მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოესწრებით საქართველოში "ევროვიზიის" ჩატარებას!.."
"მოესწრებით საქართველოში "ევროვიზიის" ჩატარებას!.."

გა­სულ კვი­რას მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე "ევ­რო­ვი­ზი­ი­დან" დაბ­რუნ­და. მომ­ღე­რალს გული სტკი­ვა, რომ ქარ­თვე­ლებს იმე­დე­ბი გა­უც­რუა და ჯგუფ "შინ­თან" ერ­თად მისი ნო­მე­რი ფი­ნალ­შიც ვერ გა­და­ვი­და. უნდა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს იმის­თვის, რომ მისი კა­რი­ე­რა წარ­მა­ტე­ბით გაგ­რძელ­დეს.

- "ევ­რო­ვი­ზი­ი­დან" რა ემო­ცი­ე­ბით ჩა­მოხ­ვე­დი?

- ყვე­ლა­ნა­ი­რად და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი გა­მოგ­ვყვა. ერ­თა­დერ­თი უარ­ყო­ფი­თი ის იყო, რომ ფი­ნალ­ში ვერ გა­და­ვე­დით. დროს ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლად ვა­ტა­რებ­დით. დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. დიდი ხანი არაა, რაც ჯგუფ "ში­ნის" წევ­რე­ბი გა­ვი­ცა­ნი, მაგ­რამ მათ­გან ბევ­რი კარ­გი რამ ვის­წავ­ლე. "ევრო-ვი­ზი­ა­ზე" ფი­ნალ­ში არ­გა­დას­ვლის გარ­და ისე­თი ემო­ცი­ე­ბი მქონ­და, ვერც აღვწერ. მინ­და, ყვე­ლა მომ­ღე­რალს ვუ­სურ­ვო, იგი­ვე გა­ნი­ცა­დოს.

- "ში­ნის" წევ­რებ­მა თქვეს, კარ­გიც არის, რომ ის სი­ბინ­ძუ­რე, რაც იქ ხდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ წა­მო­ვი­დაო. შენ რა კო­მენ­ტარს გა­ა­კე­თებ ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- სი­ბინ­ძუ­რე? მე მთლად ასე ვერ ვი­ტყო­დი. ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი ვერ ვიქ­ნე­ბი. ჩვენ ძა­ლი­ან კარ-გად მი­ვი­წევ­დით წინ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამას ყვე­ლა და­ა­დას­ტუ­რებს და ის სტა­ტი­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც ჩვენ­ზე იწე­რე­ბო­და, ამა­ზე მე­ტყვე­ლებ­და. ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და. რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ სა­ღა­მო გა­ა­კე­თა და ყვე­ლამ მიგ­ვიწ­ვია. გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო ირ­ლან­დია, სა­დაც 20 კაცი იყო და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი და ოთხი ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვით. წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ქარ­თვე­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნამ დიდი ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა. რა მი­ზე­ზით არ გა­და­ვე­დით ფი­ნალ­ში, ნამ­დვი­ლად არ ვიცი. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნალს, მე სხვებს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი. ცოტა გული დამ­წყდა, რომ ჩემ­მა ფა­ვო­რი­ტებ­მა ვერ გა­ი­მარ­ჯვეს.

- ვის გულ­შე­მატ­კივ­რობ­დი?

- შვე­დეთს, აზერ­ბა­ი­ჯანს, ნი­დერ­ლან­დებ­სა და სომ­ხეთს. ფი­ნალ­ში რომ ვერ გა­და­ვე­დით, ეს ჩვენ­თვის ძა­ლი­ან დიდი დარ­ტყმა იყო. იმ კარ­გი შე­ფა­სე­ბე­ბის მერე, რაც ჩვენ­მა ნო­მერ­მა მი­ი­ღო, ამას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დით. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ჩვენ ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნო­მე­რი გვქონ­და, იგი­ვე თქვეს გა­მარ­ჯვე­ბულ ავ­სტრი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე. ჩვენ კი ფი­ნალ­შიც ვერ მოვ­ხვდით. კონ­ჩი­ტა ჩემ­თვის არ არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი.

- მსგავს მომ­ღე­რალს იც­ნობ?

- ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ არ ახ­სოვთ "ქუ­ი­ნი". ამ ჯგუ­ფის ერთ-ერთ კლიპ­ში ფრე­დი მერ­კუ­რის აქვს ულ­ვა­შე­ბი, აც­ვია ქა­ლის კაბა და მგო­ნია, რომ კონ­ჩი­ტა­ზე ბევ­რად კარ­გად მღე­რის. კონ­ჩი­ტა არ არის ახა­ლი ჩემ­თვის და ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ ის მსოფ­ლი­ოს­თვის ახა­ლია. ფრე­დი მერ­კუ­რის სიმ­ღე­რა 1983 წელს გა­მო­ვი­და. კონ­ჩი­ტამ, მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წვე­რი უფრო მე­ტად მო­უშ­ვა. ის ჩემ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია. ამას სიბ­რა­ზით არ ვამ­ბობ. რო­გორც კი და­ვი­ნა­ხე, მა­შინ­ვე ფრე­დი მერ­კუ­რი გა­მახ­სენ­და. ჩემი აზ­რით, ფრე­დი მერ­კუ­რი ულ­ვა­შე­ბით და ქა­ლის სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი გა­ცი­ლე­ბით სექ­სუ­ა­ლუ­რი და მოქ­ნი­ლი იყო.

- პი­რა­დად გა­ი­ცა­ნი "ევ­რო­ვი­ზი­ის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი?

- ჩვენ ერთ სას­ტუმ­რო­ში ვცხოვ­რობ­დით. კონ­ჩი­ტა ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტილ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და. სა­უზ­მე­ზე არ ჩა­მო­დი­ო­და. მარ­ტო რე­პე­ტი­ცი­ე­ბის დროს ვხვდე­ბო­დით. პი­რა­დად ვერ გა­ვი­ცა­ნი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

"მოესწრებით საქართველოში "ევროვიზიის" ჩატარებას!.."

"მოესწრებით საქართველოში "ევროვიზიის" ჩატარებას!.."

გასულ კვირას მარიკო ებრალიძე "ევროვიზიიდან" დაბრუნდა. მომღერალს გული სტკივა, რომ ქართველებს იმედები გაუცრუა და ჯგუფ "შინთან" ერთად მისი ნომერი ფინალშიც ვერ გადავიდა. უნდა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მისი კარიერა წარმატებით გაგრძელდეს.

- "ევროვიზიიდან" რა ემოციებით ჩამოხვედი?

- ყველანაირად დადებითი ემოციები გამოგვყვა. ერთადერთი უარყოფითი ის იყო, რომ ფინალში ვერ გადავედით. დროს ძალიან მხიარულად ვატარებდით. დიდი გამოცდილება მივიღე. დიდი ხანი არაა, რაც ჯგუფ "შინის" წევრები გავიცანი, მაგრამ მათგან ბევრი კარგი რამ ვისწავლე. "ევრო-ვიზიაზე" ფინალში არგადასვლის გარდა ისეთი ემოციები მქონდა, ვერც აღვწერ. მინდა, ყველა მომღერალს ვუსურვო, იგივე განიცადოს.

- "შინის" წევრებმა თქვეს, კარგიც არის, რომ ის სიბინძურე, რაც იქ ხდება, საქართველოში არ წამოვიდაო. შენ რა კომენტარს გააკეთებ ამ ყველაფერთან დაკავშირებით?

- სიბინძურე? მე მთლად ასე ვერ ვიტყოდი. ასეთი რადიკალური ვერ ვიქნები. ჩვენ ძალიან კარ-გად მივიწევდით წინ ორი კვირის განმავლობაში, ამას ყველა დაადასტურებს და ის სტატიებიც, რომლებიც ჩვენზე იწერებოდა, ამაზე მეტყველებდა. ქართული დელეგაცია ყოველთვის გამოირჩეოდა. რამდენიმე ქვეყანამ საღამო გააკეთა და ყველამ მიგვიწვია. გამორჩეული იყო ირლანდია, სადაც 20 კაცი იყო დაპატიჟებული და ოთხი ქართველი ვიყავით. წითელ ხალიჩაზე ქართველების გამოჩენამ დიდი ფურორი მოახდინა. რა მიზეზით არ გადავედით ფინალში, ნამდვილად არ ვიცი. რაც შეეხება ფინალს, მე სხვებს ვგულშემატკივრობდი. ცოტა გული დამწყდა, რომ ჩემმა ფავორიტებმა ვერ გაიმარჯვეს.

- ვის გულშემატკივრობდი?

- შვედეთს, აზერბაიჯანს, ნიდერლანდებსა და სომხეთს. ფინალში რომ ვერ გადავედით, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო. იმ კარგი შეფასებების მერე, რაც ჩვენმა ნომერმა მიიღო, ამას ნამდვილად არ ველოდით. გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ძალიან განსხვავებული ნომერი გვქონდა, იგივე თქვეს გამარჯვებულ ავსტრიის წარმომადგენელზე. ჩვენ კი ფინალშიც ვერ მოვხვდით. კონჩიტა ჩემთვის არ არის განსხვავებული.

- მსგავს მომღერალს იცნობ?

- ძალიან ცუდია, რომ არ ახსოვთ "ქუინი". ამ ჯგუფის ერთ-ერთ კლიპში ფრედი მერკურის აქვს ულვაშები, აცვია ქალის კაბა და მგონია, რომ კონჩიტაზე ბევრად კარგად მღერის. კონჩიტა არ არის ახალი ჩემთვის და ძალიან ცუდია, რომ ის მსოფლიოსთვის ახალია. ფრედი მერკურის სიმღერა 1983 წელს გამოვიდა. კონჩიტამ, მისგან განსხვავებით, წვერი უფრო მეტად მოუშვა. ის ჩემთვის ჩვეულებრივი ადამიანია. ამას სიბრაზით არ ვამბობ. როგორც კი დავინახე, მაშინვე ფრედი მერკური გამახსენდა. ჩემი აზრით, ფრედი მერკური ულვაშებით და ქალის სამოსში გამოწყობილი გაცილებით სექსუალური და მოქნილი იყო.

- პირადად გაიცანი "ევროვიზიის" გამარჯვებული?

- ჩვენ ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით. კონჩიტა ორი კვირის განმავლობაში საკმაოდ ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. საუზმეზე არ ჩამოდიოდა. მარტო რეპეტიციების დროს ვხვდებოდით. პირადად ვერ გავიცანი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება