მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯორჯ ბალანჩინის ბოლო მეუღლე, მაგრამ არა - ბოლო მუზა
ჯორჯ ბალანჩინის ბოლო მეუღლე, მაგრამ არა - ბოლო მუზა

ბა­ლან­ჩი­ნი ტა­ნა­კილ ლეკ­ლერ­კით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლიც იყო და თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლიც, უბე­დუ­რი­ცა და ბედ­ნი­ე­რიც...

ტა­ნა­კილ ლეკ­ლერ­კით ამე­რი­კის მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იყო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი. მისი ყო­ვე­ლი გა­მოს­ვლის შემ­დეგ თით­ქოს ახა­ლი სახე იბა­დე­ბო­და, ცო­ცხლდე­ბო­და ან­ტი­კურ სამ­ყა­რო­ში დარ­ჩე­ნი­ლი სრულ­ყო­ფი­ლე­ბა და გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბის ძალა ემა­ტე­ბო­და ადა­მი­ა­ნის სულ­ში და­ბუ­დე­ბულ სწრაფ­ვას მშვე­ნი­ე­რე­ბის­კენ. ამას, ალ­ბათ, ისიც უწყობ­და ხელს, რომ ტა­ნა­კილ ლეკ­ლერ­კი ფრან­გი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და, ფიქ­რი­სა და ძი­ე­ბის გა­რე­მო­ში.

ფოტო, რო­მე­ლიც ოლიმ­პოს მთა­ზე მდგარ ქალღმერ­თს და მის ფერ­ხთით მო­კა­ლა­თე­ბულ გმი­რებს მო­გა­გო­ნებთ, ირ­ვინგ პენ­მა გა­და­ი­ღო ამე­რი­კა­ში 1938 წელს. ტა­ნა­კილ ლეკ­ლერკთან ჩა­მუხ­ლუ­ლი არი­ან: კო­რა­დო გაგ­ლი, ვი­ტო­რიო რი­ე­ტი და ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი - გი­ორ­გი ბა­ლან­ჩი­ვა­ძე, რო­მელ­საც უსა­ზღვროდ უყ­ვარ­და ლეკ­ლერ­კი. ის მისი ბოლო ცოლი გახ­ლდათ, თუმ­ცა, ბოლო მუზა - არა.

ტანი ისე­თი ნი­ჭი­ე­რი იყო, სტი­პენ­დი­აც კი და­უ­ნიშ­ნეს, ოღონდ ამე­რი­კუ­ლი ბა­ლე­ტის სკო­ლა­ში ეს­წავ­ლა. სწო­რედ იქ შე­ამ­ჩნია ჯორჯ ბა­ლან­ჩინ­მა. მა­შინ 15 წლი­სა იყო. 17 წლი­სა უკვე ბა­ლან­ჩი­ნის დას­ში ცეკ­ვავ­და და თით­ქმის ყვე­ლა მთა­ვარ პარ­ტი­ას ას­რუ­ლებ­და.

1952 წლის 1-ელ იან­ვარს ბა­ლან­ჩინ­მა მას ხელი სთხო­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დიდი მა­ესტრო 25 წლით უფ­რო­სი იყო, ბა­ლე­რი­ნას ის თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარ­და და უარი არ უთ­ქვამს.

1956 წელს ბა­ლან­ჩი­ნის დასი კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში იყო გას­ტრო­ლებ­ზე. 27 წლის ტანი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცუ­დად გახ­და. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ირ­კვა, რომ მას პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტი ჰქონ­და და ექი­მე­ბის თქმით, ვე­ღა­რას­დროს გა­ივ­ლი­და. მე­ხის გა­ვარ­დნას ჰგავ­და ეს ამ­ბა­ვი. ბა­ლან­ჩინ­მა ერ­თწ­ლი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა აიღო და ვინ იცის, რო­გორ გა­მო­ი­ტი­რა სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა...

ამ ტრა­გი­კულ­მა შემ­თხვე­ვამ ბა­ლე­ტის მოყ­ვა­რუ­ლებს ერთი ამ­ბა­ვი გა­ახ­სე­ნა. სრუ­ლი­ად ახალ­ბე­და ლეკ­ლერ­კი ბა­ლან­ჩინ­თან ერ­თად გა­მო­დი­ო­და სცე­ნა­ზე. სა­ღა­მო პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს ეძღვნე­ბო­და. ბა­ლან­ჩი­ნი სე­ნის როლს ას­რუ­ლებ­და. ლეკ­ლერ­კი მისი მსხვერ­პლი გახ­ლდათ. შე­ე­ხე­ბო­და მძი­მე სნე­უ­ლე­ბა ულა­მა­ზეს ასულს და ის მო­წყვე­ტით ეცე­მო­და... თუმ­ცა ბო­ლოს მა­ინც ფეხ­ზე დგე­ბო­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ჯორჯ ბალანჩინის ბოლო მეუღლე, მაგრამ არა - ბოლო მუზა

ჯორჯ ბალანჩინის ბოლო მეუღლე, მაგრამ არა - ბოლო მუზა

ბალანჩინი ტანაკილ ლეკლერკით აღფრთოვანებულიც იყო და თავზარდაცემულიც, უბედურიცა და ბედნიერიც...

ტანაკილ ლეკლერკით ამერიკის მთელი საზოგადოება იყო აღფრთოვანებული. მისი ყოველი გამოსვლის შემდეგ თითქოს ახალი სახე იბადებოდა, ცოცხლდებოდა ანტიკურ სამყაროში დარჩენილი სრულყოფილება და გამომსახველობის ძალა ემატებოდა ადამიანის სულში დაბუდებულ სწრაფვას მშვენიერებისკენ. ამას, ალბათ, ისიც უწყობდა ხელს, რომ ტანაკილ ლეკლერკი ფრანგი ინტელექტუალის ოჯახში დაიბადა, ფიქრისა და ძიების გარემოში.

ფოტო, რომელიც ოლიმპოს მთაზე მდგარ ქალღმერთს და მის ფერხთით მოკალათებულ გმირებს მოგაგონებთ, ირვინგ პენმა გადაიღო ამერიკაში 1938 წელს. ტანაკილ ლეკლერკთან ჩამუხლული არიან: კორადო გაგლი, ვიტორიო რიეტი და ჯორჯ ბალანჩინი - გიორგი ბალანჩივაძე, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა ლეკლერკი. ის მისი ბოლო ცოლი გახლდათ, თუმცა, ბოლო მუზა - არა.

ტანი ისეთი ნიჭიერი იყო, სტიპენდიაც კი დაუნიშნეს, ოღონდ ამერიკული ბალეტის სკოლაში ესწავლა. სწორედ იქ შეამჩნია ჯორჯ ბალანჩინმა. მაშინ 15 წლისა იყო. 17 წლისა უკვე ბალანჩინის დასში ცეკვავდა და თითქმის ყველა მთავარ პარტიას ასრულებდა.

1952 წლის 1-ელ იანვარს ბალანჩინმა მას ხელი სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მაესტრო 25 წლით უფროსი იყო, ბალერინას ის თავდავიწყებით უყვარდა და უარი არ უთქვამს.

1956 წელს ბალანჩინის დასი კოპენჰაგენში იყო გასტროლებზე. 27 წლის ტანი მოულოდნელად ცუდად გახდა. საავადმყოფოში გაირკვა, რომ მას პოლიომიელიტი ჰქონდა და ექიმების თქმით, ვეღარასდროს გაივლიდა. მეხის გავარდნას ჰგავდა ეს ამბავი. ბალანჩინმა ერთწლიანი შვებულება აიღო და ვინ იცის, როგორ გამოიტირა საკუთარი ბედნიერება...

ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ ბალეტის მოყვარულებს ერთი ამბავი გაახსენა. სრულიად ახალბედა ლეკლერკი ბალანჩინთან ერთად გამოდიოდა სცენაზე. საღამო პოლიომიელიტით დაავადებულებს ეძღვნებოდა. ბალანჩინი სენის როლს ასრულებდა. ლეკლერკი მისი მსხვერპლი გახლდათ. შეეხებოდა მძიმე სნეულება ულამაზეს ასულს და ის მოწყვეტით ეცემოდა... თუმცა ბოლოს მაინც ფეხზე დგებოდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება