მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რასმუსენი - ნატო რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს
რასმუსენი - ნატო რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს

ნატო რუ­სეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას წყვეტს. სა­ა­გენ­ტო "იტარ ტა­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დას სპი­კერ­თან ალექ­სან­დრე ტურ­ჩი­ნოვ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

გარ­და ამი­სა, ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ­მა ალი­ან­სმა ასე­ვე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკ­რა­ი­ნას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის შე­სა­ხებ.

"ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი წყვეტს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, აძ­ლი­ე­რებს კო­ლექ­ტი­ურ თავ­დაც­ვას ნატო-ს წევ­რე­ბის და­სა­ცა­ვად და მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკ­რა­ი­ნას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის გაძ­ლი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ", - აღ­ნიშ­ნა ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა.

უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დას პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ნატო-უკ­რა­ი­ნის სა­მი­ტი, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, მხა­რე­ებს ახა­ლი პრო­დუქ­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მხრივ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა­ში და­ეხ­მა­რე­ბა".

ამას­თან, ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნას ესა­ჭი­რო­ე­ბა კომ­პლექ­სუ­რი რე­ფორ­მე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­ხედ­რო სფე­რო­ში.

6 აგ­ვის­ტოს ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლის ოანა ლუნ­გეს­კუს გან­ცხა­დე­ბა­ში გა­მოთ­ქმუ­ლია ვა­რა­უ­დი, რომ რუ­სეთ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­აგ­ზავ­ნოს თა­ვი­სი ჯა­რე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში სამ­შვი­დო­ბო ან ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მი­სი­ას ამო­ფა­რე­ბულ­მა.

"ჩვენ ვერ ვიმ­კი­თხა­ვებთ, რა აქვს ჭკუ­ა­ში რუ­სეთს, მაგ­რამ ჩვენ ვხე­დავთ, რას აკე­თებს ის რე­გი­ონ­ში", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში და ამ მხრივ აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნას­თან სა­ზღვარ­ზე სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

რასმუსენი - ნატო რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს

რასმუსენი - ნატო რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს

ნატო რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს. სააგენტო "იტარ ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერთან ალექსანდრე ტურჩინოვთან შეხვედრაზე განაცხადა.

გარდა ამისა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასთან თანამშრომლობის გაფართოების შესახებ.

"ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წყვეტს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობას, აძლიერებს კოლექტიურ თავდაცვას ნატო-ს წევრების დასაცავად და მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინასთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

უკრაინის უმაღლესი რადას პრესსამსახურის ცნობით, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ "ნატო-უკრაინის სამიტი, რომელიც სექტემბერში გაიმართება, მხარეებს ახალი პროდუქტიული თანამშრომლობის მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება".

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინას ესაჭიროება კომპლექსური რეფორმები, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში.

6 აგვისტოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური წარმომადგენელის ოანა ლუნგესკუს განცხადებაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ რუსეთმა შეიძლება გააგზავნოს თავისი ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო ან ჰუმანიტარულ მისიას ამოფარებულმა.

"ჩვენ ვერ ვიმკითხავებთ, რა აქვს ჭკუაში რუსეთს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს ის რეგიონში", - ნათქვამია განცხადებაში და ამ მხრივ აქცენტი გაკეთებულია რუსეთის მიერ უკრაინასთან საზღვარზე სამხედრო შეიარაღების კონცენტრირებაზე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა