გორში, სტალინის ძეგლის ადგილს მემორიალი ”ამაოებას არ ამოება” დაიკავებს

გორში, სტალინის ძეგლის ადგილს მემორიალი ”ამაოებას არ ამოება” დაიკავებს

გორის ცენტრალურ მოედანზე, სტალინის ძეგლის ადგილზე "TAMARA STUDIO"-ს წარმომადგენელთა მიერ შექმნილი მემორიალი "ამაოებას არ ამოება" დაიდგმება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი "2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და ასევე, სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ესკიზური პროექტის" კონკურსი დასრულდა. კომისიის მუშაობის შედეგად, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა გამარჯვებული პროექტი, სახელწოდებით "ამაოებას არ ამოება", რომლის ავტორები "TAMARA STUDIO"-ს წარმომადგენლები თამარ კვესიტაძე და პაატა სანაია არიან.

კონკურსში გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებულია ერთჯერადი ფულადი პრემია 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. საკონკურსო პროექტები საჯაროდ იყო გამოფენილი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში 2011 წლის 21 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით. კონკურსზე წარმოდგენილი იყო 42 პროექტი.

კონკურსი მიზანად ისახავდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და ასევე, სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის საუკეთესო პროექტის შერჩევას და შემდგომ მის დადგმას ქალაქ გორის ცენტრალურ მოედანზე, იქ, სადაც საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ძეგლი იყო აღმართული.

მემორიალი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაღუპული ადამიანების, მათ შორის ჰოლანდიელი ჟურნალისტის, სტენ სტორიმანის ხსოვნას მიეძღვნება, რომელიც 2008 წელს რუსული ავიაციის შეტევის დროს სწორედ ამ ადგილზე დაიღუპა. კონკურსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქ. გორის მუნიციპალიტეტის მიერ იყო გამოცხადებული.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"