პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვამი გავკვეთე და ვნახე, რომ..." - რას ყვება ექსპერტი, რომელმაც ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზა ჩაატარა
"გვამი გავკვეთე და ვნახე, რომ..." - რას ყვება ექსპერტი, რომელმაც ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზა ჩაატარა

ინ­ტერ­ვიუ სა­ქარ­თვე­ლოს გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ცხედ­რის ექ­სპერ­ტი­ზა­ში მო­ნა­წი­ლე სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერტ ლე­ვან ჩა­ჩუ­ას­თან, რო­მე­ლიც "კვი­რის პა­ლიტ­რამ" 2 თე­ბერ­ვალს ჩა­წე­რა.

- კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ექ­სჰუ­მა­ცია ჩა­ტარ­დე­ბა, თუმ­ცა ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ძვლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რა და ექ­სპერ­ტე­ბი ნა­ხა­ვენ, რომ გვამ­ზე ძვლო­ვა­ნი პა­თო­ლო­გია არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ექ­სპერ­ტი­ზას ორი ვი­დე­ო­კა­მე­რა იღებ­და, ერთი წუ­თი­თაც არ გა­მორ­თუ­ლა. შსს-სა და პრო­კუ­რა­ტუ­რას აქვთ ეს ფი­რე­ბი, რო­მე­ლიც ბევრ კი­თხვას გას­ცემს პა­სუხს.

- ექ­სჰუ­მა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, მო­წამ­ვლის დად­გე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- ჩემ­თვის არ არის ცნო­ბი­ლი გა­მოკ­ვლე­ვის ისე­თი მე­თო­დი­კა, რო­მე­ლიც ძვლის მი­ხედ­ვით CO-ს არ­სე­ბო­ბას ად­გენ­დეს. შვე­ი­ცა­რი­ა­ში თუ ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვის მე­თო­დე­ბი არ­სე­ბობს, არ ვიცი. ამ რან­გის ექ­სპერ­ტი­ზა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

ერ­თა­დერ­თი, რაც ექ­სჰუ­მა­ცი­ის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა დად­გინ­დეს, ძვლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის ტრავ­მის აღ­მო­ჩე­ნაა. ათი სა­უ­კუ­ნეც რომ გა­ვი­დეს, გა­მოჩ­ნდე­ბა, ჰქონ­და თუ არა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას თავ­ზე ჭრი­ლო­ბა.

- რა წე­რია თქვენს დას­კვნა­ში?

- ჩემს სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნა­ში ორი­ვე გა­მოკ­ვლე­ვის (თბი­ლი­სის და FBI-ს) მო­ნა­ცე­მე­ბია შე­ჯა­მე­ბუ­ლი. ჟვა­ნი­ა­სა და იუ­სუ­პო­ვის სის­ხლში აღი­ნიშ­ნე­ბო­და ნახ­შირ­ჟან­გის (CO ) დიდი რა­ო­დე­ნო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 8-10 ერ­თე­უ­ლით მა­ღა­ლი იყო ამე­რი­კელ­თა დას­კვნა­ში.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა CO -თი მო­წამ­ვლის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მოწ­ვე­ვა?

- COO-თი მო­წამ­ვლას ავ­ტო­ფა­რეხ­ში და­ქო­ქი­ლი მან­ქა­ნის გა­მო­ნა­ბოლ­ქვიც იწ­ვევს. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ფილ­ტვე­ბი­დან შევა ნახ­შირ­ჟან­გი ორ­გა­ნიზ­მში თუ კუ­ჭი­დან? ძნე­ლია იმის თქმა, პრე­მი­ე­რი მო­ი­წამ­ლა თუ მო­წამ­ლეს, ამის დად­გე­ნა გა­მო­ძი­ე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა. აჩ­ვე­ნონ ის ფი­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას და თქვან ყვე­ლა­ფე­რი! ამ საქ­მე­ზე და­კი­თხუ­ლიც კი არა ვარ, მაგ­რამ ერთი შე­მიძ­ლია გან­ვა­ცხა­დო: თუ დად­გინ­და, რომ ეს არ იყო უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, იცო­დეთ, გარ­დაც­ვა­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად ნახ­შირ­ჟან­გით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. იმი­ტომ, რომ გვამ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა არ ყო­ფი­ლა!

- ალ­ბათ, არ მი­წყენთ, თუ შე­გახ­სე­ნებთ, რა გზით მო­ი­პო­ვე­ბო­და წინა რე­ჟი­მის დროს ექ­სპერ­ტი­ზის სა­სურ­ვე­ლი დას­კვნე­ბი. თქვენ­ზეც ხომ არ ყო­ფი­ლა ზე­წო­ლა?

- არა­ვი­თა­რი ზე­წო­ლა არ ყო­ფი­ლა. გვა­მი გავკვე­თე და ვნა­ხე, რომ ერთი წერ­ტი­ლი არ ჰქო­ნია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

- ოპე­რა­ტო­რე­ბის გარ­და ვინ ეს­წრე­ბო­და ექ­სპერ­ტი­ზას და რა­ტომ?

- რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს პრო­ზექ­ტუ­რა­ში იყ­ვნენ ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბის სა­ოც­რად შე­ში­ნე­ბუ­ლი და დამ­წუხ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბი: გო­გო­რიშ­ვი­ლი, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ბა­რა­მი­ძე და სხვე­ბი. სა­ნამ გვა­მის გაკ­ვე­თას და­ვი­წყებ­დით, მორ­გში იყო ჟვა­ნი­ას გუნ­დის თით­ქმის ყვე­ლა წევ­რი, სულ ცოტა, 20-25 კაცი. მისი მე­უღ­ლეც იქ იყო, გვა­მი ჯერ კი­დევ თბი­ლი იყო, ეფე­რე­ბო­და და ტი­რო­და. შე­იძ­ლე­ბა, ამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა ნა­ხოს გვა­მი და ნა­ტყვი­ა­რი გა­მო­ე­პა­როს? რაც შე­ე­ხე­ბა კე­ფა­ზე ჭრი­ლო­ბას (რა­საც მისი ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი ავ­რცე­ლებს), გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ მხო­ლოდ კე­ფა­ზე კი არა, გულ­მკერ­დზეც კეთ­დე­ბა კვე­თა.

- მა­შინ­დელ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ვი­დე­ო­ფირ­ში ჩანს, რომ ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გუ­რამ დო­ნა­ძე მუდ­მი­ვად დაგ­ყვე­ბო­დათ. რა­ტომ?

- რა ვიცი, რას გა­ი­გებ, რა ედო გუ­ნე­ბა­ში, ალ­ბათ, იმის­თვის, რომ კო­მენ­ტა­რე­ბი ლა­კო­ნი­უ­რი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა, ეს არ მო­უ­თხო­ვია. პრო­ზექ­ტუ­რი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ტე­ლე­ვი­ზი­ებს პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ მი­ვე­ცი და დო­ნა­ძე ნამ­დვი­ლად გვერ­დით მედ­გა.

- ვინ და რა­ტომ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და თქვე­ნი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს იმ­ჟა­მინ­დელ უფ­როსს, ლე­ვან სამ­ხა­რა­ულს FBI-სთან ერ­თად შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა­ში? რო­გორც ვი­ცით, ექ­სპე­რი­მენ­ტით დად­გინ­და, რომ გა­ზის გა­მათ­ბო­ბე­ლი გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­და და CO-ს არ გა­და­უ­ჭარ­ბე­ბია სი­ცო­ცხლის­თვის და­საშ­ვე­ბი ნორ­მის­თვის, ანუ ჟვა­ნია და იუ­სუ­პო­ვი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით არ გა­გუ­დუ­ლან.

- ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ტარ­და შემ­თხვე­ვი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ და ოთახ­ში ნახ­შირ­ჟან­გი აღარ დაგ­როვ­და, მაგ­რამ ერთი წუ­თით თავი და­ვა­ნე­ბოთ ჟვა­ნი­ას შემ­თხვე­ვას, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო ხანს ირა­ნუ­ლი "ნი­კა­ლა­თი" გარ­დაც­ვლი­ლი 500-ზე მეტი გვა­მია გა­მოკ­ვლე­უ­ლი. ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბის გარ­და, შე­იძ­ლე­ბა სხვა მი­ზე­ზე­ბი­თაც დაგ­როვ­დეს CO. ასე რომ, ეს არ არის მხო­ლოდ მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლის ბრა­ლი. ბა­ტონ ლე­ვანს ვუ­თხა­რი, ექ­სპე­რი­მენ­ტის დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია, იგი­ვე შე­დე­გი არ მი­ი­ღოთ-მეთ­ქი და ვერც მი­ი­ღეს. ამე­რი­კე­ლებ­მაც და­წე­რეს დას­კვნა, რომ ექ­სპე­რი­მენ­ტის დროს CO-ს არ გა­და­უ­ჭარ­ბე­ბია სი­ცო­ცხლის­თვის და­საშ­ვე­ბი ნორ­მის­თვის.

- ამ ამ­ბი­დან სამ თვე­ში მოკ­ლეს ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი დღემ­დე ეჭ­ვით უყუ­რებს ამ ფაქტს და ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ბუ­რუ­სით მო­ცულ გარ­დაც­ვა­ლე­ბას უკავ­ში­რებს.

- ზუს­ტად ვიცი, რომ ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლი თა­ნაკ­ლა­სელ­მა, და­ვით მჭედ­ლიშ­ვილ­მა მოკ­ლა. ლე­ვა­ნი ზურა ადე­იშ­ვი­ლის­თვის უძ­ვირ­ფა­სე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, უმ­ცროს ძმა­სა­ვით ჰყავ­და და რო­გორ ფიქ­რობთ, სამ­ხა­რა­ულ­მა ჟვა­ნი­ა­ზე რა­ღაც გა­არ­კვია და ადე­იშ­ვილ­მა ის მო­აკ­ვლე­ვი­ნა? ჩემი აზ­რით, ეს აბ­სურ­დია. მკვლე­ლო­ბის დღეს, 2005 წლის 22 მა­ისს, ლე­ვანს თან ახ­ლდა ვა­კის პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მკვლელ­მა მძი­მედ დაჭ­რა. რის­თვის უნდა მო­ეკ­ლათ სამ­ხა­რა­უ­ლი, რო­მე­ლიც პი­რა­დად არც ერთი ექ­სპერ­ტი­ზის ჩამ­ტა­რე­ბე­ლი არ იყო? მე დავ­წე­რე დას­კვნა და თუ ვინ­მე იყო მო­საკ­ლა­ვი, მე ვი­ყა­ვი.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"გვამი გავკვეთე და ვნახე, რომ..." - რას ყვება ექსპერტი, რომელმაც ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზა ჩაატარა

"გვამი გავკვეთე და ვნახე, რომ..." - რას ყვება ექსპერტი, რომელმაც ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზა ჩაატარა

ინტერვიუ საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუასთან, რომელიც "კვირის პალიტრამ" 2 თებერვალს ჩაწერა.

- კარგი იქნება, თუ ექსჰუმაცია ჩატარდება, თუმცა ამდენი წლის შემდეგ შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ძვლოვანი სტრუქტურა და ექსპერტები ნახავენ, რომ გვამზე ძვლოვანი პათოლოგია არ შეინიშნება. ექსპერტიზას ორი ვიდეოკამერა იღებდა, ერთი წუთითაც არ გამორთულა. შსს-სა და პროკურატურას აქვთ ეს ფირები, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

- ექსჰუმაციის შემთხვევაში, მოწამვლის დადგენა შესაძლებელია?

- ჩემთვის არ არის ცნობილი გამოკვლევის ისეთი მეთოდიკა, რომელიც ძვლის მიხედვით CO-ს არსებობას ადგენდეს. შვეიცარიაში თუ ულტრათანამედროვე კვლევის მეთოდები არსებობს, არ ვიცი. ამ რანგის ექსპერტიზა საქართველოში არ ჩატარებულა.

ერთადერთი, რაც ექსჰუმაციის შედეგად შეიძლება დადგინდეს, ძვლოვანი ქსოვილის ტრავმის აღმოჩენაა. ათი საუკუნეც რომ გავიდეს, გამოჩნდება, ჰქონდა თუ არა ზურაბ ჟვანიას თავზე ჭრილობა.

- რა წერია თქვენს დასკვნაში?

- ჩემს საექსპერტო დასკვნაში ორივე გამოკვლევის (თბილისის და FBI-ს) მონაცემებია შეჯამებული. ჟვანიასა და იუსუპოვის სისხლში აღინიშნებოდა ნახშირჟანგის (CO ) დიდი რაოდენობა, დაახლოებით 8-10 ერთეულით მაღალი იყო ამერიკელთა დასკვნაში.

- შესაძლებელია თუ არა CO -თი მოწამვლის ხელოვნურად გამოწვევა?

- COO-თი მოწამვლას ავტოფარეხში დაქოქილი მანქანის გამონაბოლქვიც იწვევს. რა მნიშვნელობა აქვს, ფილტვებიდან შევა ნახშირჟანგი ორგანიზმში თუ კუჭიდან? ძნელია იმის თქმა, პრემიერი მოიწამლა თუ მოწამლეს, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა. აჩვენონ ის ფირები საზოგადოებას და თქვან ყველაფერი! ამ საქმეზე დაკითხულიც კი არა ვარ, მაგრამ ერთი შემიძლია განვაცხადო: თუ დადგინდა, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა, იცოდეთ, გარდაცვალება აუცილებლად ნახშირჟანგით არის გამოწვეული. იმიტომ, რომ გვამზე დაზიანება არ ყოფილა!

- ალბათ, არ მიწყენთ, თუ შეგახსენებთ, რა გზით მოიპოვებოდა წინა რეჟიმის დროს ექსპერტიზის სასურველი დასკვნები. თქვენზეც ხომ არ ყოფილა ზეწოლა?

- არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. გვამი გავკვეთე და ვნახე, რომ ერთი წერტილი არ ჰქონია დაზიანებული.

- ოპერატორების გარდა ვინ ესწრებოდა ექსპერტიზას და რატომ?

- რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში იყვნენ ბატონი ზურაბის საოცრად შეშინებული და დამწუხრებული მეგობრები: გოგორიშვილი, მაჭავარიანი, ბარამიძე და სხვები. სანამ გვამის გაკვეთას დავიწყებდით, მორგში იყო ჟვანიას გუნდის თითქმის ყველა წევრი, სულ ცოტა, 20-25 კაცი. მისი მეუღლეც იქ იყო, გვამი ჯერ კიდევ თბილი იყო, ეფერებოდა და ტიროდა. შეიძლება, ამდენმა ადამიანმა ნახოს გვამი და ნატყვიარი გამოეპაროს? რაც შეეხება კეფაზე ჭრილობას (რასაც მისი ერთ-ერთი მეგობარი ავრცელებს), გამოკვლევის შემდეგ მხოლოდ კეფაზე კი არა, გულმკერდზეც კეთდება კვეთა.

- მაშინდელ სატელევიზიო ვიდეოფირში ჩანს, რომ ამ საკითხზე კომენტირებისას გურამ დონაძე მუდმივად დაგყვებოდათ. რატომ?

- რა ვიცი, რას გაიგებ, რა ედო გუნებაში, ალბათ, იმისთვის, რომ კომენტარები ლაკონიური ყოფილიყო, თუმცა, ეს არ მოუთხოვია. პროზექტურიდან გამოსვლის შემდეგ ტელევიზიებს პირველი ინტერვიუ მივეცი და დონაძე ნამდვილად გვერდით მედგა.

- ვინ და რატომ ეწინააღმდეგებოდა თქვენი ექსპერტიზის ბიუროს იმჟამინდელ უფროსს, ლევან სამხარაულს FBI-სთან ერთად შემთხვევის ადგილზე ექსპერიმენტის ჩატარებაში? როგორც ვიცით, ექსპერიმენტით დადგინდა, რომ გაზის გამათბობელი გამართულად მუშაობდა და CO-ს არ გადაუჭარბებია სიცოცხლისთვის დასაშვები ნორმისთვის, ანუ ჟვანია და იუსუპოვი ბუნებრივი აირით არ გაგუდულან.

- ექსპერიმენტი ჩატარდა შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ და ოთახში ნახშირჟანგი აღარ დაგროვდა, მაგრამ ერთი წუთით თავი დავანებოთ ჟვანიას შემთხვევას, საქართველოში ბოლო ხანს ირანული "ნიკალათი" გარდაცვლილი 500-ზე მეტი გვამია გამოკვლეული. ტექნიკური გაუმართაობის გარდა, შეიძლება სხვა მიზეზებითაც დაგროვდეს CO. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ მწყობრიდან გამოსვლის ბრალი. ბატონ ლევანს ვუთხარი, ექსპერიმენტის დროს შესაძლებელია, იგივე შედეგი არ მიიღოთ-მეთქი და ვერც მიიღეს. ამერიკელებმაც დაწერეს დასკვნა, რომ ექსპერიმენტის დროს CO-ს არ გადაუჭარბებია სიცოცხლისთვის დასაშვები ნორმისთვის.

- ამ ამბიდან სამ თვეში მოკლეს ლევან სამხარაული. საზოგადოების ნაწილი დღემდე ეჭვით უყურებს ამ ფაქტს და ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებას უკავშირებს.

- ზუსტად ვიცი, რომ ლევან სამხარაული თანაკლასელმა, დავით მჭედლიშვილმა მოკლა. ლევანი ზურა ადეიშვილისთვის უძვირფასესი ადამიანი იყო, უმცროს ძმასავით ჰყავდა და როგორ ფიქრობთ, სამხარაულმა ჟვანიაზე რაღაც გაარკვია და ადეიშვილმა ის მოაკვლევინა? ჩემი აზრით, ეს აბსურდია. მკვლელობის დღეს, 2005 წლის 22 მაისს, ლევანს თან ახლდა ვაკის პროკურატურის გამომძიებელი, რომელიც მკვლელმა მძიმედ დაჭრა. რისთვის უნდა მოეკლათ სამხარაული, რომელიც პირადად არც ერთი ექსპერტიზის ჩამტარებელი არ იყო? მე დავწერე დასკვნა და თუ ვინმე იყო მოსაკლავი, მე ვიყავი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ