საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა მიშველაძე "არ მინდა, ჩემმა ცნობადობამ ჩემს შვილს ხელი შეუშალოს!.."
ეკა მიშველაძე "არ მინდა, ჩემმა ცნობადობამ ჩემს შვილს ხელი შეუშალოს!.."

ტე­ლეჟურ­ნა­ლისტ ეკა მიშ­ვე­ლა­ძის შვი­ლი მაკო კვი­ტა­იშ­ვი­ლი "ახა­ლი ხმის" კონ­კურ­სან­ტებს შო­რის ბრმა კას­ტინგზე უკვე ვი­ხი­ლეთ. მა­კომ თა­ვი­სი შეს­რუ­ლე­ბი­თა და გა­რეგ­ნო­ბით მწვრთნე­ლე­ბის მო­ხიბ­ვლა მო­ა­ხერ­ხა, მათ შო­რის კი დათო ფორჩხი­ძე აირ­ჩია. რინ­გიც უკვე შედ­გა, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ეტა­პობ­რი­ვად იხი­ლავს. ეკა­სა და მა­კოს შინ ვეს­ტუმ­რეთ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად.

ეკა:

- სახ­ლში თუ სად­მე სხვა­გან ჩვენ ყო­ველ­თვის ვმღე­რით თუმ­ცა ასე სე­რი­ო­ზუ­ლად მა­კომ ამა­ზე ფიქ­რი ჰო­ლან­დი­ა­ში ყოფ­ნის დროს და­ი­წყო. სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­რა ერთი წლით. იქი­დან სხვა­ნა­ი­რი დაბ­რუნ­და. მა­კოს ერთ გან­სა­კუთ­რე­ბულ თვი­სე­ბას აღ­ვნიშ­ნავ, თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით ყო­ველ­თვის აღ­წევს და­სა­ხულ მი­ზანს. ჩემ­თვის არ გა­უმ­ხე­ლია, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, სულ უნ­დო­და სიმ­ღე­რა.

მაკო:

- ჰო­ლან­დი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, მაგ­რამ რად­გან შორს ვი­ყა­ვი სახ­ლი­დან, მინ­დო­და, რა­ღა­ცა­ში მე­პო­ვა სა­კუ­თა­რი თავი, იმ სფე­რო­ში, სა­დაც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძნობ­დი. ჩემი ერთ-ერთ შავ­კა­ნი­ა­ნი მე­გო­ბა­რი მღე­რო­და. სმე­ნა ყო­ველ­თვის მქონ­და, მაგ­რამ სცე­ნა­ზე არას­დროს მიმ­ღე­რია, მერე კი ვი­ფიქ­რე, რა­ტო­მაც არ უნდა და­ვი­წყო სიმ­ღე­რა-მეთ­ქი.

- ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა არ გნ­დო­მე­ბია?

- სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ვსწავ­ლობ დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე, ტყა­ვის გან­ხრით. რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტო­ბას, დღემ­დე არ ვარ ამის წი­ნა­აღ­მდე­გი და მაქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ნა­ფიქ­რი. მსურს, მხი­ა­რუ­ლი თოქ­შოუ წა­ვიყ­ვა­ნო. მინ­და, ხალ­ხს ვა­სი­ა­მოვ­ნო. ამას ვა­კე­თებ სიმ­ღე­რი­თაც. ჰო­ლან­დი­ა­ში გა­ვარ­კვიე, ვინ იყო ვო­კა­ლის სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გი, ეს­პა­ნელ კაც­თან მი­ვე­დი. დედა ხში­რად მა­ს­მე­ნი­ნებ­და "ბითლზს" და ყეს­ტერ­დაყ ვუმ­ღე­რე ჩემი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და მი­თხრა, არის რა­ღაც შენ­ში, რაც სხვებს არ აქ­ვთო.

მე და ჩემი შავ­კა­ნი­ა­ნი მე­გო­ბა­რი სკო­ლის ტა­ლან­ტე­ბის შო­უ­ზე გა­ვე­დით. "ფინ­ქის" სიმ­ღე­რა­ზე ხალ­ხი ტი­რო­და. იმ დღეს მივ­ხვდი, რომ სცე­ნი­დან ჩა­მოს­ვლა არ მინ­დო­და.

ეკა:

- მე ვი­დეო გა­მო­მიგ­ზავ­ნა, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რო­დის ის­წავ­ლე ასე სიმ­ღე­რა-მეთ­ქი. გა­ი­მარ­ჯვა და ერთ-ერთ გა­ზეთ­შიც მოხ­ვდა. ამის მერე და­ი­წყო სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რი სიმ­ღე­რა­ზე.

მაკო:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ვე­ძებ­დი მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ჩემს მო­თხოვ­ნებს. ვი­პო­ვე კი­დეც ასე­თი, მისი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი ყვე­ლას­გან გან­სხვავ­დე­ბა და ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბია, თუმ­ცა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თილ­ზე ვი­ყა­ვი ჯერ. სა­ერ­თოდ, ცოტა ზარ­მა­ცი ვარ და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზეც ბევ­რს ვფიქ­რობ. შე­იძ­ლე­ბა, ჩაც­მუ­ლი ვიყო და კარი აღარ გა­ვა­ღო, რომ გა­რეთ გა­ვი­დე, დავ­ჯდე და ჩემ­თვის ვიმ­ღე­რო. ახლა სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა­ში ვარ და დღემ­დე ვერ გა­ვერ­კვიე ბო­ლომ­დე, რა მინ­და.

- ეკა, "ახალ ხმა­ში" მის­ვლაც სი­ურპრი­ზი იყო შენ­თვის?

- მაკო სი­ურპრი­ზე­ბით აღ­სავ­სე ადა­მი­ა­ნია. ძა­ლი­ან ბევ­რს ფიქ­რობს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე, მაგ­რამ ამას არ გაჩ­ვე­ნებს და მერე გა­ყე­ნებს ფაქ­ტის წი­ნა­შე. ჩემ­თვის შო­კია ხოლ­მე. ასე იყო სწო­რედ, როცა "ჯე­ოს­ტარ­ზე" გა­ვი­და. ეტყო­ბა, დე­დის ეგო­ის­ტუ­რი მო­მენ­ტია, გინ­და, შენი შვი­ლი უსი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ე­ბის­გან და­იც­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, მე კონ­კურ­სებ­ში ჩემი შვი­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. თა­ვად აზარ­ტუ­ლი ვარ, მაგ­რამ როცა საქ­მე ჩემს შვი­ლებს ეხე­ბა, არ მომ­წონს. ჩემი შვი­ლე­ბი ყო­ველ­თვის ისე იქ­ცე­ვი­ან, რო­გორც თა­ვად უნ­დათ. "ჯე­სო­ტარ­ზე" რომ ვერ მოხ­ვდა, ეს შე­დე­გიც ნორ­მა­ლუ­რად მი­ი­ღო და ახ­ლან­დე­ლიც, როცა მოხ­ვდა კონ­კურ­სზე.

- არ გა­გიკ­ვირ­და, რომ მა­შინ არ მი­ი­ღეს?

- მა­ში­ნაც გა­მიკ­ვირ­და და ახ­ლაც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ. იმი­ტომ კი არა, რომ ვე­ლო­დე­ბო­დი, მაკო ისე­თია, ყვე­ლა გა­და­ი­რე­ვა-მეთ­ქი, უბ­რა­ლოდ, მას აქვს რამ­დე­ნი­მე ისე­თი შტრი­ხი, რაც არ­ტის­ტის­თვის, სცე­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამას რო­გორც დედა არ ვამ­ბობ, ძა­ლი­ან კაშ­კა­შა პი­როვ­ნე­ბაა. მისი ეს თვი­სე­ბე­ბი, ჩემი აზ­რით, და­სა­კარ­გი არ იყო, თუმ­ცა ეს თემა ახლა აღარ არის სა­ინ­ტე­რე­სო. გა­მი­ხარ­და, რომ ფარ-ხმა­ლი არ და­ყა­რა, ე.ი. სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან უნდა. ერ­თა­დერ­თი, რი­სიც მე­ში­ნია, არის ის, რომ მა­კო­ზე ჩემ­მა ცნო­ბა­დო­ბამ ცუ­დად არ იმოქ­მე­დოს და ხელი არ შე­უ­შა­ლოს. გარ­შე­მო მყო­ფებს, მო­ნა­წი­ლე­ებს, შემ­ფა­სებ­ლებს ეს კომ­პლექ­სი უჩ­ნდე­ბათ. რო­დე­საც გა­მო­იკ­ვე­თე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა და თა­ნაც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის შვი­ლია, ეს კომ­პლექ­სი ხში­რად ჩნდე­ბა. რად­გან სირ­ცხვი­ლია, რომ თუნ­დაც ერთ სი­ტყვას იტყვი ვინ­მეს­თან შენს შვილ­ზე. ყვე­ლა სა­კუ­თარ თავს თვი­თონ ავ­ლენს და რა­ი­მე თუ არის და­სა­ნა­ხი, ამას ისე­დაც და­ი­ნა­ხავ. პირ­ველ კონ­კურ­სზე არ მივ­სულ­ვარ, მე­ო­რე­ზე კი მა­კომ ძა­ლი­ან მთხო­ვა, ამი­ტომ "ახა­ლი ხმის" ბრმა კას­ტინგზე მი­ვე­დი. არ მინ­და იცოდ­ნენ, რომ ჩემი შვი­ლია და არა­ვის არ ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე, უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან გვამ­სგავ­სე­ბენ ერ­თმა­ნეთს და ყვე­ლა, ვინც მე მიც­ნობს, ხვდე­ბა, რომ მაკო ჩემი შვი­ლია.

მაკო:

- ვა­მა­ყობ, რომ დე­და­ჩე­მი ეკა მიშ­ვე­ლა­ძეა. პა­ტა­რა­ო­ბი­სას, როცა ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს მაც­ნობ­დნენ ხოლ­მე, ისი­ნი მი­მახ­სოვ­რებ­დნენ, რო­გორც ეკას შვილს. თუმ­ცა, მინ­და, და­მი­მახ­სოვ­რონ ჩემი სა­ხე­ლით და ვიყო ცნო­ბი­ლი სახე. სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი სახე არ გავ­ხდე­ბი, მა­ნამ­დე არ გავ­ჩერ­დე­ბი. მინ­და, სა­ზღვარ­გა­რე­თაც გა­ვი­დე და პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ვი­პო­ვო. დე­და­ჩე­მის­თვის დახ­მა­რე­ბა ამ კუ­თხით არას­დროს მი­თხო­ვია, ოჯა­ხურ თე­მებს თუ არ ჩავ­თვლით. არც სამ­სა­ხუ­რის მო­ძებ­ნა­ში მი­თხო­ვია დახ­მა­რე­ბა. 15 წლის ასაკ­ში ჰო­ლან­დი­ა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. იქ გა­ვი­გე ფუ­ლის გემო. დედა ყო­ველ­თვის მიგ­ზავ­ნი­და, მაგ­რამ მრცხვე­ნო­და, რომ მხო­ლოდ მე არ ვმუ­შა­ობ­დი და ამი­ტო­მაც სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ვიც­ვა­ლე.

ეკა:

- ერთხელ მა­ტი­რა ამის გამო. ახ­ლაც ცრემ­ლე­ბი მაქვს თვა­ლებ­ზე... ერთხელ და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, ახლა ფული არ მაქვს და ცოტა ხან­ში გა­მო­გიგ­ზავ­ნი-მეთ­ქი და მი­პა­სუ­ხა, დედა, არ მინ­და გა­მოგ­ზავ­ნა, მე­ზო­ბელს ღობე შე­ვუ­ღე­ბე და გა­და­მი­ხა­დე­სო. მო­გიკ­ვდეს დედა-მეთ­ქი, გული კი­ნა­ღამ გა­მის­კდა (იცი­ნის). მთე­ლი ღამე არ მი­ძი­ნია.

მაკო:

- ოჯახ­ში ვცხოვ­რობ­დი. იქა­უ­რი დე­დო­ბი­ლი ხში­რად მთხოვ­და ხოლ­მე დახ­მა­რე­ბას და ვი­ნა­ი­დან ჭრა-კერ­ვა მე­ხერ­ხე­ბა, ხე­ლი­დან კარ­გად გა­მომ­დის ბევ­რი რამ, სახ­ლში ვღე­ბავ­დი სკა­მებს, მა­გი­დებს. მერე მე­ზო­ბელ­მა მთხო­ვა, ღობე შე­მი­ღე­ბეო და 50 ევრო გა­და­მი­ხა­და. მერე მიმ­ტა­ნად და­ვი­წყე ბარ­ში მუ­შა­ო­ბა და ჩემი ნა­ხე­ვა­რი კლა­სი იმა­ვეს აკე­თებ­და. ამ­სტერ­დამ­ში მო­დე­ლა­დაც მი­მუ­შა­ვია.

ეკა:

- აქაც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. სიმ­ღე­რით ორ კა­პიკს შო­უ­ლობს და ძა­ლი­ან მე­ხი­დე­ბა. გზის ფულს რომ არ გა­მო­გარ­თმევს, უკვე კარ­გია.

- გა­რეგ­ნუ­ლი მსგავ­სე­ბა თქვენ შო­რის აშ­კა­რაა.

- არ მი­ვიჩ­ნევთ, რომ ძა­ლი­ან ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს. მაკო ძა­ლი­ან ჰგავს მა­მა­მისს. ეტყო­ბა, რა­ღაც შტრი­ხე­ბი აქვს ჩემი. რა თქმა უნდა, შო­რი­დან უფრო ვი­ჭერ მსგავ­სე­ბას, მაგ­რამ ნაკ­ვთე­ბი ერ­თნა­ი­რი არ გვაქვს. მე და ანა უფრო ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს. მაკო მომ­წონს და თუ ასე­თი ვარ, ძა­ლი­ან კარ­გი ვყო­ფილ­ვარ ვი­ზუ­ა­ლუ­რად (იცი­ნის).

- შავ­კა­ნი­ანს ჰგავს...

- მამა არ ჰყავს შავ­კა­ნი­ა­ნი (იცი­ნი­ან). მე რომ მა­კოს ასა­კის ვი­ყა­ვი, ბევ­რჯერ უკი­თხავთ ხუმ­რო­ბით, ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ხომ არ გყო­ლია ვინ­მე წი­ნაპ­რებ­შიო. შე­საძ­ლოა, მყავ­და კი­დეც. წი­ნაპ­რე­ბი­დან ვის­ზეც მი­მიწ­ვდე­ბო­და ხელი, ყვე­ლას ვკი­თხე და ამ­ბო­ბენ, არა­ვის­თან შეგ­ვი­ცო­დავ­სო (იცი­ნის). ერთხელ, რო­დის­მე რომ მო­ვიც­ლი, პენ­სი­ა­ზე რომ გა­ვალ, უნდა ჩა­ვუჯ­დე ამ ამ­ბავს.

მახ­სოვს, "ჯე­ოს­ტარ­ზე" რომ გა­მო­დი­ო­და, მა­რი­ნა ბე­რი­ძემ ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, შავ­კა­ნი­ა­ნის პი­რის აპა­რა­ტი აქ­ვსო. მა­შინ ნერ­ვი­უ­ლობ­და და ასე­თი თა­მა­მი არ იყო. ალ­ბათ ამი­ტო­მაც არ აიყ­ვა­ნეს. მაკო ამის მერე უფრო ჩა­ვარ­და აზარ­ტში.

მაკო:

- შავ­კა­ნი­ა­ნო­ბა­ზე კარ­გი ამ­ბა­ვი მაქვს - სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, რად­გან არა­ფერს ვა­შა­ვებ­დი. თურ­ქე­თი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი, კარ­გად გა­რუ­ჯულს ლურ­ჯი ფერი მაქვს ხოლ­მე და არ ვჩან­ვარ. მი­ვე­დი სკო­ლა­ში და დავ­ჯე­ქი. მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­თხრა, დი­რექ­ტო­რი გი­ბა­რებ­სო. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და. შე­ვე­დი თუ არა, მე­უბ­ნე­ბა - სულ მინ­დო­და მე­კი­თხა, დედა გყავს ზან­გი თუ მა­მაო (იცი­ნის).

- ერ­თმა­ნე­თის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ერე­ვით?

ეკა:

- არას­დროს ჩავ­რე­ულ­ვარ და არც ჩა­ვე­რე­ვი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩემი შვი­ლე­ბი ყო­ველ­თვის მე­კი­თხე­ბი­ან რჩე­ვებს. მე ვპა­სუ­ხობ, რომ მათი გა­და­სა­წყვე­ტია. არ მაქვს იმის ილუ­ზია, რომ მაკო ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე მა­ბა­რებს ან­გა­რიშს, მაგ­რამ მეტ-ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვან ამ­ბებს მიყ­ვე­ბა ხოლ­მე და ამის გამო მად­ლო­ბე­ლი ვარ. მხო­ლოდ კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით, დედა-შვი­ლი არ ვართ. ჩემი შვი­ლე­ბი ისე­ვე მიდ­გა­ნან გვერ­დში, რო­გორც მე მათ. არის რა­ღაც ამ­ბე­ბი, არ­ცთუ შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლი­დან, რა­საც ახლა არ მოვ­ყვე­ბი, მაგ­რამ მაკო რომ და­ქალ­დე­ბა, მერე აუ­ცი­ლებ­ლად მო­გიყ­ვე­ბით და გარ­წმუ­ნებთ, ძა­ლი­ან იცი­ნებთ ჩემ­ზეც და მას­ზეც.

მაკო:

- დედა უფრო მი­ზი­ა­რებს თა­ვის ამ­ბებს. დედა ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს მიყ­ვე­ბა. ზოგ­ჯერ მგო­ნია, რომ ეკაა ჩემი შვი­ლი. ჩაც­მუ­ლო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ჩემი და ჩემი დის აზრი აინ­ტე­რე­სებს. თუკი რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა, ყო­ველ­თვის უნდა, მას­თან ერ­თად ვი­ყოთ. პი­რა­დულს რაც შე­ე­ხე­ბა, თა­ვი­დან მი­ჭირ­და ხოლ­მე მო­ყო­ლა, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­თან და­ტო­ვე­ბა უფრო არ მინ­დო­და და პირ­ველ რიგ­ში, დე­დას­თან ვამ­ხელ­დი. ყო­ველ­თვის სწორ რჩე­ვებს მაძ­ლევ­და. თუკი არ და­ვუ­ჯე­რებ­დი, ამა­საც არა უშავს, რად­გან მინ­და, ბევ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვა და ამა­ზე ვის­წავ­ლო.

ეკა:

- შე­კი­თხვა ის იყო, დედა თუ გი­ზი­ა­რებს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­ბებ­სო. რამ­დენ­ჯერ დამ­ხმა­რე­ბი­ხარ, ეს უნდა მო­გე­ყო­ლა. ძა­ლი­ან კარ­გია, რო­დე­საც ასე­თი დიდი შვი­ლე­ბი გყავს. ხან მაკო ყო­ფი­ლა რთულ დროს ჩემ­თან, ხან - ანა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სწო­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი აქვთ. უსი­ტყვო­დაც გა­მო­უ­ხა­ტავთ ჩემ­თვის მხარ­და­ჭე­რა. როცა ემო­ცი­ას­თან არის რა­ღაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და გტკი­ვა, ეს მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მახ­სოვს, როცა ერთ ასეთ მო­მენ­ტში, რო­დე­საც ემო­ცი­უ­რად არ­ცთუ კარ­გად ვი­ყა­ვი, მე და მაკო ერ­თად წა­ვე­დით ზღვა­ზე, რომ ეს პე­რი­ო­დი გა­და­მე­ტა­ნა. მი­ვიჩ­ნევ, რომ ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ოჯა­ხი ვართ და არა­ნა­ი­რი ზღვა­რი არ გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან.

- "ახალ ხმას­თან" და­კავ­ში­რე­ბით სირ­თუ­ლე­ებს ალ­ბათ ერ­თად გა­და­ი­ტანთ...

- მე აღარ წავ­ყვე­ბი. ახლა რინგს და­ვეს­წა­რი და ძა­ლი­ან რთუ­ლი ყო­ფი­ლა იმის ყუ­რე­ბა, როცა შენს შვილს უყუ­რებ და იცი, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­აგ­დონ. არ შე­მიძ­ლია იქ სი­ა­რუ­ლი, მირ­ჩევ­ნია, ტე­ლე­ვი­ზი­ით ვუ­ყუ­რო.

მაკო:

- რინ­გი­დან რომ გა­მო­ვე­დი, დე­და­ჩე­მი ტი­რო­და. ალ­ბათ ვერ გა­და­ი­ტანს ჩემს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას (იცი­ნის). რინ­გი ძა­ლი­ან სა­ნერ­ვი­უ­ლო იყო. სცე­ნა­ზე დგო­მი­სას სიმ­ღე­რას­თან ერ­თად კა­მე­რა­სა და ხალ­ხთან მუ­შა­ო­ბა­ზე უნდა იფიქ­რო. ჩემ­თვის ეს პირ­ვე­ლი იყო და არ გახ­ლდით გა­მოც­დი­ლი ამ მხრივ. ძა­ლი­ან დიდ რა­ღა­ცას შე­ვე­ჭი­დე. ბევ­რს შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან მაგ­რად მო­ე­წო­ნო, ბევ­რს - არა. მზად ვარ, მი­ვი­ღო კრი­ტი­კა, თუკი და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გავ­ცემ ყვე­ლას პა­სუხს, თუ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ. ვა­პი­რებ, ვიყო სცე­ნა­ზე და ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უფრო დიდ სცე­ნებ­ზე გა­მო­ვალ და უფრო მე­ტად გა­მოც­დი­ლი და ნას­წავ­ლი ვიქ­ნე­ბი.

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ეკა მიშველაძე "არ მინდა, ჩემმა ცნობადობამ ჩემს შვილს ხელი შეუშალოს!.."

ეკა მიშველაძე "არ მინდა, ჩემმა ცნობადობამ ჩემს შვილს ხელი შეუშალოს!.."

ტელეჟურნალისტ ეკა მიშველაძის შვილი მაკო კვიტაიშვილი "ახალი ხმის" კონკურსანტებს შორის ბრმა კასტინგზე უკვე ვიხილეთ. მაკომ თავისი შესრულებითა და გარეგნობით მწვრთნელების მოხიბვლა მოახერხა, მათ შორის კი დათო ფორჩხიძე აირჩია. რინგიც უკვე შედგა, რომელსაც მაყურებელი ეტაპობრივად იხილავს. ეკასა და მაკოს შინ ვესტუმრეთ ინტერვიუს ჩასაწერად.

ეკა:

- სახლში თუ სადმე სხვაგან ჩვენ ყოველთვის ვმღერით თუმცა ასე სერიოზულად მაკომ ამაზე ფიქრი ჰოლანდიაში ყოფნის დროს დაიწყო. სასწავლებლად გაემგზავრა ერთი წლით. იქიდან სხვანაირი დაბრუნდა. მაკოს ერთ განსაკუთრებულ თვისებას აღვნიშნავ, თავდაუზოგავი შრომით ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს. ჩემთვის არ გაუმხელია, მაგრამ, როგორც ჩანს, სულ უნდოდა სიმღერა.

მაკო:

- ჰოლანდიაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ რადგან შორს ვიყავი სახლიდან, მინდოდა, რაღაცაში მეპოვა საკუთარი თავი, იმ სფეროში, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. ჩემი ერთ-ერთ შავკანიანი მეგობარი მღეროდა. სმენა ყოველთვის მქონდა, მაგრამ სცენაზე არასდროს მიმღერია, მერე კი ვიფიქრე, რატომაც არ უნდა დავიწყო სიმღერა-მეთქი.

- ჟურნალისტობა არ გნდომებია?

- სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობ დიზაინის ფაკულტეტზე, ტყავის განხრით. რაც შეეხება ჟურნალისტობას, დღემდე არ ვარ ამის წინააღმდეგი და მაქვს ამ მიმართულებით ჩანაფიქრი. მსურს, მხიარული თოქშოუ წავიყვანო. მინდა, ხალხს ვასიამოვნო. ამას ვაკეთებ სიმღერითაც. ჰოლანდიაში გავარკვიე, ვინ იყო ვოკალის საუკეთესო პედაგოგი, ესპანელ კაცთან მივედი. დედა ხშირად მასმენინებდა "ბითლზს" და ყესტერდაყ ვუმღერე ჩემი ინტერპრეტაციით. ძალიან მოეწონა და მითხრა, არის რაღაც შენში, რაც სხვებს არ აქვთო.

მე და ჩემი შავკანიანი მეგობარი სკოლის ტალანტების შოუზე გავედით. "ფინქის" სიმღერაზე ხალხი ტიროდა. იმ დღეს მივხვდი, რომ სცენიდან ჩამოსვლა არ მინდოდა.

ეკა:

- მე ვიდეო გამომიგზავნა, გაკვირვებული ვიყავი, როდის ისწავლე ასე სიმღერა-მეთქი. გაიმარჯვა და ერთ-ერთ გაზეთშიც მოხვდა. ამის მერე დაიწყო სერიოზულად ფიქრი სიმღერაზე.

მაკო:

- საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვეძებდი მასწავლებელს, რომელიც დააკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნებს. ვიპოვე კიდეც ასეთი, მისი სწავლების მეთოდი ყველასგან განსხვავდება და ჩემთვის მისაღებია, თუმცა მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილზე ვიყავი ჯერ. საერთოდ, ცოტა ზარმაცი ვარ და გადაწყვეტილებებზეც ბევრს ვფიქრობ. შეიძლება, ჩაცმული ვიყო და კარი აღარ გავაღო, რომ გარეთ გავიდე, დავჯდე და ჩემთვის ვიმღერო. ახლა საკუთარი თავის ძიებაში ვარ და დღემდე ვერ გავერკვიე ბოლომდე, რა მინდა.

- ეკა, "ახალ ხმაში" მისვლაც სიურპრიზი იყო შენთვის?

- მაკო სიურპრიზებით აღსავსე ადამიანია. ძალიან ბევრს ფიქრობს გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ ამას არ გაჩვენებს და მერე გაყენებს ფაქტის წინაშე. ჩემთვის შოკია ხოლმე. ასე იყო სწორედ, როცა "ჯეოსტარზე" გავიდა. ეტყობა, დედის ეგოისტური მომენტია, გინდა, შენი შვილი უსიამოვნო ემოციებისგან დაიცვა. შესაბამისად, მე კონკურსებში ჩემი შვილების მონაწილეობის წინააღმდეგი ვარ. თავად აზარტული ვარ, მაგრამ როცა საქმე ჩემს შვილებს ეხება, არ მომწონს. ჩემი შვილები ყოველთვის ისე იქცევიან, როგორც თავად უნდათ. "ჯესოტარზე" რომ ვერ მოხვდა, ეს შედეგიც ნორმალურად მიიღო და ახლანდელიც, როცა მოხვდა კონკურსზე.

- არ გაგიკვირდა, რომ მაშინ არ მიიღეს?

- მაშინაც გამიკვირდა და ახლაც გაკვირვებული ვარ. იმიტომ კი არა, რომ ველოდებოდი, მაკო ისეთია, ყველა გადაირევა-მეთქი, უბრალოდ, მას აქვს რამდენიმე ისეთი შტრიხი, რაც არტისტისთვის, სცენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამას როგორც დედა არ ვამბობ, ძალიან კაშკაშა პიროვნებაა. მისი ეს თვისებები, ჩემი აზრით, დასაკარგი არ იყო, თუმცა ეს თემა ახლა აღარ არის საინტერესო. გამიხარდა, რომ ფარ-ხმალი არ დაყარა, ე.ი. სიმღერა ძალიან უნდა. ერთადერთი, რისიც მეშინია, არის ის, რომ მაკოზე ჩემმა ცნობადობამ ცუდად არ იმოქმედოს და ხელი არ შეუშალოს. გარშემო მყოფებს, მონაწილეებს, შემფასებლებს ეს კომპლექსი უჩნდებათ. როდესაც გამოიკვეთება განსხვავებული პიროვნება და თანაც ცნობილი ადამიანის შვილია, ეს კომპლექსი ხშირად ჩნდება. რადგან სირცხვილია, რომ თუნდაც ერთ სიტყვას იტყვი ვინმესთან შენს შვილზე. ყველა საკუთარ თავს თვითონ ავლენს და რაიმე თუ არის დასანახი, ამას ისედაც დაინახავ. პირველ კონკურსზე არ მივსულვარ, მეორეზე კი მაკომ ძალიან მთხოვა, ამიტომ "ახალი ხმის" ბრმა კასტინგზე მივედი. არ მინდა იცოდნენ, რომ ჩემი შვილია და არავის არ ვეუბნები ხოლმე, უბრალოდ, ძალიან გვამსგავსებენ ერთმანეთს და ყველა, ვინც მე მიცნობს, ხვდება, რომ მაკო ჩემი შვილია.

მაკო:

- ვამაყობ, რომ დედაჩემი ეკა მიშველაძეა. პატარაობისას, როცა ცნობილ ადამიანებს მაცნობდნენ ხოლმე, ისინი მიმახსოვრებდნენ, როგორც ეკას შვილს. თუმცა, მინდა, დამიმახსოვრონ ჩემი სახელით და ვიყო ცნობილი სახე. სანამ საქართველოში ცნობილი სახე არ გავხდები, მანამდე არ გავჩერდები. მინდა, საზღვარგარეთაც გავიდე და პოპულარობა მოვიპოვო. დედაჩემისთვის დახმარება ამ კუთხით არასდროს მითხოვია, ოჯახურ თემებს თუ არ ჩავთვლით. არც სამსახურის მოძებნაში მითხოვია დახმარება. 15 წლის ასაკში ჰოლანდიაში დავიწყე მუშაობა. იქ გავიგე ფულის გემო. დედა ყოველთვის მიგზავნიდა, მაგრამ მრცხვენოდა, რომ მხოლოდ მე არ ვმუშაობდი და ამიტომაც სხვადასხვა სამსახური გამოვიცვალე.

ეკა:

- ერთხელ მატირა ამის გამო. ახლაც ცრემლები მაქვს თვალებზე... ერთხელ დავურეკე და ვუთხარი, ახლა ფული არ მაქვს და ცოტა ხანში გამოგიგზავნი-მეთქი და მიპასუხა, დედა, არ მინდა გამოგზავნა, მეზობელს ღობე შევუღებე და გადამიხადესო. მოგიკვდეს დედა-მეთქი, გული კინაღამ გამისკდა (იცინის). მთელი ღამე არ მიძინია.

მაკო:

- ოჯახში ვცხოვრობდი. იქაური დედობილი ხშირად მთხოვდა ხოლმე დახმარებას და ვინაიდან ჭრა-კერვა მეხერხება, ხელიდან კარგად გამომდის ბევრი რამ, სახლში ვღებავდი სკამებს, მაგიდებს. მერე მეზობელმა მთხოვა, ღობე შემიღებეო და 50 ევრო გადამიხადა. მერე მიმტანად დავიწყე ბარში მუშაობა და ჩემი ნახევარი კლასი იმავეს აკეთებდა. ამსტერდამში მოდელადაც მიმუშავია.

ეკა:

- აქაც ძალიან მეხმარება. სიმღერით ორ კაპიკს შოულობს და ძალიან მეხიდება. გზის ფულს რომ არ გამოგართმევს, უკვე კარგია.

- გარეგნული მსგავსება თქვენ შორის აშკარაა.

- არ მივიჩნევთ, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. მაკო ძალიან ჰგავს მამამისს. ეტყობა, რაღაც შტრიხები აქვს ჩემი. რა თქმა უნდა, შორიდან უფრო ვიჭერ მსგავსებას, მაგრამ ნაკვთები ერთნაირი არ გვაქვს. მე და ანა უფრო ვგავართ ერთმანეთს. მაკო მომწონს და თუ ასეთი ვარ, ძალიან კარგი ვყოფილვარ ვიზუალურად (იცინის).

- შავკანიანს ჰგავს...

- მამა არ ჰყავს შავკანიანი (იცინიან). მე რომ მაკოს ასაკის ვიყავი, ბევრჯერ უკითხავთ ხუმრობით, ფერადკანიანი ხომ არ გყოლია ვინმე წინაპრებშიო. შესაძლოა, მყავდა კიდეც. წინაპრებიდან ვისზეც მიმიწვდებოდა ხელი, ყველას ვკითხე და ამბობენ, არავისთან შეგვიცოდავსო (იცინის). ერთხელ, როდისმე რომ მოვიცლი, პენსიაზე რომ გავალ, უნდა ჩავუჯდე ამ ამბავს.

მახსოვს, "ჯეოსტარზე" რომ გამოდიოდა, მარინა ბერიძემ ჩაილაპარაკა, შავკანიანის პირის აპარატი აქვსო. მაშინ ნერვიულობდა და ასეთი თამამი არ იყო. ალბათ ამიტომაც არ აიყვანეს. მაკო ამის მერე უფრო ჩავარდა აზარტში.

მაკო:

- შავკანიანობაზე კარგი ამბავი მაქვს - სამხატვრო სკოლაში დავდიოდი. დირექტორის კაბინეტში არასდროს ვყოფილვარ, რადგან არაფერს ვაშავებდი. თურქეთიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, კარგად გარუჯულს ლურჯი ფერი მაქვს ხოლმე და არ ვჩანვარ. მივედი სკოლაში და დავჯექი. მასწავლებელმა მითხრა, დირექტორი გიბარებსო. ძალიან გამიკვირდა. შევედი თუ არა, მეუბნება - სულ მინდოდა მეკითხა, დედა გყავს ზანგი თუ მამაო (იცინის).

- ერთმანეთის პირად ცხოვრებაში ერევით?

ეკა:

- არასდროს ჩავრეულვარ და არც ჩავერევი. მიუხედავად ამისა, ჩემი შვილები ყოველთვის მეკითხებიან რჩევებს. მე ვპასუხობ, რომ მათი გადასაწყვეტია. არ მაქვს იმის ილუზია, რომ მაკო ყოველი ფეხის ნაბიჯზე მაბარებს ანგარიშს, მაგრამ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ამბებს მიყვება ხოლმე და ამის გამო მადლობელი ვარ. მხოლოდ კლასიკური გაგებით, დედა-შვილი არ ვართ. ჩემი შვილები ისევე მიდგანან გვერდში, როგორც მე მათ. არის რაღაც ამბები, არცთუ შორეული წარსულიდან, რასაც ახლა არ მოვყვები, მაგრამ მაკო რომ დაქალდება, მერე აუცილებლად მოგიყვებით და გარწმუნებთ, ძალიან იცინებთ ჩემზეც და მასზეც.

მაკო:

- დედა უფრო მიზიარებს თავის ამბებს. დედა ყოველთვის ყველაფერს მიყვება. ზოგჯერ მგონია, რომ ეკაა ჩემი შვილი. ჩაცმულობიდან დაწყებული, ჩემი და ჩემი დის აზრი აინტერესებს. თუკი რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, ყოველთვის უნდა, მასთან ერთად ვიყოთ. პირადულს რაც შეეხება, თავიდან მიჭირდა ხოლმე მოყოლა, მაგრამ საკუთარ თავთან დატოვება უფრო არ მინდოდა და პირველ რიგში, დედასთან ვამხელდი. ყოველთვის სწორ რჩევებს მაძლევდა. თუკი არ დავუჯერებდი, ამასაც არა უშავს, რადგან მინდა, ბევრი შეცდომა დავუშვა და ამაზე ვისწავლო.

ეკა:

- შეკითხვა ის იყო, დედა თუ გიზიარებს პირადი ცხოვრების ამბებსო. რამდენჯერ დამხმარებიხარ, ეს უნდა მოგეყოლა. ძალიან კარგია, როდესაც ასეთი დიდი შვილები გყავს. ხან მაკო ყოფილა რთულ დროს ჩემთან, ხან - ანა. ბედნიერი ვარ, რომ სწორი ფასეულობები აქვთ. უსიტყვოდაც გამოუხატავთ ჩემთვის მხარდაჭერა. როცა ემოციასთან არის რაღაც დაკავშირებული და გტკივა, ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მახსოვს, როცა ერთ ასეთ მომენტში, როდესაც ემოციურად არცთუ კარგად ვიყავი, მე და მაკო ერთად წავედით ზღვაზე, რომ ეს პერიოდი გადამეტანა. მივიჩნევ, რომ ძალიან მეგობრული ოჯახი ვართ და არანაირი ზღვარი არ გვაქვს ერთმანეთთან.

- "ახალ ხმასთან" დაკავშირებით სირთულეებს ალბათ ერთად გადაიტანთ...

- მე აღარ წავყვები. ახლა რინგს დავესწარი და ძალიან რთული ყოფილა იმის ყურება, როცა შენს შვილს უყურებ და იცი, რომ შეიძლება გააგდონ. არ შემიძლია იქ სიარული, მირჩევნია, ტელევიზიით ვუყურო.

მაკო:

- რინგიდან რომ გამოვედი, დედაჩემი ტიროდა. ალბათ ვერ გადაიტანს ჩემს მონაწილეობას (იცინის). რინგი ძალიან სანერვიულო იყო. სცენაზე დგომისას სიმღერასთან ერთად კამერასა და ხალხთან მუშაობაზე უნდა იფიქრო. ჩემთვის ეს პირველი იყო და არ გახლდით გამოცდილი ამ მხრივ. ძალიან დიდ რაღაცას შევეჭიდე. ბევრს შეიძლება, ძალიან მაგრად მოეწონო, ბევრს - არა. მზად ვარ, მივიღო კრიტიკა, თუკი დაუმსახურებელი იქნება, აუცილებლად გავცემ ყველას პასუხს, თუ გასათვალისწინებელი იქნება, გავითვალისწინებ. ვაპირებ, ვიყო სცენაზე და ეს მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, უფრო დიდ სცენებზე გამოვალ და უფრო მეტად გამოცდილი და ნასწავლი ვიქნები.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები