პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეცეპტით "მოწამლული" სიცოცხლე: როგორია რეალურად ის მძიმე გზა, რომლის გავლაც მოქალაქეს წამლისთვის უწევს
რეცეპტით "მოწამლული" სიცოცხლე: როგორია რეალურად ის მძიმე გზა, რომლის გავლაც მოქალაქეს წამლისთვის უწევს

რე­ფორ­მა - რო­მელ­მაც სულ და­მი­კარ­გა ექიმ­თან წას­ვლის სურ­ვი­ლი და მგო­ნი, სა­ნამ უკი­დუ­რეს მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე არ მი­ვალ, აღარც ვე­ახ­ლე­ბი ჩვენს მედ-პერ­სო­ნალს.

რე­ცეპ­ტი - რომ­ლის მო­პო­ვე­ბა­მაც ნა­ხე­ვა­რი დღე და­მა­კარ­გვი­ნა, ახ­ლაც ჩან­თა­ში მი­დევს და წა­მალს ორ დღე­ში ვე­ლო­დე­ბი, - კი­დევ კარ­გი გა­და­უ­დე­ბე­ლი არა­ფე­რია, თო­რემ ყვე­ლა ავად­მყო­ფი ვერ ძლებს უწამ­ლოდ 2 დღე, ალ­ბათ.

ექიმ­მა 2 თვე წა­მა­ლი და­მი­ნიშ­ნა. აღ­მოჩ­ნდა, რომ 2 თვის მა­რაგ­ზე რე­ცეპ­ტი არ გა­ი­ცე­მა (რაც ნიშ­ნავს, რომ კი­დევ უნდა ვიდ­გე კი­ლო­მეტ­რი­ან რიგ­ში ერთ თვე­ში, როცა ეს ჯერ­არ­ნა­ყი­დი წა­მა­ლი და­მიმ­თავ­რდე­ბა). ოჯა­ხის ექიმ­მა ერთი თვის მა­რაგ­ზე, ანუ 4 შეკ­ვრა­ზე და­მი­წე­რა რე­ცეპ­ტი. სა­ნამ და­წერ­და, და­ახ­ლო­ე­ბით 15-20 წუთი არ­კვევ­და, სჭირ­დე­ბო­და თუ არა წა­მალს რე­ცეპ­ტი, მა­ნამ­დე კი მკურ­ნალ ექიმს მე თვი­თონ ვე­კი­თხე­ბო­დი ამ­დე­ნი­ვე წუთი, ნამ­დვი­ლად იყო თუ არა ურე­ცეპ­ტო ის პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც გა­მო­მი­წე­რა. ჯი­უ­ტად მიმ­ტკი­ცებ­და, რომ ურე­ცეპ­ტოა, მომ­ცა რა­ღაც ფურ­ცე­ლი და გა­მიშ­ვა ოჯა­ხის ექიმ­თან. იქ გა­ირ­კვა, რომ მჭირ­დე­ბა რე­ცეპ­ტი და გა­მო­წე­რეს 4 შეკ­ვრა­ზე.

წა­ვე­დი აფ­თი­აქ­ში და მი­თხრეს, რომ წამ­ლის მხო­ლოდ ერთი შეკ­ვრა აქვთ და ვერ მომ­ცე­მენ, იმი­ტომ რომ რე­ცეპ­ტი 4 შეკ­ვრა­ზეა და­წე­რი­ლი. მერე მი­ვე­დი მე­ო­რე აფ­თი­აქ­ში, იქ 2 შეკ­ვრა აღ­მოჩ­ნდა და მი­თხრეს - ექიმ­თან დაბ­რუნ­დი და და­აშ­ლე­ვი­ნე რე­ცეპ­ტი ორად, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მოგ­ყი­დი­თო.

დავ­ბრუნ­დი ექიმ­თან. რომ ვუ­თხა­რი, რა­შიც იყო საქ­მე, დი­დად არ ესი­ა­მოვ­ნა, კი­დევ უფრო აიმ­რი­ზა და მი­თხრა, - წადი და რო­მე­ლი­მე აფ­თი­ა­ქის მე­ნე­ჯერს შეხ­ვდი, შეკ­ვე­თა გა­ა­კე­თე და მე­ო­რე დღეს და­გახ­ვედ­რე­ბენ 4 შეკ­ვრა­სო.

ვუ­თხა­რი, რომ ამ ახა­ლი რე­ფორ­მით, ხალ­ხს მალე დას­ჭირ­დე­ბა და­მამ­შვი­დე­ბე­ლი წამ­ლე­ბი და შე­ემ­ზა­დეთ-თქო. წა­ვე­დი ისევ "ავერსში" და მო­მი­გეს, - შეკ­ვე­თის დღე­ე­ბი გვაქვს კვი­რა­ში ორ­ჯერ და ხვალ მობ­რძან­დი­თო.

ეს უკვე პიკი იყო - ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რი არ იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გა­ე­თა­ვი­სუფ­ლო ყო­ველ­დღე სა­ა­თო­ბით.

დიდი ხანი ვფიქ­რობ­დი, რა უნდა მექ­ნა და ვე­რა­ფე­რი მო­ვი­ფიქ­რე, მაგ­რამ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ თქვე­ნი სის­ტე­მის მომ­ხმა­რე­ბე­ლი, სა­ნამ უკი­დუ­რეს მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე არ მი­ვალ, აღარ ვიქ­ნე­ბი. ჩემ­სა­ვით ალ­ბათ, ბევ­რი მო­იქ­ცე­ვა, მაგ­რამ ის ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ინც შე­იბ­რა­ლეთ, ვი­საც ქრო­ნი­კუ­ლი და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბი აწუ­ხებს.

ამ ჩემს, და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ნაგ­ლეჯ ნერ­ვებს, მა­ლა­მო­სა­ვით ეამა თემ­ქე­ლი ფარ­მა­ცევ­ტის რბი­ლი ტონი. უკვე გვი­ან სა­ღა­მო იყო და სა­ნამ სახ­ლში მი­ვი­დო­დი, გა­დავ­წყვი­ტე, მა­ინც შევ­სუ­ლი­ყა­ვი კი­დევ ერთ "ავერსში" და გა­მე­გო – მე­ნე­ჯერს, რო­მელ­საც 4 შეკ­ვრა წა­მა­ლი უნდა შე­ვუკ­ვე­თო, რო­მელ სა­ა­თებ­ში შე­იძ­ლე­ბა შევ­ხვდე (გან­ვსა­ზღვრო, რო­მელ სა­ათ­ზე და­ვე­თხო­ვო უფ­როსს). საკ­მა­ოდ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ტო­ნით დავ­სვი ეს კი­თხვა ფარ­მა­ცევტთან. მან წამ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა ჩა­ი­წე­რა, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი გა­მო­მარ­თვა, მი­თხრა, რომ ხვალ მე­ნე­ჯერს თა­ვად გა­დას­ცემ­და ჩემს და­ნა­ბა­რებს, შემ­დეგ და­მი­რე­კავ­დნენ და წა­მა­ლი 2 დღე­ში ჩემ­თან იქ­ნე­ბო­და. ვე­ლო­დე­ბი…

და­ბო­ლოს, ყო­ველ­გვა­რი გაზ­ვი­ა­დე­ბის გა­რე­შე, ხმა­მაღ­ლა მინ­და ვთქვა: ჯან­მრთელ ადა­მი­ანს და­ა­ა­ვა­დებთ თქვე­ნი წვე­ტი­ა­ნი რე­ფორ­მე­ბით, ვი­ღა­ცე­ბის ერთ ად­გილს რომ მო­არ­გეთ და ამ­დენ ხალ­ხს უწამ­ლავთ სი­ცო­ცხლეს!

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე, Ambebi.ge

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | რე­ცეპ­ტის შავი ბა­ზა­რი თბი­ლის­ში - აფ­თი­ა­ქე­ბი­სა და ექი­მე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის უკა­ნო­ნო სქე­მა

რეცეპტით "მოწამლული" სიცოცხლე: როგორია რეალურად ის მძიმე გზა, რომლის გავლაც მოქალაქეს წამლისთვის უწევს

რეცეპტით "მოწამლული" სიცოცხლე: როგორია რეალურად ის მძიმე გზა, რომლის გავლაც მოქალაქეს წამლისთვის უწევს

რეფორმა - რომელმაც სულ დამიკარგა ექიმთან წასვლის სურვილი და მგონი, სანამ უკიდურეს მდგომარეობამდე არ მივალ, აღარც ვეახლები ჩვენს მედ-პერსონალს.

რეცეპტი - რომლის მოპოვებამაც ნახევარი დღე დამაკარგვინა, ახლაც ჩანთაში მიდევს და წამალს ორ დღეში ველოდები, - კიდევ კარგი გადაუდებელი არაფერია, თორემ ყველა ავადმყოფი ვერ ძლებს უწამლოდ 2 დღე, ალბათ.

ექიმმა 2 თვე წამალი დამინიშნა. აღმოჩნდა, რომ 2 თვის მარაგზე რეცეპტი არ გაიცემა (რაც ნიშნავს, რომ კიდევ უნდა ვიდგე კილომეტრიან რიგში ერთ თვეში, როცა ეს ჯერარნაყიდი წამალი დამიმთავრდება). ოჯახის ექიმმა ერთი თვის მარაგზე, ანუ 4 შეკვრაზე დამიწერა რეცეპტი. სანამ დაწერდა, დაახლოებით 15-20 წუთი არკვევდა, სჭირდებოდა თუ არა წამალს რეცეპტი, მანამდე კი მკურნალ ექიმს მე თვითონ ვეკითხებოდი ამდენივე წუთი, ნამდვილად იყო თუ არა ურეცეპტო ის პრეპარატი, რომელიც გამომიწერა. ჯიუტად მიმტკიცებდა, რომ ურეცეპტოა, მომცა რაღაც ფურცელი და გამიშვა ოჯახის ექიმთან. იქ გაირკვა, რომ მჭირდება რეცეპტი და გამოწერეს 4 შეკვრაზე.

წავედი აფთიაქში და მითხრეს, რომ წამლის მხოლოდ ერთი შეკვრა აქვთ და ვერ მომცემენ, იმიტომ რომ რეცეპტი 4 შეკვრაზეა დაწერილი. მერე მივედი მეორე აფთიაქში, იქ 2 შეკვრა აღმოჩნდა და მითხრეს - ექიმთან დაბრუნდი და დააშლევინე რეცეპტი ორად, ასეთ შემთხვევაში მოგყიდითო.

დავბრუნდი ექიმთან. რომ ვუთხარი, რაშიც იყო საქმე, დიდად არ ესიამოვნა, კიდევ უფრო აიმრიზა და მითხრა, - წადი და რომელიმე აფთიაქის მენეჯერს შეხვდი, შეკვეთა გააკეთე და მეორე დღეს დაგახვედრებენ 4 შეკვრასო.

ვუთხარი, რომ ამ ახალი რეფორმით, ხალხს მალე დასჭირდება დამამშვიდებელი წამლები და შეემზადეთ-თქო. წავედი ისევ "ავერსში" და მომიგეს, - შეკვეთის დღეები გვაქვს კვირაში ორჯერ და ხვალ მობრძანდითო.

ეს უკვე პიკი იყო - ყველა სამსახური არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ხელმძღვანელობას გაეთავისუფლო ყოველდღე საათობით.

დიდი ხანი ვფიქრობდი, რა უნდა მექნა და ვერაფერი მოვიფიქრე, მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება, რომ თქვენი სისტემის მომხმარებელი, სანამ უკიდურეს მდგომარეობამდე არ მივალ, აღარ ვიქნები. ჩემსავით ალბათ, ბევრი მოიქცევა, მაგრამ ის ადამიანები მაინც შეიბრალეთ, ვისაც ქრონიკული და მძიმე დაავადებები აწუხებს.

ამ ჩემს, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ნაგლეჯ ნერვებს, მალამოსავით ეამა თემქელი ფარმაცევტის რბილი ტონი. უკვე გვიან საღამო იყო და სანამ სახლში მივიდოდი, გადავწყვიტე, მაინც შევსულიყავი კიდევ ერთ "ავერსში" და გამეგო – მენეჯერს, რომელსაც 4 შეკვრა წამალი უნდა შევუკვეთო, რომელ საათებში შეიძლება შევხვდე (განვსაზღვრო, რომელ საათზე დავეთხოვო უფროსს). საკმაოდ გაღიზიანებული ტონით დავსვი ეს კითხვა ფარმაცევტთან. მან წამლის რაოდენობა ჩაიწერა, ტელეფონის ნომერი გამომართვა, მითხრა, რომ ხვალ მენეჯერს თავად გადასცემდა ჩემს დანაბარებს, შემდეგ დამირეკავდნენ და წამალი 2 დღეში ჩემთან იქნებოდა. ველოდები…

დაბოლოს, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ხმამაღლა მინდა ვთქვა: ჯანმრთელ ადამიანს დააავადებთ თქვენი წვეტიანი რეფორმებით, ვიღაცების ერთ ადგილს რომ მოარგეთ და ამდენ ხალხს უწამლავთ სიცოცხლეს!

ხათუნა გაგნიძე, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ | რეცეპტის შავი ბაზარი თბილისში - აფთიაქებისა და ექიმების თანამშრომლობის უკანონო სქემა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია