ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნისთვის - "შეიცავლეთ იმიჯი, მეტად იაქტიურეთ..."

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნისთვის - "შეიცავლეთ იმიჯი, მეტად იაქტიურეთ..."

დაკვირვება გმართებთ დეტალებისადმი. კარგ შედეგს მოგიტანთ თებერვალში მოგზაურობა. შთაბეჭდილებებით, შინ ახალი იდეებითა და საინტერეს ნაცნობობით დახუნძლული დაბრუნდებით. თუ საზღვარგარეთ გამგზავრებას ვერ ახერხებთ, უახლოეს რეგიონს მაინც ესტუმრეთ. შინ დარჩენა თუ გსურ, ხშირად მიიპატიჟეთ მეგობრები.

ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და თებერვალი კარგი განწყობით დაგამახსოვრებთ თავს. გახშირდება მეგობრებთან შეხვედრები, საინტერესო საღამოების მოწყობა. სასურველია, ხშირად გახვიდეთ ბუნებაში. გარემოს ხშირი შეცვლა სასარგებლოა თქვენთვის.

მოერიდეთ დაპირისპირებას ასაკით უფროს ადამიანებთან. განსაკუთრებით, ნათესავებთან, თუ მათი აზრი თქვენთვის მიუღებელია, მშვიდად აუხსენით სიტუაცია, ურთიერთობის გარკვევა და დაძაბვა სიკეთეს არ მოგიტანთ.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

დაქორწინებისთვის საუკეთესო თვეა. განსაკუთრებით, თუ ეს თქვენი მეორე ქორწინებაა. თუ თქვენი გული თავისუფალია, მოგზაურობის დროს მეტად დააკვირდით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს. ზოგიერთი სიამოვნებით გააბამს რომანს უცხოელთან. ნაცნობობისთვის კარგი ადგილებია, საკველმოქმედო წვეულება, კონფერენციები და ლექციები. იმისათვის, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების ყურადღება მიიქციოთ, შეიცავლეთ იმიჯი, მეტად იაქტიურეთ. სხვათა შორის, კოლეგებთან და დაქვემდებარებულებთანაც შეძლებთ რომანტიკული ურთიერთობის გაბმას.

კარგად წარიმართება თქვენი ურთიერთობა ვერძებთან. რომანი ელვისებურად განვითარდება. ერთად ვნების ცეცხლს დაანთებთ. სასურველია, გარშემო მყოფები, განსაკუთრებით, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები ხშირად გაანებივროთ კომპლიმენტებით. მეგობრული დამოკიდებულებაც კი შეიძლება მარტივად გადაიზარდოს რომანტიკულში. დაქორწინებულები მშვილდოსნები ერთად და ხშირად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.

  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

თებერვალში ხშირად უნდა დაესწროთ პროფესიული განვითარების კურსებს. უარი არ თქვათ საზღვარგარეთ სტაჟირებაზე. ზოგიერთს უცხოურ კომპანიაში შესთავაზებენ მუშაობის დაწყებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პირადი უძრავი ქონების გაქირავება. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას თევზებთან, არ გაებათ მათ მიერ გონივრულად დაგებულ ავანტიურაში.

კარგი მუშაობით ავტორიტეტს მოიპოვებთ კოლეგებში. იყავით ლიდერი, ამის ენერგია ნამდვილად გაქვთ. აუცილებლად ჩამოწერეთ მიზნების სია და იმოქმედეთ მათ განსახორციელებლად.

  • ჯან­მრთე­ლო­ბა

ენერგიულად აქტიური ხართ, მაგრამ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას ნუ აიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვის ბოლოს მედიკამენტებით მოსასულიერებელი გახდებით. დააკვირდით კუჭ-ნაწლავის მუშაობას, არ გააღიზიანოთ და არ გატვირთოთ იგი. მოერიდეთ შემწვარს, შებოლილს, ფასტ-ფუდებსა და ნახევარფაბრიკატების ჭამას. ნუ ისადილებთ საეჭვო კვების ობიექტებში.

თვის ბოლოს ისეთი განწყობა გექნებათ, როგორი ხალხიც იქნება თქვენ გარშემო. მოერიდეთ გაღიზიანებულ, უსიამოვნო, აგრესიულ და პესიმისტ ადამიანებთან კონტაქტს.

თებერვლის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 2, 9, 14, 17.

როგორი იქნება თებერვალი სასწორებისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელისთვის - "მოულოდნელი შეხვედრები გელით"

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - "ყველაზე თამამი ოცნებებიც კი შეიძლება, აისრულოთ..."