მსოფლიოს 5 უდიდესი ბიბლიოთეკა

მსოფლიოს 5 უდიდესი ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკების ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 323–283 წლიდან იწყება. ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი იყო, საკითხავ, სასწავლო, ასტრონომიულ, ანატომიურ და სხვა განყოფილებებს მოიცავდა. გარდა ამისა, მასში განთავსებული იყო მუზეუმიც. ის მსოფლიოს უძველეს ბიბლიოთეკად 2002 წელს აღიარეს. მას შემდეგ ეტაპობრივად ვითარდებოდა ბიბლიოთეკათა ქსელი და შესაბამისად იზრდებოდა მათში შენახული მასალის მოცულობაც.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს უდიდეს ბიბლიოთეკათა ტოპ-ხუთეულს.

1. კონგრესის ბიბლიოთეკა

კონგრესის ბიბლიოთეკა ვაშინგტონში მდებარეობს და სამ შენობას მოიცავს. მასში 29  მლნ წიგნი ინახება. ის 1800 წლის 24 აპრილს დაარსდა. ამჟამად მისი დირექტორი ჯეიმს ბელინგტონია. მსოფლიოს უდიდესი ბიბლიოთეკა, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უძველეს ფედერალურ ინსტიტუტადაა აღიარებული, გინესის რეკორდების წიგნშია შესული.

2. ჩინეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა

ჩინეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა პეკინში მდებარეობს. ის აზიაში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიოში რიგით მეორე ბიბლიოთეკაა. მასში 23 მილიონამდე წიგნი ინახება.

ჩინეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა 1909 წლის 24 აპრილს დაარსდა და ოფიციალურად მხოლოდ 1912 წელს გაიხსნა. მისი ამჟამინდელი დირექტორი ჟან ფურუია.

3. სანკტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია

იგი რუსეთში, პეტერბურგში მდებარეობს. აკადემია პეტრე დიდის დროს დაარსდა. 1724-1917 წლებში მას სანკტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის სახელით იცნობდნენ.

მასში 20 მილიონამდე წიგნი ინახება.

4. კანადის ნაციონალური ბიბლიოთეკა და არქივი

კანადის ნაციონალური ბიბლიოთეკა და არქივი ოტავაში მდებარეობს. ამ დროისთვის მასში 18.8 მლნ წიგნი ინახება. მაში გაერთიანებულია ”კანადის საზოგადოებრივი არქივი"და ”კანადის ნაციონალური ბიბლიოთეკა”. ის 1953 წელს დაარსდა. მისი ამჟამინდელი დირექტორი დოქტორი დანიელ ჯი კარონია.

5. გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკა

მეხუთე ადგილს გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკა იკავებს, რომელიც ფრანკფურტში მდებარეობს. გერმანულად მას Deutsche Bibliothek-ს ეწოდება. ის 1912 წელს დაარსდა და მასში 18.5 მლნ წიგნი ინახება. გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკის დირექტორი, დოქტორი ელიზაბეტ ნიგემანია.

მომზადებულია blindloop.com-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს