პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

4

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:03-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 21:01-ზე – კარგი დღეა ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. თანამშრომლების დაქირავება. საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია. კარგია პურის გამოცხობა და ჭამა.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გულისხმობს დიფერენცირებული პაკეტები, რომლებიც 1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ამოქმედდება
რას გულისხმობს დიფერენცირებული პაკეტები, რომლებიც 1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ამოქმედდება

სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, 100 000 სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლამ­დე მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ებს 5 ძი­რი­თა­დი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი და­უ­ფი­ნანსდე­ბათ, - ამის შე­სა­ხებ შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც და­ვით სერ­გე­ენ­კომ გან­მარ­ტა, ეს და­ა­ვა­დე­ბე­ბია: მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა; გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა; კო­რო­ნა­ლუ­რი სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ა­ვა­დე­ბა; დი­ა­ბე­ტის მე­ო­რე ტიპი, რო­მე­ლიც ტაბ­ლე­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ფორ­მას მო­ი­თხოვს; ფილ­ტვე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რიც არის ბრონ­ქი­ა­ლუ­რი ას­თმა და ქრო­ნი­კუ­ლი ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა; ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვი­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

"რა თქმა უნდა, მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე მო­თხოვ­ნა მა­ღა­ლია მაგ­რამ, ეს ჯგუ­ფი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის 70%-ს ფა­რავს", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტი დღეს შე­ვი­და ძა­ლა­ში, მაგ­რამ ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ზა­ფხუ­ლი­დან.

"დღე­ი­დან გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დე­რი, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ თვე­ნა­ხე­ვარს სა­ჭი­რო­ებს. ამის შემ­დეგ ვვა­რა­უ­დობთ, რომ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა შე­მო­ტა­ნა და დის­ტრი­ბუ­ცია. ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა, რომ ამ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ჩვენ და­ვა­წე­სეთ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის ნიშ­ნუ­ლი - მე­დი­კა­მენ­ტე­ბი უნდა იყოს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ან თუ სხვა ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შია წარ­მო­ე­ბუ­ლი, მათ უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ ამ სე­რი­ა­ზე, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ აკ­რე­დი­ტი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის სერ­თი­ფი­კა­ტი. ეს არის, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი დაც­ვა იმი­სა, რომ ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი იქ­ნე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი. ეს არის ხან­გრძლი­ვი პრო­ექ­ტი, რაც არ არის ერთჯე­რა­დი აქ­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ეს იქ­ნე­ბა თვე­ში მაქ­სი­მუმ 1 ლა­რის ოდე­ნო­ბის გა­და­სა­ხა­დი", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ყო­ველ­თაო პროგ­რა­მის ჯუ­ფებ­სა და და­ფი­ნან­სე­ბის პი­რო­ბებს, ის შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­ნი­სა­ზღვრა:

სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ებს, რო­მელ­თა ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 1000 ლარ­ზე მე­ტია, მაგ­რამ წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი არ აღე­მა­ტე­ბა 40 000 ლარს, არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, ისარ­გებ­ლონ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის შე­ზღუ­დუ­ლი სერ­ვი­სე­ბით ან კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო პა­კე­ტით.

გარ­და ამი­სა, ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­მა­ვა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, კერ­ძო და­ზღვე­ვის პა­კე­ტის ქო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბათ ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა კერ­ძოდ, ქი­მიო და ჰორ­მო­ნო­თე­რა­პია. ასე­ვე, მშო­ბი­ა­რო­ბა/სა­კე­ის­რო კვე­თის მომ­სა­ხუ­რე­ბა.

და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ებს, რო­მელ­თა ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 1000 ლარ­ზე ნაკ­ლე­ბია, ასე­ვე თვით­და­საქ­მე­ბულ, არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე პი­რებს კერ­ძო და­ზღვე­ვის ქო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბათ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა, თუმ­ცა მცი­რედ შე­ზღუ­დუ­ლი პა­კე­ტით. ასე­ვე, მათ მი­ე­ცე­მათ გარ­და­მა­ვა­ლი ეტა­პის პრი­ვი­ლე­გია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თუ ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­მა­ვა­ლი მო­ქა­ლა­ქე შე­ი­ძენს კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო პა­კეტს, პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ურ­გენ­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბი მი­ე­წო­დე­ბათ უც­ვლე­ლად. ასე­ვე, ხელ­მი­საწ­ვდო­მი რჩე­ბა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მარ­თვა (ქი­მიო, ჰორ­მო­ნო და სხი­ვუ­რი თე­რა­პია) და მშო­ბი­ა­რო­ბა/სა­კე­ის­რო კვე­თის მომ­სა­ხუ­რე­ბა.

სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მო­ქა­ლა­ქე­ებს, პი­რებს რო­მელ­თა სა­რე­ი­ტინ­გო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, და 6-დან 18 წლამ­დე ასა­კის მო­ზარ­დებს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის მო­ცუ­ლო­ბა უც­ვლე­ლად შე­უ­ნარ­ჩინ­დე­ბათ. ამას­თან, მათ არ ეზღუ­დე­ბათ კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო პა­კე­ტით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა.

მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ებს, რო­მელ­თა შე­მო­სა­ვა­ლი წე­ლი­წად­ში 40 000 ლარს აღე­მა­ტე­ბა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მით ვე­ღარ ისარ­გებ­ლე­ბენ.

სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის სერ­ვი­სე­ბის მო­ცუ­ლო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი (და არა ოჯა­ხის) შე­მო­სავ­ლის მი­ხედ­ვით.

პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მშო­ბი­ა­რო­ბა ყვე­ლა ჯგუფს და­უ­ფი­ნანსდე­ბა. ასე­ვე, ყვე­ლა ჯგუ­ფი დარ­ჩე­ბა ჯან­დაც­ვის სა­ხელ­მწი­ფო სხვა პროგ­რა­მე­ბის (მაგ: C ჰე­პა­ტი­ტის, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის, დი­ა­ბე­ტის მარ­თვი­სა და ა.შ) მო­სარ­გებ­ლე­ე­ბად.

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ცვლი­ლე­ბის მი­ზა­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის შექ­მნა. გარ­და ამი­სა, სა­და­ზღვე­ვო ინ­დუსტრი­ას ექ­ნე­ბა ყვე­ლა ბერ­კე­ტი, რომ აქ­ტი­უ­რი მარ­კე­ტინ­გით შეძ­ლონ, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მი­ზიდ­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რაზე ისაუბრა მზია ამაღლობელმა სასამართლოზე და რა მოლოდინები აქვთ მის უფლებადამცველებს

რას გულისხმობს დიფერენცირებული პაკეტები, რომლებიც 1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ამოქმედდება

რას გულისხმობს დიფერენცირებული პაკეტები, რომლებიც 1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ამოქმედდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში, 100 000 სარეიტინგო ქულამდე მქონე მოქალაქეებს 5 ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატები დაუფინანსდებათ, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა; გულის უკმარისობა; კორონალური სისხლძარღვების დაავადება; დიაბეტის მეორე ტიპი, რომელიც ტაბლეტური მკურნალობის ფორმას მოითხოვს; ფილტვების ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის ბრონქიალური ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ფარისებრი ჯირკვილის დაავადებები.

"რა თქმა უნდა, მედიკამენტებზე მოთხოვნა მაღალია მაგრამ, ეს ჯგუფი ქრონიკული დაავადების დაახლოებით ამბულატორიული პაციენტების საჭიროების 70%-ს ფარავს", - განაცხადა სერგეენკომ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი დღეს შევიდა ძალაში, მაგრამ ხელმისაწვდომი იქნება ზაფხულიდან.

"დღეიდან გააქტიურდება საერთაშორისო ტენდერი, რომელიც ჩვეულებრივ თვენახევარს საჭიროებს. ამის შემდეგ ვვარაუდობთ, რომ ორი კვირის განმავლობაში იქნება შემოტანა და დისტრიბუცია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ მედიკამენტებზე ჩვენ დავაწესეთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის კონტროლის ნიშნული - მედიკამენტები უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული ან თუ სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშია წარმოებული, მათ უნდა წარმოადგინონ ამ სერიაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული საერთაშორისო ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერთიფიკატი. ეს არის, ფაქტობრივად, გარანტირებული დაცვა იმისა, რომ ეს მედიკამენტები იქნება ხარისხიანი. ეს არის ხანგრძლივი პროექტი, რაც არ არის ერთჯერადი აქცია. რაც შეეხება მედიკამენტების ღირებულებას ამ ადამიანებისთვის, ეს იქნება თვეში მაქსიმუმ 1 ლარის ოდენობის გადასახადი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება საყოველთაო პროგრამის ჯუფებსა და დაფინანსების პირობებს, ის შემდეგნაირად განისაზღვრა:

საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.

გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთერაპია. ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.

დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით. ასევე, მათ მიეცემათ გარდამავალი ეტაპის პრივილეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქე შეიძენს კერძო სადაზღვევო პაკეტს, პროგრამის ფარგლებში ურგენტული სერვისები მიეწოდებათ უცვლელად. ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვა (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩინდებათ. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით.

პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს დაუფინანსდება. ასევე, ყველა ჯგუფი დარჩება ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების (მაგ: C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიაბეტის მართვისა და ა.შ) მოსარგებლეებად.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ცვლილების მიზანია სოციალური სამართლიანობის შექმნა. გარდა ამისა, სადაზღვევო ინდუსტრიას ექნება ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით შეძლონ, მომხმარებლების მიზიდვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი