პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი გაჩეჩილაძე: ''სალომე ჭაჭუამ ჩვენგან ბევრი მოცეკვავე წაიყვანა, მაგრამ''...
გიგი გაჩეჩილაძე: ''სალომე ჭაჭუამ ჩვენგან ბევრი მოცეკვავე წაიყვანა, მაგრამ''...

გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე მარ­თა­ლია, თა­ვად აღარ ცეკ­ვავს, მაგ­რამ თა­ვის სფე­რო­ში ფე­დე­რა­ცი­ას ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში და საკ­მა­ოდ ბევ­რი სი­ახ­ლეც და­ნერ­გა, რა­ზეც ინ­ტერ­ვი­უ­ში გვე­სა­უბ­რა. მა­გა­ლი­თად, თუკი რო­მე­ლი­მე სტუ­დი­ას თა­ვი­სი კონ­კუ­რენ­ტის­გან სურს წყვი­ლის გა­და­ბი­რე­ბა, ამა­ში, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, რამ­დე­ნი­მე ათა­სი ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წევს.

გი­გის პო­პუ­ლა­რო­ბის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ ვეწ­ვი­ეთ და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბით" და­ი­წყო, სწო­რედ ამ პრო­ექ­ტი­დან გა­ვი­გეთ გი­გის შე­სა­ხებ, როცა ის თიკო სა­დუ­ნიშ­ვილს უწევ­და პარტნი­ო­რო­ბას.

- პირ­ვე­ლად რო­დის იგ­რძე­ნი, რომ შენი სა­ხე­ლი ბევ­რმა იცის?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, შოუს მე­ო­რე დღი­დან ყვე­ლა­ფე­რი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. შოუ ეთერ­ში გა­ვი­და და მე­ო­რე დღეს ცხოვ­რე­ბა სულ სხვა­ნა­ი­რი გახ­და, რაც ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა - როცა ახა­ლი სახე ხარ, მა­ნამ­დე ნაკ­ლე­ბად გიც­ნობ­დნენ და უცებ ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, ვინ ხარ. მე უფრო გა­მი­მარ­თლა, რად­გან მან­ქა­ნით დავ­დი­ვარ. წარ­მო­მიდ­გე­ნია, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით რომ მევ­ლო ის პე­რი­ო­დი, რა მოხ­დე­ბო­და. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი, ჩემი აზ­რით, მა­ინც ყვე­ლა­ზე დიდი ბუმი იყო. ყვე­ლა ჩვენ­კენ გა­მორ­ბო­და. მახ­სოვს, როცა ფი­ნალ­ში მე და თიკო და სა­მო­რი და ლიკა დავ­რჩით, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს შემ­დეგ­ნა­ი­რად ვი­შო­რებ­დით (იცი­ნის) - როცა ბავ­შვე­ბი დაგ­ვეხ­ვე­ოდ­ნენ თავს და გვეჩ­ქა­რე­ბო­და, შეკ­რე­ბი­ლებს ვე­უბ­ნე­ბო­დით ხოლ­მე, უი, გა­ი­ხე­დეთ, სა­მო­რი მო­დი­სო და ჩვენ გავ­რბო­დით. სა­მო­რი არ მო­დი­ო­და, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა ასე გა­დაგ­ვქონ­და. ზოგ­ჯერ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი ხდე­ბო­და, მხო­ლოდ ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბას არ ითხოვ­დნენ, ცოტა ზედ­მე­ტიც მოს­დი­ო­დათ. თავი ჯონ ლე­ნო­ნი მე­გო­ნა. მო­ვი­დოდ­ნენ, ჩა­გე­ხუ­ტე­ბოდ­ნენ და ითხოვ­დნენ, შე­მე­ხეო. როცა ცუდი დღე გვქონ­და, აუტ­სა­ი­დე­რებ­ში ვი­დე­ქით, ცოტა ძნე­ლი იყო უცებ ხა­სი­ათ­ზე მოს­ვლა, მაგ­რამ მა­ინც გვი­წევ­და ამის კე­თე­ბა.

- პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის შემ­დეგ ჩა­მო­ყა­ლიბ­დი, რო­გორც პო­პუ­ლა­რუ­ლი სახე.

- პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის შემ­დეგ მარ­თლაც ყვე­ლა­ფე­რი და­რე­გუ­ლირ­და და არ არის ისე­თი­ვე ბუმი. ალ­ბათ, ეს იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ პრო­ექ­ტში, რო­გორც მო­ცეკ­ვა­ვე, აღარ ვმო­ნა­წი­ლე­ობ; ძა­ლი­ან ვცდი­ლობ და ჯერ­ჯე­რო­ბით კარ­გად გა­მომ­დის, რომ შო­უ­ებ­ში ნაკ­ლე­ბად ჩა­ვერ­თო და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბიც არ მივ­ცე. ყვე­ლა­ფერს ჩემს ყო­ფილ ურ­თი­ერ­თო­ბას უკავ­ში­რებ­დნენ. ვთქვათ, თქვენ წერთ ახლა ინ­ტერ­ვი­უს და გა­რე­კან­ზე რომ გა­მო­ი­ტა­ნოთ სა­თა­უ­რი, რას აკე­თებს გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე სა­ლო­მეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ. ერ­თა­დერ­თი შოუ, რო­მელ­შიც ახ­ლა­ხან მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მე­გობ­რო­ბის თე­მას ეხე­ბო­და, სა­დაც ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილ­სა და ოთო ფო­ლა­დაშ­ვილ­თან ერ­თად მი­ვე­დი. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა თე­მებს, ჩემი ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა და წარ­სულ­ზე სა­უ­ბა­რი უკვე მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

გიგი გაჩეჩილაძე: ''სალომე ჭაჭუამ ჩვენგან ბევრი მოცეკვავე წაიყვანა, მაგრამ''...

გიგი გაჩეჩილაძე: ''სალომე ჭაჭუამ ჩვენგან ბევრი მოცეკვავე წაიყვანა, მაგრამ''...

გიგი გაჩეჩილაძე მართალია, თავად აღარ ცეკვავს, მაგრამ თავის სფეროში ფედერაციას ჩაუდგა სათავეში და საკმაოდ ბევრი სიახლეც დანერგა, რაზეც ინტერვიუში გვესაუბრა. მაგალითად, თუკი რომელიმე სტუდიას თავისი კონკურენტისგან სურს წყვილის გადაბირება, ამაში, არც მეტი, არც ნაკლები, რამდენიმე ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

გიგის პოპულარობის შესახებ სასაუბროდ ვეწვიეთ და რასაკვირველია, ჩვენი ინტერვიუ ''ცეკვავენ ვარსკვლავებით'' დაიწყო, სწორედ ამ პროექტიდან გავიგეთ გიგის შესახებ, როცა ის თიკო სადუნიშვილს უწევდა პარტნიორობას.

- პირველად როდის იგრძენი, რომ შენი სახელი ბევრმა იცის?

- სიმართლე გითხრა, შოუს მეორე დღიდან ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. შოუ ეთერში გავიდა და მეორე დღეს ცხოვრება სულ სხვანაირი გახდა, რაც ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა - როცა ახალი სახე ხარ, მანამდე ნაკლებად გიცნობდნენ და უცებ ყველას აინტერესებს, ვინ ხარ. მე უფრო გამიმართლა, რადგან მანქანით დავდივარ. წარმომიდგენია, სამარშრუტო ტაქსით რომ მევლო ის პერიოდი, რა მოხდებოდა. ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პირველი სეზონი, ჩემი აზრით, მაინც ყველაზე დიდი ბუმი იყო. ყველა ჩვენკენ გამორბოდა. მახსოვს, როცა ფინალში მე და თიკო და სამორი და ლიკა დავრჩით, თაყვანისმცემლებს შემდეგნაირად ვიშორებდით (იცინის) - როცა ბავშვები დაგვეხვეოდნენ თავს და გვეჩქარებოდა, შეკრებილებს ვეუბნებოდით ხოლმე, უი, გაიხედეთ, სამორი მოდისო და ჩვენ გავრბოდით. სამორი არ მოდიოდა, მაგრამ ყურადღება ასე გადაგვქონდა. ზოგჯერ ეს ყველაფერი შემაწუხებელი ხდებოდა, მხოლოდ ფოტოების გადაღებას არ ითხოვდნენ, ცოტა ზედმეტიც მოსდიოდათ. თავი ჯონ ლენონი მეგონა. მოვიდოდნენ, ჩაგეხუტებოდნენ და ითხოვდნენ, შემეხეო. როცა ცუდი დღე გვქონდა, აუტსაიდერებში ვიდექით, ცოტა ძნელი იყო უცებ ხასიათზე მოსვლა, მაგრამ მაინც გვიწევდა ამის კეთება.

- პირველი სეზონის შემდეგ ჩამოყალიბდი, როგორც პოპულარული სახე.

- პირველი სეზონის შემდეგ მართლაც ყველაფერი დარეგულირდა და არ არის ისეთივე ბუმი. ალბათ, ეს იმანაც განაპირობა, რომ პროექტში, როგორც მოცეკვავე, აღარ ვმონაწილეობ; ძალიან ვცდილობ და ჯერჯერობით კარგად გამომდის, რომ შოუებში ნაკლებად ჩავერთო და ინტერვიუებიც არ მივცე. ყველაფერს ჩემს ყოფილ ურთიერთობას უკავშირებდნენ. ვთქვათ, თქვენ წერთ ახლა ინტერვიუს და გარეკანზე რომ გამოიტანოთ სათაური, რას აკეთებს გიგი გაჩეჩილაძე სალომესთან დაშორების შემდეგ. ერთადერთი შოუ, რომელშიც ახლახან მივიღე მონაწილეობა, მეგობრობის თემას ეხებოდა, სადაც ნოდიკო ტატიშვილსა და ოთო ფოლადაშვილთან ერთად მივედი. რაც შეეხება სხვა თემებს, ჩემი ცხოვრება გრძელდება და წარსულზე საუბარი უკვე მომაბეზრებელია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება