მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
71 სახელმწიფო საწარმოდან მხოლოდ 15-ია მოქმედი
71 სახელმწიფო საწარმოდან მხოლოდ 15-ია მოქმედი

"ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" (IDFI) და "გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდელ­თა კავ­ში­რის" მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასო­ბით სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მო არ­სე­ბობს, რო­მელ­თა მუ­შა­ო­ბაც ამ ეტაპ­ზე არა­ე­ფექ­ტი­ა­ნია და საფრ­თხეს უქ­მნი­ან ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას. კვლე­ვის მი­ზან­სა და კონ­კრე­ტულ შე­დე­გებ­ზე bpn.ge "გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდელ­თა კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნელს, გიგ­ლა მი­ქა­უ­ტა­ძეს ესა­უ­ბა.

"ჩვენ ხში­რად ვსა­უბ­რობთ სა­ხელ­მწი­ფო აპა­რატ­ზე, მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე, პრე­მი­ებ­ზე, და ა.შ. მაგ­რამ ჩრდილ­ში რჩე­ბი­ან კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვად სა­ხელ­მწი­ფომ და­ა­ფუძნა და მათი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ძა­ლი­ან ცოტა იცის. სამ­წუ­ხა­როდ, ამას ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბაც უწყობს ხელს, იმი­ტომ რომ, ამ სა­წარ­მო­ე­ბის მუ­შა­ო­ბა არის და­ხუ­რუ­ლი, რად­გან ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ კერ­ძო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­ულ პი­რებს და მათ ერ­თგვა­რი "კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა" აქვთ, რომ­ლის არ­გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, კა­ნო­ნი­ე­რია",-აღ­ნიშ­ნავს გიგ­ლა მი­ქა­უ­ტა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, კვლე­ვის ფო­კუ­სი­რე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გზე მოხ­და. კვლე­ვის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ, სა­ხელ­მწი­ფოს მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი რა კომ­პა­ნი­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გში და რო­გორ მუ­შა­ო­ბენ ისი­ნი.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­ფი­ლის 71 სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მოა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნულ სა­წარ­მო­ებს ფლობს და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწევს "სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო", სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო, და "სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო". აღ­ნიშ­ნუ­ლი 71 სა­წარ­მო­დან, კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, მოქ­მე­დია 15 სა­წარ­მო.

გიგ­ლა მი­ქა­უ­ტა­ძის თქმით, მსგავ­სი სა­წარ­მო­ე­ბის არ­სე­ბო­ბა აფერ­ხებს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რებს. "ამ სა­წარ­მო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა წამ­გე­ბი­ა­ნია. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ისი­ნი აგ­რო­ვე­ბენ ვა­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­და­სახ­დე­ლი იქ­ნე­ბა. ისი­ნი არი­ან არა­ე­ფექ­ტი­ა­ნე­ბი - მათ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ამო­ცა­ნა არ სრულ­დე­ბა",-აღ­ნიშ­ნავს გიგ­ლა მი­ქა­უ­ტა­ძე.

ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში, ემ­ზარ ჯგე­რე­ნა­ია სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად რე­კო­მენ­და­ცი­ებს სთა­ვა­ზობს: "უნდა შე­იქ­მნას ერ­თი­ა­ნი რე­ესტრი, შემ­დეგ ეს სა­წარ­მო­ე­ბი უნდა დაჯ­გუფ­დეს, პირ­ვე­ლი უნდა იყოს ფორ­მა­ლუ­რი სა­წარ­მო­ე­ბი. კვლე­ვამ კი­დევ ერთხელ გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ ზოგი ფორ­მა­ლუ­რი სა­წარ­მოა და არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. აქ სა­ჭი­როა მსჯე­ლო­ბა ლიკ­ვი­და­ცი­ის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებ­ზე. მე­ო­რე, უნდა იყოს გა­ჩე­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე სა­წარ­მო­ე­ბის ჯგუ­ფი, ეს ინ­ვეს­ტო­რებს და­ა­ინ­ტე­რე­სებს. და მე­სა­მე, ის სა­წარ­მო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ, მაგ­რამ ცუ­დად. შემ­დეგ უნდა შე­იქ­მნას ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც იმუ­შა­ვებს ამ სა­კი­თხებ­ზე", - ამ­ბობს ემ­ზარ ჯგე­რე­ნა­ია.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

71 სახელმწიფო საწარმოდან მხოლოდ 15-ია მოქმედი

71 სახელმწიფო საწარმოდან მხოლოდ 15-ია მოქმედი

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) და "გადასახადების გადამხდელთა კავშირის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ასობით სახელმწიფო საწარმო არსებობს, რომელთა მუშაობაც ამ ეტაპზე არაეფექტიანია და საფრთხეს უქმნიან ქართული ეკონომიკის განვითარებას. კვლევის მიზანსა და კონკრეტულ შედეგებზე bpn.ge "გადასახადების გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელს, გიგლა მიქაუტაძეს ესაუბა.

"ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სახელმწიფო აპარატზე, მის ეფექტიანობაზე, პრემიებზე, და ა.შ. მაგრამ ჩრდილში რჩებიან კომპანიები, რომლებიც თავად სახელმწიფომ დააფუძნა და მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოებამ ძალიან ცოტა იცის. სამწუხაროდ, ამას ჩვენი კანონმდებლობაც უწყობს ხელს, იმიტომ რომ, ამ საწარმოების მუშაობა არის დახურული, რადგან ისინი წარმოადგენენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და მათ ერთგვარი "კომერციული საიდუმლოება" აქვთ, რომლის არგასაჯაროება, კანონიერია",-აღნიშნავს გიგლა მიქაუტაძე.

მისივე თქმით, კვლევის ფოკუსირება სოფლის მეურნეობის დარგზე მოხდა. კვლევის ორგანიზატორები დაინტერესდნენ, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი რა კომპანიები მუშაობენ სოფლის მეურნეობის დარგში და როგორ მუშაობენ ისინი.

კვლევის შედეგების მიხედვით, დღესდღეობით საქართველოში სოფლის მეურნეობის პროფილის 71 სახელმწიფო საწარმოა რეგისტრირებული. აღნიშნულ საწარმოებს ფლობს და ზედამხედველობას უწევს "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო", სოფლის მეურნეობის სამინისტრო, და "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო". აღნიშნული 71 საწარმოდან, კვლევის შედეგების მიხედვით, მოქმედია 15 საწარმო.

გიგლა მიქაუტაძის თქმით, მსგავსი საწარმოების არსებობა აფერხებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებს. "ამ საწარმოების უმრავლესობა წამგებიანია. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი აგროვებენ ვალებს, რომლებიც საბოლოო ჯამში საზოგადოების გადასახდელი იქნება. ისინი არიან არაეფექტიანები - მათზე დაკისრებული ამოცანა არ სრულდება",-აღნიშნავს გიგლა მიქაუტაძე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ემზარ ჯგერენაია სახელმწიფო სტრუქტურებს, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად რეკომენდაციებს სთავაზობს: "უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, შემდეგ ეს საწარმოები უნდა დაჯგუფდეს, პირველი უნდა იყოს ფორმალური საწარმოები. კვლევამ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ ზოგი ფორმალური საწარმოა და არ ფუნქციონირებს. აქ საჭიროა მსჯელობა ლიკვიდაციის იურიდიულ საკითხებზე. მეორე, უნდა იყოს გაჩერებული, მაგრამ პოტენციალის მქონე საწარმოების ჯგუფი, ეს ინვესტორებს დააინტერესებს. და მესამე, ის საწარმოები, რომლებიც ფუნქციონირებენ, მაგრამ ცუდად. შემდეგ უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ საკითხებზე", - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია