მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც გაბრაზებისას განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც გაბრაზებისას განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა

ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ამო­უ­წუ­რა­ვია. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა უარ­ყო­ფით შტრი­ხებ­ზე და ხა­სი­ა­თის ე.წ. "ჩრდი­ლო­ვა­ნი" მხა­რე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ზეა სა­უ­ბა­რი. ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, სი­სას­ტი­კის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა და ზო­გა­დად უმარ­თა­ვი აგ­რე­სია, სი­ტუ­ა­ცი­ი­სა და შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მოს ადეკ­ვა­ტუ­რად, შე­საძ­ლოა ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­განს ახა­სი­ა­თებ­დეს. თუმ­ცა, არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი სტა­ტის­ტი­კაც იმის შე­სა­ხებ, თუ რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ყვე­ლა­ზე მე­ტად მიდ­რე­კილ­ნი დიქ­ტა­ტუ­რის­კენ...

კურო - ალ­ბათ გა­გიკ­ვირ­დათ ამ ერთი შე­ხედ­ვით მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და თით­ქოს­და ინერ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­მე­უ­ლის სა­თა­ვე­ში მოხ­ვედ­რა. თუმ­ცა, ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ ის ფაქ­ტი, რომ გა­აფ­თრე­ბუ­ლი ხარი კო­რი­და­ზე აღა­რა­ვის ინ­დობს. იგი­ვეა კუ­როს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ­თა შემ­თხვე­ვა­შიც. კუ­როს ხან­გრძლი­ვი მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი აქვს, მაგ­რამ თუ ის "კა­პი­ტა­ლუ­რად" გაბ­რაზ­და, მერე გზად ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს წა­ლე­კავს. ამას­თან ერ­თად, მისი სი­სას­ტი­კე უზო­მო და უსა­ზღვროა. ჰიტ­ლე­რი, ეკა­ტე­რი­ნე მე­დი­ჩი, მო­ა­მარ კა­და­ფი... ამ მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვა­ლის გა­და­ხედ­ვაც საკ­მა­რი­სია სა­ი­მი­სოდ, რომ გა­აც­ნო­ბი­ე­როთ, რა­ო­დენ სას­ტი­კი შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს ერთი შე­ხედ­ვით "ბუნ­ჩუ­ლა" და მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ქალ­წუ­ლი - ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, იმ შემ­თხვე­ვა­ში როცა სწო­რად და და­დე­ბი­თად გან­ვი­თა­რე­ბულ ინ­დი­ვი­დებ­თან გვაქვს საქ­მე, გა­სა­ო­ცა­რი მზრუნ­ვე­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. თუმ­ცა ქალ­წუ­ლის ბუ­ნე­ბას თუ ცოტა უფრო დე­ტა­ლუ­რად შე­ვის­წავ­ლით, აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ათას­გვა­რის "მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბე­ბის" და ფო­ბი­ე­ბის­კენ გა­აჩ­ნია მიდ­რე­კი­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, ქალ­წუ­ლი მი­წის ნი­შა­ნია და ნე­ბის­მი­ე­რი სი­სას­ტი­კის ჩა­დე­ნა შე­უძ­ლია ისე, რომ არც ხელი აუ­კან­კალ­დეს და არც გული აუ­ჩუყ­დეს. ამ ხალ­ხს ემო­ცი­ე­ბის სრუ­ლი გა­თიშ­ვა შე­უძ­ლია. მა­გა­ლი­თის­თვის შეგ­ვიძ­ლია მო­ვიყ­ვა­ნოთ ცნო­ბი­ლი "მეფე-მზე" იგი­ვე ლუი მე­თო­თხმე­ტე, ფრან­გი მო­ნარ­ქი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ძმაც კი გას­წი­რა ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად.

ლომი - აი, თუ ვინ­მეს ახა­სი­ა­თებს წრე­გა­და­სუ­ლი ტი­რა­ნი­ი­სა და სი­სას­ტი­კის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა ეს უდა­ვოდ ლომი გახ­ლავთ. ბე­ნი­ტო მუ­სო­ლი­ნი, ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტი, ფი­დელ კას­ტრო... მოკ­ლედ, საკ­მა­ოდ შორს წაგ­ვიყ­ვანს მა­გა­ლი­თე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა. ლომს რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხიბ­ლავს და ლი­დე­რის როლს მთე­ლი სუ­ლი­თა და გუ­ლით ეს­წრაფ­ვის ეს ახა­ლი ამ­ბა­ვი ალ­ბათ არა­ვის­თვი­საა. თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი "ოქ­როს შუ­ა­ლედს" ვე­ღარ პო­უ­ლობს თუკი ხელ­ში მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი მო­იგ­დო. სწო­რედ ამის შემ­დეგ იბა­დე­ბა მას­ში "ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ტი­რა­ნი", რო­მე­ლიც არა ერთ ან ორ ადა­მი­ანს, მთელს ნა­ცი­ას უქ­ცევს სი­ცო­ცხლეს ჯო­ჯო­ხე­თად.

ბორის
2

ყველაფერია რაც დაწეერილიაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც გაბრაზებისას განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც გაბრაზებისას განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა

ალბათ დამეთანხმებით, ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია. განსაკუთრებით მაშინ, როცა უარყოფით შტრიხებზე და ხასიათის ე.წ. "ჩრდილოვანი" მხარეების გამოვლენაზეა საუბარი. ასტროლოგების აზრით, სისასტიკისკენ მიდრეკილება და ზოგადად უმართავი აგრესია, სიტუაციისა და შესაბამისი გარემოს ადეკვატურად, შესაძლოა ნებისმიერი ჩვენგანს ახასიათებდეს. თუმცა, არსებობს გარკვეული სტატისტიკაც იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან ყველაზე მეტად მიდრეკილნი დიქტატურისკენ...

კურო - ალბათ გაგიკვირდათ ამ ერთი შეხედვით მშვიდი, გაწონასწორებული და თითქოსდა ინერტული ადამიანების სამეულის სათავეში მოხვედრა. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტი, რომ გააფთრებული ხარი კორიდაზე აღარავის ინდობს. იგივეა კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა შემთხვევაშიც. კუროს ხანგრძლივი მოთმინების უნარი აქვს, მაგრამ თუ ის "კაპიტალურად" გაბრაზდა, მერე გზად ყველას და ყველაფერს წალეკავს. ამასთან ერთად, მისი სისასტიკე უზომო და უსაზღვროა. ჰიტლერი, ეკატერინე მედიჩი, მოამარ კადაფი... ამ მოკლე ჩამონათვალის გადახედვაც საკმარისია საიმისოდ, რომ გააცნობიეროთ, რაოდენ სასტიკი შეიძლება იყოს ეს ერთი შეხედვით "ბუნჩულა" და მშვიდობისმოყვარე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი.

ქალწული - ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, იმ შემთხვევაში როცა სწორად და დადებითად განვითარებულ ინდივიდებთან გვაქვს საქმე, გასაოცარი მზრუნველობით გამოირჩევიან. თუმცა ქალწულის ბუნებას თუ ცოტა უფრო დეტალურად შევისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ათასგვარის "მიჯაჭვულობების" და ფობიებისკენ გააჩნია მიდრეკილება. გარდა ამისა, ქალწული მიწის ნიშანია და ნებისმიერი სისასტიკის ჩადენა შეუძლია ისე, რომ არც ხელი აუკანკალდეს და არც გული აუჩუყდეს. ამ ხალხს ემოციების სრული გათიშვა შეუძლია. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ცნობილი "მეფე-მზე" იგივე ლუი მეთოთხმეტე, ფრანგი მონარქი, რომელმაც საკუთარი ძმაც კი გასწირა ძალაუფლების გასამყარებლად.

ლომი - აი, თუ ვინმეს ახასიათებს წრეგადასული ტირანიისა და სისასტიკისკენ მიდრეკილება ეს უდავოდ ლომი გახლავთ. ბენიტო მუსოლინი, ნაპოლეონ ბონაპარტი, ფიდელ კასტრო... მოკლედ, საკმაოდ შორს წაგვიყვანს მაგალითების დასახელება. ლომს რომ ძალაუფლება ხიბლავს და ლიდერის როლს მთელი სულითა და გულით ესწრაფვის ეს ახალი ამბავი ალბათ არავისთვისაა. თუმცა, ზოგიერთი მათგანი "ოქროს შუალედს" ვეღარ პოულობს თუკი ხელში მართვის სადავეები მოიგდო. სწორედ ამის შემდეგ იბადება მასში "ერთპიროვნული ტირანი", რომელიც არა ერთ ან ორ ადამიანს, მთელს ნაციას უქცევს სიცოცხლეს ჯოჯოხეთად.