ვებსაიტი Modelsrating, რომელიც მსოფლიოში ცნობილი თუ უცნობი მოდელების ბიოგრაფიას, პორტფოლიოსა და ფოტოსურათებს აქვეყნებს, ტატიანა შამრატოვაზე წერს.
როგორც პირად ინფორმაციაშია მითითებული, ტატიანა აფხაზეთში, საქართველოშია დაბადებული. გთავაზობთ Modelsrating-ზე ატვირთულ მის პირად პორტფოლიოსა და ფოტოგალერეას:
სახელი: ტატიანა
გვარი: შამრატოვა
ქვეყანა: საქართველო
დაბადების ადგილი: აფხაზეთი, საქართველო
თმის ფერი: ქერა
თვალები: მწვანე
სიმაღლე: 173 სანტიმეტრი
პარამეტრები: 84-58-87
ამასთან, მოდელი პირად ვებ-გვერდზე tatianashamratova.com ვრცელ ავტობიოგრაფიას აქვეყნებს. როგორც ბიოგრაფიიდან ირკვევა, ტატიანა საქართველოში დაიბადა. აქ ის რუს დედასთან და ქართველ მამასთან (გვარი მითითებული არ არის), ინესასა და რუსლანთან ერთად ცხოვრობდა. როგორც საიტზე წერია, მისი იდეალური ბავშვობა მოულოდნელად იმ დღეს შეწყდა, როდესაც აფხაზურ-ჩეჩურმა დაჯგუფებებმა საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები წამოიწყეს. ტატიანა სკოლიდან ბებიამ გამოიყვანა, მოგვიანებით კი მის დასთან ერთად მატარებლით ბათუმში გაიქცა, საიდანაც გემმა რუსეთში წაიყვანა. რუსეთში ტატიანას ბებია ზრდიდა - ბებიამ შვილიშვილს ახალი გვარი შამ-რა-ტ-ოვა მისცა, რომელიც ებრაულ ენაზე ითარგმნება როგორც "მზის ქალიშვილი". 1993 წელს, როდესაც ომი დასრულდა, ტატიანა დედამ გაგრაში დააბრუნა. 13 წლის ასაკიდან გოგონა მუშაობდა და გამომუშავებული თანხით ოჯახს ეხმარებოდა. მოგვიანებით ტატიანა რუსეთში ევრო-აზიური მოდის კვირეულზე გამოჩნდა. ქერა ლამაზმანი რუსმა დიზაინერებმა შენიშნეს და მათი რჩეულიც გახდა. მან მოსკოვში გამართულ მოდის კვირეულზეც წარმატებას მიაღწია, თუმცა მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ეპიზოდი სწორედ ამ დიდ წარმატებას მოჰყვა - მოდელს მამა გარდაეცვალა. ტატიანას მამა 10 წელი ავადმყოფობდა - ის ჩერნობილის ავარიისას დაინვალიდდა. მიუხედავად დიდი ტრაგედიისა, ტატიანამ იცოდა, რომ ძლიერი უნდა ყოფილიყო.
ერთ დღესაც ტატიანა მიიწვიეს სილამაზის კონკურსზე სახელწოდებით "საუკეთესო საუკეთესოთა შორის". კონკურსში 500 გოგონა მონაწილეობდა. ტატიანა 20 ფინალისტს შორის მოხვდა და გამარჯვებაც მოიპოვა. მოგვიანებით კარიერა ლონდონში გააგრძელა. სამოდელო სააგენტო Top Model Agency-ში კონტრაქტიც გააფორმა. მან მოწვევა მიიღო მილანის მოდის კვირეულის ორგანიზატორებისგანაც. ამის შემდეგ რამდენიმე ცნობილი ჟურნალის გარეკანი დაამშვენა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით დღეს მოდის ბიზნესში ერთ-ერთი გავლენიანი მოდელია, რომელიც პოდიუმზე ცნობილი ბრენდების კოლექციას წარადგენს. ის მონაწილეობს ისეთი ცნობილი მოდის სახლების შოუებში როგორიცაა Reiss, Voronin, Marlies Dekkers, VDP, Roza, Calvin Klein, Jimmy Choo Oscar de la renta. ასევე, თანამშრომლობს შემდეგ კოსმეტიკური ბრენდის კომპანიებთან - Tony & Guy, MAX Factor, Cosmo-cosmetic, Oriflame და Avon.
იხილეთ ტატიანა შამრატოვას ეროტიული ვიდეო
მომზადებულია Modelsrating.com-ის მიხედვით.