Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველი ჭაჭაში, თაფლში, დამპალი... - ქართული ყველის უცნობი სახეობები და ქალი, რომელმაც მათი დამზადების საიდუმლო იცის
ყველი ჭაჭაში, თაფლში, დამპალი... - ქართული ყველის უცნობი სახეობები და ქალი, რომელმაც მათი დამზადების საიდუმლო იცის

ყვე­ლის ასე­უ­ლო­ბით სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ტექ­ნო­ლო­გი­ით მზად­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ პრო­დუქ­ტის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბია: იმე­რუ­ლი ყვე­ლი, სულ­გუ­ნი და გუ­დის ყვე­ლი...

თუმ­ცა, ყვე­ლა კუ­თხეს ოდით­გან­ვე ყვე­ლის სა­კუ­თა­რი სა­ხე­ო­ბა ჰქონ­და, რაც ად­გი­ლობ­რივ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებს, ცხოვ­რე­ბის სტილს და სხვა მრა­ვალ ფაქ­ტორს ემ­ყა­რე­ბო­და. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის დამ­ზა­დე­ბის ტრა­დი­ცია დღე­საც არ­სე­ბობს, ზო­გიც აქა-იქ სუს­ტად, მაგ­რამ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლია, თუმ­ცა და­სა­ნა­ნია, რომ უმე­ტე­სო­ბა მი­ვი­წყე­ბუ­ლია...

ანა მი­ქა­ძე-ჩიკ­ვა­ი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე და თა­ვა­დაც ამ პრო­დუქ­ტის მწარ­მო­ე­ბე­ლი, ყვე­ლით უკვე წლე­ბია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია და სო­ფელ-სო­ფელ სა­ინ­ტე­რე­სო რე­ცეპ­ტე­ბის სა­პოვ­ნე­ლად და­დის. ამა­სო­ბა­ში მისი მონ­დო­მე­ბი­თა და აქ­ტი­უ­რი შრო­მით, სა­ხელ­მწი­ფომ 14 და­სა­ხე­ლე­ბის ყვე­ლი და­ა­რე­გის­ტრი­რა.

"ყვე­ლის სა­ხე­ლე­ბის დარ­ქმე­ვი­სას ცო­ტა­თი მო­ვი­კოჭ­ლებთ. ერ­თა­დერ­თი, სოფ­ლის სა­ხე­ლი რა­საც ჰქვია, კო­ბის ყვე­ლია. მზად­დე­ბა ძრო­ხის ნა­ხევ­რად მოხ­დი­ლი რძით, რო­მელ­საც ცხვრის რძე­საც ურე­ვენ. თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში ცხოვ­რობს რუს­ლან გუ­ჯა­რა­ი­ძე, რო­მელ­მაც ეს ყვე­ლი გა­და­არ­ჩი­ნა," - გვე­უბ­ნე­ბა ანა მი­ქა­ძე, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი ყვე­ლის იშ­ვი­ათ სა­ხე­ო­ბებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

"53 და­სა­ხე­ლე­ბის ყველს ვამ­ზა­დებ. თუმ­ცა შე­უძ­ლე­ბე­ლია ზუს­ტად თქვა, რამ­დე­ნი არ­სე­ბობს", - აღ­ნიშ­ნავს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი.

14 და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი ყვე­ლის სი­ა­შია შე­სუ­ლი: დამ­ბალ­ხა­ჭო, ჩოგი, ტე­ნი­ლი ყვე­ლი, კალ­ტი, კობი, აჭა­რუ­ლი ჩე­ჩი­ლი, მეს­ხუ­რი ჩე­ჩი­ლი, სულ­გუ­ნი, მეგ­რუ­ლი სულ­გუ­ნი, სვა­ნუ­რი სულ­გუ­ნი, გუ­დის ყვე­ლი, თუ­შუ­რი გუდა, იმე­რუ­ლი და ქარ­თუ­ლი.

"ქარ­თვე­ლებ­ში ყვე­ლა­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით მა­ინც იმე­რუ­ლი ყვე­ლი და სულ­გუ­ნი სარ­გებ­ლობს. თუმ­ცა არის ჩოგი - თუ­შე­ბის ყვე­ლი, რო­მე­ლიც გუ­დის ყველ­სა და რა­ღაც სხვა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სით მი­ი­ღე­ბა. მა­სას ხე­ლით კარ­გად გა­ჭყლე­ტენ და ფხვი­ე­რად ინა­ხა­ვენ.

ჩოგი დე­ლი­კა­ტე­სია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუმ­რე­ბის­თვის თუ გა­ი­მე­ტე­ბენ. ბა­ზარ­შიც არას­დროს გაჰ­ქონ­დათ, მისი იქ გა­ტა­ნა უჭირ­დათ, რად­გა­ნაც ცო­ცხა­ლი აფ­თი­ა­ქია", - გვიყ­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ანა.

ასე­თი­ვეა ყვე­ლი - კალ­ტი (სვე­ლი და ხმე­ლი). სვე­ლი კალ­ტი ცხვრის ნა­დუ­ღის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ხმე­ლი კალ­ტი ძრო­ხის ნა­დუ­ღის­გან, - სპე­ცი­ა­ლურ პა­ტა­რა კვე­რებს აკ­თე­ბენ, დიდ­ხანს ზე­ლენ (თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე ხდე­ბა გა­და­ზე­ლა და და­ვა­კუ­მე­ბა), რის შემ­დე­გაც ნაც­რის­ფერ­დე­ბა, მა­ღა­ლი ცხი­მი­ა­ნო­ბა აქვს. მის კვე­რებს ჩელ­ტებ­ზე აშ­რო­ბენ, სა­დაც ნი­ა­ვი მსუ­ბუ­ქად უბე­რავს, ინ­ტენ­სი­უ­რი ქარი არ უხ­დე­ბა და არც მზე, ჩრდილ­ში ზო­მი­ე­რად უნდა გა­მოშ­რეს.

"ამ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლი გახ­მო­ბამ­დე ნელ-ნელა მი­დის ისე, რომ ხე­ლით მისი გა­ტეხ­ვაც კი გი­ჭირს. ეს ყვე­ლი რო­დე­საც ბა­ზარ­ზე გა­მო­ვი­ტა­ნეთ, ვი­საც არ გა­ვა­სინ­ჯეთ, ყვე­ლას პარ­მე­ზა­ნი (იტა­ლი­უ­რი ყვე­ლი) ეგო­ნა. მოკ­ლედ, მა­საც მწყემ­სე­ბის აფ­თი­აქს ეძა­ხი­ან, რად­გა­ნაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს, რაც მწყემ­სებს გა­ცი­ე­ბის­გან იცავს...

სვე­ლი კალ­ტი შე­უ­და­რე­ბე­ლია, ყვე­ლის მე­ფედ ვა­ღი­ა­რებ. რო­დე­საც არ­გენ­ტი­ნის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნისტრს გა­ვა­სინ­ჯეთ, გა­უკ­ვირ­და, - ასე­თი ყვე­ლი ბა­ზარ­ზე რა­ტომ არ გა­გაქ­ვთო?" - ამ­ბობს ანა მი­ქა­ძე.

ტე­ნი­ლი ყვე­ლი - ეს სა­ხელ­წო­დე­ბა მისი დამ­ზა­დე­ბის პრო­ცესს აღ­წერს. სხვა­თა შო­რის, სომ­ხებს მით­ვი­სე­ბა უნ­დო­დათ, მაგ­რამ და­რე­გის­ტრი­რე­ბი­სას სა­ხელ­მა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, მათ და­უ­სა­ბუ­თეს, რომ ისე­თი სა­ხე­ლი აქვს, დამ­ზა­დე­ბის პრო­ცესს აღ­წერს და შე­უძ­ლე­ბე­ლია, სხვა ქვეყ­ნის იყოს. ის თერ­მუ­ლად და­მუ­შა­ვებ­ლი ძა­ფის ფორ­მის მა­საა. რა­საც მეს­ხი მეყ­ვე­ლე პირ­და­პირ რძე­ში­ვე აკე­თებს, თმის ღე­რე­ბის ზო­მა­ზე დაჰ­ყავს. მას ნა­ღებს უმა­ტებს და ქოთ­ნებ­ში ტე­ნის.

"ადრე სა­ო­ჯა­ხო ყვე­ლად მი­იჩ­ნე­ო­და და ცოტა საკ­რა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბაც ჰქონ­და, არას­დროს გაჰ­ქონ­დათ ბა­ზარ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბულ დღე­სას­წა­ულ­ზე ამ­ზა­დე­ბედ­ნენ, თუ მას­პინ­ძელს სტუ­მა­რი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბო­და, ამ პრო­დუქტს მა­შინ გა­ა­სინ­ჯებ­და. სა­ხელ­მწი­ფომ ასე­ვე და­ა­რე­გის­ტრი­რა, ჩე­ჩი­ლი ყვე­ლი, რაც მეს­ხურ-აჭა­რუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა, მაგ­რამ აჭა­რუ­ლი მეს­ხუ­რი ჩე­ჩი­ლის­გან გან­სხვავ­დე­ბა, თუმ­ცა დამ­ზა­დე­ბის პრინ­ცი­პი ერთი და იგი­ვეა.

- სულ­გუნს ბოლო დროს ქარ­თლსა და კა­ხეთ­შიც ამ­ზა­დე­ბენ. არის თუ არა ის ნამ­დვი­ლი სულ­გუ­ნი?

- კი, კა­ხეთ­ში, მარ­ნე­ულ­ში, ბოლ­ნის­ში კეთ­დე­ბა და მეგ­რუ­ლი სულ­გუ­ნის­გან ბევ­რად გან­სხვავ­დე­ბა, რად­გა­ნაც "მეგ­რუ­ლი მასა" ვარ­დის ფურ­ცლე­ბი­ვით იშ­ლე­ბა და სხვა­ნა­ი­რად ვარ­გდე­ბა. აღ­მო­სავ­ლეთ­ში მა­რილ­წყალ­ში ათავ­სე­ბენ, მეგ­რულს მა­რილ­წყალ­ში არ დე­ბენ, საყ­ვე­ლე დერ­გში ინა­ხა­ვენ.

დერ­გებ­ში იმის­თვის ათავ­სე­ბენ, რომ სა­კუ­თა­რი რძე გა­მო­უშ­ვას და სწო­რედ ეგ წა­თხი ინა­ხავს. სულ­გუნს ადრე თაფლშიც ინა­ხავ­დნენ, თუმ­ცა ამის ტექ­ნო­ლო­გია სხვა­დას­ხვაა. ზოგი მხო­ლოდ თაფლში ინა­ხავს და ზო­გიც თაფლში გა­და­ზელს, რაც მა­სას სხვა სა­გე­მოვ­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბას სძენს, ევ­რო­პულ ყველს ემ­სგავ­სე­ბა, შიგ­ნით რბი­ლი რჩე­ბა, გა­რე­დან მაგრდე­ბა და არო­მა­ტიც სხვა აქვს. ყვე­ლის შე­ნახ­ვის მე­თო­დე­ბი ყვე­ლა ქვე­ყა­ნას სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი აქვს. ინა­ხა­ვენ ღვი­ნო­შიც და ა.შ"

და­ვი­წყე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სვა­ნუ­რი ყვე­ლი - ნარჩვი და ქარ­თლუ­რი დომ­ხა­ლი. ეს უკა­ნას­კნე­ლი მაწ­ვნის­გან კეთ­დე­ბა. მარ­ტყოფ­ში შევ­ხვდი ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც დომ­ხალს ამ­ზა­დებს. ეს ყვე­ლი შე­გიძ­ლი­ათ პურ­ზე კა­რა­ქი­ვით წა­უს­ვათ და ისე მი­ირ­თვათ.

დამ­ბალ­ხა­ჭო - ყვე­ლა­ზე ძვი­რი ყვე­ლია. კი­ლოს ფასი 12-18 დო­ლარს აღ­წევს. სამ­შობ­ლო ფშა­ვია. ის ობი­ა­ნი ყვე­ლის სა­ხე­ო­ბაა და პე­ნი­ცი­ლი­ნის სო­კოს შე­ი­ცავს. თუმ­ცა, ევ­რო­პუ­ლი ობი­ა­ნი ყვე­ლის­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ ევ­რო­პე­ლე­ბი ყველს სპე­ცი­ა­ლუ­რად სო­კოს ბაქ­ტე­რი­ე­ბით აო­ბე­ბენ, დამ­ბალ­ხა­ჭოს კი ბუ­ნებ­რი­ვი გზით.

დამ­პა­ლი ყვე­ლი - კი­დევ ერთი იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბა, რო­მელ­საც ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა მი­აგ­ნო. ეს ობ­მო­კი­დე­ბუ­ლი თეთ­რი ყვე­ლია, კა­რა­ქის შიგ­თავ­სით.

"ზუს­ტად ფრან­გუ­ლი "კა­მამ­ბე­რის" მსგავ­სია. შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნე აჭა­რა­ში. ერთ-ერთ პა­ტა­რა, ოჯა­ხურ სას­ტუმ­რო­ში მო­მარ­თვეს სა­უზ­მე­ზე - რო­გორც გა­ირ­კვა, შეც­დო­მით. დი­ა­სახ­ლისს ეს ყვე­ლი თურ­მე ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ჰქონ­და გა­და­ნა­ხუ­ლი. სწო­რედ მის­გან ვის­წავ­ლე რე­ცეპ­ტი" - აღ­ნიშ­ნავს ქალ­ბა­ტო­ნი ანა.

გარ­და იმი­სა, რომ ძველ რე­ცეპ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა-აღ­დგე­ნი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, თვი­თო­ნაც იგო­ნებს ახალ-ახალ სა­ხე­ო­ბებს. მა­გა­ლი­თად, ჭა­ჭა­ში შე­ნა­ხუ­ლი ყვე­ლი.

"ამ ყვე­ლის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია მე შე­ვი­მუ­შა­ვე, მაგ­რამ მერე ჩემი ვა­ჟის მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, ბა­ბუ­ა­ჩემს ასე­თი ყვე­ლის ის­ტო­რი­აც კი ახ­სოვ­სო. თურ­მე, ჯერ კი­დევ თურ­ქო­ბი­სას მეგ­რე­ლე­ბი სულ­გუნს ჭა­ჭის კას­რებ­ში მა­ლავ­დნენ, რომ მომ­ხდუ­რე­ბის­გან და­ეც­ვათ.

მუს­ლი­მე­ბი ხომ სპირ­ტი­ან სას­მე­ლებს არ ეკა­რე­ბოდ­ნენ და არცკი ჩა­ი­ხე­დავ­დნენ ჭა­ჭი­ან ჭურ­ჭელ­ში. ასე­თია ლე­გენ­და, ოღონდ, რამ­დე­ნად მარ­თა­ლია, არ ვიცი", - ამ­ბობს ანა მი­ქა­ძე-ჩიკ­ვა­ი­ძე და დას­ძენს, რომ ყვე­ლის თემა ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე არის შე­სას­წავ­ლი, რაზე მუ­შა­ო­ბას აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს.

ფო­ტო­ე­ბი ანა მი­ქა­ძე-ჩიკ­ვა­ი­ძის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი­დან

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცინო
0

ღმერთმა ხელი მოგიმართოს, კარგი საქმე დაგიწყია და წარმატებებს გისურვებ. ბევრი რამ დავიწყებას რომ არ მიეცეს ბევრ შრომას მოითხოვს. უფალი შეგეწიოს ამ მამულიშვილურ საქმეში.

ანია
0

ეს ქალი გამაგიჟებს! ზებუნებრივი ძალისა და ნიჭის პატრონი! ფიგარო აქ ფიგარო იქ!ყველგან არის!და ყველააფერი გამოსდის! მიეციტ ძალაუფლება თქვნზე უკეთ წაუძღვება ქვეყანასაც!

ავტორი:

ყველი ჭაჭაში, თაფლში, დამპალი... - ქართული ყველის უცნობი სახეობები და ქალი, რომელმაც მათი დამზადების საიდუმლო იცის

ყველი ჭაჭაში, თაფლში, დამპალი... - ქართული ყველის უცნობი სახეობები და ქალი, რომელმაც მათი დამზადების საიდუმლო იცის

ყველის ასეულობით სახეობა არსებობს, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიით მზადდება. საქართველოში ამ პროდუქტის გავრცელებული სახეობებია: იმერული ყველი, სულგუნი და გუდის ყველი...

თუმცა, ყველა კუთხეს ოდითგანვე ყველის საკუთარი სახეობა ჰქონდა, რაც ადგილობრივ კლიმატურ პირობებს, ცხოვრების სტილს და სხვა მრავალ ფაქტორს ემყარებოდა. ზოგიერთი მათგანის დამზადების ტრადიცია დღესაც არსებობს, ზოგიც აქა-იქ სუსტად, მაგრამ კიდევ შემორჩენილია, თუმცა დასანანია, რომ უმეტესობა მივიწყებულია...

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე და თავადაც ამ პროდუქტის მწარმოებელი, ყველით უკვე წლებია დაინტერესებულია და სოფელ-სოფელ საინტერესო რეცეპტების საპოვნელად დადის. ამასობაში მისი მონდომებითა და აქტიური შრომით, სახელმწიფომ 14 დასახელების ყველი დაარეგისტრირა.

"ყველის სახელების დარქმევისას ცოტათი მოვიკოჭლებთ. ერთადერთი, სოფლის სახელი რასაც ჰქვია, კობის ყველია. მზადდება ძროხის ნახევრად მოხდილი რძით, რომელსაც ცხვრის რძესაც ურევენ. თრუსოს ხეობაში ცხოვრობს რუსლან გუჯარაიძე, რომელმაც ეს ყველი გადაარჩინა," - გვეუბნება ანა მიქაძე, რომელსაც ქართული ყველის იშვიათ სახეობებზე ვესაუბრეთ.

"53 დასახელების ყველს ვამზადებ. თუმცა შეუძლებელია ზუსტად თქვა, რამდენი არსებობს", - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

14 დაპატენტებული ყველის სიაშია შესული: დამბალხაჭო, ჩოგი, ტენილი ყველი, კალტი, კობი, აჭარული ჩეჩილი, მესხური ჩეჩილი, სულგუნი, მეგრული სულგუნი, სვანური სულგუნი, გუდის ყველი, თუშური გუდა, იმერული და ქართული.

"ქართველებში ყველაზე დიდი პოპულარობით მაინც იმერული ყველი და სულგუნი სარგებლობს. თუმცა არის ჩოგი - თუშების ყველი, რომელიც გუდის ყველსა და რაღაც სხვა ტექნოლოგიური პროცესით მიიღება. მასას ხელით კარგად გაჭყლეტენ და ფხვიერად ინახავენ.

ჩოგი დელიკატესია და განსაკუთრებული სტუმრებისთვის თუ გაიმეტებენ. ბაზარშიც არასდროს გაჰქონდათ, მისი იქ გატანა უჭირდათ, რადგანაც ცოცხალი აფთიაქია", - გვიყვება ქალბატონი ანა.

ასეთივეა ყველი - კალტი (სველი და ხმელი). სველი კალტი ცხვრის ნადუღისგანაა დამზადებული. ხმელი კალტი ძროხის ნადუღისგან, - სპეციალურ პატარა კვერებს აკთებენ, დიდხანს ზელენ (თვეების მანძილზე ხდება გადაზელა და დავაკუმება), რის შემდეგაც ნაცრისფერდება, მაღალი ცხიმიანობა აქვს. მის კვერებს ჩელტებზე აშრობენ, სადაც ნიავი მსუბუქად უბერავს, ინტენსიური ქარი არ უხდება და არც მზე, ჩრდილში ზომიერად უნდა გამოშრეს.

"ამ პერიოდში ყველი გახმობამდე ნელ-ნელა მიდის ისე, რომ ხელით მისი გატეხვაც კი გიჭირს. ეს ყველი როდესაც ბაზარზე გამოვიტანეთ, ვისაც არ გავასინჯეთ, ყველას პარმეზანი (იტალიური ყველი) ეგონა. მოკლედ, მასაც მწყემსების აფთიაქს ეძახიან, რადგანაც დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, რაც მწყემსებს გაციებისგან იცავს...

სველი კალტი შეუდარებელია, ყველის მეფედ ვაღიარებ. როდესაც არგენტინის სოფლის მეურნეობის მინისტრს გავასინჯეთ, გაუკვირდა, - ასეთი ყველი ბაზარზე რატომ არ გაგაქვთო?" - ამბობს ანა მიქაძე.

ტენილი ყველი - ეს სახელწოდება მისი დამზადების პროცესს აღწერს. სხვათა შორის, სომხებს მითვისება უნდოდათ, მაგრამ დარეგისტრირებისას სახელმა გადაგვარჩინა, მათ დაუსაბუთეს, რომ ისეთი სახელი აქვს, დამზადების პროცესს აღწერს და შეუძლებელია, სხვა ქვეყნის იყოს. ის თერმულად დამუშავებლი ძაფის ფორმის მასაა. რასაც მესხი მეყველე პირდაპირ რძეშივე აკეთებს, თმის ღერების ზომაზე დაჰყავს. მას ნაღებს უმატებს და ქოთნებში ტენის.

"ადრე საოჯახო ყველად მიიჩნეოდა და ცოტა საკრალური მნიშვნელობაც ჰქონდა, არასდროს გაჰქონდათ ბაზარზე, განსაკუთრებულ დღესასწაულზე ამზადებედნენ, თუ მასპინძელს სტუმარი ძალიან მოეწონებოდა, ამ პროდუქტს მაშინ გაასინჯებდა. სახელმწიფომ ასევე დაარეგისტრირა, ჩეჩილი ყველი, რაც მესხურ-აჭარული წარმოშობისაა, მაგრამ აჭარული მესხური ჩეჩილისგან განსხვავდება, თუმცა დამზადების პრინციპი ერთი და იგივეა.

- სულგუნს ბოლო დროს ქართლსა და კახეთშიც ამზადებენ. არის თუ არა ის ნამდვილი სულგუნი?

- კი, კახეთში, მარნეულში, ბოლნისში კეთდება და მეგრული სულგუნისგან ბევრად განსხვავდება, რადგანაც ''მეგრული მასა'' ვარდის ფურცლებივით იშლება და სხვანაირად ვარგდება. აღმოსავლეთში მარილწყალში ათავსებენ, მეგრულს მარილწყალში არ დებენ, საყველე დერგში ინახავენ.

დერგებში იმისთვის ათავსებენ, რომ საკუთარი რძე გამოუშვას და სწორედ ეგ წათხი ინახავს. სულგუნს ადრე თაფლშიც ინახავდნენ, თუმცა ამის ტექნოლოგია სხვადასხვაა. ზოგი მხოლოდ თაფლში ინახავს და ზოგიც თაფლში გადაზელს, რაც მასას სხვა საგემოვნო მიმართულებას სძენს, ევროპულ ყველს ემსგავსება, შიგნით რბილი რჩება, გარედან მაგრდება და არომატიც სხვა აქვს. ყველის შენახვის მეთოდები ყველა ქვეყანას სხვადასხვანაირი აქვს. ინახავენ ღვინოშიც და ა.შ"

დავიწყებული სახეობებიდან აღსანიშნავია სვანური ყველი - ნარჩვი და ქართლური დომხალი. ეს უკანასკნელი მაწვნისგან კეთდება. მარტყოფში შევხვდი ადამიანს, რომელიც დომხალს ამზადებს. ეს ყველი შეგიძლიათ პურზე კარაქივით წაუსვათ და ისე მიირთვათ.

დამბალხაჭო - ყველაზე ძვირი ყველია. კილოს ფასი 12-18 დოლარს აღწევს. სამშობლო ფშავია. ის ობიანი ყველის სახეობაა და პენიცილინის სოკოს შეიცავს. თუმცა, ევროპული ობიანი ყველისგან იმით განსხვავდება, რომ ევროპელები ყველს სპეციალურად სოკოს ბაქტერიებით აობებენ, დამბალხაჭოს კი ბუნებრივი გზით.

დამპალი ყველი - კიდევ ერთი იშვიათი სახეობა, რომელსაც ჩვენმა რესპონდენტმა მიაგნო. ეს ობმოკიდებული თეთრი ყველია, კარაქის შიგთავსით.

"ზუსტად ფრანგული "კამამბერის" მსგავსია. შემთხვევით აღმოვაჩინე აჭარაში. ერთ-ერთ პატარა, ოჯახურ სასტუმროში მომართვეს საუზმეზე - როგორც გაირკვა, შეცდომით. დიასახლისს ეს ყველი თურმე ოჯახის წევრებისთვის ჰქონდა გადანახული. სწორედ მისგან ვისწავლე რეცეპტი" - აღნიშნავს ქალბატონი ანა.

გარდა იმისა, რომ ძველ რეცეპტების მოძიება-აღდგენითაა დაკავებული, თვითონაც იგონებს ახალ-ახალ სახეობებს. მაგალითად, ჭაჭაში შენახული ყველი.

"ამ ყველის დამზადების ტექნოლოგია მე შევიმუშავე, მაგრამ მერე ჩემი ვაჟის მეგობარმა მითხრა, ბაბუაჩემს ასეთი ყველის ისტორიაც კი ახსოვსო. თურმე, ჯერ კიდევ თურქობისას მეგრელები სულგუნს ჭაჭის კასრებში მალავდნენ, რომ მომხდურებისგან დაეცვათ.

მუსლიმები ხომ სპირტიან სასმელებს არ ეკარებოდნენ და არცკი ჩაიხედავდნენ ჭაჭიან ჭურჭელში. ასეთია ლეგენდა, ოღონდ, რამდენად მართალია, არ ვიცი", - ამბობს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე და დასძენს, რომ ყველის თემა ჯერ კიდევ ბოლომდე არის შესასწავლი, რაზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

ფოტოები ანა მიქაძე-ჩიკვაიძის "ფეისბუქის" გვერდიდან

"...ეს იყო კობას ოცნება, რომელიც ხუმრობის დროს თქვა" - დავითაშვილის მეუღლე ოჯახზე, შვილებსა და პოლიტიკოსის უკანასკნელ სურვილზე

"ქვეყანაში კლინიკური ვაკჰანალიაა... შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ არის" - ექიმი ვახტანგ კალოიანი

"თუ გადაწყდა, რომ 24-დან მოლები გაიხსნება, ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს, თუ რა ზომები უნდა იქნას მიღებული" - თურნავა