კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარგველაშვილი 3 აპრილს სასამართლოშია დაბარებული - პირველი სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ
მარგველაშვილი 3 აპრილს სასამართლოშია დაბარებული - პირველი სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სარ­ჩე­ლი აღიძ­რა. იუ­რის­ტი ავ­თან­დილ კახ­ნი­აშ­ვი­ლი მოქ­მედ პრე­ზი­დენტს იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რად ვახ­ტანგ მჭედ­ლიშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნას ედა­ვე­ბა და ამ­ბობს, რომ შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი პი­რო­ბე­ბის სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბით ჩა­ტარ­და. უფრო მე­ტიც, მისი შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მჭედ­ლიშ­ვი­ლის გაყ­ვა­ნა კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის მხრი­დან წი­ნას­წარ იყო გან­ზრა­ხუ­ლი, რი­თაც მისი უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღვა.

კახ­ნი­აშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას და კონ­კურ­სის ხე­ლახ­ლა ჩა­ტა­რე­ბას მო­ი­თხოვს.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა 3 აპ­რილს პირ­ველ სა­ათ­ზეა ჩა­ნიშ­ნუ­ლი. გა­მო­ცხად­დე­ბა თუ არა მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი სა­სა­მარ­თლო­ზე, თუ თა­ვის წარ­მო­მად­გე­ნელს მი­ავ­ლენს - ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია. "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თიკო მჟა­ვა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენტს სა­სა­მარ­თლო­დან უწყე­ბა არ მის­ვლია. უფრო მე­ტიც, არ­სე­ბუ­ლი და­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ერ­თოდ არ ფლო­ბენ. მთე­ლი დღის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მან კო­მი­სი­ის წევ­რებ­თან, იუ­რის­ტებ­თან ან სხვა საქ­მის კურ­სში მყოფ პი­რებ­თა­ნაც ვერ დაგ­ვა­კავ­ში­რა.

"ჩვე­ნამ­დე ამის შე­სა­ხებ ჯერ ინ­ფორ­მა­ცია არ მო­სუ­ლა. და­ვე­ლო­დოთ მო­მარ­თვას და ამის მერე გა­ვა­კე­თებთ გან­ცხა­დე­ბას, მივა თუ არა პრე­ზი­დენ­ტი და­კი­თხვა­ზე", - გა­ნა­ცხა­და მჟა­ვა­ნა­ძემ.

მო­სარ­ჩე­ლე კახ­ნი­აშ­ვი­ლი კი აცხა­დებს, რომ 14 მარტს სა­სა­მარ­თლო­ში მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სხდო­მა ჩა­ტარ­და, სა­დაც მო­პა­სუ­ხე მხა­რე იუ­რის­ტი ფიქ­რია ზი­რა­ქიშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც ვი­თა­რე­ბას დე­ტა­ლუ­რად იც­ნობს. კახ­ნი­აშ­ვი­ლის თქმით, უწყე­ბა სა­სა­მარ­თლო­დან პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბამ­დე მი­ვი­და, იუ­რის­ტი ზი­რა­ქიშ­ვი­ლი კი მათი მხრი­დან მინ­დო­ბით მიწ­ვე­უ­ლი პირი იყო.

კახ­ნი­აშ­ვი­ლის თქმით, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი და კონ­კურ­სზე შე­მო­სუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­მოჩ­ნდა, რომ პრე­ზი­დენ­ტის 2014 წლის 16 იან­ვრის #16/01/01 გან­კარ­გუ­ლე­ბა გა­მო­ცე­მუ­ლია 2013 წლის 30 დე­კემ­ბრის #30/12/01 გან­კარ­გუ­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბის და­უც­ვე­ლად და კონ­კურ­სი ისე­თი დარ­ღვე­ვე­ბით ჩა­ტარ­და, რო­მელ­თა არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და მი­ღე­ბუ­ლი.

რო­გორც კახ­ნი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, ვახ­ტანგ მჭედ­ლიშ­ვი­ლის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ დო­კუ­მენ­ტებ­ში გა­მოვ­ლინ­და გან­ზრახ ან უნებ­ლი­ეთ შე­ტა­ნი­ლი არას­წო­რი და წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბი, მისი წარ­დგე­ნა მო­ახ­დი­ნა არა­უფ­ლე­ბა­მო­სილ­მა სუ­ბი­ექ­ტმა, ხოლო კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვა - ასე­ვე არა­უფ­ლე­ბა­მო­სილ­მა ორ­გა­ნომ "კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით" შექ­მნილ­მა კო­მი­სი­ამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კახ­ნი­აშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ კონ­კურსს მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი სახე ჰქონ­და და სი­ნამ­დვი­ლე­ში მჭედ­ლიშ­ვი­ლი წი­ნას­წარ შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტი იყო.

"ჩემი მი­ზა­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი კულ­ტუ­რა და­ვამ­კვიდ­რო, რად­გა­ნაც მი­მაჩ­ნია, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ ჩვენ­თან სა­მარ­თლებ­რი­ვი ნი­ჰი­ლიზ­მია გა­მე­ფე­ბუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში კი კა­ნო­ნე­ბის დაც­ვა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს მო­ე­თხო­ვე­ბათ, მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტსაც. როცა და­ვი­ნა­ხე, რომ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა და სა­კონ­კურ­სო პი­რო­ბე­ბი ირ­ღვე­ვა, სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო მო­ვა­ლე­ო­ბად ჩავ­თვა­ლე. თუმ­ცა, მა­ნამ­დე მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ჩივ­რით მივ­მარ­თე და მი­ვე­ცი შან­სი, ეს დარ­ღვე­ვა გა­მო­ეს­წო­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ჩემს ამ ქმე­დე­ბას რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია.

"ამ სარ­ჩე­ლის მი­ზა­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ვა­პყრო იმ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ხდე­ბა. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ მორ­ჩი­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის ის გუნ­დი და­ტო­ვეს, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის და­ვა­ლე­ბებს და მი­თი­თე­ბებს ბრმად ას­რუ­ლებ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ ყვე­ლა­ფერს კონ­ტროლს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო უწევს და როცა მისი არ­სე­ბო­ბა ფორ­მა­ლუ­რია, 99% გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩე­ნებს ვი­ღებთ.

"ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში 9 კაცი ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ იქნა არ­ჩუ­ლი. ამას და­ე­მა­ტა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, თუმ­ცა, უპი­რა­ტე­სო­ბა ისევ ძველს დარ­ჩა."

"ამ პრო­ცეს­ში პრე­ზი­დენტს ერთი პი­რის და­ნიშ­ვნის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, ამის­თვის კი კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მეც ვი­ღებ­დი. ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გა­ი­მარ­ჯვა პი­როვ­ნე­ბამ, რო­მე­ლიც 15 წე­ლია ამ სტრუქ­ტუ­რებ­ში მუ­შა­ობ­და და ამ ნაკ­ლო­ვან მხა­რე­ებ­ზე ხმა არას­დროს ამო­უ­ღია. გა­დავ­ხე­დე მის დო­კუ­მენ­ტებს და აღ­მოჩ­ნდა, რომ ის კონ­კურ­სის პი­რო­ბებს სა­ერ­თოდ არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. ამ კაცს სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მიც კი არ აქვს და­წე­რი­ლი.

"სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კურ­სე­ბი მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად ტარ­დე­ბა. თან ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ და თან კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის ელე­მენ­ტა­რუ­ლი წე­სე­ბი არ ვი­ცით. თუ არ­ჩე­ვა ასე უნდა მომ­ხდა­რი­ყო, კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა სა­ჭი­რო სა­ერ­თოდ არ იყო, პირ­და­პირ და­ე­ნიშ­ნათ მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი წევ­რი. თუ სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა გვინ­და, ჯერ პი­რო­ბე­ბი და­ვად­გი­ნოთ მკა­ფი­ოდ და მერე შე­ვას­რუ­ლოთ კი­დეც", - აცხა­დებს იუ­რის­ტი.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, მო­სარ­ჩე­ლე აქ­ცენტს იმ კო­მი­სი­ა­ზეც აკე­თებს, რო­მელ­მაც გა­სა­უბ­რე­ბა ჩა­ა­ტა­რა და ამ­ბობს, რომ კო­მი­სი­ის სამ­კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბა არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი და მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი იყო.

"კო­მი­სია არ იყო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, რად­გა­ნაც ის კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი პი­რო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად შე­იქ­მნა და არა შე­სარ­ჩე­ვად. შე­სა­ბა­მი­სად, მათი კომ­პე­ტენ­ცი­აც სა­ეჭ­ვოა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ამ სამ­კა­ცი­ან შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ერთი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ცო­ლისძმა იყო, მე­ო­რე სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი და მე­სა­მე ე.წ. კად­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი.

"ვფიქ­რობ, რომ მჭედ­ლიშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნა რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის რჩე­ვით მოხ­და. ზუს­ტად ვერ ვი­ტყვი, თუმ­ცა, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას­თან მე­გობ­რო­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან და­ვით პა­ტა­რა­ი­ას აკავ­ში­რებს. პრე­ზი­დენტს ურ­ჩი­ეს და მა­ნაც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბრმად მი­ი­ღო. მჭედ­ლიშ­ვი­ლი კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბის გვერ­დის ავ­ლით და­ი­ნიშ­ნა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დრომ­დე მი­ღე­ბუ­ლად რჩე­ბა", - აცხა­დებს კახ­ნი­აშ­ვი­ლი.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ 16 თე­ბერ­ვალს შე­ვი­და, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სხდო­მა 14 მარტს შედ­გა, საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა კი 3 აპ­რილს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი. მო­სარ­ჩე­ლე და მო­პა­სუ­ხე მხა­რის გარ­და, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, საქ­მის არ­სე­ბით გან­ხილ­ვა­ში ვახ­ტანგ მჭედ­ლიშ­ვი­ლიც ჩა­ერ­თო.

"პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ახ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­სა­მარ­თლო­შია და­ბა­რე­ბუ­ლი. მო­სარ­ჩე­ლე ვარ მე, მო­პა­სუ­ხე მხა­რეს კი წარ­მო­ად­გენს ბა­ტო­ნი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი. ამის გარ­და, სა­სა­მარ­თლომ თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით მე­სა­მე მხა­რედ ვახ­ტანგ მჭედ­ლიშ­ვი­ლი ჩარ­თო.

"მო­სა­მარ­თლეს მივ­მარ­თე, რომ პრო­ცეს­ში კონ­კურ­სის სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც ჩა­ერ­თო, მაგ­რამ ეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­მიკ­მა­ყო­ფილ­და. 14 მარ­ტის მო­სამ­ზა­დე­ბელ სხდო­მა­ზე მჭედ­ლიშ­ვი­ლის მხრი­დან ად­ვო­კა­ტი და­ვით ასა­თი­ა­ნი, ხოლო პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან ფიქ­რია ზი­რა­ქიშ­ვი­ლი იყო გა­მოგ­ზავ­ნი­ლი.

"ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უს დროს ბა­ტონ­მა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის­თვის მზად არის. კარ­გია თუ ასეა და მისი წი­ნა­მორ­ბე­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით ამ პი­რო­ბას შე­ას­რუ­ლებს. სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვის­მენ მის­გან ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს და გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სის­წო­რეს არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად და­მი­სა­ბუ­თებს. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ პრე­ზი­დენ­ტი მო­სას­ვლე­ლად მო­იც­ლის", - გა­ნა­ცხა­და კახ­ნი­აშ­ვილ­მა.

მო­თხოვ­ნე­ბის და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას ზემ­დგომ ინ­სტან­ცი­ებ­ში აპი­რებს. კახ­ნი­აშ­ვი­ლი ხაზს უს­ვამს, რომ მსგავ­სი ტი­პის და­ვე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან და პარ­ლა­მენ­ტთა­ნაც ჰქონ­და, რომ­ლე­ბიც დიდი დრო­ი­სა და ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად მა­ინც მო­ი­გო.

"ვეც­დე­ბი სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვაღ­წიო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა ვა­ი­ძუ­ლოთ კონ­სტი­ტუ­ცია და­იც­ვას. თუ ჩვენ არ ვი­აქ­ტი­უ­რებთ, არა­ფე­რი გა­მო­ვა", - გა­ნა­ცხა­და "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას კახ­ნი­აშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­შიც გა­ა­კე­თეს.

"ეს წევ­რი ჩვე­ნი მხრი­დან არ არის არ­ჩე­უ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, ვერც დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ვი­ტყვით რა­მეს. თუ მისი არ­ჩე­ვა არა­სა­მარ­თლებ­რი­ვად მოხ­და, ამა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს. ჩვენ მეტ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებთ", - უთხრა "მთელ კვი­რას" პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მომ­და­გე­ნელ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვის მთა­ვარ სუ­ბი­ექტს - ვახ­ტანგ მჭედ­ლიშ­ვილს, მრა­ვალ­გზის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მას­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ეს ფაქ­ტი არა­სა­მუ­შაო დღით და­ა­სა­ბუ­თა.

"მთე­ლი კვი­რა" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე კი­დევ ერთ იუ­რისტს, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე­საც ესა­უბ­რა.

"მე ამ სა­კი­თხით არ ვინ­ტე­რეს­დე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, არც ინ­ფორ­მა­ცია მქავს და პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის­გა­ნაც თავს შე­ვი­კა­ვებ. ამ კონ­კუ­რე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ას არ ვიც­ნობ. ამი­ტომ მისი შე­ფა­სე­ბა ჩემი მხრი­დან არა­არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ვახ­ტანგ მჭედ­ლიშ­ვი­ლი იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რო­ბის კან­დი­და­ტად ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვო­კა­ტე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრო­ფე­სი­ი­სათ­ვის" მიერ იყო წარ­დგე­ნი­ლი. ის პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია და სხვა­დას­ხვა წლებ­ში მუ­შა­ობ­და იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში, იყო ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი, ასე­ვე კა­ნონ­შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნობ­და. 2013 წელს მჭედ­ლიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. ამ­ჟა­მად იგი თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რია.

თა­თია ჩა­ფი­ჩა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

მარგველაშვილი 3 აპრილს სასამართლოშია დაბარებული - პირველი სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ

მარგველაშვილი 3 აპრილს სასამართლოშია დაბარებული - პირველი სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი აღიძრა. იურისტი ავთანდილ კახნიაშვილი მოქმედ პრეზიდენტს იუსტიციის საბჭოს წევრად ვახტანგ მჭედლიშვილის დანიშვნას ედავება და ამბობს, რომ შესარჩევი კონკურსი პირობების სრული იგნორირებით ჩატარდა. უფრო მეტიც, მისი შეფასებით, აღნიშნულ თანამდებობაზე მჭედლიშვილის გაყვანა კომისიის წევრების მხრიდან წინასწარ იყო განზრახული, რითაც მისი უფლებები დაირღვა.

კახნიაშვილი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და კონკურსის ხელახლა ჩატარებას მოითხოვს.

საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 3 აპრილს პირველ საათზეა ჩანიშნული. გამოცხადდება თუ არა მოქმედი პრეზიდენტი სასამართლოზე, თუ თავის წარმომადგენელს მიავლენს - ჯერჯერობით გაურკვეველია. "მთელ კვირასთან" საუბრისას პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა თიკო მჟავანაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტს სასამართლოდან უწყება არ მისვლია. უფრო მეტიც, არსებული დავის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობენ. მთელი დღის მცდელობის მიუხედავად, მან კომისიის წევრებთან, იურისტებთან ან სხვა საქმის კურსში მყოფ პირებთანაც ვერ დაგვაკავშირა.

"ჩვენამდე ამის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ მოსულა. დაველოდოთ მომართვას და ამის მერე გავაკეთებთ განცხადებას, მივა თუ არა პრეზიდენტი დაკითხვაზე", - განაცხადა მჟავანაძემ.

მოსარჩელე კახნიაშვილი კი აცხადებს, რომ 14 მარტს სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა, სადაც მოპასუხე მხარე იურისტი ფიქრია ზირაქიშვილი იყო, რომელიც ვითარებას დეტალურად იცნობს. კახნიაშვილის თქმით, უწყება სასამართლოდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსამზადებელი სხდომის ჩატარებამდე მივიდა, იურისტი ზირაქიშვილი კი მათი მხრიდან მინდობით მიწვეული პირი იყო.

კახნიაშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული და კონკურსზე შემოსული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის 2014 წლის 16 იანვრის #16/01/01 განკარგულება გამოცემულია 2013 წლის 30 დეკემბრის #30/12/01 განკარგულებით განსაზღვრული წესების დაუცველად და კონკურსი ისეთი დარღვევებით ჩატარდა, რომელთა არარსებობის შემთხვევაში სრულიად სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

როგორც კახნიაშვილი აცხადებს, ვახტანგ მჭედლიშვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში გამოვლინდა განზრახ ან უნებლიეთ შეტანილი არასწორი და წინააღმდეგობრივი მონაცემები, მისი წარდგენა მოახდინა არაუფლებამოსილმა სუბიექტმა, ხოლო კანდიდატების შერჩევა - ასევე არაუფლებამოსილმა ორგანომ "კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით" შექმნილმა კომისიამ განახორციელა. აქედან გამომდინარე, კახნიაშვილი ფიქრობს, რომ კონკურსს მხოლოდ ფორმალური სახე ჰქონდა და სინამდვილეში მჭედლიშვილი წინასწარ შერჩეული კანდიდატი იყო.

"ჩემი მიზანია, რომ სახელმწიფოში სამართლებრივი კულტურა დავამკვიდრო, რადგანაც მიმაჩნია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენთან სამართლებრივი ნიჰილიზმია გამეფებული. პირველ რიგში კი კანონების დაცვა საჯარო მოხელეებს მოეთხოვებათ, მათ შორის პრეზიდენტსაც. როცა დავინახე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაკომპეტენტურობის გამოვლინებაა და საკონკურსო პირობები ირღვევა, სარჩელის შეტანა სამოქალაქო მოვალეობად ჩავთვალე. თუმცა, მანამდე მას ადმინისტრაციული საჩივრით მივმართე და მივეცი შანსი, ეს დარღვევა გამოესწორებინა, მაგრამ ჩემს ამ ქმედებას რეაგირება არ მოჰყოლია.

"ამ სარჩელის მიზანია, რომ საზოგადოების ყურადღება მივაპყრო იმ განუკითხაობაზე, რომელიც სასამართლო ხელისუფლებაში ხდება. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მორჩილი მოსამართლეების ის გუნდი დატოვეს, რომელიც პროკურატურის დავალებებს და მითითებებს ბრმად ასრულებდა. მოგეხსენებათ, ამ ყველაფერს კონტროლს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უწევს და როცა მისი არსებობა ფორმალურია, 99% გამამტყუნებელ განაჩენებს ვიღებთ.

"ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ იუსტიციის საბჭოში 9 კაცი ძველი ხელისუფლების მიერ იქნა არჩული. ამას დაემატა რამდენიმე ადამიანი ახალი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა, უპირატესობა ისევ ძველს დარჩა."

"ამ პროცესში პრეზიდენტს ერთი პირის დანიშვნის საშუალება მიეცა, ამისთვის კი კონკურსი გამოცხადდა, სადაც მონაწილეობას მეც ვიღებდი. ჩემთვის მოულოდნელად, გაიმარჯვა პიროვნებამ, რომელიც 15 წელია ამ სტრუქტურებში მუშაობდა და ამ ნაკლოვან მხარეებზე ხმა არასდროს ამოუღია. გადავხედე მის დოკუმენტებს და აღმოჩნდა, რომ ის კონკურსის პირობებს საერთოდ არ აკმაყოფილებდა. ამ კაცს სამეცნიერო ნაშრომიც კი არ აქვს დაწერილი.

"სამწუხაროდ, საქართველოში კონკურსები მხოლოდ ფორმალურად ტარდება. თან ევროპულ ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ და თან კონკურსის ჩატარების ელემენტარული წესები არ ვიცით. თუ არჩევა ასე უნდა მომხდარიყო, კონკურსის ჩატარება საჭირო საერთოდ არ იყო, პირდაპირ დაენიშნათ მათთვის სასურველი წევრი. თუ სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის უზენაესობა გვინდა, ჯერ პირობები დავადგინოთ მკაფიოდ და მერე შევასრულოთ კიდეც", - აცხადებს იურისტი.

გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე აქცენტს იმ კომისიაზეც აკეთებს, რომელმაც გასაუბრება ჩაატარა და ამბობს, რომ კომისიის სამკაციანი შემადგენლობა არაკომპეტენტური და მიკერძოებული იყო.

"კომისია არ იყო უფლებამოსილი, რადგანაც ის კონკურსის ორგანიზაციული პირობების უზრუნველსაყოფად შეიქმნა და არა შესარჩევად. შესაბამისად, მათი კომპეტენციაც საეჭვოა, ადმინისტრაციის ამ სამკაციან შემადგენლობაში ერთი მარგველაშვილის ყოფილი ცოლისძმა იყო, მეორე საპარლამენტო მდივანი და მესამე ე.წ. კადრების განყოფილების უფროსი.

"ვფიქრობ, რომ მჭედლიშვილის დანიშვნა რომელიმე მათგანის რჩევით მოხდა. ზუსტად ვერ ვიტყვი, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, მასთან მეგობრობა საპარლამენტო მდივან დავით პატარაიას აკავშირებს. პრეზიდენტს ურჩიეს და მანაც ეს გადაწყვეტილება ბრმად მიიღო. მჭედლიშვილი კონკურსის პირობების გვერდის ავლით დაინიშნა. სამწუხაროა, რომ ეს პრაქტიკა საქართველოში ამ დრომდე მიღებულად რჩება", - აცხადებს კახნიაშვილი.

საქალაქო სასამართლოში სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ 16 თებერვალს შევიდა, მოსამზადებელი სხდომა 14 მარტს შედგა, საქმის არსებითი განხილვა კი 3 აპრილს არის ჩანიშნული. მოსარჩელე და მოპასუხე მხარის გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის არსებით განხილვაში ვახტანგ მჭედლიშვილიც ჩაერთო.

"პირველი შემთხვევაა, როდესაც ახლად დანიშნული პრეზიდენტი სასამართლოშია დაბარებული. მოსარჩელე ვარ მე, მოპასუხე მხარეს კი წარმოადგენს ბატონი მარგველაშვილი. ამის გარდა, სასამართლომ თავისი ინიციატივით მესამე მხარედ ვახტანგ მჭედლიშვილი ჩართო.

"მოსამართლეს მივმართე, რომ პროცესში კონკურსის სხვა მონაწილეებიც ჩაერთო, მაგრამ ეს შუამდგომლობა არ დამიკმაყოფილდა. 14 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე მჭედლიშვილის მხრიდან ადვოკატი დავით ასათიანი, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ფიქრია ზირაქიშვილი იყო გამოგზავნილი.

"ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ბატონმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისთვის მზად არის. კარგია თუ ასეა და მისი წინამორბედისგან განსხვავებით ამ პირობას შეასრულებს. სიამოვნებით მოვისმენ მისგან ამ კითხვებზე პასუხებს და გამიხარდება, თუ ამ გადაწყვეტილების სისწორეს არგუმენტირებულად დამისაბუთებს. იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტი მოსასვლელად მოიცლის", - განაცხადა კახნიაშვილმა.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციებში აპირებს. კახნიაშვილი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ტიპის დავები წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტთანაც ჰქონდა, რომლებიც დიდი დროისა და ძალისხმევის შედეგად მაინც მოიგო.

"ვეცდები სამართლებრივი გზით სამართლიან გადაწყვეტილებას მივაღწიო. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ კონსტიტუცია დაიცვას. თუ ჩვენ არ ვიაქტიურებთ, არაფერი გამოვა", - განაცხადა "მთელ კვირასთან" საუბრისას კახნიაშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც გააკეთეს.

"ეს წევრი ჩვენი მხრიდან არ არის არჩეული და, შესაბამისად, ვერც დარღვევების შესახებ ვიტყვით რამეს. თუ მისი არჩევა არასამართლებრივად მოხდა, ამაზე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. ჩვენ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - უთხრა "მთელ კვირას" პრესსამსახურის წარმომდაგენელმა.

რაც შეეხება დავის მთავარ სუბიექტს - ვახტანგ მჭედლიშვილს, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეს ფაქტი არასამუშაო დღით დაასაბუთა.

"მთელი კვირა" კონკურსში მონაწილე კიდევ ერთ იურისტს, მამუკა მდინარაძესაც ესაუბრა.

"მე ამ საკითხით არ ვინტერესდები, შესაბამისად, არც ინფორმაცია მქავს და პოზიციის დაფიქსირებისგანაც თავს შევიკავებ. ამ კონკურეტული პიროვნების ბიოგრაფიას არ ვიცნობ. ამიტომ მისი შეფასება ჩემი მხრიდან არაარგუმენტირებული იქნება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, ვახტანგ მჭედლიშვილი იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატად ორგანიზაცია "საქართველოს ადვოკატების დამოუკიდებელი პროფესიისათვის" მიერ იყო წარდგენილი. ის პროფესიით იურისტია და სხვადასხვა წლებში მუშაობდა იუსტიციის საბჭოში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ასევე კანონშემოქმედებითი მიმართულებით საქმიანობდა. 2013 წელს მჭედლიშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამჟამად იგი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია.

თათია ჩაფიჩაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ