სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გვირაბს შეწირული უნიკალური ტრავერტინი
გვირაბს შეწირული უნიკალური ტრავერტინი

ტრა­ვერ­ტი­ნი ფო­რი­ა­ნი, მცი­რე სიმ­კვრი­ვის, ნა­ხევ­რად კრის­ტა­ლუ­რი, მყა­რი, წვრილ­მარ­ცვლო­ვა­ნი ქა­ნია, რო­მე­ლიც წარ­მო­იქ­მნე­ბა ცხე­ლი ან ცივი წყა­რო­ე­ბის­გან, კალ­ცი­უ­მის კარ­ბო­ნა­ტის (უფრო ხში­რად, არა­გო­ნი­ტის) და­ლექ­ვის შე­დე­გად. ხში­რად შე­ი­ცავს მცე­ნა­რე­ე­ბის ანა­ბეჭ­დებს, ხმე­ლე­თის ან მტკნა­რი წყლის მო­ლუს­კე­ბის (გას­ტრო­პო­დე­ბის) ნი­ჟა­რებს.

ვინც ერთხელ მა­ინც ყო­ფი­ლა ყაზ­ბეგ­ში, გუ­და­უ­რი-კო­ბის საგ­ზაო მო­ნაკ­ვეთ­ზე გულ­გრი­ლად ვე­რაფ­რით აუვ­ლი­და ულა­მა­ზეს ტრა­ვერ­ტი­ნის ფერ­დობს. ბუ­ნე­ბის ამ უნი­კა­ლურ ძეგლ­თან ყო­ველ­თვის ხალ­ხმრავ­ლო­ბა იყო: ზოგი ფო­ტო­ა­პა­რატს აჩხა­კუ­ნებ­და, ზოგი - პო­ზი­რებ­და ტრა­ვერ­ტი­ნის ფონ­ზე. არ­ცთუ დიდი ხნის წინ, ტრა­ვერ­ტინ­თან ახ­ლოს წლე­ბის წინ გა­კე­თე­ბუ­ლი გვი­რა­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გა­ნიზ­რა­ხეს და ერთ-ერთი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის მშე­ნებ­ლებ­მაც გზა ზედ ტრა­ვერ­ტინ­ზე გა­იყ­ვა­ნეს. ამ ამ­ბავს დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუკ­ში", შემ­დეგ კი მა­ს­მე­დი­აც და­ინ­ტე­რეს­და. სა­მუ­შა­ო­ე­ბი დრო­ე­ბით შე­ჩერ­და, მაგ­რამ რო­გორც ით­ქვა, გა­ნად­გუ­რე­ბულ ტრა­ვერ­ტინს ვე­რა­ვინ აღად­გენს.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, შოთა მურ­ღუ­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ "გა­რე­მოს ზე­მოქ­მე­დე­ბის ანა­ლი­ზი თუ არ იქნა, ჩვენ ვამ­ბობთ, რომ არც ერთ პრო­ექტს არ და­ვი­წყებთ, მაგ­რამ იქ არ იყო ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. ეს არ იყო არც ძეგლი და არც რა­ი­მე ნე­ბარ­თვა სჭირ­დე­ბო­და, იმ კონ­ტრაქ­ტორს გვი­რა­ბის გზა­ზე გა­ევ­ლო. 20-25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვი­რა­ბი მი­ტო­ვე­ბუ­ლი რომ იყო, ამი­ტო­მაც მოხ­და ეს. ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე უფრო მე­ტია, ვიდ­რე სი­ლა­მა­ზე".

გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სსიპ და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით კი, "და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სის­ტე­მის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, გუ­და­უ­რი-კო­ბის გზა­ზე მდე­ბა­რე ტრა­ვერ­ტინს და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სტა­ტუ­სი (ბუ­ნე­ბის ძეგლი) არ აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია არც სა­ქარ­თვე­ლოს სსრ წი­თე­ლი წიგ­ნით იყო და­ცუ­ლი".

არის თუ არა ჯვრის უღელ­ტე­ხი­ლის ტრა­ვერ­ტი­ნი ბუ­ნე­ბის ძეგლი და რით არის უნი­კა­ლუ­რი, ამა­ზე თსუ-ის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი, გე­ოგ­რა­ფი გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- დე­და­მი­წის ზე­და­პირ­ზე ტრა­ვერ­ტი­ნე­ბის წარ­მოქ­მნას საკ­მა­ოდ დიდი პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბა და ის ბუ­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძეგლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას გვხვდე­ბა ტრა­ვერ­ტი­ნი. ერთ-ერთი თრუ­სოს ხე­ო­ბა­შია, თერ­გის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე და ისიც სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, რად­გან გვერ­დით ჩა­მო­მა­ვა­ლი გზა ყო­ველ­დღი­უ­რად აზი­ა­ნებს. მცი­რე ტრა­ვერ­ტი­ნი არის გუ­და­მაყ­რის არაგ­ვის ხე­ო­ბა­ში და ასე­ვე - თუ­შეთ­შიც, სო­ფელ დარ­თლოს­თან, მაგ­რამ ყვე­ლა ერ­თად აღე­ბუ­ლი, ვერ შე­ედ­რე­ბა ჯვრის უღელ­ტე­ხი­ლი­სას. ეს უკა­ნას­კნე­ლი, მდი­ნა­რე თერ­გის მარ­ჯვე­ნა შე­ნა­კა­დის, ბი­და­რას ხე­ო­ბა­შია. ის ემიჯ­ნე­ბა ზვა­ვამ­რიდ გვი­რაბს, რო­მელ­საც სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "მა­მი­სო­ნი" აღად­გენ­და-არე­მონ­ტებ­და. ალ­ბათ ეს კომ­პა­ნია წი­ნას­წა­რი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით მუ­შა­ობ­და გვი­რა­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის და ტრა­ვერ­ტი­ნის გავ­ლით გზის გა­კე­თე­ბაც ამ პრო­ექ­ტის ნა­წი­ლი იყო, თუმ­ცა გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მუ­შე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვაც ყო­ფი­ლი­ყო.

სამ­წუ­ხა­როდ, მუ­შებს ტრა­ვერ­ტი­ნის საკ­მა­ოდ მძლავ­რი, და­ახ­ლო­ე­ბით 2 მეტ­რის სის­ქის ფენა მთლი­ა­ნად აუ­ღი­ათ და ამ უნი­კა­ლურ წარ­მო­ნაქ­მნთან მი­სას­ვლე­ლი გზა მთლი­ა­ნად "აუთ­ვი­სე­ბი­ათ". რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გზე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია და გვი­რა­ბე­ბიც, მით უფრო, რომ სამ­ხედ­რო გზა სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ მთა­ვარ არ­ტე­რი­ას წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ბუ­ნე­ბის ამ გა­სა­ო­ცა­რი წარ­მო­ნაქ­მნის გა­ნად­გუ­რე­ბის ხარ­ჯზე არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. გარ­და სი­ლა­მა­ზი­სა, გე­ოგ­რაფ-გე­ო­ლო­გე­ბი­სა და ეკო­ლო­გე­ბის­თვის ტრა­ვერ­ტი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან აქ ხში­რად გვი­წევს სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სა­ვე­ლე ლექ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა; არა­ერ­თმა სტუ­დენ­ტმა სწო­რედ ტრა­ვერ­ტინ­ზე შექ­მნა სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი, იწე­რე­ბა ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო შრო­მე­ბი. სა­მოგ­ზა­უ­რო ტუ­რის ბო­ლოს, გა­მო­კი­თხვი­სას უმ­რავ­ლე­სო­ბა ბუ­ნე­ბის ძეგ­ლებს შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლად სწო­რედ გზას­თან ახ­ლოს წარ­მოქ­მნილ ტრა­ვერ­ტინ­ზე ლა­პა­რა­კობს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით.

- რა დო­ნე­ზე და­ა­ზი­ა­ნეს ტრა­ვერ­ტი­ნი და რა­მის გა­მოს­წო­რე­ბა თუ შე­იძ­ლე­ბა?

- უნი­კა­ლუ­რი, ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ფრაგ­მენ­ტი მოჭ­რი­ლია და ის ხე­ლოვ­ნუ­რად ვერ აღ­დგე­ბა. რაც გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, აღა­რა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, ხოლო რაც დარ­ჩა, ფერ­დობ­ზეა და მდე­ბა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გუ­ლი­თაც რომ მო­ინ­დო­მონ, ვე­ღა­რა­ფერს უზა­მენ. მას­თან მი­სას­ვლე­ლი გზა კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ და­ტო­ვეს. ახა­ლი ტრა­ვერ­ტი­ნის ზრდას ალ­ბათ ასე­უ­ლო­ბით წელი დას­ჭირ­დე­ბა, რად­გან მი­წი­დან ამო­სუ­ლი წყა­ლი აქამ­დე საკ­მა­ოდ დიდ სივ­რცე­ზე ნა­წილ­დე­ბო­და და იზ­რდე­ბო­და კარ­გად. ახლა წყალს ასე­თი გა­სა­ქა­ნი აღარ ექ­ნე­ბა... და­ჯე­რე­ბაც არ მინ­და, რომ ტრა­ვერ­ტი­ნი გა­მიზ­ნუ­ლად გა­ა­ნად­გუ­რეს. ეს ამ­ბა­ვი ალ­ბათ არც პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხით უნდა გან­ვი­ხი­ლოთ, ამ ქმე­დე­ბას უფრო დიდ შეც­დო­მას ვუ­წო­დებ­დი.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა

გვირაბს შეწირული უნიკალური ტრავერტინი

გვირაბს შეწირული უნიკალური ტრავერტინი

ტრავერტინი ფორიანი, მცირე სიმკვრივის, ნახევრად კრისტალური, მყარი, წვრილმარცვლოვანი ქანია, რომელიც წარმოიქმნება ცხელი ან ცივი წყაროებისგან, კალციუმის კარბონატის (უფრო ხშირად, არაგონიტის) დალექვის შედეგად. ხშირად შეიცავს მცენარეების ანაბეჭდებს, ხმელეთის ან მტკნარი წყლის მოლუსკების (გასტროპოდების) ნიჟარებს.

ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ყაზბეგში, გუდაური-კობის საგზაო მონაკვეთზე გულგრილად ვერაფრით აუვლიდა ულამაზეს ტრავერტინის ფერდობს. ბუნების ამ უნიკალურ ძეგლთან ყოველთვის ხალხმრავლობა იყო: ზოგი ფოტოაპარატს აჩხაკუნებდა, ზოგი - პოზირებდა ტრავერტინის ფონზე. არცთუ დიდი ხნის წინ, ტრავერტინთან ახლოს წლების წინ გაკეთებული გვირაბის რეაბილიტაცია განიზრახეს და ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მშენებლებმაც გზა ზედ ტრავერტინზე გაიყვანეს. ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა სოციალურ ქსელ "ფეისბუკში", შემდეგ კი მასმედიაც დაინტერესდა. სამუშაოები დროებით შეჩერდა, მაგრამ როგორც ითქვა, განადგურებულ ტრავერტინს ვერავინ აღადგენს.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ "გარემოს ზემოქმედების ანალიზი თუ არ იქნა, ჩვენ ვამბობთ, რომ არც ერთ პროექტს არ დავიწყებთ, მაგრამ იქ არ იყო ამის აუცილებლობა. ეს არ იყო არც ძეგლი და არც რაიმე ნებართვა სჭირდებოდა, იმ კონტრაქტორს გვირაბის გზაზე გაევლო. 20-25 წლის განმავლობაში გვირაბი მიტოვებული რომ იყო, ამიტომაც მოხდა ეს. ადამიანის სიცოცხლე უფრო მეტია, ვიდრე სილამაზე".

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით კი, "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, გუდაური-კობის გზაზე მდებარე ტრავერტინს დაცული ტერიტორიების სტატუსი (ბუნების ძეგლი) არ აქვს მინიჭებული. აღნიშნული ტერიტორია არც საქართველოს სსრ წითელი წიგნით იყო დაცული".

არის თუ არა ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინი ბუნების ძეგლი და რით არის უნიკალური, ამაზე თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი გვესაუბრება:

- დედამიწის ზედაპირზე ტრავერტინების წარმოქმნას საკმაოდ დიდი პერიოდი სჭირდება და ის ბუნების განსაკუთრებული ძეგლია. საქართველოში რამდენიმე ადგილას გვხვდება ტრავერტინი. ერთ-ერთი თრუსოს ხეობაშია, თერგის მარჯვენა სანაპიროზე და ისიც სავალალო მდგომარეობაში იმყოფება, რადგან გვერდით ჩამომავალი გზა ყოველდღიურად აზიანებს. მცირე ტრავერტინი არის გუდამაყრის არაგვის ხეობაში და ასევე - თუშეთშიც, სოფელ დართლოსთან, მაგრამ ყველა ერთად აღებული, ვერ შეედრება ჯვრის უღელტეხილისას. ეს უკანასკნელი, მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადის, ბიდარას ხეობაშია. ის ემიჯნება ზვავამრიდ გვირაბს, რომელსაც სამშენებლო კომპანია "მამისონი" აღადგენდა-არემონტებდა. ალბათ ეს კომპანია წინასწარი პროექტის მიხედვით მუშაობდა გვირაბის რეაბილიტაციისთვის და ტრავერტინის გავლით გზის გაკეთებაც ამ პროექტის ნაწილი იყო, თუმცა გამორიცხული არ არის, ეს გადაწყვეტილება თავად მუშების ინიციატივაც ყოფილიყო.

სამწუხაროდ, მუშებს ტრავერტინის საკმაოდ მძლავრი, დაახლოებით 2 მეტრის სისქის ფენა მთლიანად აუღიათ და ამ უნიკალურ წარმონაქმნთან მისასვლელი გზა მთლიანად "აუთვისებიათ". რასაკვირველია, გზებიც აუცილებელია და გვირაბებიც, მით უფრო, რომ სამხედრო გზა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ არტერიას წარმოადგენს, მაგრამ რეაბილიტაცია ბუნების ამ გასაოცარი წარმონაქმნის განადგურების ხარჯზე არ უნდა მომხდარიყო. გარდა სილამაზისა, გეოგრაფ-გეოლოგებისა და ეკოლოგებისთვის ტრავერტინი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან აქ ხშირად გვიწევს სტუდენტებისთვის საველე ლექციების ჩატარება; არაერთმა სტუდენტმა სწორედ ტრავერტინზე შექმნა სადიპლომო ნამუშევარი, იწერება ძალზე საინტერესო სამაგისტრო და სადოქტორო შრომები. სამოგზაურო ტურის ბოლოს, გამოკითხვისას უმრავლესობა ბუნების ძეგლებს შორის გამორჩეულად სწორედ გზასთან ახლოს წარმოქმნილ ტრავერტინზე ლაპარაკობს აღფრთოვანებით.

- რა დონეზე დააზიანეს ტრავერტინი და რამის გამოსწორება თუ შეიძლება?

- უნიკალური, ყველაზე ლამაზი ფრაგმენტი მოჭრილია და ის ხელოვნურად ვერ აღდგება. რაც განადგურებულია, აღარაფერი ეშველება, ხოლო რაც დარჩა, ფერდობზეა და მდებარეობიდან გამომდინარე, გულითაც რომ მოინდომონ, ვეღარაფერს უზამენ. მასთან მისასვლელი გზა კი, ფაქტობრივად, აღარ დატოვეს. ახალი ტრავერტინის ზრდას ალბათ ასეულობით წელი დასჭირდება, რადგან მიწიდან ამოსული წყალი აქამდე საკმაოდ დიდ სივრცეზე ნაწილდებოდა და იზრდებოდა კარგად. ახლა წყალს ასეთი გასაქანი აღარ ექნება... დაჯერებაც არ მინდა, რომ ტრავერტინი გამიზნულად გაანადგურეს. ეს ამბავი ალბათ არც პოლიტიკური კუთხით უნდა განვიხილოთ, ამ ქმედებას უფრო დიდ შეცდომას ვუწოდებდი.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია