საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

24

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 05:42-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 08:26-ზე ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყემალი, რაჭული ლორი, ხარაგაულის ნიყვი და ჭოპორტის პომიდორი - ახალი "ბრენდები" საქართველოდან
 ტყემალი, რაჭული ლორი, ხარაგაულის ნიყვი და ჭოპორტის პომიდორი - ახალი "ბრენდები" საქართველოდან

რა­ჭუ­ლი ლორი, ხა­რა­გა­უ­ლის ნიყ­ვი და ჭო­პორ­ტის პო­მი­დო­რი პო­ტენ­ცი­უ­რი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ნიშ­ვნე­ბის სი­ა­შია.

გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ნიშ­ვნა არის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლის სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც ისე­თი პრო­დუქ­ტის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რომ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბი და ხა­რის­ხი უშუ­ა­ლოდ არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ამ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გი­ლის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი (ხში­რად უნი­კა­ლუ­რი) გა­რე­მო პი­რო­ბე­ბით (ნი­ა­და­გი, წყა­ლი, ჰავა, ტრა­დი­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის წესი). გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ნიშ­ვნის მა­ტა­რე­ბე­ლი პრო­დუქ­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 2.5 ჯერ აღე­მა­ტე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი სხვა პრო­დუქ­ტე­ბის ფასს და სარ­გებ­ლობს ბა­ზარ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბით.

ამ დრო­ის­თვის გა­მოვ­ლე­ნი­ლია 130-მდე პო­ტენ­ცი­უ­რი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ნიშ­ვნა, რო­მელ­თა შო­რის ჩა­მოთ­ვლი­ლებს გარ­და არის: კოლ­ხუ­რი თხი­ლი, ლა­გო­დე­ხის სა­ზამ­თრო, კოლ­ხუ­რი დაფ­ნა, ხელ­ვა­ჩა­უ­რის მან­და­რი­ნი, ტა­ბა­წყუ­რის სტა­ფი­ლო, მარ­ნე­უ­ლის სა­ად­რეო კარ­ტო­ფი­ლი და სხვ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ნიშ­ვნით დაც­ვა­დი პრო­დუქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნას, მათ ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ას, სპე­ცი­ფი­კა­ცი­ე­ბის დად­გე­ნას და სა­მარ­თლებ­რი­ვი დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას საქპა­ტენ­ტის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ა(ა)იპ "ორი­ჯინ-ჯორ­ჯია" უზ­რუნ­ველ­ყოფს.

გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ნიშ­ვნე­ბის დაც­ვა ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბის (DCFTA) ერთ-ერთ შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ი­დან 40-ზე მეტი (ღვი­ნო, მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, ყვე­ლი და სხვ.) რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია რო­გორც გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ნიშ­ვნა, რომ­ლის დიდი ნა­წი­ლი ქარ­თულ ექ­სპორტზე გა­დის.

გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ნიშ­ვნე­ბის სა­კი­თხი, ერთ-ერ­თია იმ სა­კი­თხებს შო­რის, რო­მე­ლიც საქპა­ტენ­ტი­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WIPO) მიერ გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე - "ბრენ­დინ­გის სტრა­ტე­გი­ე­ბი" გა­ნი­ხი­ლე­ბა. კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნია ქარ­თვე­ლი მე­წარ­მე­ე­ბი და ფერ­მე­რე­ბი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ნიშ­ვნით და­ცუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის უპი­რა­ტე­სო­ბებს გა­ეც­ნონ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს ბა­ზარ­ზე.

ღო­ნის­ძი­ე­ბას 120-ზე მეტი მე­წარ­მე და ფერ­მე­რი ეს­წრე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა

ტყემალი, რაჭული ლორი, ხარაგაულის ნიყვი და ჭოპორტის პომიდორი - ახალი "ბრენდები" საქართველოდან

 ტყემალი, რაჭული ლორი, ხარაგაულის ნიყვი და ჭოპორტის პომიდორი - ახალი "ბრენდები" საქართველოდან

რაჭული ლორი, ხარაგაულის ნიყვი და ჭოპორტის პომიდორი პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების სიაშია.

გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული არეალის სახელი, რომელიც ისეთი პროდუქტის აღსანიშნავად გამოიყენება, რომლის განსაკუთრებული თვისებები და ხარისხი უშუალოდ არის განპირობებული ამ გეოგრაფიული ადგილის დამახასიათებელი (ხშირად უნიკალური) გარემო პირობებით (ნიადაგი, წყალი, ჰავა, ტრადიციული წარმოების წესი). გეოგრაფიული აღნიშვნის მატარებელი პროდუქციის ღირებულება საშუალოდ 2.5 ჯერ აღემატება ანალოგიური სხვა პროდუქტების ფასს და სარგებლობს ბაზარზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნილებით.

ამ დროისთვის გამოვლენილია 130-მდე პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელთა შორის ჩამოთვლილებს გარდა არის: კოლხური თხილი, ლაგოდეხის საზამთრო, კოლხური დაფნა, ხელვაჩაურის მანდარინი, ტაბაწყურის სტაფილო, მარნეულის საადრეო კარტოფილი და სხვ.

საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნით დაცვადი პროდუქტების გამოვლენას, მათ ინვენტარიზაციას, სპეციფიკაციების დადგენას და სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას საქპატენტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ "ორიჯინ-ჯორჯია" უზრუნველყოფს.

გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთ შემადგენელი ნაწილია. ამჟამად საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან 40-ზე მეტი (ღვინო, მინერალური წყალი, ყველი და სხვ.) რეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის დიდი ნაწილი ქართულ ექსპორტზე გადის.

გეოგრაფიული აღნიშვნების საკითხი, ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელიც საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ გამართულ კონფერენციაზე - "ბრენდინგის სტრატეგიები" განიხილება. კონფერენციის მიზანია ქართველი მეწარმეები და ფერმერები გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქციის უპირატესობებს გაეცნონ როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ბაზარზე.

ღონისძიებას 120-ზე მეტი მეწარმე და ფერმერი ესწრება საქართველოს ყველა რეგიონიდან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი