პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი დემონსტრატიული გულგრილობა რას უნდა ნიშნავდეს?" - პატრიარქს საყდრისის გადარჩენის თხოვნით მიმართავენ
"ასეთი დემონსტრატიული გულგრილობა რას უნდა ნიშნავდეს?" - პატრიარქს საყდრისის გადარჩენის თხოვნით მიმართავენ

ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი, ექს-პრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია საყ­დრის­თან და­კავ­ში­რე­ბით პატ­რი­არ­ქს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ჯა­როდ მი­მარ­თავს.

"ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო!

გა­დავ­წყვი­ტე პი­რა­დად, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მივ­მარ­თო სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქს და მისი სა­ხით ეკ­ლე­სი­ას:

თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ!

დღეს ჩვენ მომსწრე­ნი ვართ, რო­გორ ანად­გუ­რებს მთავ­რო­ბა - საჩ­ქა­როდ, უკა­ნო­ნოდ და უა­პე­ლა­ცი­ოდ - ჩვენს კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, რაც რო­გორც მი­ნი­მუ­მი, მეც­ნი­ერ­თა ფარ­თო წრის შეს­წავ­ლის სა­გა­ნი უნდა გახ­დეს. ამ ყვე­ლა­ფერს ახ­ლავს უამ­რა­ვი კა­ნონ­დარ­ღვე­ვა, სიც­რუე და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­თა თუ მეც­ნი­ერ­თა სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბა. მთავ­რო­ბამ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა საყ­დრისს, გა­აქ­რო და ვერ მი­აკ­ვლია ბოლო 10 წლის მან­ძილ­ზე წარ­მო­ე­ბულ კვლე­ვებ­სა და დას­კვნებს, და უსუ­სუ­რი, ალო­გი­კუ­რი არ­გუ­მენ­ტე­ბით ცდი­ლობს წაგ­ვარ­თვას ის, რაც ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად გვე­კუთ­ვნის!

პი­რა­დად მე დღემ­დე არ გა­მი­გია თქვე­ნი ან ეკ­ლე­სი­ის სა­ჯა­როდ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია ამ სა­კი­თხზე, რაც, სულო ცოდ­ვი­ლო, მა­ინ­ცდა­მა­ინც დი­დად არ მიკ­ვირს... მწამს: თუ და­უთ­მობთ საყ­დრისს იმ ყუ­რა­დღე­ბი­სა და ძა­ლის­ხმე­ვის ნა­წილს მა­ინც, რაც "ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის" სა­კითხს და­უთ­მეთ, საყ­დრი­სი გა­დარ­ჩე­ბა!

P.S. ხში­რად დუ­მი­ლი და­ნა­შა­უ­ლია.

ფეხ­თა თქვენ­თა მტვე­რი, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი,

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია", - აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­მარ­თვა­ში.

ამა­ვე თე­მას მო­რიგ პოსტს უძღვნის რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ბლო­გე­რი, კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი გოგი გვა­ხა­რია.

"მარ­თლი იქ­ნე­ბა თუ იტყვით რას გა­და­ე­კი­დაო, გე­თან­ხმე­ბით, მეც არ მომ­წონს ეს აჩე­მე­ბე­ბი, მაგ­რამ სა­ნამ ამ ქა­ლის სუ­რა­თი მაქვს ქა­ვე­რად მა­ინც მინ­და ვი­კი­თხო - თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ არ გა­მო­ხა­ტა აქამ­დე პო­ზი­ცია სა­პატ­რი­არ­ქომ საყ­დრის­თან და­კავ­ში­რე­ბით? მეს­მის, რომ დრო არ აქვთ და მთლი­ა­ნად მო­ცულ­ნი არი­ან სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის თე­მით. ამა­ზე იღგზნე­ბი­ან, ეს ელან­დე­ბათ და ამას ხე­და­ვენ სიზ­მარ-ცხად­ში, მაგ­რამ ასე­თი დე­მონ­სტრა­ტი­უ­ლი გულ­გრი­ლო­ბა რას უნდა ნიშ­ნავ­დეს?", - წერს გვა­ხა­რია.

იხი­ლეთ ასე­ვე: "ნე­ტავ ერთი წა­მით გა­ა­ცო­ცხლა მა­მა­ჩე­მი, რომ მათ­ქმე­ვი­ნა, რის­თვის და­ი­ღუ­პა თავი! განა თქვე­ნი გუ­ლის­თვის თი­თის გა­ტო­კე­ბა ღირ­და?!" - ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია

საყ­დრი­სის მა­ღა­როს­თან სა­გუ­შა­გო­ებს დგა­მენ

"ასეთი დემონსტრატიული გულგრილობა რას უნდა ნიშნავდეს?" - პატრიარქს საყდრისის გადარჩენის თხოვნით მიმართავენ

"ასეთი დემონსტრატიული გულგრილობა რას უნდა ნიშნავდეს?" - პატრიარქს საყდრისის გადარჩენის თხოვნით მიმართავენ

ყოფილი პოლიტპატიმარი, ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია საყდრისთან დაკავშირებით პატრიარქს "ფეისბუქის" პირად გვერდზე საჯაროდ მიმართავს.

"ძვირფასო მეგობრებო!

გადავწყვიტე პირადად, როგორც საზოგადოების წარმომადგენელმა მივმართო საქართველოს პატრიარქს და მისი სახით ეკლესიას:

თქვენო უწმინდესობავ!

დღეს ჩვენ მომსწრენი ვართ, როგორ ანადგურებს მთავრობა - საჩქაროდ, უკანონოდ და უაპელაციოდ - ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, რაც როგორც მინიმუმი, მეცნიერთა ფართო წრის შესწავლის საგანი უნდა გახდეს. ამ ყველაფერს ახლავს უამრავი კანონდარღვევა, სიცრუე და დაინტერესებულ მოქალაქეთა თუ მეცნიერთა სრული იგნორირება. მთავრობამ განაჩენი გამოუტანა საყდრისს, გააქრო და ვერ მიაკვლია ბოლო 10 წლის მანძილზე წარმოებულ კვლევებსა და დასკვნებს, და უსუსური, ალოგიკური არგუმენტებით ცდილობს წაგვართვას ის, რაც ყველას ერთნაირად გვეკუთვნის!

პირადად მე დღემდე არ გამიგია თქვენი ან ეკლესიის საჯაროდ დაფიქსირებული პოზიცია ამ საკითხზე, რაც, სულო ცოდვილო, მაინცდამაინც დიდად არ მიკვირს... მწამს: თუ დაუთმობთ საყდრისს იმ ყურადღებისა და ძალისხმევის ნაწილს მაინც, რაც "ანტიდისკრიმინაციული კანონის" საკითხს დაუთმეთ, საყდრისი გადარჩება!

P.S. ხშირად დუმილი დანაშაულია.

ფეხთა თქვენთა მტვერი, ქართული კულტურის მოკრძალებული გულშემატკივარი,

ცოტნე გამსახურდია", - აღნიშნულია მიმართვაში.

ამავე თემას მორიგ პოსტს უძღვნის რადიო "თავისუფლების" ბლოგერი, კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია.

"მართლი იქნება თუ იტყვით რას გადაეკიდაო, გეთანხმებით, მეც არ მომწონს ეს აჩემებები, მაგრამ სანამ ამ ქალის სურათი მაქვს ქავერად მაინც მინდა ვიკითხო - თქვენი აზრით, რატომ არ გამოხატა აქამდე პოზიცია საპატრიარქომ საყდრისთან დაკავშირებით? მესმის, რომ დრო არ აქვთ და მთლიანად მოცულნი არიან სექსუალური უმცირესობების თემით. ამაზე იღგზნებიან, ეს ელანდებათ და ამას ხედავენ სიზმარ-ცხადში, მაგრამ ასეთი დემონსტრატიული გულგრილობა რას უნდა ნიშნავდეს?", - წერს გვახარია.

იხილეთ ასევე: "ნეტავ ერთი წამით გააცოცხლა მამაჩემი, რომ მათქმევინა, რისთვის დაიღუპა თავი! განა თქვენი გულისთვის თითის გატოკება ღირდა?!" - ცოტნე გამსახურდია

საყდრისის მაღაროსთან საგუშაგოებს დგამენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს