშპობასაც არ ერიდებიან. მაგალითად, ირაკლი ეთოს გასაბრაზებლად ეთერს ეძახის... თუმცა ყველაფერს ეკრანზე თავად ნახავთ. დღეს კი ამ წყვილს ახლოს გაგაცნობთ.

სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ორივე წამყვანი დასაოჯახებელი გახლავთ და თანაც, ასტროლოგმა უთხრა, რომ მათი ჰოროსკოპის ნიშნებიც თავსებადია...

ეთოს საკმაოდ დამახასიათებელი გარეგნობა აქვს, სანამ ცნობილ ადამიანებთან მის მსგავსებაზე გეტყვით ორიოდ სიტყვას, მანამდე უნდა აღინიშნოს, რომ ის ბრეკეტებს ატარებს, თუმცა, როგორც გვითხრა, ორ თვეში მათ მოხსნას აპირებს. ეთოს რუსკა მაყაშვილსა და პენელოპა კრუსსაც ამსგავსებენ. თავად რას ფიქრობს ამ მსგავსებაზე? ''სანამ რუსკა პოპულარული გახდებოდა, მანამდე მეუბნებოდნენ ჩემი მეგობრები, რომლებიც იცნობდნენ, რომ მას ვგავდი. ასევე ძალიან ხშირად მამსგავსებენ პენელოპა კრუსსაც...'', თუმცა ვინაიდან ჩვენი რესპონდენტი ტელევიზიაში ახალი სახეა, საკუთარი თავის დამკვიდრება სწორედ თავისი სახელითა და გვარით სურს.

- ეთო, შენი გრძელი ფეხებით ''პალიტრა მედიაში'', ვიცი, რომ ახლა არ შემოგიბიჯებია.

- (იცინის) ჩემი გრძელი ფეხებით და მაშინ 15 კილოთი მეტი წონით ''პალიტრაში'' შემოვაბიჯე მას შემდეგ, რაც ''ამბები. ჯი''-ზე გამოცხადებული ვაკანსიისთვის სივი გამოვაგზავნე და დამიძახეს. მედია-ჰოლდინგში უკვე ერთი წელია, არსებობდა ''პალიტრა TV'', რომლის შესახებაც მაშინ არაფერი ვიცოდი. გასაუბრების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ უფრო მეტად ''პალიტრა TV''-ში ვჭირდებოდი ადმინისტრატორად. ზუსტად სამ თვეში გადამიყვანეს საიტის რედაქტორის პოსტზე. ამ გრძელი ფეხებით, მინიმუმ, კიდევ ოთხი ნაბიჯი გადავდგი (იცინის). რედაქტორობიდან ამ დრომდე უკვე ორი წელი გავიდა. საიტის რედაქტორი ახლაც გახლავართ. ჩემს პირველად შვილად მიმაჩნია ''პალიტრა TV'', დღეში 50 000 მომხმარებელი გვყავს, რაც ძალიან ბევრია. მიხარია, რომ დაგვემატა ტელევიზია და მაუწყებლობა დავიწყეთ, შეგვიძლია, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ უფრო მეტ მაყურებელს იმ დროსთან შედარებით, როდესაც მხოლოდ ინტერნეტით ვმაუწყებლობდით. რაც შეეხება დილის გადაცემას, ტელე-რადიოჟურნალისტი ვარ და ეს შემოთავაზება ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. დღეს ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია, იმედია, მასაც დავძლევ და წარმატებით გავივლი.

ირაკლი:

- ''პალიტრა TV''-სთან ეს ჩემი პირველი შეხება არ არის. ''განოსა და კოტეს'' შოუში, როგორც მეზობელი, ისე ვერთვებოდი ხოლმე. რეკლამას ვუწევდი გარკვეულ პროდუქციას, კვირაში ორჯერ. პროფესიით მსახიობი ვარ. ტელევიზიასთან მანამდეც მითანამშრომლია, რამდენიმე სერიალშიც მიმიღია მონაწილეობა, მქონდა შეხება გახმოვანებასთანაც, თუმცა არა ინტენსიურად. როდესაც დილის გადაცემის წაყვანაზე მივიღე შემოთავაზება, პირველად დროის ფაქტორზე დავფიქრდი. დილას ადრე ადგომას ვგულისხმობ. ჯერჯერობით ახლაც შეგუების პროცესში ვარ, რადგან ჩემი სამსახური, პროფესიიდან გამომდინარე, საკმაოდ გვიან მთავრდება ხოლმე, ხან რეპეტიციაა, ხან - გადაღება. დღესდღეობით მაქვს მცირე პაუზა, მაგრამ ეს ალბათ, მხოლოდ ორ კვირას თუ გასტანს. თეატრში ახლახან გაიხსნა სეზონი და ისეთი დატვირთვა არ არის, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენ მოზარდებს ვზრდით.

- ბევრი მგელი გითამაშია ალბათ...

- მგელი არა, ძირითადად, დევებს განვასახიერებ, ჯუჯაც მითამაშია. ისევ გადაცემას რომ დავუბრუნდეთ, დილის ექვსზე ვდგები, მაგრამ ალბათ, გადავწევ ამ დროს და შვიდზე ავდგები ხოლმე. შუადღეს უკვე მიჭირს თავის კონტროლი, მეძინება (იღიმის). უნდა მოვახერხო ყველაფერი ერთად, სხვა რა გზაა.

ეთო:

- მგონი, მეც უძილობა დამეწყო ამ პასუხისმგებლობის გამო, რასაც ღია ეთერი ჰქვია. დილის 5 საათზე მეღვიძება. ეთერში რომ ჩანხარ, უნდა ისაუბრო, ეს ამ ეტაპზე ცოტა მაბნევს. ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ ნერვიულობის გამო ღამით გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე. მაღვიძარას გარეშე 5-ზე უკვე მღვიძავს. სულ მგონია, რომ რაღაც გამომრჩება, მაკიაჟის ან ვარ-ცხნილობის გაკეთებას ვერ მოვასწრებ...

- პირველმა ეთერმა როგორ ჩაიარა?

ირაკლი:

- სპექტაკლის წინა ნერვიულობას ამას ვერ შევადარებ. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ უშუალოდ ეთერის წინ არ მინერვიულია. შესაძლოა, ასაკის ბრალია, დავბერდი და აღარ ვღელავ.

- თქვენს წყვილზე რას იტყვი?

- ორი კვირაა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. ჩვენ რაღაცებზე წინასწარ შევთანხმდით. მაგალითად, მისთვის ცუდად კი არა, კარგად რაღაც რომ მეკადრებინა, ვკითხე, რა რეაქცია ექნებოდა.

ეთო:

- გადაწყვიტა, რომ ღია ეთერში აუცილებლად უნდა მეძახოს ეთერი, რადგან ეთერს უხდება. მკითხა, ხომ არ გეწყინება, ასე რომ დაგიძახოო. მე ვუპასუხე, არ მეწყინება, რადგან მამაჩემმა უკვე მიწოდა ეს სახელი-მეთქი (იცინის). 26 წლის წინ მამაჩემმა იწინასწარმეტყველა, რომ ვიღაც ეთერს მაინც დამიძახებდა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება