საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლოს ანჯელესში სატელევიზიო დაჯილდოება ემი გაიმართა
ლოს ანჯელესში სატელევიზიო დაჯილდოება ემი გაიმართა

ლოს ან­ჯე­ლეს­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრე­მია "ემის" 66-ე ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. ტრი­უმ­ფა­ტო­რი გახ­და სე­რი­ა­ლი Breaking bad, რო­მელ­მაც ხუთი ჯილ­დო მო­ი­პო­ვა, მათ შო­რის "სა­უ­კე­თე­სო დრა­მა­ტუ­ლი სე­რი­ა­ლი", "სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბი დრა­მა­ტულ სე­რი­ალ­ში", "სა­უ­კე­თე­სო მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ქალი და მა­მა­კა­ცის რო­ლის" ნო­მი­ნა­ცი­ებ­შიც სწო­რედ ამ სე­რი­ალ­მა მო­ი­პო­ვა გა­მარ­ჯვე­ბა და აგ­რეთ­ვე ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და კა­ტე­გო­რი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო დრა­მა­ტუ­ლი სცე­ნა­რი".

 

"ემი" სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რის­თვის გა­და­ე­ცა კერი ჯოჯი ფუ­კუ­ნა­გას სე­რი­ა­ლის­თვის "ნამ­დვი­ლი დე­ტექ­ტი­ვი". "სა­უ­კე­თე­სო ქალი მსა­ხი­ო­ბი დრა­მა­ტულ სე­რი­ალ­ში" გახ­და ჯუ­ლი­ა­ნა მარ­გუ­ლი­სი რო­ლის­თვის სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში "კარ­გი ცოლი". სა­უ­კე­თე­სო კო­მე­დი­ურ სე­რი­ა­ლად და­სა­ხელ­და "თა­ნა­მედ­რო­ვე ოჯა­ხი", რო­მე­ლიც უკვე მე­ხუ­თე წე­ლია ზე­დი­ზედ იმარ­ჯვებს ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში. ჯიმ პარ­სონ­სი "სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცი" გახ­და კო­მე­დი­ურ სე­რი­ალ­ში "დიდი აფეთ­ქე­ბის თე­ო­რია"-დან, ხოლო "სა­უ­კე­თე­სო ქალი მსა­ხი­ო­ბი კო­მე­დი­ურ სე­რი­ალ­ში" გახ­და ჯუ­ლია ლუი დრე­ი­ფუ­სი.

ელი­სონ ჯე­ნიმ გა­ი­მარ­ჯვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ქალი მსა­ხი­ო­ბი კო­მე­დი­ურ სე­რი­ალ­ში". ელი­სო­ნის­თვის ეს უკვე მე­ექ­ვსე "ემია" კა­რი­ე­რა­ში. ამა­ვე კა­ტე­გო­რი­ა­ში მა­მა­კა­ცე­ბი­დან ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და ტაი ბუ­რე­ლი სე­რი­ა­ლით "თა­ნა­მედ­რო­ვე ოჯა­ხი". ამა­ვე სე­რი­ა­ლის რე­ჟი­სორს, გეილ მან­კუსოს გა­და­ე­ცა ჯილ­დო სა­უ­კე­თე­სო კო­მე­დი­უ­რი სე­რი­ა­ლის რე­ჟი­სუ­რის­თვის.

ლუი სი ქეიმ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მი­ი­ღო "ემი" "სა­უ­კე­თე­სო კო­მე­დი­უ­რი სცე­ნა­რის­თვის" თა­ვის ნა­ხევ­რად ბი­ოგ­რა­ფი­ულ სე­რი­ალ­ში "ლუი". სტი­ვენ მო­ფატ­მა ჯილ­დო მო­ი­პო­ვა "სა­უ­კე­თე­სო მინი სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რის­თვის" "შერ­ლო­კი". ამა­ვე სე­რი­ა­ლის ტი­ტუ­ლო­ვა­ნი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ბე­ნე­დიქტ კამ­ბერ­ბაჩ­მა და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა მარ­ტინ ფრი­მენ­მაც გა­ი­მარ­ჯვეს შე­სა­ბა­მის კა­ტე­გო­რი­ებ­ში. სა­უ­კე­თე­სო მი­ნი­სე­რი­ა­ლად კი "ფარ­გო" და­სა­ხელ­და.

და­ჯილ­დო­ე­ბა "ემი" ერ­თგვა­რი ანა­ლო­გია "ოს­კა­რის", იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ ის სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტებ­ში ავ­ლენს ლა­უ­რე­ა­ტებს.

ლოს ანჯელესში სატელევიზიო დაჯილდოება ემი გაიმართა

ლოს ანჯელესში სატელევიზიო დაჯილდოება ემი გაიმართა

ლოს ანჯელესში სატელევიზიო პრემია ”ემის” 66-ე ცერემონია გაიმართა. ტრიუმფატორი გახდა სერიალი Breaking bad, რომელმაც ხუთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის "საუკეთესო დრამატული სერიალი", "საუკეთესო მამაკაცი მსახიობი დრამატულ სერიალში", "საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალი და მამაკაცის როლის" ნომინაციებშიც სწორედ ამ სერიალმა მოიპოვა გამარჯვება და აგრეთვე ლაურეატი გახდა კატეგორიაში "საუკეთესო დრამატული სცენარი".

 

”ემი” საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა კერი ჯოჯი ფუკუნაგას სერიალისთვის ”ნამდვილი დეტექტივი”. "საუკეთესო ქალი მსახიობი დრამატულ სერიალში" გახდა ჯულიანა მარგულისი როლისთვის სატელევიზიო შოუში ”კარგი ცოლი”. საუკეთესო კომედიურ სერიალად დასახელდა ”თანამედროვე ოჯახი”, რომელიც უკვე მეხუთე წელია ზედიზედ იმარჯვებს ამ კატეგორიაში. ჯიმ პარსონსი "საუკეთესო მსახიობი მამაკაცი" გახდა კომედიურ სერიალში ”დიდი აფეთქების თეორია”-დან, ხოლო "საუკეთესო ქალი მსახიობი კომედიურ სერიალში" გახდა ჯულია ლუი დრეიფუსი.

ელისონ ჯენიმ გაიმარჯვა ნომინაციაში "საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალი მსახიობი კომედიურ სერიალში". ელისონისთვის ეს უკვე მეექვსე ”ემია” კარიერაში. ამავე კატეგორიაში მამაკაცებიდან ლაურეატი გახდა ტაი ბურელი სერიალით ”თანამედროვე ოჯახი”. ამავე სერიალის რეჟისორს, გეილ მანკუსოს გადაეცა ჯილდო საუკეთესო კომედიური სერიალის რეჟისურისთვის.

ლუი სი ქეიმ დამსახურებულად მიიღო ”ემი” "საუკეთესო კომედიური სცენარისთვის" თავის ნახევრად ბიოგრაფიულ სერიალში ”ლუი”. სტივენ მოფატმა ჯილდო მოიპოვა "საუკეთესო მინი სერიალის სცენარისთვის" ”შერლოკი”. ამავე სერიალის ტიტულოვანი როლის შემსრულებელმა ბენედიქტ კამბერბაჩმა და მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელმა მარტინ ფრიმენმაც გაიმარჯვეს შესაბამის კატეგორიებში. საუკეთესო მინისერიალად კი ”ფარგო” დასახელდა.

დაჯილდოება ”ემი” ერთგვარი ანალოგია ”ოსკარის”, იმ განსხვავებით, რომ ის სატელევიზიო პროექტებში ავლენს ლაურეატებს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება