ქართველმა მაყურებელმა თურქული სერიალების გმირები შეიყვარა, თუმცა მთავარი როლის შემსრულებელი ვარსკვლავების ბიოგრაფია ცოტამ თუ იცის.
გაგაცნობთ თურქეთში ყველაზე გავლენიან მსახიობ ქალებს, რომლებმაც სხვადასხვა ტელესერიალში მთავარი როლები განასახიერეს და მნიშვნელოვანი ჯილდოებიც აქვთ მოპოვებული. თურქი მსახიობები იშვიათად იმოსებიან გამომწვევად, არ თანხმდებიან სექსუალურ ფოტოსესიებს. ამასთან, თითქმის არ მოიპოვება ფოტოები, სადაც მსახიობები საცურაო კოსტუმებში არიან გამოწყობილნი. ზოგიერთი თურქი მსახიობი ქალი ჰოლივუდის ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავებთან თანამშრომლობს.
29 წლის ბერენ საატი ქართველმა მაყურებელმა ტელესერიალით "უდანაშაულო" გაიცნო. სერიალში ფატმანგულის როლით ბერენი მსოფლიოს მასშტაბით მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიცნო. სერიალზე მუშაობა 2012 წელს დასრულდა - ბერენი გაუპატიურების მსხვერპლ გოგონას ასახიერებს, რომელიც დამნაშავეების დასჯას ითხოვს. სერიალში მონაწილეობისთვის ბერენმა ანტალიის სატელევიზიო დაჯილდოვების ცერემონიალზე "საუკეთესო მსახიობი ქალის" ჯილდო მოიპოვა.
2012 წელს ის ირანელი რეჟისორის, ბაჰმად გობადის ახალი ფილმი "Rhino Season"-ში გადაიღეს და მსახიობ მონიკა ბელუჩის ქალიშვილის როლი მოირგო. 2012 წლიდან თურქ მომღერალ კენან დოულუს ხვდება.
33 წლის ჯანსუ დერე ქართველმა მაყურებელმა ტელესერიალებიდან "სილა" და "ეზელი" გაიცნო. პროფესიით მსახიობი არ არის და პირველად ტელევიზიაში 2004 წელს მივიდა. 2 წელიწადში მთავარ როლზე დამტკიცეს და სერიალში "სილა" გადაიღეს. 2011 წელს კი გამოჩნდა "ეზელში". თუ ჯანსუს პორტფოლიოს გადახედავთ, ზედმეტად თამამ ფოტოებს წააწყდებით; მუშაობდა მოდელად და სილამაზის კონკურსის მონაწილეც იყო. ყოველდღიურ გამოცემაში Hurriyet კრიტიკოსებმა მას "ლამაზი, მაგრამ გამაღიზიანებელი" უწოდეს.
რაც შეეხება საადეტ აქსოის, ის არასტანდარტული თურქული გარეგნობით გამოირჩევა. ცისფერთვალება, გრძელფეხება საადეტმა თურქული ტელესერიალებიდან და შოუებიდან ჰოლივუდში გადაინაცვლა. 2009 წელს რომანტიულ კომედიაში Rebound, სადაც მთავარ როლს მსახიობი კეტრინ ზეტა ჯონსი თამაშობს, ეპიზოდური როლი მოირგო. თუმცა, მსოფლიო პოპულარობა ფილმმა Twice Born-მა მოუტანა, სადაც პარტნიორობას ჰოლივუდის ვარსკვლავი პენელოპა კრუსი უწევდა. ამასთან, საადეტი თურქეთში კოსმეტიკური კომპანია L'Oréal-ის წარმომადგენელია.
იხილეთ ფოტოგალერეა