ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი კუროსთვის - "მთების გადადგმის საშუალება მოგეცემათ"

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი კუროსთვის - "მთების გადადგმის საშუალება მოგეცემათ"

პოზიტიურად განეწყვეთ, თებერვალი ერთგვარი ცხოვრებისეული ეტაპია, რომელიც უნდა დასრულდეს თქვენს ცხოვრებაში. სასურველია, დაისახოთ მიზანი, რაც გსურთ, რომ განახორციელოთ, შეიძლება ეს იყოს დიდი პროექტის დასრულება. ვარსკვლავები გირჩევენ, ჩამოწეროთ თვის გეგმა, რომლითაც იხელმძღვანელებთ. ზოგიერთი პრიორიტეტისგან უნდა გათავისუფლდეთ, ზოგიერთმა ცვლილებამ შეიძლება დაგაბნიოთ, მაგრამ გარწმუნებთ, ცოტა ხანში მიხვდებით, რომ ყველა ცვლილება უკეთესობისკენ წაგიყვანთ.

გამონახეთ დრო სულიერი პრაქტიკებისთვის. შეიძლება შეხვდეთ გამოცდილ მასწავლებელს, რომელიც რთული ტექნიკების ათვისებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ ჩაეწეროთ იოგაზე. თებერვალში მეტი ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციებს. დახმარებისთვის მიმართეთ სასწორს, თხის რქას, მორიელს ან მშვილდოსანს.

თებერვალში "მთების გადადგმის" საშუალება მოგეცემათ, მაგრამ მარტოს რომ არ გაგიჭირდეთ, გადაუნაწილეთ საქმეები მეგობრებს, ნათესავებს.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

თებერვალი მოულოდნელობებით აღსავსე თვეა. ახლობლების რჩევები მოისმინეთ, მაგრამ ისე იმოქმედეთ, როგორც გული გიკარნახებთ. არავინ გააკრიტიკოთ, არავისთან გაჯიუტდეთ. მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი ემოციები, გამონათქვამები, განსაკუთრებით, სავსემთვარეობისას.

სიყვარულის ისტორიაში წერტილს დასვამენ ის კუროები, რომლებიც ვერ გაერკვიენ ვერც საკუთარ თავში და ვერც პარტნიორის გრძნობებში. თავისუფლებისთვის სამყარო დაგაჯილდოებთ და მომავალში სწორ ადამიანს შეგახვედრებთ.

ხშირად შეხვდით მეგობრებს, რომლებთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებთ. ხშირად გადით ბუნებაში, კარგ შედეგს მოგიტანთ ფიზიკური აქტიურობაც.

მანდილოსან კუროებს რომანტიკული კავშირი ჩამოგიყალიბდებათ ჰაერის ან წყლის სტიქიების წარმომადგენლებთან. საიმედო საყრდენს შემოგთავაზებენ - მიწისა და ცეცხლის წარმომადგენლები.

მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილების მიმართ. მათ ჭირვეულობასა და უკონტროლობას მშვიდად უნდა შეხვდეთ და მხოლოდ ტკბილი სიტყვით მოიყვანოთ გრძნობაზე. უფრო მეტიც, ეცადეთ, ხშირად შეაქოთ, ჩაიხუტოთ და მოეფეროთ. ბავშვებს თქვენი სიყვარული აკლიათ. გამონახეთ დრო მათთან ერთად გართობისთვისაც.

  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

შუა თვემდე უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი. უნდა დაასრულოთ დაწყებული პროექტები. კოლეგები შემოგთვაზებენ სარფიან საქმიანობაში ჩართვას. მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. არ გაგიკვირდეთ, თუ პარტნიორები, რომლებთანაც ადრე კარგი დამოკიდებულება გქონდათ, კონფლიქტურები გახდნენ, გაგიჭირდეთ მათთან საერთო ენის გამონახვა. ეცადეთ, ცხოვრებაში მომხდარ საკითხებს ობიექტურად შეხედოთ. ბიზნესპარტნიორებთნ ურთიერთობა რომ არ დაგეძაბოთ, სიახლეებს მშვიდად შეხვდით და დანერგეთ ისინი. შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ ზოგიერთ ერთგულ თანამშრომელშიც კი. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი და არ იჩხუბოთ კოლეგებთან და უფროსთან. თვის ბოლოს თქვენი შრომისუნარიანობა მოიმატებს. ენერგიის მომატებასაც იგრძნობთ. სხვათა შორის, ამავე პერიოდია მოსალოდნელია ხელფასის გაზრდა და პრემიის მიღება.

შემოქმედებითმა ნიშნებმა მეტი დრო დაუთმეთ თქვნს პროფესიონალურ გავითარებას. მიიღეთ მონაწილეობა კონკურსებში. დაანახვეთ გარშემო მყოფებს თქვენი ნიჭი.

  • ჯან­მრთე­ლო­ბა

გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. არავის არაფერი დაუმტკიცოთ, არ გაჯიუტდეთ. მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრეთ, სტრესმა შეიძლება არტერიული წნევა აგიმაღლოთ. არ გამოვრიცხავთ ვირუსული ინფექციების გართულებას. მეტად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, შინაურული მეთოდებიც კარგ შედეგს მოგიტანთ. მიიღეთ ბუნებრივი ვიტამინები. ნაკლებად ეკონტაქტეთ ვირუსით დასნებოვნებულ ადამიანებს და მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გახსოვდეთ, ჯანმრთელი უნდა იყოთ, ფიზიკურ და გონებრივ საქმიანობას რომ გაუძლოთ.

თებერვლის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 15, 17, 27.

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნისთვის - "შეიცავლეთ იმიჯი, მეტად იაქტიურეთ..."

როგორი იქნება თებერვალი სასწორებისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელისთვის - "მოულოდნელი შეხვედრები გელით"