ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საყდრისის თემას რამდენიმე პოსტს უძღვნის.
"არსებობს ორი საკითხი, რაც ყველას ეხება: ესაა ეკოლოგია და კულტურული მემკვიდრეობა! ასეთ დროს ვერავინ გეტყვით, რომ ეს თქვენი საქმე არაა. ასეთ დროს ყველა, განურჩევლად განსხვავებებისა ერთიანი უნდა იყოს სიმართლის, ფაქტების ირგვლივ. მივმართავ საჯაროდ საქართველოს ეკლესიას და პირადად კათალიკოს-პატრიარქს, საყდრისის თემა თქვენ არ გეხებათ? ჯერ არცერთი საფუძვლიანი კომენტარი არ მომისმენია ამ საკითხზე მათგან. მაინცადამაინც სექსუალურ თემებზე უნდა იყოს მსჯელობა, რომ პარლამენტში მიხვიდეთ ან ხმის ამოღება გაბედოთ?! ის, რომ ჩვენი უძველესი მემკვიდრეობა ყოველდღიურად შეგნებულად ნადგურდება, მალე შესასწავლსაც და მტკიცებულებასაც აღარ დატოვებს ხელისუფლებასთან შეხმატკბილებული მაფია, ეს თქვენ არ გეხებათ!???..."
"...ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ! მეტი კომენტარი აღარ მაქვს! ასეთი ხალხი უნდა ცხოვრობდეს სადმე ჯუნგლებში, ან ნახევარუდაბნოში, მაინც ჯერ პირველყოფილ თემურ წყობილებაშია! ფერი ფერსაო, ამაზე იტყვიან: ეს ყველაფერი ყოველდღიურად ნადგურდება მთავრობის დანაშაულებრივი საქციელით და მასთან საეჭვოდ დაახლოებული მაფიოზების მიერ, ხოლო თქვენ ჩაგიგუბებიათ პირში წყალი და ინფორმაციის გავრცელება-გაზიარებაც კი გეზარებათ საკუთარი კულტურის შესახებ! ისე, ალბათ იქ მომუშავე ადამიანები ჩვენი წინაპრები არ უნდა ყოფილიყვნენ: საყდრისი ლაკმუსის ქაღალდია-თქო ვთქვი და მერამდენედ ვრწმუნდები ცხოვრებაში, რომ ამ ხალხს არავითარი ღირებულის შექმნა და დაცვა არ შეუძლია. ახლაც ხომ აღარ არის მიშა და ტერორი, ხალხი არა ხართ, ხმა რომ ამოიღოთ?! დედაც მოვხან ამ ყველაფრის, რა აღარ დაიწერა და თქვეს კომპეტენტურმა, პატრიოტმა ადამიანებმა, მაგრამ... ნეტავ ერთი წამით გააცოცხლა მამაჩემი, რომ მათქმევინა ის, რასაც ახლა ვფიქრობ, რისთვის დაიღუპა თავი და ოჯახი! განა თქვენი გულისთვის თითის გატოკება ღირდა?!!!"...
იხილეთ ვიდეო
"დღეს მე, სოსო მანჯავიძე და კიდევ რამოდენიმე ადამიანი ვიყავით საყდრისში. გადავიღეთ ვიდეორეპორტაჟი, თუმცა მას მოგვიანებით მოგაწვდით, რადგან მოცულობის გამო ახლა ვერ ვახერხებ მის გაზიარებას. ჩვენს ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე, როგორც გვითხრეს იქ იყო ჩასული ორი ექსპერტი არემჯის ამალის თანხლებით და ასული იყვნენ საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე. რას აკეთებდენ, საყდრისის საზოგადოებრივ დამცველთათვის, უცნობია. ბორცვის მისადგომებთან დგას დაახლოებით 6-7 მანქანა, რომელიც კანონსაწინააღმდეგოდ ბლოკავს იქ მისვლის მსურველებს.
მინდა იცოდეთ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ იმ საზოგადოების განწყობით და აზროვნებით, ვინც იქ დაგვხვდა. იყვნენ სრულიად განსხვავებული ასაკის, პოლიტიკური შეხედულებების, საზოგადოებრივი ფენისა თუ სტატუსის ქალები და კაცები. სწორედ ეს გახლავთ ჩემი კატეგორიული მოთხოვნა და თხოვნა, რომ ყველა, განურჩევლად განსხვავებებისა გავერთიანდეთ ამ ზოგადეროვნული საკითხის გარშემო. მე პირადად მზად ვარ დავივიწყო ყოველგვარი პირადი უკმაყოფილება და შეხედულებაც კი, რათა მოვახერხოთ ძეგლის შენარჩუნება. ამიტომ ყოველგვარი წინააღმდეგი გახლავართ დაქუცმაცების, დიფერენციაციის და ერთმანეთის თვალებში დირეების ძიებისა.
ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო...დავსახეთ პროტესტის სამომავლო გაგრძელების გეგმა და მიმართულებები, შევიმუშავეთ კოორდინაციის გზები და განვსაზღვრეთ ამოცანების მისაღწევად პასუხისმგებელი პირები. ასეთი ჯანსაღი ატმოსფერო მე პირადად კარგა ხანია აღარ მინახავს!
დეტალებზე ამჟამად არ ვისაუბრებ, ამ დღეების განმავლობაში სისტემატოურად მოვახდენთ თქვენს ინფორმირებას. მხოლოდ გეტყვით, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ საპროტესტო მოძრაობის გაფართოება-დივერსიფიკაცია, და ვთვლით, რომ საყდრისის გადარჩენისათვის ბრძოლა თბილისში, საქართველოს პოლიტიკურ ცენტრში უნდა გაგრძელდეს! ხელიაუფლებას დღეს აწყობს კიდეც ამ პროცესის მიჩქმალვა და პერიფერიაზე გადანაცვლება. საყდრისში დარჩება ათამდე ადამიანი, ე.წ. სამეთვალყურეო პუნქტი, რომელიც რეგულარულად ადევნებს თვალს იქ განვითარებულ მოვლენებს და კავშირი ექნება ჯგუფთან და მედიასთან. დამარჩენი ადამიანები თბილისში გავაგრძელებთ საქმიანობას, იქნება ეს საპროტესტო აქციები, დიპკორპუსთან და უცხოეთთან ურთიერთობა თუ საზოგადოების ინფორმირება და მეცნიერებთან თანამშრომლობა.დეტალებს სისტემატურად გაგაცნობთ და თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს! ათი და ოცი კაცი ვერაფერს იზამს, თუ თქვენ არ მიიტანთ გულთან ამ კატასტროფას. ჩვენ ვითხოვთ შეჩერდეს ნგრევა-განადგურება, სახელმწიფო დადგეს საკუთარ სიმაღლეზე და გამჭვირვალე გარემოში უკვე დასახელებულ ავტორიტეტულ უცხოელ მეცნიერთა ხუთეულს მიეცეს ძეგლის სრულყოფილად შესწავლის საშუალება!", - წერს ცოტნე გამსახურდია.