კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფაროსანა ციტრუსოვან კულტურებშიც დაფიქსირდა - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ციტრუსები შეწამლონ
ფაროსანა ციტრუსოვან კულტურებშიც დაფიქსირდა - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ციტრუსები შეწამლონ

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ციტ­რუ­სის მქო­ნე მო­სახ­ლე­ო­ბას ურ­ჩევს, ბა­ღე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ და ფა­რო­სა­ნას აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პეს­ტი­ცი­დე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ზუ­რაბ ლი­პარ­ტი­ამ გა­ნუ­ცხა­და, ფა­რო­სა­ნა და­ფიქ­სირ­და ციტ­რუ­სო­ვან კულ­ტუ­რებ­შიც, მაგ­რამ არა იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რო­გორც ეს იყო სხვა კულ­ტუ­რებ­ში.

ზუ­რაბ ლი­პარ­ტია ფერ­მე­რებს აფრ­თხი­ლებს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პეს­ტი­ციდს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­იც­ვან "ლო­დი­ნის პე­რი­ო­დი", რაც იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ევ­რო­პუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო წამ­ლო­ბი­დან მო­სავ­ლის აღე­ბამ­დე 21 დღე უნდა გა­ვი­დეს, რომ არ მოხ­დეს მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის პრო­დუქ­ცი­ა­ში დაგ­რო­ვე­ბა.

"ზო­გი­ერთ ად­გი­ლებ­ში ციტ­რუ­სებ­შიც აღი­ნიშ­ნე­ბო­და ფა­როს­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა, მაგ­რამ არა ისე­თი ოდე­ნო­ბით, რო­გორც ეს სხვა კულ­ტუ­რებ­ში იყო, რად­გა­ნაც ამ პე­რი­ოდ­ში უკვე ფა­რო­სა­ნე­ბის დიდ ნა­წილს დას­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს კვე­ბის ციკ­ლი და ეძებს თავ­შე­სა­ფარს, მცი­რე ნა­წი­ლი კი, რო­მე­ლიც ჯე­რაც აგ­რძე­ლებს კვე­ბას, აღი­ნიშ­ნე­ბო­და ციტ­რუ­სებ­შიც.

რის­კი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ციტ­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ და პირ­ველ რიგ­ში, პეს­ტი­ცი­დე­ბი გა­და­ვე­ცით აჭა­რის, გუ­რი­ის და სა­მეგ­რე­ლოს ნა­წილს, სა­დაც ციტ­რუ­სია. პრე­პა­რა­ტე­ბი ოჯა­ხებს და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რის წინ და­უ­რიგ­და. 1 ლიტ­რი საკ­მა­რი­სია 2 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რი­ის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბა­ღებ­ში მო­ნი­ტო­რინ­გი, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში და ფა­როს­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში მათ უნდა შე­წამ­ლონ ბა­ღე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ლი­პარ­ტი­ამ.

ლი­პარ­ტია ფიქ­რობს, რომ წელს, ციტ­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრობ­ლე­მა არ უნდა იყოს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ფაროსანა ციტრუსოვან კულტურებშიც დაფიქსირდა - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ციტრუსები შეწამლონ

ფაროსანა ციტრუსოვან კულტურებშიც დაფიქსირდა - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ციტრუსები შეწამლონ

სურსათის ეროვნული სააგენტო ციტრუსის მქონე მოსახლეობას ურჩევს, ბაღების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელონ და ფაროსანას აღმოჩენის შემთხვევაში, პესტიციდები გამოიყენონ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ განუცხადა, ფაროსანა დაფიქსირდა ციტრუსოვან კულტურებშიც, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ეს იყო სხვა კულტურებში.

ზურაბ ლიპარტია ფერმერებს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პესტიციდს გამოიყენებენ, აუცილებლად უნდა დაიცვან "ლოდინის პერიოდი", რაც იმაში მდგომარეობს, რომ ევროპული მონაცემებით, ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე 21 დღე უნდა გავიდეს, რომ არ მოხდეს მავნე ნივთიერებების პროდუქციაში დაგროვება.

"ზოგიერთ ადგილებში ციტრუსებშიც აღინიშნებოდა ფაროსნების არსებობა, მაგრამ არა ისეთი ოდენობით, როგორც ეს სხვა კულტურებში იყო, რადგანაც ამ პერიოდში უკვე ფაროსანების დიდ ნაწილს დასრულებული აქვს კვების ციკლი და ეძებს თავშესაფარს, მცირე ნაწილი კი, რომელიც ჯერაც აგრძელებს კვებას, აღინიშნებოდა ციტრუსებშიც.

რისკი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ციტრუსთან დაკავშირებით გავითვალისწინეთ და პირველ რიგში, პესტიციდები გადავეცით აჭარის, გურიის და სამეგრელოს ნაწილს, სადაც ციტრუსია. პრეპარატები ოჯახებს დაახლოებით 2 კვირის წინ დაურიგდა. 1 ლიტრი საკმარისია 2 ჰექტარი ტერიტორიის დასამუშავებლად. აუცილებელია ბაღებში მონიტორინგი, დათვალიერება ყოველდღიურ რეჟიმში და ფაროსნების აღმოჩენის შემთხვევაში მათ უნდა შეწამლონ ბაღები", - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

ლიპარტია ფიქრობს, რომ წელს, ციტრუსთან დაკავშირებით, პრობლემა არ უნდა იყოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი