Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იკლებს წონაში მარტივად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ვინ იკლებს წონაში მარტივად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყვე­ლას გვყავს სა­მე­გობ­რო­ში თითო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სულ ჭამს, მაგ­რამ სხე­ულ­ზე არა­ფე­რი ეტყო­ბა. ჩვენ გვი­წევს დი­ე­ტე­ბის დაც­ვა, მი­ნი­მუმ ყო­ველ დღე ფე­ხით სი­ა­რუ­ლი ან სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ვარ­ჯი­ში კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე წო­ნის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად, თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ ნიშ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წვა­ლე­ბის გა­რე­შე თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის­გან. წარ­მო­გიდ­გენთ მათ ჩა­მო­ნათ­ვალს:

ტყუ­პე­ბი

ტყუ­პე­ბი საკ­მა­ოდ სწრა­ფად იკ­ლე­ბენ წო­ნა­ში, რისი მი­ზე­ზიც მათი ცხოვ­რე­ბის სტი­ლია - მუ­დამ მოძ­რა­ო­ბენ, ერთ ად­გი­ლას ვერ ჩერ­დე­ბი­ან, შანსს არ უშ­ვე­ბენ ხე­ლი­დან, რომ ღამე რეს­ტო­რან­ში ან კლუბ­ში გა­და­ა­თე­ნონ და ქან­ცის გა­წყვე­ტამ­დე იცეკ­ვონ. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს სწო­რედ მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბა ეხ­მა­რე­ბა წო­ნის სწრა­ფად დაკ­ლე­ბა­ში. გი­ლო­ცავთ, ტყუ­პე­ბო, თქვე­ნი ყვე­ლას შურს!

ქალ­წუ­ლი

ქალ­წუ­ლი ზო­მი­ე­რად მი­ირ­თმევს (აქვე ჩა­ვურ­თავ, რომ ზო­გა­დად ყვე­ლა­ფერ­ში ზო­მი­ე­რე­ბას ავ­ლენს, რაც მისი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბაა ) შე­სა­ბა­მი­სად მისი კუჭი მიჩ­ვე­უ­ლი არ არის ბევ­რი საჭ­მლის ერ­თბა­შად მი­ღე­ბა-გა­და­მუ­შა­ვე­ბას, ამი­ტომ მის­თვის მარ­ტი­ვია ულუ­ფე­ბის კი­დევ უფრო შემ­ცი­რე­ბა. რაც უფრო ნაკ­ლებ კა­ლო­რი­ას იღებს ქალ­წუ­ლი, მით უფრო სწრა­ფად იკ­ლებს. თუ, რა თქმა უნდა, არ გა­და­ამ­ლა­შა და ორ­გა­ნიზმს თვით­გა­დარ­ჩერ­ნის ფუნ­ქცია არ ჩა­ურ­თო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სხე­უ­ლი ნელა წვავს ცხიმს, ცდი­ლობს გა­მო­ი­ზო­გოს, რად­გან აშიმ­ში­ლე­ბენ და ენერ­გი­ის წყა­როდ სჭირ­დე­ბა.

მო­რი­ე­ლი

მო­რი­ელს შე­უძ­ლია თა­ვით გა­და­ეშ­ვას ნე­ბის­მერ საქ­მე­ში, რო­მელ­საც აკე­თებს და სულ და­ა­ვი­წყდეს ჭამა; ისე­ვე რო­გორც, შე­საძ­ლოა მთე­ლი დღე სუსნა­ო­ბას და კვე­ბას და­უთ­მოს, თუ უსაქ­მო­დაა ან დეპ­რე­სია აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ნი­შა­ნი ისე­ვე სწრა­ფად იმა­ტებს, რო­გორც იკ­ლებს. მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხე­ბი­სად­მი, გან­სა­ზღვრავს მის წო­ნა­საც.

თევ­ზე­ბი

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ თევ­ზე­ბის­თვის ჭამა ან­ტი­დეპ­რე­სან­ტა­დაა გა­დაქ­ცე­უ­ლი - ტკბი­ლე­უ­ლი კი, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ცხოვ­რე­ბის აზ­რია, კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­ტა­ბო­ლიზ­მი აქვთ, რაც მი­ღე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის სწრა­ფად მო­ნე­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლის ფი­ზი­ო­ლო­გია სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მალე მო­ი­შო­როს ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვინ იკლებს წონაში მარტივად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვინ იკლებს წონაში მარტივად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველას გვყავს სამეგობროში თითო ადამიანი, რომელიც სულ ჭამს, მაგრამ სხეულზე არაფერი ეტყობა. ჩვენ გვიწევს დიეტების დაცვა, მინიმუმ ყოველ დღე ფეხით სიარული ან საფუძვლიანი ვარჯიში კვირაში რამდენჯერმე წონის დასარეგულირებლად, თუმცა არსებობენ ნიშნები, რომლებიც წვალების გარეშე თავისუფლდებიან ზედმეტი კილოგრამებისგან. წარმოგიდგენთ მათ ჩამონათვალს:

ტყუპები

ტყუპები საკმაოდ სწრაფად იკლებენ წონაში, რისი მიზეზიც  მათი ცხოვრების სტილია - მუდამ მოძრაობენ, ერთ ადგილას  ვერ ჩერდებიან, შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ ღამე რესტორანში ან კლუბში გადაათენონ და ქანცის გაწყვეტამდე იცეკვონ. ამ ნიშნით დაბადებულებს სწორედ მსგავსი აქტივობა ეხმარება წონის სწრაფად დაკლებაში. გილოცავთ, ტყუპებო, თქვენი ყველას შურს!

ქალწული

ქალწული ზომიერად მიირთმევს (აქვე ჩავურთავ, რომ ზოგადად ყველაფერში ზომიერებას ავლენს, რაც მისი საუკეთესო თვისებაა ) შესაბამისად მისი კუჭი მიჩვეული არ არის ბევრი საჭმლის ერთბაშად მიღება-გადამუშავებას, ამიტომ მისთვის მარტივია ულუფების კიდევ უფრო შემცირება. რაც უფრო ნაკლებ კალორიას იღებს ქალწული, მით უფრო სწრაფად იკლებს. თუ, რა თქმა უნდა, არ გადაამლაშა და ორგანიზმს თვითგადარჩერნის ფუნქცია არ ჩაურთო, რომლის მიხედვითაც, სხეული ნელა წვავს ცხიმს, ცდილობს გამოიზოგოს, რადგან აშიმშილებენ და ენერგიის წყაროდ  სჭირდება.

მორიელი

მორიელს შეუძლია თავით გადაეშვას ნებისმერ საქმეში, რომელსაც აკეთებს და სულ დაავიწყდეს ჭამა; ისევე როგორც, შესაძლოა მთელი დღე სუსნაობას და კვებას დაუთმოს, თუ უსაქმოდაა ან დეპრესია აქვს. შესაბამისად,  ეს ნიშანი ისევე სწრაფად იმატებს, როგორც იკლებს. მისი დამოკიდებულება ცხოვრებაში მიმდინარე საკითხებისადმი, განსაზღვრავს მის წონასაც.

თევზები

იმის მიუხედავად, რომ თევზებისთვის ჭამა ანტიდეპრესანტადაა გადაქცეული - ტკბილეული კი, თამამად შეიძლება ითქვას, ცხოვრების აზრია, კარგად განვითარებული მეტაბოლიზმი აქვთ, რაც მიღებული საკვების სწრაფად მონელებაში ეხმარება. ამ ნიშნით დაბადებულის ფიზიოლოგია საშუალებას იძლევა, მალე მოიშოროს ზედმეტი კილოგრამები.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"