მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ჩემი ქმარი თბილისელი წინაპრების მეშვიდე თაობაა''
''ჩემი ქმარი თბილისელი წინაპრების მეშვიდე თაობაა''

ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ყო­ველ­თვის ღია და გახ­სნი­ლი რეს­პონ­დენ­ტია, არ მა­ლავს სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებს და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თა­მა­მი სელფ­შო­ტე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხა­ტია სპორ­ტსმენ რა­მაზ ნო­ზა­ძის მე­უღ­ლეა, რო­მელ­თა­ნაც ორი გო­გო­ნა ჰყავს, მე­სა­მე შვილს კი წყვი­ლი აგ­ვის­ტო­ში ელო­დე­ბა. ხა­ტი­ას ტრა­დი­ცი­ებ­სა და სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე ვე­სუ­აბ­რეთ.

- ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს და მა­ღი­ზი­ა­ნებს ქარ­თუ­ლი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი. თუ სუფ­რას მარ­თლა სა­ო­ცა­რი თა­მა­და არ უძღვე­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცებს არ ლა­პა­რა­კობს, ძა­ლი­ან მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი ხდე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ლის როლს ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში?

- არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყველ­გან, ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ქალი არის კი­სე­რი, რო­მე­ლიც ოჯა­ხის თავს სა­ჭი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით ატ­რი­ა­ლებს. ქალი მა­მა­კაცს უნდა მო­ერ­გოს, შე­უ­წყოს ხა­სი­ა­თი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში ოჯა­ხის მარ­თვის სა­და­ვე­ებს მა­ინც ის აი­ღებს. რე­ა­ლუ­რად, ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბი­სას, აქ არ ვგუ­ლის­ხმობ უვარ­გის ცოლ-ქმარს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კონ­ფლი-ქტი მა­ინც ქა­ლის­გან მო­დის. მან უნდა იცო­დეს, რო­დის გა­მო­ხა­ტოს ქმარ­თან აგ­რე­სია, რო­დის გა­მოთ­ქვას სა­კუ­თა­რი აზრი და ზო­გა­დად, ქალ­მა თა­ვი­სი ად­გი­ლი უნდა იცო­დეს. თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ქალი ვი­ღა­ცა­ზე ნაკ­ლე­ბია, უბ­რა­ლოდ, ჭკვი­ა­ნუ­რად უნდა გათ­ვა­ლო, რო­გორ მო­ერ­გო სი­ტუ­ა­ცი­ას, რაც ბევ­რი უაზ­რო კინ­კლა­ო­ბის აცი­ლე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბა.

ოჯა­ხის მარ­თვა­საც ნიჭი უნდა. პა­ტა­რა ასაკ­ში შექ­მნი­ლი ოჯა­ხი მარ­ტი­ვად იმი­ტომ ინ­გრე­ვა, რომ წყვი­ლი იმ დროს გა­დარ­თუ­ლია გარ­თო­ბა­ზე, ვერ უღე­ბენ ალ­ღოს ერ­თად ცხოვ­რე­ბას, ვერ ხვდე­ბი­ან, რო­გორ ასი­ა­მოვ­ნონ ქმარს. მე კი ისეთ ასაკ­ში შევ­ქმე­ნი ოჯა­ხი, რომ ყვე­ლა­ფე­რი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მქონ­და. დღეს ზუს­ტად ვიცი, ჩემს ქმარს რო­დის რა სწყინს, რო­დის უნდა გა­მოვ­ხა­ტო ჩემი აზრი, რო­დის გავ­ჩუმ­დე, რო­დის შე­ვე­პა­სუ­ხო, რო­დის რო­გორ ვა­სი­ა­მოვ­ნო, ამი­ტომ მაქვს კარ­გი ოჯა­ხი.

და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნე­ბი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მო­დუნ­დნენ, ხში­რია შემ­თხვე­ვა, როცა თხოვ­დე­ბი­ან, ჰგო­ნი­ათ, დას­რულ­და ყვე­ლა­ფე­რი და თავ­საც აღარ უვ­ლი­ან, სი­ახ­ლე­ებ­საც აღარ სთა­ვა­ზო­ბენ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, რაც დიდი შეც­დო­მაა. ოჯახ­ში ყვე­ლა­ზე დიდი "ბრძო­ლა" იწყე­ბა ჯვრის­წე­რის მერე, როცა შენი ქმრის­თვის უნდა იყო მე­გო­ბა­რი, ცოლი, საყ­ვა­რე­ლი, დი­ა­სახ­ლი­სი... ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თო, რომ ქმა­რი შე­ნით იმ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩეს, სხვის­კენ არც თვალ­მა და არც გულ­მა არ გა­უ­წი­ოს.

- რო­გორ ფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წყვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ოჯა­ხის შექ­მნამ­დე?

- კი, რად­გან სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ბევრ რა­მეს ცვლის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ეს კი არა, ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბის დრო­საც კი შე­იძ­ლე­ბა, ისე­თი რამ აღ­მო­ა­ჩი­ნო შენ გვერ­დით მყოფ ადა­მი­ან­ში და ისე გა­ღი­ზი­ან­დე, რომ ერთი თვის შექ­მნი­ლი ოჯა­ხი და­ან­გრიო. ასე რომ, ვფიქ­რობ, ოჯა­ხის შექ­მნამ­დე თა­ნა­ცხოვ­რე­ბა სავ­სე­ბით გა­მარ­თლე­ბუ­ლია.

- თუმ­ცა, ეს რე­ლი­გი­უ­რად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია...

- კი, ასეა და ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამას, თუმ­ცა რე­ლი­გია იმას არ ამ­ბობს, თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ წყვილს ჯვარს არ დავ­წერ­თო.

სხვა­თა შო­რის, ქარ­თველ მა­მა­კაც­ში დღემ­დეა ჩარ­ჩე­ნი­ლი ცო­ლად ქა­ლიშ­ვი­ლის მოყ­ვა­ნის სურ­ვი­ლი, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში მა­ინც იქამ­დე მივ­დი­ვართ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის გამო ინ­გრე­ვა, ან ერთ სახ­ლში ვერ ცხოვ­რო­ბენ გემ­რი­ე­ლად, აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ ვი­ღაც დი­ლით იხე­ხავს კბილს, ვი­ღაც - სა­ღა­მოს და ეს ელე­მენ­ტა­რუ­ლი დე­ტა­ლი ხდე­ბა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზი, რა­საც სხვა ემა­ტე­ბა და ბზა­რი ჩნდე­ბა.

- თუმ­ცა ზოგ­ჯერ თა­ნა­ცხოვ­რე­ბის მცდე­ლო­ბის შე­დე­გად, ქა­ლის სექ­სუ­ა­ლურ პარტნი­ორ­თა რი­ცხვი ძა­ლი­ან სწრა­ფად იზ­რდე­ბა.

- კი, თუმ­ცა ეს მა­რაზმში არ უნდა გა­და­ვი­დეს, ჯერ ერ­თთან იწვე, არ მო­გე­წო­ნოს, მე­ო­რე­ზე გა­და­ი­ნაც­ვლო, ეს სხვა თე­მაა. მაგ­რამ როცა ადა­მი­ა­ნი გიყ­ვარს და მას­თან ოჯა­ხის შექ­მნამ­დე ცხოვ­რობ, ეს სხვაა.

- ხა­ტია, ასე­ვე სტე­რე­ო­ტი­პუ­ლია ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლი...

- არა, მე ქორ­წი­ლის ტრა­დი­ცია ძა­ლი­ან მომ­წონს. ჩემი აზ­რით, ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ ყვე­ლა გო­გოს უნდა ჰქონ­დეს ის ბედ­ნი­ე­რი დღე, როცა თეთრ კა­ბას ჩა­იც­ვამს და "ბალ-მას­კა­რა­დი" ექ­ნე­ბა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. მე ქორ­წილს ამ კუ­თხით ვუ­ყუ­რებ და არა ტრა­დი­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით. ესაა ერთი დღე, რომ­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უნდა და­გა­მახ­სოვრ-დეს. თუმ­ცა ვი­ღა­ცე­ბი ორ­ჯერ და სამ­ჯე­რაც იხ­დი­ან ქორ­წილს, მაგ­რამ მე უფრო ერთჯე­რად ქორ­წილს მი­ვემ­ხრო­ბი. ამით იმას არ ვამ­ბობ, რომ ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ ერთი პი­როვ­ნე­ბის გვერ­დით უნდა იყოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, მა­ში­ნაც კი, თუ მას­თან თავს კარ­გად ვე­ღარ გრძნობს, ერთხელ მო­ვე­დით ამ ქვე­ყა­ნა­ზე და ეს არ ნიშ­ნავს იმას, თუ არ გაგ­ვი­მარ­თლა, მა­ინ­ცდა­მა­ინც ერთ ადა­მი­ანს შე­ვაკ­ლათ თავი, მე­ო­რედ გა­თხო­ვე­ბა მი­სა­ღე­ბია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ქორ­წი­ლი ადა­მი­ანს ერთხელ უნდა ჰქონ­დეს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

''ჩემი ქმარი თბილისელი წინაპრების მეშვიდე თაობაა''

''ჩემი ქმარი თბილისელი წინაპრების მეშვიდე თაობაა''

ხატია სიჭინავა ჟურნალისტებისთვის ყოველთვის ღია და გახსნილი რესპონდენტია, არ მალავს საკუთარი პირადი ცხოვრების დეტალებს და სოციალურ ქსელებში თამამი სელფშოტებითაც გამოირჩევა. შეგახსენებთ, რომ ხატია სპორტსმენ რამაზ ნოზაძის მეუღლეა, რომელთანაც ორი გოგონა ჰყავს, მესამე შვილს კი წყვილი აგვისტოში ელოდება. ხატიას ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესუაბრეთ.

- ძალიან არ მიყვარს და მაღიზიანებს ქართული სადღეგრძელოები. თუ სუფრას მართლა საოცარი თამადა არ უძღვება და საინტერესო რაღაცებს არ ლაპარაკობს, ძალიან მოსაბეზრებელი ხდება.

- რაც შეეხება ქალის როლს ოჯახურ ცხოვრებაში?

- არა მარტო საქართველოში, ყველგან, ოჯახურ გარემოში ქალი არის კისერი, რომელიც ოჯახის თავს საჭირო მიმართულებით ატრიალებს. ქალი მამაკაცს უნდა მოერგოს, შეუწყოს ხასიათი და საბოლოო ჯამში ოჯახის მართვის სადავეებს მაინც ის აიღებს. რეალურად, ოჯახური ცხოვრებისას, აქ არ ვგულისხმობ უვარგის ცოლ-ქმარს, ხშირ შემთხვევაში კონფლი-ქტი მაინც ქალისგან მოდის. მან უნდა იცოდეს, როდის გამოხატოს ქმართან აგრესია, როდის გამოთქვას საკუთარი აზრი და ზოგადად, ქალმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალი ვიღაცაზე ნაკლებია, უბრალოდ, ჭკვიანურად უნდა გათვალო, როგორ მოერგო სიტუაციას, რაც ბევრი უაზრო კინკლაობის აცილებაში დაგეხმარება.

ოჯახის მართვასაც ნიჭი უნდა. პატარა ასაკში შექმნილი ოჯახი მარტივად იმიტომ ინგრევა, რომ წყვილი იმ დროს გადართულია გართობაზე, ვერ უღებენ ალღოს ერთად ცხოვრებას, ვერ ხვდებიან, როგორ ასიამოვნონ ქმარს. მე კი ისეთ ასაკში შევქმენი ოჯახი, რომ ყველაფერი გაცნობიერებული მქონდა. დღეს ზუსტად ვიცი, ჩემს ქმარს როდის რა სწყინს, როდის უნდა გამოვხატო ჩემი აზრი, როდის გავჩუმდე, როდის შევეპასუხო, როდის როგორ ვასიამოვნო, ამიტომ მაქვს კარგი ოჯახი.

დაქორწინების შემდეგ გოგონები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოდუნდნენ, ხშირია შემთხვევა, როცა თხოვდებიან, ჰგონიათ, დასრულდა ყველაფერი და თავსაც აღარ უვლიან, სიახლეებსაც აღარ სთავაზობენ საყვარელ ადამიანს, რაც დიდი შეცდომაა. ოჯახში ყველაზე დიდი ''ბრძოლა'' იწყება ჯვრისწერის მერე, როცა შენი ქმრისთვის უნდა იყო მეგობარი, ცოლი, საყვარელი, დიასახლისი... ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ქმარი შენით იმდენად კმაყოფილი დარჩეს, სხვისკენ არც თვალმა და არც გულმა არ გაუწიოს.

- როგორ ფიქრობ, მნიშვნელოვანია წყვილის თანაცხოვრება ოჯახის შექმნამდე?

- კი, რადგან სექსუალური ცხოვრება ბევრ რამეს ცვლის ურთიერთობებში. ეს კი არა, ერთ ჭერქვეშ ცხოვრების დროსაც კი შეიძლება, ისეთი რამ აღმოაჩინო შენ გვერდით მყოფ ადამიანში და ისე გაღიზიანდე, რომ ერთი თვის შექმნილი ოჯახი დაანგრიო. ასე რომ, ვფიქრობ, ოჯახის შექმნამდე თანაცხოვრება სავსებით გამართლებულია.

- თუმცა, ეს რელიგიურად გაუმართლებელია...

- კი, ასეა და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, თუმცა რელიგია იმას არ ამბობს, თანაცხოვრების შემდეგ წყვილს ჯვარს არ დავწერთო.

სხვათა შორის, ქართველ მამაკაცში დღემდეა ჩარჩენილი ცოლად ქალიშვილის მოყვანის სურვილი, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც იქამდე მივდივართ, რომ ურთიერთობა სექსუალური შეუთავსებლობის გამო ინგრევა, ან ერთ სახლში ვერ ცხოვრობენ გემრიელად, აღმოაჩენენ, რომ ვიღაც დილით იხეხავს კბილს, ვიღაც - საღამოს და ეს ელემენტარული დეტალი ხდება გაღიზიანების მიზეზი, რასაც სხვა ემატება და ბზარი ჩნდება.

- თუმცა ზოგჯერ თანაცხოვრების მცდელობის შედეგად, ქალის სექსუალურ პარტნიორთა რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება.

- კი, თუმცა ეს მარაზმში არ უნდა გადავიდეს, ჯერ ერთთან იწვე, არ მოგეწონოს, მეორეზე გადაინაცვლო, ეს სხვა თემაა. მაგრამ როცა ადამიანი გიყვარს და მასთან ოჯახის შექმნამდე ცხოვრობ, ეს სხვაა.

- ხატია, ასევე სტერეოტიპულია ქართული ქორწილი...

- არა, მე ქორწილის ტრადიცია ძალიან მომწონს. ჩემი აზრით, ცხოვრებაში ერთხელ ყველა გოგოს უნდა ჰქონდეს ის ბედნიერი დღე, როცა თეთრ კაბას ჩაიცვამს და ''ბალ-მასკარადი'' ექნება საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. მე ქორწილს ამ კუთხით ვუყურებ და არა ტრადიციული თვალსაზრისით. ესაა ერთი დღე, რომლიც განსაკუთრებულად უნდა დაგამახსოვრ-დეს. თუმცა ვიღაცები ორჯერ და სამჯერაც იხდიან ქორწილს, მაგრამ მე უფრო ერთჯერად ქორწილს მივემხრობი. ამით იმას არ ვამბობ, რომ ადამიანი მხოლოდ ერთი პიროვნების გვერდით უნდა იყოს მთელი ცხოვრება, მაშინაც კი, თუ მასთან თავს კარგად ვეღარ გრძნობს, ერთხელ მოვედით ამ ქვეყანაზე და ეს არ ნიშნავს იმას, თუ არ გაგვიმართლა, მაინცდამაინც ერთ ადამიანს შევაკლათ თავი, მეორედ გათხოვება მისაღებია, მაგრამ ვფიქრობ, ქორწილი ადამიანს ერთხელ უნდა ჰქონდეს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება