პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მეგრელიშვილი ექვსი თვის განმავლობაში ექვსჯერ მოყვა ავარიაში
გიორგი მეგრელიშვილი ექვსი თვის განმავლობაში ექვსჯერ მოყვა ავარიაში

მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი ბოლო დროს უც­ნა­ურ ამ­ბებ­ში გა­ეხ­ვა. უკვე ექ­ვსი თვეა, რაც თვე­ში ერთხელ ავა­რი­ა­ში ყვე­ბა, მაგ­რამ დამ­ნა­შა­ვე თა­ვად არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ ყო­ფი­ლა. პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ასახ­სნე­ლად ექ­სტრა­სენსსაც მი­მარ­თა. "გა­ნა­ჩე­ნი" რთუ­ლია, გი­ორ­გის ორ­გა­ნიზ­მი რკი­ნას იზი­დავს. გა­მო­სა­ვალს ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ პო­უ­ლობს. არ ფიქ­რობს, რომ დაბ­ნე­უ­ლია და ავა­რი­ე­ბის მი­ზე­ზი თა­ვა­დაა.

ბოლო დროს ახა­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და შექ­სპი­რის "ჰამ­ლეტს" კი­ნო­ში აცო­ცხლებს. პა­რა­ლე­ლუ­რად "პა­ლიტ­რა TV"-სა და რა­დიო "პა­ლიტ­რა­ზე" გა­და­ცე­მა "გვე­თა­მა­შე ჩვენ" მიჰ­ყავს.

-ჯვა­რი მწე­რია და წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და, რომ შე­იძ­ლე­ბა, სხვის მან­ქა­ნა­შიც იგი­ვე და­მე­მარ­თოს. ყვე­ლა­ფე­რი ექ­ვსი თვის წინ და­ი­წყო, ბე­დო­ბას მე­გობ­რის ოჯახ­თან მივ­დი­ო­დი სტუმ­რად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად მან­ქა­ნამ და­მარ­ტყა. მე­ო­რედ ერთი თვის შემ­დეგ ისევ ქალ­ბა­ტონ­მა და­მარ­ტყა, შე­სახ­ვე­ვი­დან გახ­სნი­ლი სა­ბარ­გუ­ლით გა­მო­ვი­და. სა­ოც­რე­ბა ის არის, რომ ყო­ველ ჯერ­ზე ერ­თსა და იმა­ვე ხე­ლო­სან­თან მიმ­ყავ­და და კაცი უკვე და­ეჭ­ვდა, რა ხდე­ბო­და ჩემს თავს. მე­სა­მე თვეს, ასე­ვე ქალ­ბა­ტონ­მა, წი­ნი­დან და­მარ­ტყა მან­ქა­ნა. არ ვხუმ­რობ, ყვე­ლა მათ­გა­ნის სა­ხე­ლი და გვა­რი ზე­პი­რად მახ­სოვს.

- არ იფიქ­რეთ, რომ რა­ღაც უც­ნა­უ­რო­ბა ხდე­ბო­და თქვენს თავს?

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ მე არა­ფერ შუ­ა­ში არ ვყო­ფილ­ვარ. მე­გობ­რე­ბი მე­ხუმ­რე­ბოდ­ნენ, გო­გო­ნე­ბი დაგ­დე­ვენ, ამ გზით უნ­დათ შენი გაც­ნო­ბაო.

- მე­ო­თხე­დაც ქალ­ბა­ტო­ნის მსხვერ­პლი გახ­დით?

- არა, მაგ­რამ უფრო მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი. დიდი მან­ქა­ნა და­მე­ჯა­ხა, მი­წით იყო დატ­ვირ­თუ­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში მძღო­ლი მა­მა­კა­ცი გახ­ლდათ. მი­თხრა, რომ ჩემი ბრა­ლი იყო და პატ­რუ­ლი გა­მო­ი­ძა­ხა, მაგ­რამ მე რე­ა­ლუ­რად არა­ფერ შუ­ა­ში ვი­ყა­ვი და შემ­დეგ ერთი თვე აკე­თებ­და ჩემს მან­ქა­ნას. მე­ხუ­თე შემ­თხვე­ვა­შიც მა­მა­კა­ცი იყო მძღო­ლი, და­მარ­ტყა და ფარი და­მიმ­ტვრია. ეს და­უს­რუ­ლებ­ლად გაგ­რძელ­და...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

გიორგი მეგრელიშვილი ექვსი თვის განმავლობაში ექვსჯერ მოყვა ავარიაში

გიორგი მეგრელიშვილი ექვსი თვის განმავლობაში ექვსჯერ მოყვა ავარიაში

მსახიობი და რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი ბოლო დროს უცნაურ ამბებში გაეხვა. უკვე ექვსი თვეა, რაც თვეში ერთხელ ავარიაში ყვება, მაგრამ დამნაშავე თავად არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა. პარანორმალური მოვლენების ასახსნელად ექსტრასენსსაც მიმართა. ''განაჩენი'' რთულია, გიორგის ორგანიზმი რკინას იზიდავს. გამოსავალს ჯერჯერობით ვერ პოულობს. არ ფიქრობს, რომ დაბნეულია და ავარიების მიზეზი თავადაა.

ბოლო დროს ახალი ფილმის გადაღებითაა დაკავებული და შექსპირის ''ჰამლეტს'' კინოში აცოცხლებს. პარალელურად ''პალიტრა TV''-სა და რადიო ''პალიტრაზე'' გადაცემა ''გვეთამაშე ჩვენ'' მიჰყავს.

-ჯვარი მწერია და წარმოდგენაც არ მინდა, რომ შეიძლება, სხვის მანქანაშიც იგივე დამემართოს. ყველაფერი ექვსი თვის წინ დაიწყო, ბედობას მეგობრის ოჯახთან მივდიოდი სტუმრად და მოულოდნელად მანქანამ დამარტყა. მეორედ ერთი თვის შემდეგ ისევ ქალბატონმა დამარტყა, შესახვევიდან გახსნილი საბარგულით გამოვიდა. საოცრება ის არის, რომ ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე ხელოსანთან მიმყავდა და კაცი უკვე დაეჭვდა, რა ხდებოდა ჩემს თავს. მესამე თვეს, ასევე ქალბატონმა, წინიდან დამარტყა მანქანა. არ ვხუმრობ, ყველა მათგანის სახელი და გვარი ზეპირად მახსოვს.

- არ იფიქრეთ, რომ რაღაც უცნაურობა ხდებოდა თქვენს თავს?

- რა თქმა უნდა, მაგრამ მე არაფერ შუაში არ ვყოფილვარ. მეგობრები მეხუმრებოდნენ, გოგონები დაგდევენ, ამ გზით უნდათ შენი გაცნობაო.

- მეოთხედაც ქალბატონის მსხვერპლი გახდით?

- არა, მაგრამ უფრო მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდი. დიდი მანქანა დამეჯახა, მიწით იყო დატვირთული. ამ შემთხვევაში მძღოლი მამაკაცი გახლდათ. მითხრა, რომ ჩემი ბრალი იყო და პატრული გამოიძახა, მაგრამ მე რეალურად არაფერ შუაში ვიყავი და შემდეგ ერთი თვე აკეთებდა ჩემს მანქანას. მეხუთე შემთხვევაშიც მამაკაცი იყო მძღოლი, დამარტყა და ფარი დამიმტვრია. ეს დაუსრულებლად გაგრძელდა...

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება