მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ თქვა მელორ ვაჩნაძემ ფილმში გადაღებაზე უარი
რატომ თქვა მელორ ვაჩნაძემ ფილმში გადაღებაზე უარი

მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე რამ­დე­ნი­მე წლის წინ "ჯე­ო­ბა­რი­დან" გა­ვი­ცა­ნით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თავი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი­დან დაგ­ვა­მახ­სოვ­რა. სამ­წუ­ხა­როდ, ოთხი წელი ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რა. ცდი­ლობს, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა გა­აგ­რძე­ლოს. მე­ლორს გან­ვლილ ცხოვ­რე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

"მა­ი­მუ­ნი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბა, იმ მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან არა­ფე­რი დამ­მახ­სოვ­რე­ბო­და"

- ფო­ტო­ზე ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან. ივა­ნე ვაჩ­ნა­ძე და რიტა მა­ი­სუ­რა­ძე. დედა მა­მას­თვის მე­ო­რე მე­უღ­ლეა. მა­მას მა­ნამ­დე ჰყავ­და მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი - მაკა და ნატო. ისი­ნი ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­მირ­ჩე­ვია ღვიძ­ლი დის­გან. ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. მამა დე­და­ზე ჩვიდ­მე­ტი წლით უფ­რო­სია. დედა რომ გა­თხოვ­და, თვრა­მე­ტი წლის იყო და მა­მას რომ გაჰ­ყვა, ოჯახ­ში დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შეხ­ვდა. ცო­ლი­ა­ნი და შვი­ლე­ბი­ა­ნი სიძე არ უნ­დო­დათ. ბა­ბუ­ა­ჩე­მი მათი ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩემი და რომ გაჩ­ნდა, მათ ქორ­წი­ნე­ბას შე­ე­გუა და მა­მა­სა და ბა­ბუ­ას ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. ჩემს მშობ­ლებს რომ ვუ­ყუ­რებ, დღემ­დე ისე ებუ­ტე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, რო­გორც ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი. ძა­ლი­ან უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ორი ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნე­თის­თვის და­ი­ბა­და.

- რას საქ­მი­ა­ნო­ბენ?

- მა­მას რეს­ტორ­ნე­ბი ჰქონ­და. დედა ეკო­ნო­მის­ტია. ადრე მუ­შა­ობ­და. დღეს ჯან­მრთე­ლო­ბა ხელს არც ერთს არ უწყობს, რომ იმუ­შა­ონ.

- გა­რეგ­ნუ­ლად ვის ჰგავ­ხარ?

- ალ­ბათ ორი­ვეს. მე რომ გავჩნდი, მამა ორ­მო­ცი წლის იყო. მა­ნამ­დე სამი გოგო ჰყავ­და და სი­გი­ჟემ­დე უნ­დო­და ბიჭი.

- რა­ტომ და­გარ­ქვეს მე­ლო­რი?

- ჩემი ნათ­ლი­ის მე­ლორ ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად. მე­ლორ ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ ვა­ნის რა­ი­ო­ნის დე­პუ­ტა­ტი იყო. დედა ფეხ­მძი­მედ რომ იყო, მე­ლო­რი ახალ წელს მეკვლედ მო­სუ­ლა ჩვენ­თან მე­გო­ბარ­თან ერ­თად. თურ­მე მამა ამ­ბობ­და, არ დამ­თარ­სოთ, გოგო არ და­ი­ბა­დო­სო. ჩემს ნათ­ლი­ას უთ­ქვამს, ბიჭი თუ იქ­ნე­ბა, ჩემს სა­ხელს და­არ­ქმე­ვო. მა­მას და­უ­ფიქ­რებ­ლად მი­უ­ცია ამის პი­რო­ბა. ზა­ფხულ­ში და­ვი­ბა­დე... ფიქ­რობ­დნენ, ჯაბა და­ერ­ქმი­ათ, მაგ­რამ მა­მამ ნათ­ლი­ას ვერ აწყე­ნი­ნა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რატომ თქვა მელორ ვაჩნაძემ ფილმში გადაღებაზე უარი

რატომ თქვა მელორ ვაჩნაძემ ფილმში გადაღებაზე უარი

მელორ ვაჩნაძე რამდენიმე წლის წინ "ჯეობარიდან" გავიცანით. მოგვიანებით თავი საპროტესტო აქციებიდან დაგვამახსოვრა. სამწუხაროდ, ოთხი წელი ციხეში გაატარა. ცდილობს, სამართლიანობისთვის ბრძოლა გააგრძელოს. მელორს განვლილ ცხოვრებაზე ვესაუბრეთ.

"მაიმუნი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, იმ მოგზაურობიდან არაფერი დამმახსოვრებოდა"

- ფოტოზე ჩემი მშობლები არიან. ივანე ვაჩნაძე და რიტა მაისურაძე. დედა მამასთვის მეორე მეუღლეა. მამას მანამდე ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი - მაკა და ნატო. ისინი ცხოვრებაში არ გამირჩევია ღვიძლი დისგან. ერთად გავიზარდეთ. მამა დედაზე ჩვიდმეტი წლით უფროსია. დედა რომ გათხოვდა, თვრამეტი წლის იყო და მამას რომ გაჰყვა, ოჯახში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. ცოლიანი და შვილებიანი სიძე არ უნდოდათ. ბაბუაჩემი მათი ქორწინების წინააღმდეგი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში, ჩემი და რომ გაჩნდა, მათ ქორწინებას შეეგუა და მამასა და ბაბუას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ჩემს მშობლებს რომ ვუყურებ, დღემდე ისე ებუტებიან ერთმანეთს, როგორც ახალი შეყვარებულები. ძალიან უყვართ ერთმანეთი და დარწმუნებული ვარ, ეს ორი ადამიანი ერთმანეთისთვის დაიბადა.

- რას საქმიანობენ?

- მამას რესტორნები ჰქონდა. დედა ეკონომისტია. ადრე მუშაობდა. დღეს ჯანმრთელობა ხელს არც ერთს არ უწყობს, რომ იმუშაონ.

- გარეგნულად ვის ჰგავხარ?

- ალბათ ორივეს. მე რომ გავჩნდი, მამა ორმოცი წლის იყო. მანამდე სამი გოგო ჰყავდა და სიგიჟემდე უნდოდა ბიჭი.

- რატომ დაგარქვეს მელორი?

- ჩემი ნათლიის მელორ ტყეშელაშვილის პატივსაცემად. მელორ ტყეშელაშვილი რამდენიმე წლის წინ ვანის რაიონის დეპუტატი იყო. დედა ფეხმძიმედ რომ იყო, მელორი ახალ წელს მეკვლედ მოსულა ჩვენთან მეგობართან ერთად. თურმე მამა ამბობდა, არ დამთარსოთ, გოგო არ დაიბადოსო. ჩემს ნათლიას უთქვამს, ბიჭი თუ იქნება, ჩემს სახელს დაარქმევო. მამას დაუფიქრებლად მიუცია ამის პირობა. ზაფხულში დავიბადე... ფიქრობდნენ, ჯაბა დაერქმიათ, მაგრამ მამამ ნათლიას ვერ აწყენინა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება