სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანდრო გირგვლიანის საქმეზე ლევან ბუხაიძე დაიკითხა
სანდრო გირგვლიანის საქმეზე ლევან ბუხაიძე დაიკითხა

სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მე ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძე და­ი­კი­თხა. და­კი­თხვა სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. მან სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე გა­იხ­სე­ნა ის ღამე, რომ­ლის შემ­დე­გაც მისი მე­გო­ბა­რი სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი არ უნა­ხავს.

რო­გორც ბუ­ხა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, "შარ­დენ­ბარ­ში" სან­დროს­თან ერ­თად ყა­ვის და­სა­ლე­ვად მი­ვი­და 27 იან­ვარს, ღა­მით. "რო­და­საც ბარ­ში შე­ვე­დით, მე ხე­ლის და­სა­ბა­ნად შე­ვე­დი, სან­დრო კი - დარ­ბაზ­ში. შემ­დეგ მეც დარ­ბაზ­ში შე­ვე­დი და და­ვი­ნა­ხე, რომ სან­დრო ერთ გო­გოს ესა­უბ­რე­ბო­და ჩა­კუ­ზულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მე თა­ვი­სუ­ფალ მა­გი­დას­თან დავ­ჯე­ქი. ცოტა ხან­ში სან­დროც მო­ვი­და. კი­დევ ცოტა ხან­ში კი ჩვენს მა­გი­დას­თან მო­პირ­და­პი­რე მა­გი­დი­დან ერთ-ერთი გო­გო­ნა გად­მოჯ­და. ეს იყო თა­თია, სან­დროს მე­გო­ბა­რი. ბარ­ში ტამ­ტა­მებს უკ­რავ­დნენ და, შე­სა­ბა­მი­სად, ხმა­ურ­ში ვერ გა­ვი­გე, რაზე სა­უბ­რობ­დნენ, თუმ­ცა, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს აგ­რე­სი­უ­ლად უხ­სნიდ­ნენ რა­ღა­ცას. მახ­სოვს, რომ სან­დრომ შე­ი­გი­ნა, თუმ­ცა არა თა­თი­ას მი­მართ. შემ­დეგ მო­პირ­და­პი­რე მა­გი­დი­დან კი­დევ ერთი გო­გო­ნა ადგა, თა­თი­ას­თან მო­ვი­და და ჰკი­თხა, ხომ მშვი­დო­ბა­აო, თა­თი­ამ უთხრა, მშვი­დო­ბა­აო", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძემ.

მისი თქმით, მო­პირ­და­პი­რე მა­გი­დას­თან 6-7 პირი იჯდა, მათ შო­რის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თაკო სა­ლა­ყა­ია, დათა ახა­ლა­ია, მე­რაბ სა­ნო­ძე, ოლეგ მელ­ნი­კო­ვი და გუ­რამ დო­ნა­ძე.

ამას­თან, ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძე იხ­სე­ნებს, რომ "შარ­დენ­ბა­რი­დან" გა­მოს­ვლის შემ­დეგ ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სან­დროს­თან ერ­თად მი­დი­ო­და ტაქ­სის გა­სა­ჩე­რებ­ლად, რო­დე­საც ლე­სე­ლი­ძის კუ­თხე­ში ვერ­ცხლის­ფე­რი "ემე­ლის" "ჯიპი" გა­ჩერ­და. ორი ადა­მი­ა­ნი გად­მო­ვი­და და გირ­გვლი­ა­ნი და ბუ­ხა­ი­ძე მან­ქა­ნა­ში შე­აგ­დო. "მა­შინ ჩემ­თვის უც­ნო­ბი იყო ვინ იყ­ვნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. გვი­თხრეს, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ვარ­თო. წაგ­ვიყ­ვა­ნეს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გაგ­ვი­წე­ვია. წინ იჯდა გია ალა­ნია. გვი­თხრეს, ჯი­ბე­ში გაქვთ თუ არა რა­მეო. ამოგ­ვა­ღე­ბი­ნეს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და სა­ბუ­თე­ბი, რო­მე­ლიც ალა­ნი­ამ "ბარ­და­ჩოკ­ში" ჩა­ყა­რა. შემ­დეგ მივ­ყავ­დით გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ოქ­რო­ყა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სან­დრომ დას­ვა კი­თხვა, რომ გან­ყო­ფი­ლე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ არ­სე­ბობ­და და სად მივ­ყავ­დით, რა დრო­საც მას მუ­ცელ­ში ხელი ჩა­არ­ტყეს. შემ­დეგ მე ვი­კი­თხე. თუმ­ცა გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ რო­დე­საც მი­ვალთ, ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებ­თო", - გა­ნა­ცხა­და ბუ­ხა­ი­ძემ.

სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში იგი ყვე­ბა, რომ სა­ბო­ლო­ოდ "ემე­ლის" ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლით ისი­ნი აიყ­ვა­ნეს ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ოს­თან, სა­დაც ცალ-ცალ­კე და­უ­წყეს ცემა. შემ­დეგ კი გა­ი­გო გას­რო­ლის ხმა და ად­გილ­ზე მყო­ფე­ბის სა­უ­ბა­რი. "5-10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გვცემ­დნენ, შემ­დეგ ვი­ღა­ცამ თქვა, რომ სან­დრო გა­იქ­ცა. ალა­ნი­ამ კი უპა­სუ­ხა, რომ იმი­ტომ გა­იქ­ცა, რომ ს...ბი ხარ­თო. გაქ­ცე­უ­ლი სან­დრო არ და­მი­ნა­ხავს, გა­ვი­გე ხრი­ა­ლის ხმა. ცოტა ხანი იყო პა­უ­ზა, შემ­დეგ კი იქ მყო­ფებ­მა ტან­საც­მე­ლი გამ­ხა­დეს, საც­ვლე­ბის ამა­რა დამ­ტო­ვეს და მი­თხრეს, მიხ­ვდე­ბით, ეს რა­ტო­მაც და­გე­მარ­თა­თო", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძემ.

მისი თქმით, და­ი­ნა­ხა, რომ იმ პი­რებ­მა, ვინც ის და გირ­გვლი­ა­ნი გა­ი­ტა­ცეს, ორი ავ­ტო­მო­ბი­ლით და­ტო­ვეს ოქ­რო­ყა­ნის ტე­რი­ტო­რია. ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძე ამ­ბობს, რომ ამის შემ­დეგ შეძ­ლო გა­და­ად­გი­ლე­ბა და ერთ-ერთ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე შე­ვი­და, სა­დაც დი­ლამ­დე იმ­ყო­ფე­ბო­და. მხო­ლოდ დი­ლით მო­ა­ხერ­ხა პო­ლი­ცი­ა­ში და­რეკ­ვა. ამის შემ­დეგ ბუ­ხა­ი­ძე იხ­სე­ნებს, რომ რო­დე­საც საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, მას­ზე არა­ერ­თხელ გან­ხორ­ცი­ელ­და მუ­ქა­რა. კერ­ძოდ, გა­მო­ძი­ე­ბა ამ­ბობ­და, რომ 4 პირი და­ა­კა­ვეს მათი გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ზე. "და­მი­კავ­შირ­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, მთხო­ვა მის­ვლა. მი­ვე­დი და მი­თხრეს, რომ 4 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი და უნდა ამო­იც­ნოო. ამოც­ნო­ბის პრო­ცე­დუ­რა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ხდე­ბო­და. ამო­ვი­ცა­ნი ალა­ნია, ღა­ჭა­ვა და აფ­ცი­ა­უ­რი. ხოლო ბი­ბი­ლუ­რი­ძის ამოც­ნო­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ორი დღის შემ­დეგ ისევ და­მი­კავ­შირ­დნენ, როცა ყვე­ლა­ფე­რი უკვე გარ­კვე­უ­ლი იყო და მი­თხრეს, რომ კი­დევ ერთი ამოც­ნო­ბა იყო სა­ჭი­რო. სა­უ­ბა­რია მელ­ნი­კოვ­ზე, მი­ვე­დი და გა­მაფრ­თხი­ლეს, რომ მელ­ნი­კო­ვი ამ საქ­მე­ში არ ფი­გუ­რი­რებ­და და თუკი მა­ინც ამო­ვიც­ნობ­დი, ჩემს მი­მართ აღიძ­ვრე­ბო­და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. ეს იყო მუ­ქა­რა", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძემ. მისი თქმით, ამ პრო­ცე­სებ­ში და­ა­კა­ვეს კი­დეც და­ნა­შა­უ­ლის და­მალ­ვის ბრალ­დე­ბით. თუმ­ცა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ლევან ბუხაიძე დაიკითხა

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ლევან ბუხაიძე დაიკითხა

სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საქმის მთავარი მოწმე ლევან ბუხაიძე დაიკითხა. დაკითხვა საათზე მეტხანს გაგრძელდა. მან სასამართლოს წინაშე გაიხსენა ის ღამე, რომლის შემდეგაც მისი მეგობარი სანდრო გირგვლიანი არ უნახავს.

როგორც ბუხაიძემ აღნიშნა, "შარდენბარში" სანდროსთან ერთად ყავის დასალევად მივიდა 27 იანვარს, ღამით. "როდასაც ბარში შევედით, მე ხელის დასაბანად შევედი, სანდრო კი - დარბაზში. შემდეგ მეც დარბაზში შევედი და დავინახე, რომ სანდრო ერთ გოგოს ესაუბრებოდა ჩაკუზულ მდგომარეობაში. მე თავისუფალ მაგიდასთან დავჯექი. ცოტა ხანში სანდროც მოვიდა. კიდევ ცოტა ხანში კი ჩვენს მაგიდასთან მოპირდაპირე მაგიდიდან ერთ-ერთი გოგონა გადმოჯდა. ეს იყო თათია, სანდროს მეგობარი. ბარში ტამტამებს უკრავდნენ და, შესაბამისად, ხმაურში ვერ გავიგე, რაზე საუბრობდნენ, თუმცა, ისინი ერთმანეთს აგრესიულად უხსნიდნენ რაღაცას. მახსოვს, რომ სანდრომ შეიგინა, თუმცა არა თათიას მიმართ. შემდეგ მოპირდაპირე მაგიდიდან კიდევ ერთი გოგონა ადგა, თათიასთან მოვიდა და ჰკითხა, ხომ მშვიდობააო, თათიამ უთხრა, მშვიდობააო", - აღნიშნა ლევან ბუხაიძემ.

მისი თქმით, მოპირდაპირე მაგიდასთან 6-7 პირი იჯდა, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია, დათა ახალაია, მერაბ სანოძე, ოლეგ მელნიკოვი და გურამ დონაძე.

ამასთან, ლევან ბუხაიძე იხსენებს, რომ "შარდენბარიდან" გამოსვლის შემდეგ ლესელიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, სანდროსთან ერთად მიდიოდა ტაქსის გასაჩერებლად, როდესაც ლესელიძის კუთხეში ვერცხლისფერი "ემელის" "ჯიპი" გაჩერდა. ორი ადამიანი გადმოვიდა და გირგვლიანი და ბუხაიძე მანქანაში შეაგდო. "მაშინ ჩემთვის უცნობი იყო ვინ იყვნენ ეს ადამიანები. გვითხრეს, თანამშრომლები ვართო. წაგვიყვანეს, წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. წინ იჯდა გია ალანია. გვითხრეს, ჯიბეში გაქვთ თუ არა რამეო. ამოგვაღებინეს მობილური ტელეფონები და საბუთები, რომელიც ალანიამ "ბარდაჩოკში" ჩაყარა. შემდეგ მივყავდით გაურკვეველი მიმართულებით, ოქროყანის მიმართულებით. სანდრომ დასვა კითხვა, რომ განყოფილება ამ მიმართულებით არ არსებობდა და სად მივყავდით, რა დროსაც მას მუცელში ხელი ჩაარტყეს. შემდეგ მე ვიკითხე. თუმცა გვეუბნებოდნენ, რომ როდესაც მივალთ, ყველაფერს გაიგებთო", - განაცხადა ბუხაიძემ.

სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში იგი ყვება, რომ საბოლოოდ "ემელის" ტიპის ავტომობილით ისინი აიყვანეს ოქროყანის სასაფლაოსთან, სადაც ცალ-ცალკე დაუწყეს ცემა. შემდეგ კი გაიგო გასროლის ხმა და ადგილზე მყოფების საუბარი. "5-10 წუთის განმავლობაში გვცემდნენ, შემდეგ ვიღაცამ თქვა, რომ სანდრო გაიქცა. ალანიამ კი უპასუხა, რომ იმიტომ გაიქცა, რომ ს...ბი ხართო. გაქცეული სანდრო არ დამინახავს, გავიგე ხრიალის ხმა. ცოტა ხანი იყო პაუზა, შემდეგ კი იქ მყოფებმა ტანსაცმელი გამხადეს, საცვლების ამარა დამტოვეს და მითხრეს, მიხვდებით, ეს რატომაც დაგემართათო", - განაცხადა ლევან ბუხაიძემ.

მისი თქმით, დაინახა, რომ იმ პირებმა, ვინც ის და გირგვლიანი გაიტაცეს, ორი ავტომობილით დატოვეს ოქროყანის ტერიტორია. ლევან ბუხაიძე ამბობს, რომ ამის შემდეგ შეძლო გადაადგილება და ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე შევიდა, სადაც დილამდე იმყოფებოდა. მხოლოდ დილით მოახერხა პოლიციაში დარეკვა. ამის შემდეგ ბუხაიძე იხსენებს, რომ როდესაც საქმის გამოძიება დაიწყო, მასზე არაერთხელ განხორციელდა მუქარა. კერძოდ, გამოძიება ამბობდა, რომ 4 პირი დააკავეს მათი გატაცების საქმეზე. "დამიკავშირდა გამომძიებელი, მთხოვა მისვლა. მივედი და მითხრეს, რომ 4 პირია დაკავებული და უნდა ამოიცნოო. ამოცნობის პროცედურა პროკურატურაში ხდებოდა. ამოვიცანი ალანია, ღაჭავა და აფციაური. ხოლო ბიბილურიძის ამოცნობა ვერ მოვახერხე. ორი დღის შემდეგ ისევ დამიკავშირდნენ, როცა ყველაფერი უკვე გარკვეული იყო და მითხრეს, რომ კიდევ ერთი ამოცნობა იყო საჭირო. საუბარია მელნიკოვზე, მივედი და გამაფრთხილეს, რომ მელნიკოვი ამ საქმეში არ ფიგურირებდა და თუკი მაინც ამოვიცნობდი, ჩემს მიმართ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე. ეს იყო მუქარა", - განაცხადა ლევან ბუხაიძემ. მისი თქმით, ამ პროცესებში დააკავეს კიდეც დანაშაულის დამალვის ბრალდებით. თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო მალევე გაათავისუფლეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ