სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ზრდიდა ალექსანდრე ლორთქიფანიძეს სპარტანულად
ვინ ზრდიდა ალექსანდრე ლორთქიფანიძეს სპარტანულად

პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბია, იმავდრო­უ­ლად წერს ლექ­სებს, პრო­ზას, არის "რა? სად? რო­დის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი. "TV 11"-ზე გა­და­ცე­მა "სარ­ჩევს" უძღვე­ბა. შე­სა­ვა­ლი ინ­ტე­ლექ­ტკლუ­ბის შე­კი­თხვა­სა­ვით რომ არ აღიქ­ვათ, გა­გიმ­ხელთ, რომ ეს ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძეა. მის ექ­ვსე­ულს თა­ვი­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს, ნა­წე­რებს - მკი­თხვე­ლი, თე­ატ­რში ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი და იმ გა­და­ცე­მას, სა­დაც ალექ­სან­დრე ახალ-ახა­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა, ჰყავს თა­ვი­სი მსმე­ნე­ლიც. მისი მოწ­ვე­ვა რამ­დე­ნი­მე რუბ­რი­კის რეს­პონ­დენ­ტად შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა შეხ­ვედ­რი­სას შე­ვე­ცა­დეთ, ჩა­მოთ­ვლი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი­დან ყვე­ლა­ზე გვე­ლა­პა­რა­კა...

- მსა­ხი­ო­ბო­ბა ბავ­შვო­ბი­დან მსურ­და. მე იმ თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ, რო­მელ­საც პირ­ვე­ლად მო­უ­წია ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბამ. გა­ნა­ცხა­დის შევ­სე­ბი­სას რამ­დე­ნი­მე ფა­კულ­ტე­ტი უნდა მი­გე­თი­თე­ბი­ნა. რე­ა­ლუ­რად არ იცი, რო­მელ­ზე მოხ­ვდე­ბი. მა­მის ხათ­რით მე­ო­რე ად­გი­ლას მე­წე­რა სა­მე­დი­ცი­ნო, დე­დის - უცხო ენე­ბი, პირ­ველ ად­გი­ლას კი მი­თი­თე­ბუ­ლი მქონ­და თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ-სი­ტე­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი. ვი­ცო­დი, იქ თუ ვერ მოვ­ხვდე­ბო­დი, არც ერთი და­ნარ­ჩე­ნი პრო­ფე­სია არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და და სხვა­გან არ ვის­წავ­ლი­დი (იღი­მის).

- და გა­გი­მარ­თლათ...

- დიახ. გავ­რის­კე, რად­გან ძა­ლი­ან დიდი კონ­კურ­სი იყო. ბა­ტო­ნი ნუკ­რი ქან­თა­რი­ას ჯგუფ­ში მოვ­ხვდი და ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ. 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სპარ­ტა­ნუ­ლად გვზრდი­და. დი­ლის 9-დან 12 სა­ა­თამ­დე ვი­ყა­ვით აუ­დი­ტო­რი­ა­ში ჩა­კე­ტი­ლი, მაგ­რამ ამან შემ­ძი­ნა გამ­ძლე­ო­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბა და სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ი­სად­მი. გა­მი­მარ­თლა იმ მხრივ, რომ ჯერ კი­დევ მე­სა­მე კურ­სზე ვსწავ­ლობ­დი, როცა ლე­ვან წუ­ლა­ძემ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში "პიგ­მა­ლი­ო­ნის" დად­გმა და­ი­წყო. სჭირ­დე­ბო­და ახალ­გაზ­რდა შე­მად­გენ­ლო­ბა მა­სობ­რი­ვი სცე­ნე­ბი­სათ­ვის და სხვებ­თან ერ­თად მეც ამიყ­ვა­ნა. ამას მოჰ­ყვა იმა­ვე თე­ატ­რში ნინო ბურ­დუ­ლის სპექ­ტაკ­ლი და ჩვე­ნი პე­და­გო­გის ნუკ­რი ქან­თა­რი­ას სპექ­ტაკ­ლი "შერ­ცხვე­ნილ­ნი". ვი­ნა­ი­დან პირ­ვე­ლად მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ვი­თა­მა­შე, დღემ­დე ძა­ლი­ან მიყ­ვარს იქა­უ­რო­ბა.

ამ ეტაპ­ზე არც ერთი თე­ატ­რის შტატ­ში არ ვარ, რად­გან არ მი­ვიჩ­ნევ, რომ ბო­ლომ­დე ვი­პო­ვე ჩემი თავი სა­ი­მი­სოდ, რომ ერ­თგან გავ­ჩერ­დე. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის შემ­დეგ ვი­თა­მა­შე ახ­მე­ტე­ლის, სო­ხუ­მის თე­ატ­რებ­ში. სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატრთან ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს და დღემ­დე ყვე­ლა­ზე მე­ტად მას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ.

- "რა? სად? რო­დის?" ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა გუნ­დის კა­პი­ტა­ნი ხართ. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბით გა­ტა­ცე­ბა რა ასა­კი­დან მო­დის?

- აქაც ბა­ნა­ლუ­რად - ბავ­შვო­ბი­დან (იღი­მის). "რა? სად? რო­დის?" თა­მა­ში 2002 წლი­დან და­ვი­წყე. მა­შინ 14 წლის ვი­ყა­ვი. მკი­თხველს, ვინც არ იცის, ავუხ­სნათ, რომ გარ­და იმ შო­უ­სი, რო­მელ­საც ყო­ველკ­ვი­რა უყუ­რებს "რუს­თა­ვი 2"-ის მა­ყუ­რე­ბე­ლი, არ­სე­ბობს რე­გუ­ლა­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზი­ის მიღ­მა მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ასეთ სპორ­ტულ ტურ­ნირ­ზე მი­ვე­დი პირ­ვე­ლად 14 წლის ასაკ­ში ბა­ტონ წამ­ყვან­თან. მა­შინ ეს ტურ­ნი­რი "თე­სე­უ­ში" ტარ­დე­ბო­და და გი­ორ­გი მო­სი­ძეს ვუ­თხა­რი, რომ თა­მა­შის და­წყე­ბა მინ­დო­და. ბუ­ნებ­რი­ვია მკი­თხა, მყავ­და თუ არა გუნ­დი და ვი­ნა­ი­დან გუნ­დი არ არ­სე­ბობ­და, ერთი კვი­რის შემ­დეგ ჩემს გუნდთან ერ­თად უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი. სი­ტყვას არ ვა­მა­ტებ, გუნ­დის შე­სავ­სე­ბად უბან­ში ყვე­ლა მე­გო­ბარს მივ­მარ­თე, ქუ­ჩა­შიც კი ვთხოვ­დი ხალ­ხს წა­მოს­ვლას, ძმუ­რად, მარ­ტო და­ჯე­ქი, ხმა არ ამო­ი­ღო, მთა­ვა­რია, გუნ­დი შე­ივ­სოს და 6 ვი­ყოთ-მეთ­ქი. აი, ასე­თი გუნ­დით და­ვი­წყე თა­მა­ში, მაგ­რამ შემ­დეგ გა­მოც­დი­ლე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი ქნა. გა­მი­მარ­თლა, რომ დღეს ახალ­გაზ­რდუ­ლი გუნ­დის კა­პი­ტა­ნი ვარ, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩემი ერთ-ერთი მი­ნი­ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ცაა.

- ინ­ტე­ლექ­ტკლუ­ბის თით­ქმის ყვე­ლა წევ­რს აქვს და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი თუ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ერთი შე­კი­თხვა, ალ­ბათ, თქვენც გაქვთ ასე­თი...

- დიახ, ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი თა­მა­ში და შე­კი­თხვა, რო­მე­ლიც არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა, მარკ ტვე­ნის ცხოვ­რე­ბი­დან და­ის­ვა. ან­გა­რი­ში გახ­ლდათ ხუ­თით-ხუთი, ჩვე­ნი პა­სუ­ხი იმ­დე­ნად ორაზ­რო­ვა­ნი იყო, რომ ნა­ხე­ვარ­მა დარ­ბაზ­მა სწორ პა­სუ­ხად ჩაგ­ვით­ვა­ლა, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­მა - არა. სა­ბო­ლო­ოდ, ბა­ტო­ნი წამ­ყვა­ნი მკაც­რად მოგ­ვექ­ცა და პა­სუ­ხი არ ჩაგ­ვით­ვა­ლა. საქ­მე ისაა, რომ ორი­ვე ვერ­სია ტრი­ა­ლებ­და გუნდში და პირ­ვე­ლი­ვე თა­მაშ­ში არას­წო­რი ვერ­სია ავირ­ჩიე. მარ­თა­ლია, პირ­ვე­ლი თა­მა­ში წა­ვა­გეთ, მაგ­რამ შემ­დეგ ზე­დი­ზედ მო­ვი­გეთ ოთხი და დღემ­დე არ წაგ­ვი­გია. ეს პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა, ალ­ბათ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­მა­მახ­სოვ­რდე­ბა.

- გუნ­დის კა­პი­ტა­ნი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ვინ უნდა უპა­სუ­ხოს შე­კი­თხვას. რთუ­ლი არ არის ასე­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა?

- ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. თა­მა­შის მერე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მჭირ­დე­ბა, რომ გა­ვერ­კვე, სა­ერ­თოდ ვინ ვარ, რა მქვია და სად ვცხოვ­რობ (იღი­მის). მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გუნდში ერ­თმა­ნეთს არა­ფერს ვაბ­რა­ლებთ, მა­ინც დიდი ემო­ცი­უ­რი წნე­ხია. კა­პი­ტა­ნი იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას დიდი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე, ბევ­რი მხო­ლოდ შენ გაბ­რა­ლებს წა­გე­ბას. პირ­ვე­ლი წა­გე­ბის შემ­დეგ ამ წნე­ხის გა­და­ტა­ნაც მო­მიხ­და. იყო უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი, რომ გუნ­დის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვე ვი­ყა­ვი, რა მინ­დო­და იქ, არა­ფე­რი ვი­ცო­დი და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­დავ­ლა­ხე და სა­ბედ­ნი­ე­როდ, შემ­დეგ­ში სა­პი­რის­პი­რო კო­მენ­ტა­რე­ბიც და­ვიმ­სა­ხუ­რე.

- რაც შე­ე­ხე­ბა ბლო­გებს, რამ­დე­ნი ხა­ნია წერთ? გარ­და ამი­სა, ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლე­ბიც გა­მო­ე­ცით...

- მე ად­რეც ვწერ­დი ბლო­გებს და სა­ერ­თოდ, ზო­გა­დად ვწერ ლი­ტე­რა­ტუ­რას. შარ­შან ერთ-ერთი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ი­ტი­დან და­მი­კავ­შირ­დნენ და რე­გუ­ლა­რუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. რა თქმა უნდა, დიდი სი­ხა­რუ­ლით დავ­თან­ხმდი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, უფრო დიდი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის მე­წე­რა იმ თე­მებ­ზე, რაც, ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან პრობ­ლე­მუ­რია გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. წერა პო­ე­ზი­ით და­ვი­წყე, ვი­ყა­ვი პო­ე­ტუ­რი ჯგუფ "ვარ­დის­ფე­რი ავ­ტო­ბუ­სის" წევ­რი, მაგ­რამ შემ­დეგ ბევ­რი რა­მის კე­თე­ბა მო­მინ­და.

მე­ო­რე პრო­ფე­სი­ით დრა­მა­ტურ­გი გახ­ლა­ვართ, ამ კუ­თხით მა­გის­ტრა­ტუ­რა და­ვამ­თავ­რე. შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი პი­ე­სა მაქვს და­წე­რი­ლი და ერთი-ორი სცე­ნა­რიც. ასე­ვე პრო­ზა, ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ვუხ­ში­რე მო­თხრო­ბე­ბის წე­რას (იღი­მის). აქე­დან ყვე­ლა­ზე შემ­დგა­რი კი­ნოს­ცე­ნა­რი "გა­და­კარ­გუ­ლე­ბია", ფილ­მი გა­და­ღე­ბუ­ლია და მისი და­ხუ­რუ­ლი ჩვე­ნე­ბა ორი­ო­დე თვის წინ მო­ე­წყო. რე­ჟი­სო­რი ბესო თუ­რა­ზაშ­ვი­ლი ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე­ობს, ფილ­მი ამე­რი­კუ­ლია, რო­მელ­შიც ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

იხი­ლეთ ვრცლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ვინ ზრდიდა ალექსანდრე ლორთქიფანიძეს სპარტანულად

ვინ ზრდიდა ალექსანდრე ლორთქიფანიძეს სპარტანულად

პროფესიით მსახიობია, იმავდროულად წერს ლექსებს, პროზას, არის ''რა? სად? როდის'' ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი. ''TV 11''-ზე გადაცემა ''სარჩევს'' უძღვება. შესავალი ინტელექტკლუბის შეკითხვასავით რომ არ აღიქვათ, გაგიმხელთ, რომ ეს ალექსანდრე ლორთქიფანიძეა. მის ექვსეულს თავისი გულშემატკივარი ჰყავს, ნაწერებს - მკითხველი, თეატრში ერთგული მაყურებელი და იმ გადაცემას, სადაც ალექსანდრე ახალ-ახალი წიგნების შესახებ გვიყვება, ჰყავს თავისი მსმენელიც. მისი მოწვევა რამდენიმე რუბრიკის რესპონდენტად შეიძლება, თუმცა შეხვედრისას შევეცადეთ, ჩამოთვლილი საქმიანობებიდან ყველაზე გველაპარაკა...

- მსახიობობა ბავშვობიდან მსურდა. მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელსაც პირველად მოუწია ეროვნული გამოცდების ჩაბარებამ. განაცხადის შევსებისას რამდენიმე ფაკულტეტი უნდა მიგეთითებინა. რეალურად არ იცი, რომელზე მოხვდები. მამის ხათრით მეორე ადგილას მეწერა სამედიცინო, დედის - უცხო ენები, პირველ ადგილას კი მითითებული მქონდა თეატრალური უნივერ-სიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. ვიცოდი, იქ თუ ვერ მოვხვდებოდი, არც ერთი დანარჩენი პროფესია არ მაინტერესებდა და სხვაგან არ ვისწავლიდი (იღიმის).

- და გაგიმართლათ...

- დიახ. გავრისკე, რადგან ძალიან დიდი კონკურსი იყო. ბატონი ნუკრი ქანთარიას ჯგუფში მოვხვდი და ამით ბედნიერი ვარ. 4 წლის განმავლობაში სპარტანულად გვზრდიდა. დილის 9-დან 12 საათამდე ვიყავით აუდიტორიაში ჩაკეტილი, მაგრამ ამან შემძინა გამძლეობა, გამოცდილება და სერიოზული დამოკიდებულება პროფესიისადმი. გამიმართლა იმ მხრივ, რომ ჯერ კიდევ მესამე კურსზე ვსწავლობდი, როცა ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრში ''პიგმალიონის'' დადგმა დაიწყო. სჭირდებოდა ახალგაზრდა შემადგენლობა მასობრივი სცენებისათვის და სხვებთან ერთად მეც ამიყვანა. ამას მოჰყვა იმავე თეატრში ნინო ბურდულის სპექტაკლი და ჩვენი პედაგოგის ნუკრი ქანთარიას სპექტაკლი ''შერცხვენილნი''. ვინაიდან პირველად მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ვითამაშე, დღემდე ძალიან მიყვარს იქაურობა.

ამ ეტაპზე არც ერთი თეატრის შტატში არ ვარ, რადგან არ მივიჩნევ, რომ ბოლომდე ვიპოვე ჩემი თავი საიმისოდ, რომ ერთგან გავჩერდე. მარჯანიშვილის შემდეგ ვითამაშე ახმეტელის, სოხუმის თეატრებში. სამეფო უბნის თეატრთან ტკბილი მოგონებები მაკავშირებს და დღემდე ყველაზე მეტად მას ვგულშემატკივრობ.

- ''რა? სად? როდის?'' ყველაზე ახალგაზრდა გუნდის კაპიტანი ხართ. ინტელექტუალური თამაშებით გატაცება რა ასაკიდან მოდის?

- აქაც ბანალურად - ბავშვობიდან (იღიმის). ''რა? სად? როდის?'' თამაში 2002 წლიდან დავიწყე. მაშინ 14 წლის ვიყავი. მკითხველს, ვინც არ იცის, ავუხსნათ, რომ გარდა იმ შოუსი, რომელსაც ყოველკვირა უყურებს ''რუსთავი 2''-ის მაყურებელი, არსებობს რეგულარული სპორტული ჩემპიონატი, რომელიც ტელევიზიის მიღმა მუდმივად მიმდინარეობს. ასეთ სპორტულ ტურნირზე მივედი პირველად 14 წლის ასაკში ბატონ წამყვანთან. მაშინ ეს ტურნირი ''თესეუში'' ტარდებოდა და გიორგი მოსიძეს ვუთხარი, რომ თამაშის დაწყება მინდოდა. ბუნებრივია მკითხა, მყავდა თუ არა გუნდი და ვინაიდან გუნდი არ არსებობდა, ერთი კვირის შემდეგ ჩემს გუნდთან ერთად უნდა მივსულიყავი. სიტყვას არ ვამატებ, გუნდის შესავსებად უბანში ყველა მეგობარს მივმართე, ქუჩაშიც კი ვთხოვდი ხალხს წამოსვლას, ძმურად, მარტო დაჯექი, ხმა არ ამოიღო, მთავარია, გუნდი შეივსოს და 6 ვიყოთ-მეთქი. აი, ასეთი გუნდით დავიწყე თამაში, მაგრამ შემდეგ გამოცდილებამ ყველაფერი ქნა. გამიმართლა, რომ დღეს ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი ვარ, რაც გარკვეულწილად ჩემი ერთ-ერთი მინიოცნების ასრულებაცაა.

- ინტელექტკლუბის თითქმის ყველა წევრს აქვს დამახსოვრებული წარმატებული თუ წარუმატებელი ერთი შეკითხვა, ალბათ, თქვენც გაქვთ ასეთი...

- დიახ, ეს იყო ჩემი პირველი თამაში და შეკითხვა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, მარკ ტვენის ცხოვრებიდან დაისვა. ანგარიში გახლდათ ხუთით-ხუთი, ჩვენი პასუხი იმდენად ორაზროვანი იყო, რომ ნახევარმა დარბაზმა სწორ პასუხად ჩაგვითვალა, მეორე ნახევარმა - არა. საბოლოოდ, ბატონი წამყვანი მკაცრად მოგვექცა და პასუხი არ ჩაგვითვალა. საქმე ისაა, რომ ორივე ვერსია ტრიალებდა გუნდში და პირველივე თამაშში არასწორი ვერსია ავირჩიე. მართალია, პირველი თამაში წავაგეთ, მაგრამ შემდეგ ზედიზედ მოვიგეთ ოთხი და დღემდე არ წაგვიგია. ეს პირველი გადაცემა, ალბათ, მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება.

- გუნდის კაპიტანი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა უპასუხოს შეკითხვას. რთული არ არის ასეთი პასუხისმგებლობა?

- ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თამაშის მერე რამდენიმე საათი მჭირდება, რომ გავერკვე, საერთოდ ვინ ვარ, რა მქვია და სად ვცხოვრობ (იღიმის). მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ერთმანეთს არაფერს ვაბრალებთ, მაინც დიდი ემოციური წნეხია. კაპიტანი იღებს პასუხისმგებლობას დიდი აუდიტორიის წინაშე, ბევრი მხოლოდ შენ გაბრალებს წაგებას. პირველი წაგების შემდეგ ამ წნეხის გადატანაც მომიხდა. იყო უარყოფითი კომენტარები, რომ გუნდის წარუმატებლობაში დამნაშავე ვიყავი, რა მინდოდა იქ, არაფერი ვიცოდი და ა.შ. ეს ყველაფერი გადავლახე და საბედნიეროდ, შემდეგში საპირისპირო კომენტარებიც დავიმსახურე.

- რაც შეეხება ბლოგებს, რამდენი ხანია წერთ? გარდა ამისა, ლექსების კრებულებიც გამოეცით...

- მე ადრეც ვწერდი ბლოგებს და საერთოდ, ზოგადად ვწერ ლიტერატურას. შარშან ერთ-ერთი საგანმანათლებლო საიტიდან დამიკავშირდნენ და რეგულარული თანამშრომლობა შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით დავთანხმდი და შესაძლებლობა მომეცა, უფრო დიდი აუდიტორიისთვის მეწერა იმ თემებზე, რაც, ჩემი აზრით, ძალიან პრობლემურია განათლების სფეროში. წერა პოეზიით დავიწყე, ვიყავი პოეტური ჯგუფ ''ვარდისფერი ავტობუსის'' წევრი, მაგრამ შემდეგ ბევრი რამის კეთება მომინდა.

მეორე პროფესიით დრამატურგი გახლავართ, ამ კუთხით მაგისტრატურა დავამთავრე. შესაბამისად, ბევრი პიესა მაქვს დაწერილი და ერთი-ორი სცენარიც. ასევე პროზა, ბოლო დროს განსაკუთრებით მოვუხშირე მოთხრობების წერას (იღიმის). აქედან ყველაზე შემდგარი კინოსცენარი ''გადაკარგულებია'', ფილმი გადაღებულია და მისი დახურული ჩვენება ორიოდე თვის წინ მოეწყო. რეჟისორი ბესო თურაზაშვილი ამერიკაში მოღვაწეობს, ფილმი ამერიკულია, რომელშიც ქართველი მსახიობები მონაწილეობენ.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება