დროა, სიახლეები შემოუშვათ თქვენს ცხოვრებაში. საინტერესო მოვლენებით დატვირთული თვე გელით. ყველა შანსი მოგეცემათ, რომ ოლიმპის წვერზე აღმოჩნდეთ. თუ ბევრს მუშაობთ, უნდა გამონახოთ დრო დასვენებისთვისაც.
მოერიდეთ გაუზრებელ ქმედებას, რათა ჩიხში არ აღმოჩნდეთ. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, ჯერ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. თქვენს სიფრთხიელზე იქნება დამოკიდებული პროექტების შედეგი.
თვის დასაწყისში მოერიდეთ ნეგატიურ მოვლენებს და იმ ადამიანებთან კონტაქტს, ვინც ნერვებს გიშლით. ეცადეთ, არ იკამათოთ ამ უკანასკნელენთან, რათა, არ შეილახოთ რეპუტაცია.
შუა თვეში განვითარებისა და ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა მოგეცემათ. ჩაეწერეთ შემოქმედებით სტუდიაში. ეს შეიძლება იყოს ხატვის, ქარგვის, ხეზე კვეთის წრე და ა.შ. ეცადეთ, რომ თქვენი ჰობი შემოსავლის წყაროდ აქციოთ. თქვენი თავის რეკლამისთვის კი დახმარება სთხოვეთ ახლობლებს და მეგობრებს.
გარშემო მყოფებს თქვენი მოულოდნელობებით გააოცებთ. მოგინდებათ სტილისა და იმიჯის შეცვლა. ნაცრისფერი დღეების გაფერადება. არ შეეწინააღმდეგოთ ასეთ მოთხოვნებს. ეცადეთ, იყოთ მეტად პოზიტიური და სასიამოვნო საწინააღმდეგო სქესისთვის. აქტიური ცხოვრებით საწინააღმდეგო საინტერესო ადამიანების ყურადღებას მიიქცევთ, შთაბეჭდილეებების მორევში გადაეშვებით და ყოველი დღე დღესასწაულს დაემსგავსება.
მანდილოსანს ვერძებს ადვილად შეუყვარდებათ. მოერიდეთ მამაკაცებს, ვისი შეხედულებებიც თქვენისგან მკვეთრად განსხვავდება. ასეთი რომანტიკული კავშირი სიკეთესა არ მოგიტანთ. უმჯობესია, პარტნიორთან საერთო ინტერესები გაკავშირებდეთ.
საინტერესო ნაცნობა შეიძლება ინტერნეტშიც გააბათ. რომელიც ჯერ მეგობრობაში გადაიზრდება შემდეგ კი, თუ რელობაში მოგინდებათ მისი გადმოტანა, - ვნებიან რომანში. თუ თქვენი გული დაკავებულია, მეტი დრო დაუთემთ საყვარელ ადამიანთან დროის გატარებას და ნუ იფიქრებთ სხვაზე, თქვენი ღალატი მას გულს ატკენს.
მამაკაცი ვერძები სარფიან შემოთავზებებს მიიღებთ. გამოგიჩნდებათ შესაძლებლობა, რომ დაიკავოთ სასურველი თანამდებობა. ზოგიერთი ლიდერის თვისებას გამოავლენს და გაუმართლებს კიდეც. შეიძლება ხელმძღვანელის პოსტიც კი ჩაიბაროთ.
მესამე დეკადის ვერძები ენერგიით იქნებით აღსავსენი, იქნებით მუდმივად მოქმედებაში. ეცადეთ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ მოშურნეების კრიტიკას და გაითვალისწინოთ მოკეთეების რჩევები. იმისათვის, რომ პარტნიორებთან საქმეები არ გაიფუჭოთ, ისწავლეთ ვალდებულებების დროზე შესრულება, არ დაგვიანება. განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა შეკვეთების მიღებასა და შესრულებას ეხება.
ეცადეთ, თვის ბოლომდე დაფართ ყველა ფინანსური ვალდებულება. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, დოკუმენტების გაფორმებისას. თებერველი კარგი თვეა კონკურსებში მონაწილეობისთვის, ლატარიის ბილეთების საყიდლად. წარმატება ელით მათ, ვინ გარისკავს.
არაფერი გიშლით ხელს, რომ დაკავდეთ შემოქმედებით, თქვენს საქმიანობას აუცილებლად გამოუჩნდებიან სათანადო დამფასებლები. ნუ გაჩერდებით სახლში, ხშირად ისეირნეთ საინტერესო ადგილებში, დაესწარით ექსკურსიებს.
თვის დასაწყისში გარდასახვა მოგინდებათ. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები, შეიცვალეთ ვარცხნილობა. იყავით მზად ექსპერიმენტებისთვის, რათა საინტერესო მოვლენები მიიზიდოთ ცხოვრებაში. უსიამოვნებებთან გასამკლავებლად გამოიყენეთ სასიამოვნო მუსიკა, მედიტაცია.
თუ აქტიური სპორტით ხართ დაკავებული მეტი ყურადღება მიაქციეთ კუნთებს. ჩაეწერეთ მასაჟისტთან. არ გადადოთ ქრონიკული დაავდებების მკურნალობა. თებერვლის ბოლოს დაგიბრუნდებათ კარგი განწყობა. სასურველია, ჩაეწეროთ აუზზე. გაიძლიეროთ გულ-სახსროვანი სისტემა.
თებერვლის თვის იღბლიანი რიცხვები: 6, 11, 20.