პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განსხვავებული აქცენტები": ინგა პავლოვას ივანიშვილის რუსული გარემოცვის წევრები უკავშირდებიან - რა კავშირი აქვს ექს-პრემიერის ყოფილ ცოლს კალაძესთან
"განსხვავებული აქცენტები": ინგა პავლოვას ივანიშვილის რუსული გარემოცვის წევრები უკავშირდებიან - რა კავშირი აქვს ექს-პრემიერის ყოფილ ცოლს კალაძესთან

"მას ეში­ნია", - ეს გან­ცხა­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ინგა პავ­ლო­ვას ად­ვო­კატ­მა "გან­სხვა­ვე­ბულ აქ­ცენ­ტებ­თან" სა­უბ­რის დროს გა­ა­კე­თა. მისი თქმით, პავ­ლო­ვას ეში­ნია მისი ყო­ფი­ლი ქმრის და იმ ყვე­ლაფ­რის, რაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს.

მას შემ­დეგ, რაც პავ­ლო­ვამ საფ­რან­გეთ­ში ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა, მას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბი და­უ­კავ­შირ­დნენ.

ჟურ­ნა­ლის­ტი ვლა­დი­მერ ივა­ნი­ძე ამ­ბობს, რომ პავ­ლო­ვას ბანკ "რა­სი­ის­კი" კრე­დი­ტის (რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ა­არ­სა) სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი და­უ­კავ­შირ­და და შეხ­ვედ­რა შეს­თა­ვა­ზა. რო­გორც ივა­ნი­ძე ამ­ბობს, პო­ლი­ა­კო­ვი მა­ნამ­დე პავ­ლო­ვას წერ­და და ამ­შვი­დებ­და, რომ რუ­სეთ­ში მათ სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი კომ­პა­ნია ფაქ­ტო­რე­ა­ლი არა­ფერ ცუდს არ აკე­თებ­და და პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მნე­ბო­და.

რუ­სულ კომ­პა­ნია ფაქ­ტო­რე­ა­ლის მე­წი­ლე პავ­ლო­ვა ისე გახ­და, რომ მან ამის შე­სა­ხებ არც კი იცო­და. პავ­ლო­ვამ უკვე მი­მარ­თა ჯერ რუ­სე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რას, შემ­დეგ კი სა­სა­მარ­თლოს იმის შე­სა­ხებ, რომ მას ამ კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და და არც მე­წი­ლე არ არის.

"პო­ლი­ა­კოვ­მა გა­ი­გო ინ­გას სახ­ლის ნო­მე­რი, და­უ­რე­კა და უთხრა რომ შეხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ. ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვის აქ­ტი­უ­რო­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც მი­ლი­არ­დე­რის წი­ნა­აღ­მდეგ საფ­რან­გეთ­ში გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. მათი ქმე­დე­ბე­ბი მსუ­ბუქ პა­ნი­კას ჰგავს. მე ვფიქ­რობ პავ­ლო­ვას­თან შეხ­ვედ­რით ივა­ნიშ­ვი­ლია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. საფ­რან­გეთ­ში 90-იანი წლე­ბის ივა­ნიშ­ვი­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და ივა­ნიშ­ვილს ალ­ბათ მო­უ­წევს პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა", - აცხა­დებს ჟურ­ნა­ლის­ტი ვლა­დი­მერ ივა­ნი­ძე.

გარ­და ამი­სა, ინგა პავ­ლო­ვა ყო­ფილ ქმარ­თან, მი­ლი­არ­დერ ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბას კა­ლა­ძის მეშ­ვე­ო­ბით ცდი­ლობ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტი ვლა­დი­მერ ივა­ნი­ძე ავ­რცე­ლებს. გა­და­ცე­მა "გან­სხვა­ვე­ბულ აქ­ცენ­ტებ­ში" ივა­ნი­ძე ამ­ბობს, რომ ინგა პავ­ლო­ვას ყვე­ლა მცდე­ლო­ბა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა.

"2011 წლის ბო­ლოს ან 2012 წლის და­სა­წყის­ში პავ­ლო­ვა ცდი­ლობ­და ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბას კა­ლა­ძის მეშ­ვე­ო­ბით, მაგ­რამ კა­ლა­ძის მდი­ვა­ნი მას ეუბ­ნე­ბო­და, რომ მის უფ­როსს არ ეცა­ლა. პავ­ლო­ვას უნ­დო­და გა­ე­გო ივა­ნიშ­ვი­ლის­გან, თუ რა მოხ­და წლე­ბის წინ", - აცხა­დებს ივა­ნი­ძე.

მისი თქმით, ინგა პავ­ლო­ვას­თვის არ იყო ცნო­ბი­ლი, ისე გა­შორ­და მას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

"პავ­ლო­ვას შე­სა­ხებ მე და­ვი­წყე ძებ­ნა მას შემ­დეგ, რაც ვი­კი­პე­დი­ა­ში ივა­ნიშ­ვი­ლის გვერ­დზე რამ­დენ­ჯერ­მე გა­მოჩ­ნდა, რომ მას ჰყავ­და ცოლი პა­რიზ­ში, ეს ინ­ფორ­მა­ცია შემ­დეგ წა­ი­შა­ლა, მერე ისევ და­ი­დო. ამის შემ­დეგ მე მო­ვი­ძიე ინ­ფორ­მა­ცია პა­რიზ­ში და აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს სი­მარ­თლე იყო და მას ცოლი ჰყავ­და პა­რიზ­ში უკვე გა­ცი­ლე­ბუ­ლი. მერე მოს­კოვ­ში მო­ვი­კი­თხე პავ­ლო­ვას შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და რო­გორც იქნა მი­ვა­გე­ნი. ინ­გას­თვის შო­კის­მომ­გვერ­ლი იყო ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი მას ისე გა­შორ­და, რომ მან ეს არც კი ოცო­და", - აცხა­დებს ჟურ­ნა­ლის­ტი ივა­ნი­ძე.

ივა­ნი­ძე აქვე გან­მარ­ტავს, რომ ინგა პავ­ლო­ვას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ისიც, რომ მა­შინ, რო­დე­საც ის ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე იყო, მი­ლი­არ­დერს უკვე ჰყავ­და შვი­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შე­საძ­ლოა 5 წლით და­ა­პა­ტიმ­რონ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"განსხვავებული აქცენტები": ინგა პავლოვას ივანიშვილის რუსული გარემოცვის წევრები უკავშირდებიან - რა კავშირი აქვს ექს-პრემიერის ყოფილ ცოლს კალაძესთან

"განსხვავებული აქცენტები": ინგა პავლოვას ივანიშვილის რუსული გარემოცვის წევრები უკავშირდებიან - რა კავშირი აქვს ექს-პრემიერის ყოფილ ცოლს კალაძესთან

"მას ეშინია", - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლის, ინგა პავლოვას ადვოკატმა "განსხვავებულ აქცენტებთან" საუბრის დროს გააკეთა. მისი თქმით, პავლოვას ეშინია მისი ყოფილი ქმრის და იმ ყველაფრის, რაც შეიძლება მოხდეს.

მას შემდეგ, რაც პავლოვამ საფრანგეთში ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, მას ყოფილი მეუღლის, ბიძინა ივანიშვილის რუსული გარემოცვის წევრები დაუკავშირდნენ.

ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე ამბობს, რომ პავლოვას ბანკ "რასიისკი" კრედიტის (რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააარსა) სამმართველოს უფროსი დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა. როგორც ივანიძე ამბობს, პოლიაკოვი მანამდე პავლოვას წერდა და ამშვიდებდა, რომ რუსეთში მათ სახელზე გაფორმებული კომპანია ფაქტორეალი არაფერ ცუდს არ აკეთებდა და პრობლემები არ შეექმნებოდა.

რუსულ კომპანია ფაქტორეალის მეწილე პავლოვა ისე გახდა, რომ მან ამის შესახებ არც კი იცოდა. პავლოვამ უკვე მიმართა ჯერ რუსეთის პროკურატურას, შემდეგ კი სასამართლოს იმის შესახებ, რომ მას ამ კომპანიის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა და არც მეწილე არ არის.

"პოლიაკოვმა გაიგო ინგას სახლის ნომერი, დაურეკა და უთხრა რომ შეხვედრილიყვნენ. ივანიშვილის გარემოცვის აქტიურობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მილიარდერის წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება დაიწყო. მათი ქმედებები მსუბუქ პანიკას ჰგავს. მე ვფიქრობ პავლოვასთან შეხვედრით ივანიშვილია დაინტერესებული. საფრანგეთში 90-იანი წლების ივანიშვილის საქმიანობის შესწავლა ძალიან საინტერესოა და ივანიშვილს ალბათ მოუწევს პასუხების გაცემა", - აცხადებს ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე.

გარდა ამისა, ინგა პავლოვა ყოფილ ქმართან, მილიარდერ ივანიშვილთან დაკავშირებას კალაძის მეშვეობით ცდილობდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე ავრცელებს. გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" ივანიძე ამბობს, რომ ინგა პავლოვას ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

"2011 წლის ბოლოს ან 2012 წლის დასაწყისში პავლოვა ცდილობდა ივანიშვილთან დაკავშირებას კალაძის მეშვეობით, მაგრამ კალაძის მდივანი მას ეუბნებოდა, რომ მის უფროსს არ ეცალა. პავლოვას უნდოდა გაეგო ივანიშვილისგან, თუ რა მოხდა წლების წინ", - აცხადებს ივანიძე.

მისი თქმით, ინგა პავლოვასთვის არ იყო ცნობილი, ისე გაშორდა მას ბიძინა ივანიშვილი.

"პავლოვას შესახებ მე დავიწყე ძებნა მას შემდეგ, რაც ვიკიპედიაში ივანიშვილის გვერდზე რამდენჯერმე გამოჩნდა, რომ მას ჰყავდა ცოლი პარიზში, ეს ინფორმაცია შემდეგ წაიშალა, მერე ისევ დაიდო. ამის შემდეგ მე მოვიძიე ინფორმაცია პარიზში და აღმოჩნდა, რომ ეს სიმართლე იყო და მას ცოლი ჰყავდა პარიზში უკვე გაცილებული. მერე მოსკოვში მოვიკითხე პავლოვას შესახებ ინფორმაცია და როგორც იქნა მივაგენი. ინგასთვის შოკისმომგვერლი იყო ის გარემოება, რომ ივანიშვილი მას ისე გაშორდა, რომ მან ეს არც კი ოცოდა", - აცხადებს ჟურნალისტი ივანიძე.

ივანიძე აქვე განმარტავს, რომ ინგა პავლოვასთვის მოულოდნელი იყო ისიც, რომ მაშინ, როდესაც ის ივანიშვილის მეუღლე იყო, მილიარდერს უკვე ჰყავდა შვილი.

იხილეთ ასევე: ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა 5 წლით დააპატიმრონ?

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია