მსახიობი და რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი ბოლო დროს უცნაურ ამბებში გაეხვა. უკვე ექვსი თვეა, რაც თვეში ერთხელ ავარიაში ყვება, მაგრამ დამნაშავე თავად არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა. პარანორმალური მოვლენების ასახსნელად ექსტრასენსსაც მიმართა. ''განაჩენი'' რთულია, გიორგის ორგანიზმი რკინას იზიდავს. გამოსავალს ჯერჯერობით ვერ პოულობს. არ ფიქრობს, რომ დაბნეულია და ავარიების მიზეზი თავადაა.
ბოლო დროს ახალი ფილმის გადაღებითაა დაკავებული და შექსპირის ''ჰამლეტს'' კინოში აცოცხლებს. პარალელურად ''პალიტრა TV''-სა და რადიო ''პალიტრაზე'' გადაცემა ''გვეთამაშე ჩვენ'' მიჰყავს.
-ჯვარი მწერია და წარმოდგენაც არ მინდა, რომ შეიძლება, სხვის მანქანაშიც იგივე დამემართოს. ყველაფერი ექვსი თვის წინ დაიწყო, ბედობას მეგობრის ოჯახთან მივდიოდი სტუმრად და მოულოდნელად მანქანამ დამარტყა. მეორედ ერთი თვის შემდეგ ისევ ქალბატონმა დამარტყა, შესახვევიდან გახსნილი საბარგულით გამოვიდა. საოცრება ის არის, რომ ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე ხელოსანთან მიმყავდა და კაცი უკვე დაეჭვდა, რა ხდებოდა ჩემს თავს. მესამე თვეს, ასევე ქალბატონმა, წინიდან დამარტყა მანქანა. არ ვხუმრობ, ყველა მათგანის სახელი და გვარი ზეპირად მახსოვს.
- არ იფიქრეთ, რომ რაღაც უცნაურობა ხდებოდა თქვენს თავს?
- რა თქმა უნდა, მაგრამ მე არაფერ შუაში არ ვყოფილვარ. მეგობრები მეხუმრებოდნენ, გოგონები დაგდევენ, ამ გზით უნდათ შენი გაცნობაო.
- მეოთხედაც ქალბატონის მსხვერპლი გახდით?
- არა, მაგრამ უფრო მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდი. დიდი მანქანა დამეჯახა, მიწით იყო დატვირთული. ამ შემთხვევაში მძღოლი მამაკაცი გახლდათ. მითხრა, რომ ჩემი ბრალი იყო და პატრული გამოიძახა, მაგრამ მე რეალურად არაფერ შუაში ვიყავი და შემდეგ ერთი თვე აკეთებდა ჩემს მანქანას. მეხუთე შემთხვევაშიც მამაკაცი იყო მძღოლი, დამარტყა და ფარი დამიმტვრია. ეს დაუსრულებლად გაგრძელდა...
იხილეთ გაგრძელება