მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
TOP 3 ყველაზე მყარი ფსიქიკის მქონე ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც გაგიჟება არ ემუქრება
TOP 3 ყველაზე მყარი ფსიქიკის მქონე ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც გაგიჟება არ ემუქრება

რო­გორ ფიქ­რობთ, მყა­რი ნერ­ვე­ბის პატ­რო­ნი ხართ? ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი ხში­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ერთი შე­ხედ­ვით მშვი­დად და აუ­ღელ­ვებ­ლად. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მო­ჩე­ნა ბევრ მათ­განს აკარ­გვი­ნებს სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ემო­ცი­ე­ბის ფლო­ბის უნარს. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა სამი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი:

კირჩხი­ბი - ალ­ბათ გიკ­ვირთ მო­ტი­რალ-მოს­ლუ­კუ­ნე კირჩხი­ბის სა­მე­ულ­ში მოხ­ვედ­რა. დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბას ნუ იჩ­ქა­რებთ სა­ნამ სტა­ტი­ას ბო­ლომ­დე არ ჩა­ი­კი­თხავთ. მარ­თლია, კირჩხი­ბი საკ­მა­ოდ სენ­სი­ტი­უ­რი ნი­შა­ნია და ამა­ზე არც არა­ვინ და­ვობს, მაგ­რამ მას და სხვას არა­ვის ხე­ლე­წი­ფე­ბა პირ­ვე­ლი ემო­ცი­უ­რი შო­კის შემ­დგომ გა­სა­ო­ცა­რი "თვით­გა­დარ­ჩე­ნის პროგ­რა­მა" აა­მუ­შა­ოს სა­კუ­თარ თავ­ში და ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ვი­დეს. კირჩხი­ბი, რო­მელ­საც დრო საკ­მა­რი­სად აქვს სა­კუ­თა­რი უიღ­ბლობს გა­მო­სა­ტი­რებ­ლად სა­ბო­ლოო ჯამ­ში ყვე­ლა პრობ­ლე­მის სრულ ლიკ­ვი­და­ცი­ას მო­ა­ხერ­ხებს ისე, რომ სხვებ­საც იხ­სნის გან­საც­დე­ლის­გან.

მო­რი­ე­ლი - მისი ნე­ბის­ყო­ფა რკი­ნი­სე­ბუ­რია და ამას ნე­ბის­მი­ე­რი ას­ტრო­ლო­გი და­ა­დას­ტუ­რებს. თუმ­ცა, რაღა თქმა უნდა, უნე­ბის­ყო­ფო და სო­ცი­ო­ფო­ბი მო­რი­ე­ლე­ბიც გვხვდე­ბი­ან, მაგ­რამ დღეს ჩვენ გა­მო­ნაკ­ლი­სებ­ზე არ ვსა­უბ­რობთ. ჭეშ­მა­რი­ტი მო­რი­ე­ლი ტან­ჯვა­სა და გან­საც­დელს არა­სო­დეს უშინ­დე­ბა. მათი დე­ვი­ზია "ყვე­ლა პრობ­ლე­მას ორი უე­ბა­რი წა­მა­ლი აქვს – დრო და სი­ჩუ­მე". მო­რი­ელს ძალა შეს­წევს ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე მშვი­დად, მდუ­მა­რედ და ჯი­უ­ტად აი­ტა­ნოს ნე­ბის­მი­ე­რი გა­ჭირ­ვე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მას კი არ გას­ტეხს სუ­ლი­ე­რად, პი­რი­ქით მას­ში პი­როვ­ნულ ზრდას გა­მო­იწ­ვევს და სუ­ლის სიძ­ლი­ე­რეს აუ­მაღ­ლებს.

თხის რქა - სი­ჯი­უ­ტე, პრინ­ცი­პუ­ლო­ბა და გა­სა­ო­ცა­რი ამ­ტა­ნო­ბა ამ ხალ­ხის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. ბავ­შვო­ბა­ში თხის რქე­ბი ხში­რად ავად­მყო­ფო­ბენ და ვე­რა­ვინ იტყვის თუ ამ მუდ­მი­ვად და ავად­მყო­ფუ­რად მო­ბუ­ზუ­ლი ბავ­შვის­გან სა­მო­მავ­ლოდ ასე­თი ამ­ტა­ნი ინ­დი­ვი­დი გა­იზ­რდე­ბა. თხის რქა კარ­გი კო­ნი­ა­კი­ვი­თაა – რაც უფრო ემა­ტე­ბა წლე­ბი, მით უფრო უკე­თე­სი ხდე­ბა. რო­გორც სუ­ლი­ე­რად ისე ფი­ზი­კუ­რად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და ძლი­ერ­დე­ბა. ამი­ტომ მას არამ­ხო­ლოდ სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბის, სხვი­სი ტვირ­თის აღე­ბაც კი ხე­ლე­წი­ფე­ბა თა­ვის თავ­ზე.

nene
12

ისემც თქვენ რა გითხარით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

TOP 3 ყველაზე მყარი ფსიქიკის მქონე ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც გაგიჟება არ ემუქრება

TOP 3 ყველაზე მყარი ფსიქიკის მქონე ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც გაგიჟება არ ემუქრება

როგორ ფიქრობთ, მყარი ნერვების პატრონი ხართ? ასტროლოგები თვლიან, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ხშირად გამოიყურება ერთი შეხედვით მშვიდად და აუღელვებლად. თუმცა, რეალური პრობლემების წინაშე აღმოჩენა ბევრ მათგანს აკარგვინებს საკუთარი თავისა და ემოციების ფლობის უნარს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სამი ზოდიაქოს ნიშანი:

კირჩხიბი - ალბათ გიკვირთ მოტირალ-მოსლუკუნე კირჩხიბის სამეულში მოხვედრა. დასკვნების გაკეთებას ნუ იჩქარებთ სანამ სტატიას ბოლომდე არ ჩაიკითხავთ. მართლია, კირჩხიბი საკმაოდ სენსიტიური ნიშანია და ამაზე არც არავინ დავობს, მაგრამ მას და სხვას არავის ხელეწიფება პირველი ემოციური შოკის შემდგომ გასაოცარი "თვითგადარჩენის პროგრამა" აამუშაოს საკუთარ თავში და ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვიდეს. კირჩხიბი, რომელსაც დრო საკმარისად აქვს საკუთარი უიღბლობს გამოსატირებლად საბოლოო ჯამში ყველა პრობლემის სრულ ლიკვიდაციას მოახერხებს ისე, რომ სხვებსაც იხსნის განსაცდელისგან.

მორიელი - მისი ნებისყოფა რკინისებურია და ამას ნებისმიერი ასტროლოგი დაადასტურებს. თუმცა, რაღა თქმა უნდა, უნებისყოფო და სოციოფობი მორიელებიც გვხვდებიან, მაგრამ დღეს ჩვენ გამონაკლისებზე არ ვსაუბრობთ. ჭეშმარიტი მორიელი ტანჯვასა და განსაცდელს არასოდეს უშინდება. მათი დევიზია "ყველა პრობლემას ორი უებარი წამალი აქვს – დრო და სიჩუმე". მორიელს ძალა შესწევს ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მშვიდად, მდუმარედ და ჯიუტად აიტანოს ნებისმიერი გაჭირვება. ეს ყველაფერი მას კი არ გასტეხს სულიერად, პირიქით მასში პიროვნულ ზრდას გამოიწვევს და სულის სიძლიერეს აუმაღლებს.

თხის რქა - სიჯიუტე, პრინციპულობა და გასაოცარი ამტანობა ამ ხალხის სავიზიტო ბარათია. ბავშვობაში თხის რქები ხშირად ავადმყოფობენ და ვერავინ იტყვის თუ ამ მუდმივად და ავადმყოფურად მობუზული ბავშვისგან სამომავლოდ ასეთი ამტანი ინდივიდი გაიზრდება. თხის რქა კარგი კონიაკივითაა – რაც უფრო ემატება წლები, მით უფრო უკეთესი ხდება. როგორც სულიერად ისე ფიზიკურად უმჯობესდება და ძლიერდება. ამიტომ მას არამხოლოდ საკუთარი პრობლემების, სხვისი ტვირთის აღებაც კი ხელეწიფება თავის თავზე.